სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა კომენტარებს აკეთებენ ფოტოგრაფები სასამართლოს განაჩენზე
რა კომენტარებს აკეთებენ ფოტოგრაფები სასამართლოს განაჩენზე

პრო­კუ­რა­ტუ­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი იმ­დე­ნად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი იყო, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტებ­საც არ ჰქონ­დათ მათ­ზე და­მა­ჯე­რე­ბე­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბი, - ამის შე­სა­ხებ ფო­ტო­რე­პორ­ტი­ორ­მა ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძემ, ე.წ. ფო­ტოგ­რა­ფე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის და­ვით დევ­ნო­ზაშ­ვი­ლი­სა და ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძის მი­მართ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შექ­მნილ­მა ახალ­მა დე­პარ­ტა­მენ­ტმა უმაღ­ლეს დო­ნე­ზე იმუ­შა­ვა.

"პრო­კუ­რა­ტუ­რამ სრუ­ლი­ად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი წარ­მო­ად­გი­ნა. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი იყო ისე­თი, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტებ­საც არ ჰქონ­დათ და­მა­ჯე­რე­ბე­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბი. მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სრუ­ლად ვე­თან­ხმე­ბი. უკვე 100 პრო­ცენ­ტით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ჩვენ მი­მართ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი დად­გე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძემ.

ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რი ნა­თია გე­დე­ნი­ძე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით კმა­ყო­ფი­ლია. რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რას მყა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ჰქონ­და დევ­ნო­ზაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ.

"გა­მო­ძი­ე­ბა დიდი ხანი მუ­შა­ობ­და. გარ­კვე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი იქნა მო­პო­ვე­ბუ­ლი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა იქ­ნე­ბო­და მარ­თა­ლი და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით გამ­ყა­რე­ბუ­ლი, როცა დევ­ნო­ზაშ­ვილს ბრა­ლი წა­უ­ყე­ნა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა სარ­წმუ­ნო სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს­თვის, რათა ჩვენს მი­მართ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მა­მარ­თლებ­ლით შე­იც­ვა­ლოს", - აღ­ნიშ­ნა ნა­თია გე­დე­ნი­ძემ.

ფო­ტო­რე­პორ­ტი­ორ გი­ორ­გი აბ­და­ლა­ძეს იმე­დი აქვს, რომ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნის ფონ­ზე, ფო­ტოგ­რა­ფებს სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო უმოკ­ლეს ვა­და­ში გა­ა­მარ­თლებს. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გა­წე­უ­ლი რთუ­ლი სა­მუ­შა­ოს შე­დე­გია.

"პრო­კუ­რა­ტუ­რამ საკ­მა­ოდ რთუ­ლი სა­მუ­შაო ჩა­ა­ტა­რა და შე­დე­გიც სა­ხე­ზეა. დევ­ნო­ზაშ­ვი­ლი და ცი­ხის უფ­რო­სი, ე.წ. კი­ლე­რა დამ­ნა­შა­ვედ ცნეს. პა­რა­ლე­ლუ­რად, მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში მე­ო­რე პრო­ცე­სი, სა­დაც ჩვენ უნდა გვცნონ უდა­ნა­შა­უ­ლოდ და გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნონ. მე იმე­დი მაქვს დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩვენ მოგ­ვცემს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ ჩვე­ნი გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი მალე დად­გეს", - გა­ნა­ცხა­და აბ­და­ლა­ძემ.

ე.წ. ფო­ტოგ­რა­ფე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი, კონ­ტრდაზ­ვერ­ვის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი და­ვით დევ­ნო­ზაშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

მო­სა­მარ­თლემ გა­ი­ზი­ა­რა სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და და­ად­გი­ნა, რომ დევ­ნო­ზაშ­ვი­ლი ჯა­შუ­შო­ბის ბრა­ლის აღი­ა­რე­ბის მიზ­ნით ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რებ­ზე ზე­წო­ლას ახორ­ცი­ე­ლებ­და.

მო­სა­მარ­თლე ბე­სიკ ბუ­გი­ა­ნიშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, და­ვით დევ­ნო­ზაშ­ვილს სას­ჯე­ლის სა­ხით 4 წლი­თა და 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­ე­ფარ­და.

ამას­თან, სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო ამა­ვე საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი, გლ­და­ნის მერ­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძე და სას­ჯე­ლის სა­ხით 1 წლით და 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

რა კომენტარებს აკეთებენ ფოტოგრაფები სასამართლოს განაჩენზე

რა კომენტარებს აკეთებენ ფოტოგრაფები სასამართლოს განაჩენზე

პროკურატურის მტკიცებულებები იმდენად დასაბუთებული იყო, რომ ბრალდებულების ადვოკატებსაც არ ჰქონდათ მათზე დამაჯერებელი არგუმენტები, - ამის შესახებ ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძემ, ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებულების დავით დევნოზაშვილისა და ალექსანდრე მუხაძის მიმართ გამოტანილი განაჩენის შეფასებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა უმაღლეს დონეზე იმუშავა.

"პროკურატურამ სრულიად დასაბუთებული მტკიცებულებები წარმოადგინა. მტკიცებულებები იყო ისეთი, რომ ბრალდებულების ადვოკატებსაც არ ჰქონდათ დამაჯერებელი არგუმენტები. მოსამართლის გადაწყვეტილებას სრულად ვეთანხმები. უკვე 100 პროცენტით დარწმუნებული ვართ დღევანდელი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მიმართ სააპელაციო სასამართლოში გამამართლებელი განაჩენი დადგება", - განაცხადა ირაკლი გედენიძემ.

ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის დარწმუნებული იყო, რომ პროკურატურას მყარი მტკიცებულებები ჰქონდა დევნოზაშვილის წინააღმდეგ.

"გამოძიება დიდი ხანი მუშაობდა. გარკვეული მტკიცებულებები იქნა მოპოვებული და დარწმუნებული ვიყავი, რომ პროკურატურა იქნებოდა მართალი და მტკიცებულებებით გამყარებული, როცა დევნოზაშვილს ბრალი წაუყენა. დარწმუნებული ვარ, თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება სარწმუნო სააპელაციო სასამართლოსთვის, რათა ჩვენს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამამართლებლით შეიცვალოს", - აღნიშნა ნათია გედენიძემ.

ფოტორეპორტიორ გიორგი აბდალაძეს იმედი აქვს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის ფონზე, ფოტოგრაფებს სააპელაციო სასამართლო უმოკლეს ვადაში გაამართლებს. როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი გადაწყვეტილება პროკურატურის მიერ გაწეული რთული სამუშაოს შედეგია.

"პროკურატურამ საკმაოდ რთული სამუშაო ჩაატარა და შედეგიც სახეზეა. დევნოზაშვილი და ციხის უფროსი, ე.წ. კილერა დამნაშავედ ცნეს. პარალელურად, მიმდინარეობს სააპელაციო სასამართლოში მეორე პროცესი, სადაც ჩვენ უნდა გვცნონ უდანაშაულოდ და გამამართლებელი განაჩენი გამოიტანონ. მე იმედი მაქვს დღევანდელი გადაწყვეტილება ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი გამამართლებელი განაჩენი მალე დადგეს", - განაცხადა აბდალაძემ.

ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებული, კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მოსამართლემ გაიზიარა სახელმწიფო ბრალდების მტკიცებულებები და დაადგინა, რომ დევნოზაშვილი ჯაშუშობის ბრალის აღიარების მიზნით ფოტორეპორტიორებზე ზეწოლას ახორციელებდა.

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, დავით დევნოზაშვილს სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ამასთან, სასამართლომ დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული, გლდანის მერვე დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე და სასჯელის სახით 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