საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰუდსონის საოცრება - ბატების გუნდთან შეჯახებული თვითმფრინავი და პილოტი, რომელმაც წყალზე დაშვებით 150 მგზავრი გადაარჩინა
ჰუდსონის საოცრება - ბატების გუნდთან შეჯახებული თვითმფრინავი და პილოტი, რომელმაც წყალზე დაშვებით 150 მგზავრი გადაარჩინა

თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში საკ­მა­ოდ ხში­რია ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფე­ბი, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ფა­ტა­ლუ­რად სრულ­დე­ბა, თუმ­ცა, არის იღ­ბლი­ა­ნი, უნი­კა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბიც და სწო­რედ ერთ-ერთი ასე­თია 2009 წლის 15 იან­ვარს, ნიუ-იორკში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტი, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო ავი­ა­ცი­ის ის­ტო­რი­ა­ში "ჰუდსო­ნის სა­ოც­რე­ბის" სა­ხე­ლით შე­ვი­და, მფრი­ნავ­მა კი, რო­მელ­მაც 150 მგზავ­რის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნა, "ეროვ­ნუ­ლი გმი­რის" ტი­ტუ­ლი და­იმ­სა­ხუ­რა.

უკი­დუ­რე­სი შემ­თხვე­ვა

სარ­კი­ნიგ­ზო და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გა­და­ზიდ­ვე­ბის გვერ­დით, სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცია ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბაა, რად­გან მრა­ვალ­გზის ტეს­ტი­რე­ბის წყა­ლო­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და კა­ტას­ტრო­ფე­ბის მი­ნი­მუ­მამ­დე დაყ­ვა­ნა, თუმ­ცა, ექ­სტრე­მა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის­გან, რო­მელ­თა შო­რის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თოდ თვითმფრი­ნა­ვის წყალ­ზე დაფ­რე­ნა ით­ვლე­ბა, ყო­ველ­თვის ვერ ხერ­ხდე­ბა თა­ვის დაღ­წე­ვა.

უმაღ­ლე­სი კლა­სის მფრი­ნა­ვი

ტე­ხა­სე­ლი მო­ზარ­დი ჩელ­სი სა­ლენ­ბერ­გე­რი, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ ად­რე­ულ ასაკ­ში გახ­და ქა­ლაქ მენ­სის ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი, ავი­ა­ცი­ით 16 წლის ასაკ­ში და­ინ­ტე­რეს­და და ცნო­ბი­ლი აე­როკ­ლუ­ბის რი­გებ­შიც ჩა­ე­წე­რა, მერე კი, მფრი­ნა­ვის პრო­ფე­სი­ის სე­რი­ო­ზუ­ლად შეს­წავ­ლა გა­და­წყვი­ტა და18 წლის ასაკ­ში შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სამ­ხედ­რო სა­ა­ვი­ა­ციო ძა­ლე­ბის აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ი­რი­ცხა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ყვე­ლა შე­საძ­ლო ჯილ­დო­თი და top flyer-ის (უმა­ღე­სი კლა­სის მფრი­ნა­ვის) კლა­სი­ფი­კა­ცი­ით და­ას­რუ­ლა.

არ­მი­ა­ში შვიდ­წ­ლი­ა­ნი სამ­სა­ხუ­რის და ურ­თუ­ლე­სი საბ­რძო­ლო და­ვა­ლე­ბე­ბის წარ­მა­ტე­ბით შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სა­ლენ­ბერ­გერ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ა­ში გა­და­ი­ნაც­ვლა, სა­დაც სა­კუ­თა­რი სამ­ხედ­რო გა­მოც­დი­ლე­ბის და მა­ღა­ლი IQ-ს წყა­ლო­ბით, ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფე­ბის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებს იძი­ებ­და, რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში კი, სა­კუ­თა­რი სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნია Safety Reliability Methods და­ა­არ­სა, თუმ­ცა, საყ­ვა­რელ საქ­მეს მა­ინც არ უღა­ლა­ტა და მთე­ლი 30 წელი, სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ცი­დენ­ტე­ბის გა­რე­შე იმუ­შა­ვა ამე­რი­კულ ავი­ა­კომ­პა­ნია US Airways-ში, სა­დაც კო­ლე­გე­ბის ნდო­ბა და პა­ტი­ვის­ცე­მა და­იმ­სა­ხუ­რა. იხი­ლეთ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ის­ტო­რია palitranews.ge-ზე

