პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წიგნი, რომელიც ახალი მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ
წიგნი, რომელიც ახალი მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ

"ეძღვნე­ბა ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბულ ლი­დერს, რო­მელ­თაც სურთ გა­და­ვიდ­ნენ შემ­დეგ ეტაპ­ზე და მი­აღ­წი­ონ კი­დევ უფრო მეტს".

სი­ახ­ლე­ე­ბით სავ­სე ცხოვ­რე­ბა, ახა­ლი მიზ­ნე­ბი და ამ მიზ­ნის­კენ მი­მა­ვა­ლი გზე­ბი - სწო­რედ ამ თე­მებს მო­ი­ცავს მარ­შალ გოლდსმი­თის წიგ­ნი "ახალ მი­ზანს ახა­ლი ფორ­მუ­ლა სჭირ­დე­ბა." წიგ­ნი, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო ბესთსე­ლე­რია და უამ­რა­ვი ლი­დე­რი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან სა­მა­გი­დო წიგ­ნად მი­იჩ­ნევს, ქარ­თულ ენა­ზე ცოტა ხნის წინ გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-მა" თარ­გმნა.

"უნა­რე­ბი და ჩვე­ვე­ბი, რა­მაც ჩვე­ნი წარ­მა­ტე­ბა და სტა­ტუ­სი გა­ნა­პი­რო­ბა, შე­საძ­ლოა, შემ­დგო­მი წინსვლის­თვის აღარ იყოს საკ­მა­რი­სი," - ასე ფიქ­რობს წიგ­ნის ავ­ტო­რი მარ­შალ გოლდსმი­თი, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი და აღი­ა­რე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მო­აზ­როვ­ნე, მე­ნე­ჯმენ­ტი­სა და ლი­დე­რო­ბის ტრე­ნე­რი, რო­მელ­თან მუ­შა­ო­ბის ფასი ექ­ვსნიშ­ნა რი­ცხვს სცდე­ბა. Wall Street Journal-მა იგი კომ­პა­ნი­ე­ბის ტოპ მე­ნე­ჯმენ­ტის­თვის სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლად­და­ა­სა­ხე­ლა.

წიგ­ნით "ახალ მი­ზანს ახა­ლი ფორ­მუ­ლა სჭირ­დე­ბა" ბიზ­ნეს­სამ­ყა­რო­ში უდი­დე­სი ავ­ტო­რი­ტე­ტი მკი­თხველს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, დე­ტა­ლუ­რად გა­ეც­ნოს და პრაქ­ტი­კა­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს მის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბი. ეს არის ერ­თგვა­რი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო, რო­მელ­შიც გოლდსმი­თი წარ­მა­ტე­ბის თან­მდევ ფუნ­და­მენ­ტურ პრობ­ლე­მებს გა­ნი­ხი­ლავს. ის გა­მო­ყოფს 20 ძი­რი­თად ქცე­ვა­სა და ჩვე­ვას, რაც წარ­მა­ტე­ბულ ლი­დე­რებს შემ­დგო­მი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ში ხელს უშ­ლის. ავ­ტო­რი გვთა­ვა­ზობს ინ­ტერ­პერ­სო­ნა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის შვიდ­სა­ფე­ხუ­რი­ან მე­თოდს, რო­მე­ლიც ლი­დე­რებს კი­დევ უფრო დიდი წარ­მა­ტე­ბის­კენ გზის გაკ­ვალ­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

წიგნს და მის ავ­ტორს და­დე­ბი­თად აფა­სე­ბენ უცხო­ურ მე­დი­ა­ში. "ლი­დე­რო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი გავ­ლე­ნი­ა­ნი პრაქ­ტი­კო­სი," - წერს Forbs მარ­შალ გოლდსმი­თის შე­სა­ხებ. წიგ­ნის ქარ­თულ ენა­ზე გა­მო­ცე­მას და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა ქარ­თულ ბიზ­ნეს­სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც. ბიზ­ნეს­კონ­სულ­ტან­ტი გუგა კო­ბა­ხი­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ წიგ­ნი ყვე­ლას გა­მო­ად­გე­ბა ცხოვ­რე­ბის ახა­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ში დ ის მხო­ლოდ ლი­დე­რე­ბის­თვის არაა გან­კუთ­ვნი­ლი.

