პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ბიზნესებს აკონტროლებდნენ მსოფლიოს ცნობილი განგსტერები
რა ბიზნესებს აკონტროლებდნენ მსოფლიოს ცნობილი განგსტერები

ცნო­ბი­ლი განგსტე­რე­ბი და მა­ფი­ო­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლი­ოს ში­შის ზარს სცემ­დნენ, თა­ვის დრო­ზე სხვა­დას­ხვა მსხვილ უკა­ნო­ნო ბიზ­ნეს­ში იყ­ვნენ ჩარ­თულ­ნი.

ჯო­ზეფ ბო­ნა­ნო (1905-2002) კუნ­ძულ სი­ცი­ლი­ა­ზე და­ი­ბა­და. 15 წლის და­ობ­ლდა. 19 წლი­სა, მუ­სო­ლი­ნის რე­ჟიმს ჯერ კუ­ბა­ზე გა­ექ­ცა, შემ­დეგ აშშ-ში გა­და­ბარ­გდა. მა­რან­ძა­ნოს ბან­და იტა­ლი­ის ყვე­ლის ქარ­ხნებს, სამ­კერ­ვა­ლო­ებ­სა და სამ­გლო­ვი­ა­რო ბი­უ­რო­ებს აკონ­ტრო­ლებ­და. ბან­დის ლი­დე­რის მოკ­ვლის შემ­დეგ ბო­ნა­ნომ კა­პი­ტა­ლის დაგ­რო­ვე­ბა შეძ­ლო, მაგ­რამ საქ­მე­ებს სხვა, უფრო გავ­ლე­ნი­ან­მა განგსტე­რებ­მა ჩა­მო­ა­ცი­ლეს. ბო­ნა­ნომ ღრმა მო­ხუ­ცე­ბუ­ლო­ბამ­დე მი­აღ­წია.

არ­ტურ ფლე­გე­ნ­ჰე­ი­მე­რი (1902-1935), მეტ­სა­ხე­ლად "ჰო­ლან­დი­ე­ლი შულ­ცი" ბრონ­ქსში და­ი­ბა­და. პირ­ვე­ლად ცი­ხე­ში 17 წლის ასაკ­ში, ქურ­დო­ბის­თვის მოხ­ვდა. იქი­დან გა­მო­სუ­ლი, სპირ­ტი­ა­ნი სას­მე­ლე­ბის ბიზ­ნეს­ში ჩა­ერ­თო (იმ პე­რი­ოდ­ში ამე­რი­კა­ში მშრა­ლი კა­ნო­ნი მოქ­მე­დებ­და). მის ბან­დას კა­პო­ნე და ლუ­ჩა­ნო მტრობ­დნენ. განგსტე­რი 1935 წელს ანას­ტა­სი­ას ბრძა­ნე­ბით მოკ­ლეს.

ჯონ გოტი (1940-2002) 16 წლის იყო, როცა ქუ­ჩურ ბან­და­ში - "ბი­ჭე­ბი ფულ­ტონ-რო­კა­უ­ე­ი­დან" მოხ­ვდა და ცოტა ხან­ში მისი ლი­დე­რი გახ­და. "ბი­ჭე­ბი" ქურ­დობ­დნენ და მან­ქა­ნებს იტა­ცებ­დნენ. 70-იან წლებ­ში გოტი გამ­ბი­ნოს ერთ-ერთი კლა­ნის წევ­რი გახ­და, რო­მელ­საც პოლ კას­ტე­ლა­ნო ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. გოტი კას­ტე­ლა­ნოს­გან მა­ლუ­ლად, ნარ­კო­ტი­კე­ბით ვაჭ­რობ­და და როცა ბოს­მა მისი თა­ვი­დან მო­შო­რე­ბა გა­და­წყვი­ტა, თა­ვად მოკ­ლა კას­ტე­ლა­ნო. ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა გო­ტის "ელე­გან­ტუ­რი ჯონი" შე­არ­ქვეს. პო­ლი­ცი­ამ მა­ფი­ო­ზი 1992 წელს მკვლე­ლო­ბის­თვის გა­ა­სა­მარ­თლა. გოტი 2002 წელს ცი­ხე­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მე­ი­ერ ლანსკი (1902-1983) რუ­სეთ­ში (დღე­ვან­დე­ლი ბე­ლო­რუ­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე) და­ი­ბა­და. მე­ი­ერ სუ­ხომ­ლი­ანსკი პა­ტა­რა იყო, როცა მშობ­ლებ­მა ამე­რი­კა­ში წა­იყ­ვა­ნეს სა­ცხოვ­რებ­ლად. ნიუ-იორკში ჯერ ჩარლზ ლუ­ჩა­ნოს და­უ­მე­გობ­რდა, შემ­დეგ - ბაგ­სი სი­გალს. სა­მე­ულ­მა ბან­და - "ბაგი და მე­ი­ე­რი" ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად აზარ­ტულ­მა თა­მა­შებ­მა გა­ი­ტა­ცა, შემ­დეგ ფულს "ათეთ­რებ­და". როცა მე­გობ­რებ­მა ფული ვერ გა­იყ­ვეს, ლანსკიმ სი­გა­ლის მოკ­ვლა ბრძა­ნა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი ბან­დის წევ­რე­ბი მთე­ლი მსოფ­ლი­ოს სა­მო­რი­ნე­ებს აკონ­ტრო­ლებ­დნენ, ლანსკის ერთი დღეც არ გა­უ­ტა­რე­ბია ცი­ხე­ში.