უიღ­ბლო აფ­რე­ნა

2009 წლის 15 იან­ვა­რი 57 წლის გა­მოც­დი­ლი პი­ლო­ტის­თვის, რო­მე­ლიც ერთ კვი­რა­ში და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავ­და, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მუ­შაო დღე უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ნიუ-იორკ - შარ­ლო­ტა - სი­ეტ­ლის რე­ისს ფრან­გუ­ლი წარ­მო­ე­ბის თვითმფრი­ნა­ვი Airbus A320 ახორ­ცი­ე­ლებ­და, რო­მე­ლიც ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში რამ­დე­ნი­მე წლით ადრე შე­ვი­და, სის­ტე­მა­ტუ­რად გა­დი­ო­და გეგ­მი­ურ შე­მოწ­მე­ბას და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ი­მე­დო სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დის რე­პუ­ტა­ცი­ით სარ­გებ­ლობ­და.

კომ­პა­ნი­ო­ნო­ბას სა­ლენ­ბერ­გერს მე­ო­რე პი­ლო­ტი - 49 წლის ჯეფ­რი სქა­ილ­ზი უწევ­და, რო­მელ­საც US Airways-ში მუ­შა­ო­ბის 23-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და, თუმ­ცა Airbus A320-ი მხო­ლოდ მე­ო­რედ უნდა ეფ­რი­ნა. თვითმფრი­ნა­ვი, რომ­ლის ბორტზე 150 მგზავ­რი და 3 ბორტგამ­ცი­ლე­ბე­ლი იყო, ნიუ-იორ­კის ლა გუ­არ­დი­ას აე­რო­პორ­ტი­დან ცუდი მე­ტე­ო­პი­რო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით რამ­დე­ნი­მე წუ­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით აფ­რინ­და და თით­ქმის მა­შინ­ვე გა­ნი­ცა­და კა­ტას­ტრო­ფა.

სა­ზა­რე­ლი ჩი­ტე­ბი

ჩი­ტებ­თან შე­ჯა­ხე­ბა სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს უქ­მნის ნე­ბის­მი­ერ პი­ლოტს და სწო­რედ ამი­ტომ, ყვე­ლა აე­რო­პორ­ტს ფრინ­ვე­ლის გან­დევ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი სის­ტე­მა აქვს. თუმ­ცა, Airbus A320 არა ერთ, არა­მედ კა­ნა­დუ­რი ბა­ტე­ბის მთე­ლი გუნდს გა­და­ე­ყა­რა, ვერ შეძ­ლო გვერ­დის აქ­ცე­ვა და აფ­რე­ნი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 90 წამ­ში, როცა თით­ქმის 800 მეტ­რის სი­მაღ­ლე აკ­რი­ფა, ფრინ­ველ­თა გუნდს ემსხვერ­პლა.

მარ­თა­ლია, ძრა­ვის მწყობ­რი­დან გა­მოს­ვლა ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში სა­ხი­ფა­თოა, მაგ­რამ ექ­სტრე­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ავი­ა­ლა­ი­ნერს ერთი გა­მარ­თუ­ლი ძრა­ვი­თაც შე­უძ­ლია ფრე­ნა, იმ ავ­ბე­დით დღეს კი, ბა­ტებ­მა ორი­ვე ძრა­ვა და­ა­ზი­ა­ნეს და მგზავ­რებ­მა ჯერ ყრუ დარ­ტყმის ხმა გა­ი­გეს, მერე არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო სუნი იგ­რძნეს, ზოგ­მა კი, ილუ­მი­ნა­ტო­რი­დან ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი ძრა­ვე­ბიც და­ი­ნა­ხა.

"ჩვენ წყალ­ზე ვეშ­ვე­ბით!"

