პარტნიორები:

    ოზურგეთში მოკლული ერთ-ერთი მამაკაცი შემოქმედელი მიტროპოლიტის მძღოლი იყო

    ოზურგეთში მოკლული ერთ-ერთი მამაკაცი შემოქმედელი მიტროპოლიტის მძღოლი იყო

    ოზურგეთში ცოტა ხნის წინ მკვლელობა მოხდა. მოკლულია ორი მამაკაცი, რომლებიც ერთმანეთისთვის სიძე-ცოლის ძმა იყვნენ. არსებული ინფორმაციით, მამაკაცები მანქანაში ჩაცხრილეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მათგანი ციხიდან ახალი გამოსული იყო.

    მეორე მოკლული კი, სახელად დიმა ომელჩენკო შემოქმედელი მიტროპოლიტის, მეუფე იოსების მძღოლი იყო. აღნიშნულის შესახებ AMBEBI.GE-სთან საუბარში ომელჩენკოს მეგობარმა აღნიშნა.

    "დიმა მეუფის გაზრდილია. ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა და მეუფე პატრონობდა" - ამბობს ომელჩენკოს მეგობარი.

    ომელჩენკოს გარდაცვალების გამო წუხილს გამოთქვამს შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის თანამშრომელი ხათუნა ცერცვაძე, რომელიც სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს წარწერით: "რა ბედნიერები ვიყავით...ჩემი საბრალო დიმიკოოოო".

    არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი გარდაცვლილი, გ. ფორცხიშვილი ე.წ. კანონიერი ქურდის შვილიშვილი იყო.

    შემთხვევასთან დაკავშირებით აღძრულია საქმე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

    თორნიკე გურული

    AMBEBI.GE

    დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

    "სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

    პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