ფრან­ჩეს­კო კას­ტი­ლია (1891-1973) 13 წლის იყო, როცა ბან­დი­ტე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში მოხ­ვდა და სა­ხე­ლიც შე­იც­ვა­ლა - ფრენკ კოს­ტე­ლო გახ­და. ჩარ­ლი ლუ­ჩა­ნოს­თან და­მე­გობ­რე­ბის შემ­დეგ აზარ­ტულ თა­მა­შებ­ში ჩა­ე­ბა. მა­ფი­ო­ზე­ბის გარ­და, იგი პო­ლი­ტი­კო­სებ­თა­ნაც მე­გობ­რობ­და, რო­მელ­თა დახ­მა­რე­ბი­თაც, არა­ერ­თხელ აა­რი­და პა­ტიმ­რო­ბას თავი. ვიტო ჯე­ნო­ვე­ზეს­თან და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ, კოს­ტე­ლო საქ­მე­ებს ჩა­მო­შორ­და და ღრმა სი­ბე­რემ­დე იცო­ცხლა.

ალ კა­პო­ნე (1899-1947) ბრუკ­ლინ­ში, იტა­ლი­ე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ლუ­ჩა­ნოს მსგავ­სად, ისიც "ხუთი წერ­ტი­ლის" წევ­რი იყო. შე­ტა­კე­ბი­სას მი­ღე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბის გამო, მეტ­სა­ხე­ლად "სა­ხე­ნა­ი­ა­რე­ვი" შე­არ­ქვეს. 1919 წელს ჩი­კა­გო­ში გა­და­სახ­ლდა და ჯონი ტო­რი­ოს ბან­დას მი­ე­კედ­ლა. 26 წლი­სა, უკვე ამ ბან­დის ლი­დე­რი გახ­და. მისი ძი­რი­თა­დი სფე­რო რე­კე­ტი, სუ­ტე­ნი­ო­რო­ბა და სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სი იყო. 1929 წლის ვა­ლენ­ტი­ნო­ბას უამ­რა­ვი მა­ფი­ო­ზი გა­მო­ა­სალ­მა სი­ცო­ცხლეს. რამ­დენ­ჯერ­მე და­უსხლტა პო­ლი­ცი­ას, მაგ­რამ 1931 წელს გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­და­უხ­დე­ლო­ბის­თვის გა­ა­სა­მარ­თლეს. ცი­ხი­დან 7 წლის შემ­დეგ გა­მო­ვი­და და დიდ­ხანს აღარ უცო­ცხლია.

ბენ­ჯა­მინ "ბაგ­სი" სი­გა­ლი (1906-1947). მან ჩარ­ლი ლუ­ჩა­ნოს ბრძა­ნე­ბით უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ა­სალ­მა სი­ცო­ცხლეს. 30-იან წლებ­ში ბაგ­სი ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვებს და­უ­მე­გობ­რდა და ლას-ვე­გას­ში კა­ზი­ნო "ფლა­მინ­გო" გახ­სნა. როცა კო­ლე­გებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ სი­გა­ლი ფულს იპა­რავ­და, მოკ­ლეს.