სი­ტუ­ა­ცი­ის შე­ფა­სე­ბის შემ­დეგ, სა­ლიმ (სწო­რედ ასე მი­მარ­თავ­დნენ ჩელ­სი სა­ლენ­ბერ­გერს კო­ლე­გე­ბი), ავი­ა­დის­პე­ჩერს ნიუ-იორ­კის აე­რო­პორ­ტის და­საფ­რენ ბი­ლიკ­ზე დაჯ­დო­მის ნე­ბარ­თვის თხოვ­ნით მი­მარ­თა, თუმ­ცა, ცე­ცხლის ალი იმ­დე­ნად სწრა­ფად ვრცელ­დე­ბო­და, რომ პი­ლო­ტი მიხ­ვდა, აე­როდ­რომ­ზე და­საბ­რუ­ნებ­ლად უბ­რა­ლოდ დრო არ ეყო­ფო­და.

მე­ო­რე შე­საძ­ლო ვა­რი­ან­ტი, რო­მელ­საც პი­ლო­ტი და დის­პე­ჩე­რი გა­ნი­ხი­ლავ­დნენ უახ­ლო­ეს - ტე­ტერ­ბო­როს აე­რო­პორ­ტში დაფ­რე­ნა იყო, მაგ­რამ გაჩ­ნდა ეჭვი, რომ თვითმფრი­ნა­ვი ვერც მე­ზო­ბელ ქა­ლა­ქამ­დე შეძ­ლებ­და მიღ­წე­ვას.

მფრი­ნავ­მა შე­სა­ფე­რი­სი მო­ე­და­ნი აღ­მო­ა­ჩი­ნა ახ­ლომ­დე­ბა­რე პარკში, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ღია სივ­რცის და უზარ­მა­ზა­რი ტე­რი­ტო­რი­ით, ზუს­ტად ერ­გე­ბო­და A320-ის გა­ბა­რი­ტე­ბის თვითმფრი­ნავს, თუმ­ცა, დის­პე­ჩერ­მა არ მის­ცა სა­ლენ­ბერ­გერს ჩა­ნა­ფიქ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა, რად­გან პარკში სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მძი­მე ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბით.

სტა­ჟი­ან პი­ლოტს არ­ჩე­ვა­ნი არ ჰქონ­და და მე­ტად სა­რის­კო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო - ლა­ი­ნე­რი სამ­ხრე­თის­კენ მი­აბ­რუ­ნა და გეზი ჰუდსო­ნის მდი­ნა­რის­კენ აიღო. სა­ლენ­ბერ­გერ­მა სხვებ­ზე კარ­გად იცო­და, რომ წყალ­ზე დაშ­ვე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი, სა­ხი­ფა­თო იქ­ნე­ბო­და და შე­ში­ნე­ბულ მგზავ­რებს ჯერ შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ აც­ნო­ბა, მერე კი მაქ­სი­მა­ლუ­რად ფრთხი­ლად მო­უ­წო­და:"მო­ემ­ზა­დეთ დარ­ტყმის­თვის! ჩვენ წყალ­ზე ვეშ­ვე­ბით!"

VIDEO: იხი­ლეთ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ის­ტო­რია palitranews.ge-ზე

მთა­ვარ სირ­თუ­ლეს ავი­ა­ლა­ი­ნე­რის კონ­სტრუქ­ცია წარ­მო­ად­გენ­და, რად­გან მისი ძრა­ვე­ბი ფრთე­ბის ქვეშ იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი და წყალ­ზე დაშ­ვე­ბი­სას სა­ლენ­ბერ­გერს პირ­ველ რიგ­ში სწო­რედ ძრა­ვე­ბი უნდა და­ეც­ვა წყალ­თან შე­ხე­ბის­გან, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში თვითმფრი­ნა­ვი სწრა­ფად ჩა­ი­ძი­რე­ბო­და მდი­ნა­რე­ში. თუმ­ცა, პი­ლოტ­მა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი შეძ­ლო - ბა­ლან­სი გა­ას­წო­რა და ამე­რი­კის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბის - ჯორჯ ვა­შინგტო­ნის ხი­დის გვერ­დის ავ­ლით, მი­ნი­მა­ლუ­რი სიჩ­ქა­რით და­ეშ­ვა და ავი­ა­ლა­ი­ნე­რი წყლის ზე­და­პირ­ზე გა­ა­ჩე­რა.