"წიგ­ნი სა­ინ­ტე­რე­სოა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვი­საც მუდ­მი­ვად რა­ღა­ცის მიღ­წე­ვა და შეც­ვლა უნდა სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ში, ვი­საც, დიდი გეგ­მე­ბი აქვს. სწო­რედ ამ გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. მარ­თა­ლია, ეს ბიზ­ნეს­ლი­ტე­რა­ტუ­რაა, მაგ­რამ ის გათ­ვლი­ლია ყვე­ლა­სა­ხის მკი­თხველ­ზე, რად­გან გეგ­მე­ბი ყვე­ლა ადა­მი­ანს გა­აჩ­ნია. ცხოვ­რე­ბის სხვადსახ­ვა ეტაპ­ზე ყვე­ლას უწევს გარ­კვე­უ­ლი სა­ხის ლი­დე­რო­ბა. ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ ეს წიგ­ნი ყვე­ლას გა­მო­ად­გე­ბა რო­გორც ბიზ­ნეს­ში, ისე პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში. მას­ში მო­ცე­მუ­ლი ძა­ლი­ან პრაქ­ტი­კუ­ლი რჩე­ვე­ბი ადა­მი­ა­ნებს ეხ­მა­რე­ბა, გან­ვი­თარ­დნენ, იყ­ვნენ უკე­თე­სე­ბი და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ გეგ­მე­ბი. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა მისი ავ­ტო­რიც - მარ­შალ გოლდსმი­თი, რო­მელ­საც ამ სფე­რო­ში 40 წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს," - ამ­ბობს გუგა კო­ბა­ხი­ძე.

წიგ­ნი მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რია, თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ქარ­თულ ენა­ზე მისი სწო­რი და ადეკ­ვა­ტუ­რი თარ­გმნა. გა­მომ­ცემ­ლო­ბამ ამ სა­კითხს დიდი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცია და კონ­სულ­ტან­ტად გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, ექ­სპერ­ტი ტრე­ნინ­გის სა­კი­თხებ­ში, უფ­რო­სი ტრე­ნერ-კონ­სულ­ტან­ტი ლელა აბ­დუ­შე­ლიშ­ვი­ლი აირ­ჩია.

"ჩემი ამო­ცა­ნა გახ­ლდათ და­მე­ზუს­ტე­ბი­ნა, ქარ­თულ ვა­რი­ან­ტში რამ­დე­ნად ზუს­ტად იყო ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ნი­უ­ან­სე­ბი და მკი­თხვე­ლის­თვის რამ­დე­ნად გა­სა­გებ ენა­ზე იყო ახ­სნი­ლი ყვე­ლა ის თე­ო­რი­უ­ლი თუ ში­ნა­არ­სობ­რი­ვი მხა­რე, რა­საც სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო მო­ი­ცავს. პირ­ველ რიგ­ში უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ აზ­რის გად­მო­ცე­მის თვალ­საზ­რი­სით მთე­ლი ნაშ­რო­მო საკ­მა­ოდ ხა­რი­სი­ხა­ნა­დაა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნი­უ­ან­სია ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის მხა­რე. ბიზ­ნეს­ტერ­მი­ნო­ლო­გია სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო წლებ­ში შე­მუ­შავ­და. ამი­ტომ ის სტან­დარ­ტი­ზა­ცი­ას და სა­ბო­ლოო სა­ხის მი­ცე­მას მო­ი­თხოვ­და. ჩვენ მიერ გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და სტან­დარ­ტი­ზა­ცია. ლი­დე­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ნამ­დვი­ლად კარ­გი სა­მა­გი­დო წიგ­ნია. გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი მათ­თვი­საა, ვინც ბიზ­ნეს­ლი­ტე­რა­ტუ­რის ინ­გლი­სურ ენა­ზე წა­კი­თხვას უცხო ენის სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე ცოდ­ნის გამო ვერ ახერ­ხებს," - ამ­ბობს წიგ­ნის კონ­სულ­ტან­ტი ლელა აბ­დუ­შე­ლიშ­ვი­ლი.