ჯუ­ზე­პე ან­ტო­ნა­იო დოტო "ჯო ადო­ნი­სი" (1906-1971) ნე­ო­პოლ­ში და­ი­ბა­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მისი ოჯა­ხი ამე­რი­კა­ში გა­და­სახ­ლდა. 1928 წელს ადო­ნი­სი მე­გობ­რებ­თან ერ­თად, პი­ზა­ნოს ბან­დის წევ­რი გახ­და. ფრენკ კოს­ტე­ლო ბრმად ენ­დო­ბო­და, ის ყვე­ლა მა­ფი­ო­ზურ გარ­ჩე­ვას ეს­წრე­ბო­და. სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნელ წლებ­ში ნიუ-ჯერ­სის სა­თა­მა­შო ბიზ­ნესს გა­ნა­გებ­და. ერთი პე­რი­ო­დი რო­ბერტ კე­ნე­დის მხარ­დამ­ჭე­რი იყო. დოტო ერთ-ერთი იმ განგსტერ­თა­გა­ნია, ვინც ბუ­ნებ­რი­ვი სიკ­ვდი­ლით გარ­და­იც­ვა­ლა.

ბერ­ნარ­დო პრო­ვენ­ცა­ნო სი­ცი­ლი­ა­ზე, სო­ფელ კორ­ლე­ო­ნე­ში 1933 წელს და­ი­ბა­და. ახალ­გაზ­რდა განგსტერ­ზე ლუ­ჩა­ნო ლი­ჯიო ამ­ბობ­და: "ან­გე­ლო­ზი­ვით ის­ვრის და ქათ­მის ტვი­ნი აქვს". მოგ­ვი­ა­ნე­ბით იგი კორ­ლე­ო­ნე­ე­ბის ბან­და­ში აიყ­ვა­ნეს. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ძა­ლა­უფ­ლე­ბა და ავ­ტო­რი­ტე­ტი მო­ი­პო­ვა და კორ­ლე­ო­ნეს ბან­დის ლი­დე­რი გახ­და. ია­რა­ღით, ნარ­კო­ტი­კე­ბით ვაჭ­რობ­და და სა­თა­მა­შო ბიზ­ნესს აკონ­ტრო­ლებ­და. 90-იან წლებ­ში 73 წლის მა­ფი­ო­ზი პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა და იგი სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ცი­ხე­ში დარ­ჩე­ბა.

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

რა ბიზნესებს აკონტროლებდნენ მსოფლიოს ცნობილი განგსტერები

რა ბიზნესებს აკონტროლებდნენ მსოფლიოს ცნობილი განგსტერები

ცნობილი განგსტერები და მაფიოზები, რომლებიც მსოფლიოს შიშის ზარს სცემდნენ, თავის დროზე სხვადასხვა მსხვილ უკანონო ბიზნესში იყვნენ ჩართულნი.

ჯოზეფ ბონანო (1905-2002) კუნძულ სიცილიაზე დაიბადა. 15 წლის დაობლდა. 19 წლისა, მუსოლინის რეჟიმს ჯერ კუბაზე გაექცა, შემდეგ აშშ-ში გადაბარგდა. მარანძანოს ბანდა იტალიის ყველის ქარხნებს, სამკერვალოებსა და სამგლოვიარო ბიუროებს აკონტროლებდა. ბანდის ლიდერის მოკვლის შემდეგ ბონანომ კაპიტალის დაგროვება შეძლო, მაგრამ საქმეებს სხვა, უფრო გავლენიანმა განგსტერებმა ჩამოაცილეს. ბონანომ ღრმა მოხუცებულობამდე მიაღწია.

არტურ ფლეგენჰეიმერი (1902-1935), მეტსახელად "ჰოლანდიელი შულცი" ბრონქსში დაიბადა. პირველად ციხეში 17 წლის ასაკში, ქურდობისთვის მოხვდა. იქიდან გამოსული, სპირტიანი სასმელების ბიზნესში ჩაერთო (იმ პერიოდში ამერიკაში მშრალი კანონი მოქმედებდა). მის ბანდას კაპონე და ლუჩანო მტრობდნენ. განგსტერი 1935 წელს ანასტასიას ბრძანებით მოკლეს.

ჯონ გოტი (1940-2002) 16 წლის იყო, როცა ქუჩურ ბანდაში - "ბიჭები ფულტონ-როკაუეიდან" მოხვდა და ცოტა ხანში მისი ლიდერი გახდა. "ბიჭები" ქურდობდნენ და მანქანებს იტაცებდნენ. 70-იან წლებში გოტი გამბინოს ერთ-ერთი კლანის წევრი გახდა, რომელსაც პოლ კასტელანო ხელმძღვანელობდა. გოტი კასტელანოსგან მალულად, ნარკოტიკებით ვაჭრობდა და როცა ბოსმა მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტა, თავად მოკლა კასტელანო. ჟურნალისტებმა გოტის "ელეგანტური ჯონი" შეარქვეს. პოლიციამ მაფიოზი 1992 წელს მკვლელობისთვის გაასამართლა. გოტი 2002 წელს ციხეში გარდაიცვალა.