მარ­თა­ლია, თა­ვი­დან მა­სი­ურ თვითმფრი­ნავს მცი­რე ზო­მის ნა­წი­ლე­ბი მო­წყდა და წყლის შხე­ფე­ბით და­ი­ფა­რა, მდი­ნა­რის ნა­პირ­ზე თავ­მოყ­რილ ნიუ-იორ­კე­ლებს კი მო­ეჩ­ვე­ნათ, რომ თვითმფრი­ნა­ვი და­იმ­სხვრა ან წყალ­ში ჩა­ი­ძი­რა, მაგ­რამ ძა­ლი­ან სწრა­ფად გა­ირ­კვა, რომ მფრი­ნავ­მა წარ­მა­ტე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ექ­სტრე­მა­ლუ­რი დაშ­ვე­ბა და კა­ტას­ტრო­ფის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა მო­ა­ხერ­ხა. თუმ­ცა, მგზავ­რე­ბის სი­ცო­ცხლე ჯერ კი­დევ საფრ­თხე­ში იყო, რად­გან თვითმფრი­ნა­ვი, რომ­ლის სა­ლო­ნი წყლით ივ­სე­ბო­და, დიდ­ხანს ვერ შეძ­ლებ­და ზე­და­პირ­ზე ტივ­ტივს და ისიც გა­ურ­კვე­ვე­ლი იყო ჩა­ი­ძი­რე­ბო­და თუ უბ­რა­ლოდ აფეთ­ქდე­ბო­და.

მგზავ­რებ­მა სა­ა­ვა­რიო გა­სას­ვლე­ლი­დან სცა­დეს თა­ვის დაღ­წე­ვა, თუმ­ცა გა­საქ­ცე­ვი არ­სად იყო, რად­გან თვითმფრი­ნა­ვი მდი­ნა­რე­ში ტივ­ტი­ვებ­და, იან­ვრის თვე­ში ცივ წყალ­ში ბა­ნა­ო­ბა კი, ისე­დაც დამფრ­თხალ ადა­მი­ა­ნებს "ტი­ტა­ნი­კის" მგზავ­რე­ბის ბე­დის გა­ზი­ა­რე­ბით ემუქ­რე­ბო­და, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა სწო­რედ წყალ­ში გა­ი­ყი­ნა.

კა­პი­ტა­ნი ბო­ლოს ტო­ვებს ლა­ი­ნერს!

არა­ნაკ­ლე­ბი შოკი გა­ნი­ცა­დეს ნიუ-იორ­კე­ლებ­მა, რო­მელ­თაც თვითმფრი­ნა­ვის კრი­ტი­კულ სი­მაღ­ლე­ზე ფრე­ნამ 11 სექ­ტემ­ბრის ცნო­ბი­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი გა­ახ­სე­ნა. თუმ­ცა, როცა ავი­ა­ლა­ი­ნე­რის ფრთებ­სა და სა­ხუ­რავ­ზე ამძვრა­ლი მგზავ­რე­ბი და­ი­ნა­ხეს, ად­გი­ლობ­რივ პო­ლი­ცი­ა­სა და სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, თვი­თო­ნაც და­იძ­რნენ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად, მი­თუ­მე­ტეს, რომ თვითმფრი­ნა­ვი სწრა­ფად იძი­რე­ბო­და.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ევა­კუ­ა­ცია ოპე­რა­ტი­უ­ლად გან­ხორ­ცი­ელ­და და ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფა მსხვერ­პლის გა­რე­შე დას­რულ­და. 150 მგზავ­რი­დან 83 და­შავ­და და მხო­ლოდ 5-მა მი­ი­ღო მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი, მსუ­ბუ­ქი მოყინ­ვით გა­და­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში. ჩელ­სი სა­ლენ­ბერ­გერ­მა, რო­გორც გა­მოც­დილ­მა კა­პი­ტან­მა, სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დი ყვე­ლა­ზე ბო­ლოს და­ტო­ვა, როცა სა­ლო­ნი გულ­დას­მით შე­ა­მოწ­მა და დარ­წმუნ­და, რომ ბორტზე აღა­რა­ვინ დარ­ჩა.

ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გმი­რი თუ უპა­სუ­ხის­მგებ­ლო პი­ლო­ტი

Airbus A320, რომ­ლის აღ­დგე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა, დღეს ქა­ლაქ შარ­ლო­ტას, კა­რო­ლი­ნას ავი­ა­ცი­ის მუ­ზე­უ­მის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ ექ­სპო­ნა­ტად ით­ვლე­ბა, ჩელ­სი სა­ლენ­ბერ­გე­რი კი, სწრა­ფად იქცა ამე­რი­კის ნა­ცი­ო­ნა­ლურ გმი­რად და ნიუ-იორ­კის მე­რის­გან ქა­ლა­ქის სიმ­ბო­ლუ­რი გა­სა­ღე­ბიც ჩა­ი­ბა­რა, ექ­სპერტთა ნა­წი­ლის მტკი­ცე­ბას კი, თით­ქოს თვითმფრი­ნა­ვის სხვაგ­ვა­რად დაშ­ვე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და და პი­ლოტ­მა გა­უ­მარ­თლებ­ლად ჩა­აგ­დო მგზავ­რე­ბის სი­ცო­ცხლე საფრ­თხე­ში, ხან­გრძლივ­მა გა­მო­ძი­ე­ბამ უპა­სუ­ხა, რო­მელ­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ სა­კუ­თა­რი მდი­და­რი გა­მოც­დი­ლე­ბის და აუ­ღელ­ვე­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბის წყა­ლო­ბით, სა­ლენ­ბერ­გერ­მა მარ­თა­ლია სა­რის­კო, მაგ­რამ ერ­თა­დერ­თი სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

იხი­ლეთ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ის­ტო­რია palitranews.ge-ზე

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
5

ამ შემთხვევის საქმე შესწავლილი მაქვს ყელამდე. ანალოგიური საქმეცაა წარმოდგენილი საბჭოთა კავშირის დროს და დასაფასებელია ეს საქმეც ეროვნებისა და პოლიტიკის გარეშე. ეს პილოტი და ანალოგიური საქმის წარმატებით განმახორციელებელი კაპიტნებიც წმინდანების რიგშია ჩასარიცხი. როცა დედამიწას ცილდები, იქ ფეხებზეა დაკიდებული პოლიტიკა, პუტინი, ტრამპი, დიქტატურა, კაპიტალიზმი... იქ ვერაფერი გიშველის, ფიზიკაა (საქართველოში დაუფასებელი) ძალაში, პილოტის ოსტატობის მაღლა მხოლოდ ღმერთია... ასე რომ, ვილოცოთ ყველა გაფრენის წინ...

Shalva
0

BRAVO

ავტორი:

ჰუდსონის საოცრება - ბატების გუნდთან შეჯახებული თვითმფრინავი და პილოტი, რომელმაც წყალზე დაშვებით 150 მგზავრი გადაარჩინა

ჰუდსონის საოცრება - ბატების გუნდთან შეჯახებული თვითმფრინავი და პილოტი, რომელმაც წყალზე დაშვებით 150 მგზავრი გადაარჩინა

თანამედროვე სამყაროში საკმაოდ ხშირია ავიაკატასტროფები, რომელთა უმრავლესობა ფატალურად სრულდება, თუმცა, არის იღბლიანი, უნიკალური შემთხვევებიც და სწორედ ერთ-ერთი ასეთია 2009 წლის 15 იანვარს, ნიუ-იორკში მომხდარი ინციდენტი, რომელიც მსოფლიო ავიაციის ისტორიაში "ჰუდსონის საოცრების" სახელით შევიდა, მფრინავმა კი, რომელმაც 150 მგზავრის სიცოცხლე გადაარჩინა, "ეროვნული გმირის" ტიტული დაიმსახურა.

უკიდურესი შემთხვევა

სარკინიგზო და საავტომობილო გადაზიდვების გვერდით, სამოქალაქო ავიაცია ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო სატრანსპორტო საშუალებაა, რადგან მრავალგზის ტესტირების წყალობით შესაძლებელი გახდა კატასტროფების მინიმუმამდე დაყვანა, თუმცა, ექსტრემალური შემთხვევებისგან, რომელთა შორის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათოდ თვითმფრინავის წყალზე დაფრენა ითვლება, ყოველთვის ვერ ხერხდება თავის დაღწევა.

უმაღლესი კლასის მფრინავი

ტეხასელი მოზარდი ჩელსი სალენბერგერი, რომელიც საკმაოდ ადრეულ ასაკში გახდა ქალაქ მენსის ინტელექტუალთა საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, ავიაციით 16 წლის ასაკში დაინტერესდა და ცნობილი აეროკლუბის რიგებშიც ჩაეწერა, მერე კი, მფრინავის პროფესიის სერიოზულად შესწავლა გადაწყვიტა და18 წლის ასაკში შეერთებული შტატების სამხედრო საავიაციო ძალების აკადემიაში ჩაირიცხა, რომელიც რამდენიმე წელიწადში ყველა შესაძლო ჯილდოთი და top flyer-ის (უმაღესი კლასის მფრინავის) კლასიფიკაციით დაასრულა.

არმიაში შვიდწლიანი სამსახურის და ურთულესი საბრძოლო დავალებების წარმატებით შესრულების შემდეგ, სალენბერგერმა სამოქალაქო ავიაციაში გადაინაცვლა, სადაც საკუთარი სამხედრო გამოცდილების და მაღალი IQ-ს წყალობით, ავიაკატასტროფების გამომწვევ მიზეზებს იძიებდა, რამდენიმე წელიწადში კი, საკუთარი საკონსულტაციო კომპანია Safety Reliability Methods დააარსა, თუმცა, საყვარელ საქმეს მაინც არ უღალატა და მთელი 30 წელი, სერიოზული ინციდენტების გარეშე იმუშავა ამერიკულ ავიაკომპანია US Airways-ში, სადაც კოლეგების ნდობა და პატივისცემა დაიმსახურა. იხილეთ არაჩვეულებრივი ისტორია palitranews.ge-ზე

უიღბლო აფრენა

2009 წლის 15 იანვარი 57 წლის გამოცდილი პილოტისთვის, რომელიც ერთ კვირაში დაბადების დღეს აღნიშნავდა, ჩვეულებრივი სამუშაო დღე უნდა ყოფილიყო. ნიუ-იორკ - შარლოტა - სიეტლის რეისს ფრანგული წარმოების თვითმფრინავი Airbus A320 ახორციელებდა, რომელიც ექსპლუატაციაში რამდენიმე წლით ადრე შევიდა, სისტემატურად გადიოდა გეგმიურ შემოწმებას და ერთ-ერთი ყველაზე საიმედო საჰაერო ხომალდის რეპუტაციით სარგებლობდა.

კომპანიონობას სალენბერგერს მეორე პილოტი - 49 წლის ჯეფრი სქაილზი უწევდა, რომელსაც US Airways-ში მუშაობის 23-წლიანი გამოცდილება ჰქონდა, თუმცა Airbus A320-ი მხოლოდ მეორედ უნდა ეფრინა. თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 150 მგზავრი და 3 ბორტგამცილებელი იყო, ნიუ-იორკის ლა გუარდიას აეროპორტიდან ცუდი მეტეოპირობების გათვალისწინებით რამდენიმე წუთის დაგვიანებით აფრინდა და თითქმის მაშინვე განიცადა კატასტროფა.

საზარელი ჩიტები

ჩიტებთან შეჯახება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ნებისმიერ პილოტს და სწორედ ამიტომ, ყველა აეროპორტს ფრინველის განდევნის სპეციალური სისტემა აქვს. თუმცა, Airbus A320 არა ერთ, არამედ კანადური ბატების მთელი გუნდს გადაეყარა, ვერ შეძლო გვერდის აქცევა და აფრენიდან დაახლოებით 90 წამში, როცა თითქმის 800 მეტრის სიმაღლე აკრიფა, ფრინველთა გუნდს ემსხვერპლა.