პრო­ექ­ტი "ლურ­ჯი ოკე­ა­ნე", რომ­ლის ფარ­გლებ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლი წიგ­ნი გა­მო­ი­ცა, არის ბიზ­ნეს­ლი­ტე­რა­ტუ­რის სე­რია, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს ბესტსე­ლე­რე­ბის ქარ­თულ ენა­ზე გა­მო­ცე­მას გუ­ლის­ხმობს. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში უკვე გა­მო­ი­ცა ისე­თი ბესტსე­ლე­რე­ბი, რო­გო­რი­ცაა:მარ­კე­ტინ­გუ­ლი ომე­ბი, ბრა­ი­ან თრე­ი­სის "შე­ჭა­მე ბა­ყა­ყი" და"გახ­დი გა­ყიდ­ვე­ბის სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვი"; დე­ვიდ ალე­ნის "საქ­მეს­თან გამ­კლა­ვე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა" და სხვა.

წიგნი, რომელიც ახალი მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ

წიგნი, რომელიც ახალი მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ

”ეძღვნება ყველა წარმატებულ ლიდერს, რომელთაც სურთ გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე და მიაღწიონ კიდევ უფრო მეტს”.

სიახლეებით სავსე ცხოვრება, ახალი მიზნები და ამ მიზნისკენ მიმავალი გზები - სწორედ ამ თემებს მოიცავს მარშალ გოლდსმითის წიგნი ”ახალ მიზანს ახალი ფორმულა სჭირდება.” წიგნი, რომელიც მსოფლიო ბესთსელერია და უამრავი ლიდერი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სამაგიდო წიგნად მიიჩნევს, ქართულ ენაზე ცოტა ხნის წინ გამომცემლობა ”პალიტრა L-მა” თარგმნა.

”უნარები და ჩვევები, რამაც ჩვენი წარმატება და სტატუსი განაპირობა, შესაძლოა, შემდგომი წინსვლისთვის აღარ იყოს საკმარისი,” - ასე ფიქრობს წიგნის ავტორი მარშალ გოლდსმითი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და აღიარებული ბიზნესმოაზროვნე, მენეჯმენტისა და ლიდერობის ტრენერი, რომელთან მუშაობის ფასი ექვსნიშნა რიცხვს სცდება. Wall Street Journal-მა იგი კომპანიების ტოპ მენეჯმენტისთვის საუკეთესო მასწავლებლადდაასახელა.

წიგნით ”ახალ მიზანს ახალი ფორმულა სჭირდება” ბიზნესსამყაროში უდიდესი ავტორიტეტი მკითხველს საშუალებას აძლევს, დეტალურად გაეცნოს და პრაქტიკაში განახორციელოს მის მიერ შემუშავებული მეთოდები. ეს არის ერთგვარი სახელმძღვანელო, რომელშიც გოლდსმითი წარმატების თანმდევ ფუნდამენტურ პრობლემებს განიხილავს. ის გამოყოფს 20 ძირითად ქცევასა და ჩვევას, რაც წარმატებულ ლიდერებს შემდგომი მიზნების მიღწევაში ხელს უშლის. ავტორი გვთავაზობს ინტერპერსონალური განვითარების შვიდსაფეხურიან მეთოდს, რომელიც ლიდერებს კიდევ უფრო დიდი წარმატებისკენ გზის გაკვალვაში დაეხმარება.