მეიერ ლანსკი (1902-1983) რუსეთში (დღევანდელი ბელორუსის ტერიტორიაზე) დაიბადა. მეიერ სუხომლიანსკი პატარა იყო, როცა მშობლებმა ამერიკაში წაიყვანეს საცხოვრებლად. ნიუ-იორკში ჯერ ჩარლზ ლუჩანოს დაუმეგობრდა, შემდეგ - ბაგსი სიგალს. სამეულმა ბანდა - "ბაგი და მეიერი" ჩამოაყალიბა. თავდაპირველად აზარტულმა თამაშებმა გაიტაცა, შემდეგ ფულს "ათეთრებდა". როცა მეგობრებმა ფული ვერ გაიყვეს, ლანსკიმ სიგალის მოკვლა ბრძანა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ბანდის წევრები მთელი მსოფლიოს სამორინეებს აკონტროლებდნენ, ლანსკის ერთი დღეც არ გაუტარებია ციხეში.

ფრანჩესკო კასტილია (1891-1973) 13 წლის იყო, როცა ბანდიტების გარემოცვაში მოხვდა და სახელიც შეიცვალა - ფრენკ კოსტელო გახდა. ჩარლი ლუჩანოსთან დამეგობრების შემდეგ აზარტულ თამაშებში ჩაება. მაფიოზების გარდა, იგი პოლიტიკოსებთანაც მეგობრობდა, რომელთა დახმარებითაც, არაერთხელ აარიდა პატიმრობას თავი. ვიტო ჯენოვეზესთან დაპირისპირების შემდეგ, კოსტელო საქმეებს ჩამოშორდა და ღრმა სიბერემდე იცოცხლა.

ალ კაპონე (1899-1947) ბრუკლინში, იტალიელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. ლუჩანოს მსგავსად, ისიც "ხუთი წერტილის" წევრი იყო. შეტაკებისას მიღებული ჭრილობის გამო, მეტსახელად "სახენაიარევი" შეარქვეს. 1919 წელს ჩიკაგოში გადასახლდა და ჯონი ტორიოს ბანდას მიეკედლა. 26 წლისა, უკვე ამ ბანდის ლიდერი გახდა. მისი ძირითადი სფერო რეკეტი, სუტენიორობა და სათამაშო ბიზნესი იყო. 1929 წლის ვალენტინობას უამრავი მაფიოზი გამოასალმა სიცოცხლეს. რამდენჯერმე დაუსხლტა პოლიციას, მაგრამ 1931 წელს გადასახადების გადაუხდელობისთვის გაასამართლეს. ციხიდან 7 წლის შემდეგ გამოვიდა და დიდხანს აღარ უცოცხლია.

ბენჯამინ "ბაგსი" სიგალი (1906-1947). მან ჩარლი ლუჩანოს ბრძანებით უამრავი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს. 30-იან წლებში ბაგსი ჰოლივუდის ვარსკვლავებს დაუმეგობრდა და ლას-ვეგასში კაზინო "ფლამინგო" გახსნა. როცა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ სიგალი ფულს იპარავდა, მოკლეს.

ჯუზეპე ანტონაიო დოტო "ჯო ადონისი" (1906-1971) ნეოპოლში დაიბადა. მოგვიანებით მისი ოჯახი ამერიკაში გადასახლდა. 1928 წელს ადონისი მეგობრებთან ერთად, პიზანოს ბანდის წევრი გახდა. ფრენკ კოსტელო ბრმად ენდობოდა, ის ყველა მაფიოზურ გარჩევას ესწრებოდა. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ნიუ-ჯერსის სათამაშო ბიზნესს განაგებდა. ერთი პერიოდი რობერტ კენედის მხარდამჭერი იყო. დოტო ერთ-ერთი იმ განგსტერთაგანია, ვინც ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

ბერნარდო პროვენცანო სიცილიაზე, სოფელ კორლეონეში 1933 წელს დაიბადა. ახალგაზრდა განგსტერზე ლუჩანო ლიჯიო ამბობდა: "ანგელოზივით ისვრის და ქათმის ტვინი აქვს". მოგვიანებით იგი კორლეონეების ბანდაში აიყვანეს. დროთა განმავლობაში, ძალაუფლება და ავტორიტეტი მოიპოვა და კორლეონეს ბანდის ლიდერი გახდა. იარაღით, ნარკოტიკებით ვაჭრობდა და სათამაშო ბიზნესს აკონტროლებდა. 90-იან წლებში 73 წლის მაფიოზი პოლიციამ დააკავა და იგი სიცოცხლის ბოლომდე ციხეში დარჩება.

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"