მართალია, ძრავის მწყობრიდან გამოსვლა ნებისმიერ შემთხვევაში სახიფათოა, მაგრამ ექსტრემალურ პირობებში თანამედროვე ავიალაინერს ერთი გამართული ძრავითაც შეუძლია ფრენა, იმ ავბედით დღეს კი, ბატებმა ორივე ძრავა დააზიანეს და მგზავრებმა ჯერ ყრუ დარტყმის ხმა გაიგეს, მერე არასასიამოვნო სუნი იგრძნეს, ზოგმა კი, ილუმინატორიდან ცეცხლმოკიდებული ძრავებიც დაინახა.

"ჩვენ წყალზე ვეშვებით!"

სიტუაციის შეფასების შემდეგ, სალიმ (სწორედ ასე მიმართავდნენ ჩელსი სალენბერგერს კოლეგები), ავიადისპეჩერს ნიუ-იორკის აეროპორტის დასაფრენ ბილიკზე დაჯდომის ნებართვის თხოვნით მიმართა, თუმცა, ცეცხლის ალი იმდენად სწრაფად ვრცელდებოდა, რომ პილოტი მიხვდა, აეროდრომზე დასაბრუნებლად უბრალოდ დრო არ ეყოფოდა.

მეორე შესაძლო ვარიანტი, რომელსაც პილოტი და დისპეჩერი განიხილავდნენ უახლოეს - ტეტერბოროს აეროპორტში დაფრენა იყო, მაგრამ გაჩნდა ეჭვი, რომ თვითმფრინავი ვერც მეზობელ ქალაქამდე შეძლებდა მიღწევას.

მფრინავმა შესაფერისი მოედანი აღმოაჩინა ახლომდებარე პარკში, რომელიც თავისი ღია სივრცის და უზარმაზარი ტერიტორიით, ზუსტად ერგებოდა A320-ის გაბარიტების თვითმფრინავს, თუმცა, დისპეჩერმა არ მისცა სალენბერგერს ჩანაფიქრის განხორციელების უფლება, რადგან პარკში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა მძიმე ტექნიკის გამოყენებით.

სტაჟიან პილოტს არჩევანი არ ჰქონდა და მეტად სარისკო გადაწყვეტილება მიიღო - ლაინერი სამხრეთისკენ მიაბრუნა და გეზი ჰუდსონის მდინარისკენ აიღო. სალენბერგერმა სხვებზე კარგად იცოდა, რომ წყალზე დაშვება ძალიან რთული, სახიფათო იქნებოდა და შეშინებულ მგზავრებს ჯერ შექმნილი სიტუაციის შესახებ აცნობა, მერე კი მაქსიმალურად ფრთხილად მოუწოდა:"მოემზადეთ დარტყმისთვის! ჩვენ წყალზე ვეშვებით!"

VIDEO: იხილეთ არაჩვეულებრივი ისტორია palitranews.ge-ზე

მთავარ სირთულეს ავიალაინერის კონსტრუქცია წარმოადგენდა, რადგან მისი ძრავები ფრთების ქვეშ იყო მოთავსებული და წყალზე დაშვებისას სალენბერგერს პირველ რიგში სწორედ ძრავები უნდა დაეცვა წყალთან შეხებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმფრინავი სწრაფად ჩაიძირებოდა მდინარეში. თუმცა, პილოტმა პრაქტიკულად შეუძლებელი შეძლო - ბალანსი გაასწორა და ამერიკის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობის - ჯორჯ ვაშინგტონის ხიდის გვერდის ავლით, მინიმალური სიჩქარით დაეშვა და ავიალაინერი წყლის ზედაპირზე გააჩერა.

მართალია, თავიდან მასიურ თვითმფრინავს მცირე ზომის ნაწილები მოწყდა და წყლის შხეფებით დაიფარა, მდინარის ნაპირზე თავმოყრილ ნიუ-იორკელებს კი მოეჩვენათ, რომ თვითმფრინავი დაიმსხვრა ან წყალში ჩაიძირა, მაგრამ ძალიან სწრაფად გაირკვა, რომ მფრინავმა წარმატებით განახორციელა ექსტრემალური დაშვება და კატასტროფის თავიდან აცილება მოახერხა. თუმცა, მგზავრების სიცოცხლე ჯერ კიდევ საფრთხეში იყო, რადგან თვითმფრინავი, რომლის სალონი წყლით ივსებოდა, დიდხანს ვერ შეძლებდა ზედაპირზე ტივტივს და ისიც გაურკვეველი იყო ჩაიძირებოდა თუ უბრალოდ აფეთქდებოდა.

მგზავრებმა საავარიო გასასვლელიდან სცადეს თავის დაღწევა, თუმცა გასაქცევი არსად იყო, რადგან თვითმფრინავი მდინარეში ტივტივებდა, იანვრის თვეში ცივ წყალში ბანაობა კი, ისედაც დამფრთხალ ადამიანებს "ტიტანიკის" მგზავრების ბედის გაზიარებით ემუქრებოდა, რომელთა უმრავლესობა სწორედ წყალში გაიყინა.

კაპიტანი ბოლოს ტოვებს ლაინერს!

არანაკლები შოკი განიცადეს ნიუ-იორკელებმა, რომელთაც თვითმფრინავის კრიტიკულ სიმაღლეზე ფრენამ 11 სექტემბრის ცნობილი ტერორისტული აქტი გაახსენა. თუმცა, როცა ავიალაინერის ფრთებსა და სახურავზე ამძვრალი მგზავრები დაინახეს, ადგილობრივ პოლიციასა და სამაშველო სამსახურთან ერთად, თვითონაც დაიძრნენ დაზარალებულების დასახმარებლად, მითუმეტეს, რომ თვითმფრინავი სწრაფად იძირებოდა.

საბედნიეროდ, ევაკუაცია ოპერატიულად განხორციელდა და ავიაკატასტროფა მსხვერპლის გარეშე დასრულდა. 150 მგზავრიდან 83 დაშავდა და მხოლოდ 5-მა მიიღო მძიმე დაზიანება, დანარჩენები კი, მსუბუქი მოყინვით გადაიყვანეს კლინიკაში. ჩელსი სალენბერგერმა, როგორც გამოცდილმა კაპიტანმა, საჰაერო ხომალდი ყველაზე ბოლოს დატოვა, როცა სალონი გულდასმით შეამოწმა და დარწმუნდა, რომ ბორტზე აღარავინ დარჩა.

ნაციონალური გმირი თუ უპასუხისმგებლო პილოტი

Airbus A320, რომლის აღდგენა შეუძლებელი აღმოჩნდა, დღეს ქალაქ შარლოტას, კაროლინას ავიაციის მუზეუმის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ექსპონატად ითვლება, ჩელსი სალენბერგერი კი, სწრაფად იქცა ამერიკის ნაციონალურ გმირად და ნიუ-იორკის მერისგან ქალაქის სიმბოლური გასაღებიც ჩაიბარა, ექსპერტთა ნაწილის მტკიცებას კი, თითქოს თვითმფრინავის სხვაგვარად დაშვება შეიძლებოდა და პილოტმა გაუმართლებლად ჩააგდო მგზავრების სიცოცხლე საფრთხეში, ხანგრძლივმა გამოძიებამ უპასუხა, რომელმაც დაადასტურა, რომ საკუთარი მდიდარი გამოცდილების და აუღელვებელი მოქმედების წყალობით, სალენბერგერმა მართალია სარისკო, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

იხილეთ არაჩვეულებრივი ისტორია palitranews.ge-ზე

"ჰიტლერივით მზად არიან, თავიანთი შვილები ბელადს შესწირონ" - კადიროვის გარემოცვის მიერ გავრცელებული ვიდეოს რუსეთში მწვავე რეაქციები მოჰყვა

იტალიელმა პროფესორმა G20-ის მონაწილეებს "შოუ მოჰპარა“ - წელს ზემოთ შიშველი ნიკოლა ფრანჯიონეს ფოტოები, რომელსაც პოლიტიკოსებმა მყუდროება დაურღვიეს

ჯილდო გულშემატკივრობისთვის: რა საჩუქრები მიიღო ფანმა, რომლის ვიდეოც ინტერნეტჰიტი გახდა - "მან მთელი შვეიცარიის ემოცია გამოხატა"