წიგნს და მის ავტორს დადებითად აფასებენ უცხოურ მედიაში. ”ლიდერობის განვითარების ისტორიაში ერთ-ერთი გავლენიანი პრაქტიკოსი,” - წერს Forbs მარშალ გოლდსმითის შესახებ. წიგნის ქართულ ენაზე გამოცემას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ქართულ ბიზნესსაზოგადოებაშიც. ბიზნესკონსულტანტი გუგა კობახიძე აღნიშნავს, რომ წიგნი ყველას გამოადგება ცხოვრების ახალი მიზნების მიღწევაში დ ის მხოლოდ ლიდერებისთვის არაა განკუთვნილი.

”წიგნი საინტერესოა იმ ადამიანებისთვის, ვისაც მუდმივად რაღაცის მიღწევა და შეცვლა უნდა საკუთარ ცხოვრებაში, ვისაც, დიდი გეგმები აქვს. სწორედ ამ გეგმების განხორციელებაში ეხმარება. მართალია, ეს ბიზნესლიტერატურაა, მაგრამ ის გათვლილია ყველასახის მკითხველზე, რადგან გეგმები ყველა ადამიანს გააჩნია. ცხოვრების სხვადსახვა ეტაპზე ყველას უწევს გარკვეული სახის ლიდერობა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს წიგნი ყველას გამოადგება როგორც ბიზნესში, ისე პირად ცხოვრებაში. მასში მოცემული ძალიან პრაქტიკული რჩევები ადამიანებს ეხმარება, განვითარდნენ, იყვნენ უკეთესები და განახორციელონ გეგმები. ძალიან საინტერესოა მისი ავტორიც - მარშალ გოლდსმითი, რომელსაც ამ სფეროში 40 წლიანი გამოცდილება აქვს,” - ამბობს გუგა კობახიძე.

წიგნი მსოფლიო ბესტსელერია, თუმცა მნიშვნელოვანი იყო ქართულ ენაზე მისი სწორი და ადეკვატური თარგმნა. გამომცემლობამ ამ საკითხს დიდი ყურადღება მიაქცია და კონსულტანტად განათლების მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერტი ტრენინგის საკითხებში, უფროსი ტრენერ-კონსულტანტი ლელა აბდუშელიშვილი აირჩია.

”ჩემი ამოცანა გახლდათ დამეზუსტებინა, ქართულ ვარიანტში რამდენად ზუსტად იყო ჩამოყალიბებული ნიუანსები და მკითხველისთვის რამდენად გასაგებ ენაზე იყო ახსნილი ყველა ის თეორიული თუ შინაარსობრივი მხარე, რასაც სახელმძღვანელო მოიცავს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ აზრის გადმოცემის თვალსაზრისით მთელი ნაშრომო საკმაოდ ხარისიხანადაა შესრულებული. მნიშვნელოვანი ნიუანსია ტერმინოლოგიის მხარე. ბიზნესტერმინოლოგია საქართველოში ბოლო წლებში შემუშავდა. ამიტომ ის სტანდარტიზაციას და საბოლოო სახის მიცემას მოითხოვდა. ჩვენ მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე მოხდა სტანდარტიზაცია. ლიდერობასთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესებული ადამიანებისთვის ნამდვილად კარგი სამაგიდო წიგნია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი მათთვისაა, ვინც ბიზნესლიტერატურის ინგლისურ ენაზე წაკითხვას უცხო ენის სათანადო დონეზე ცოდნის გამო ვერ ახერხებს,” - ამბობს წიგნის კონსულტანტი ლელა აბდუშელიშვილი.

პროექტი „ლურჯი ოკეანე“, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული წიგნი გამოიცა, არის ბიზნესლიტერატურის სერია, რომელიც ცნობილი ბიზნეს ბესტსელერების ქართულ ენაზე გამოცემას გულისხმობს. პროექტის ფარგლებში უკვე გამოიცა ისეთი ბესტსელერები, როგორიცაა:მარკეტინგული ომები, ბრაიან თრეისის „შეჭამე ბაყაყი“ და„გახდი გაყიდვების სუპერვარსკვლავი“; დევიდ ალენის „საქმესთან გამკლავების ხელოვნება“ და სხვა.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს