მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წარმატებული ბიზნესი, რომელიც 31 წლის ქართველმა ვებდიზაინერმა სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ დაიწყო
წარმატებული ბიზნესი, რომელიც 31 წლის ქართველმა ვებდიზაინერმა სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ დაიწყო

"ვე­ლო­სი­პე­დით მოგ­ზა­უ­რო­ბა ბედ­ნი­ე­რე­ბაა", - ამ­ბობს 31 წლის პრო­ფე­სი­ით ვებ­დი­ზა­ი­ნე­რი ბექა ირე­მაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მოგ­ზა­უ­რო, სა­თავ­გა­და­სავ­ლო და ექ­სტრე­მა­ლურ ვე­ლო­ტუ­რებს აწყობს.

"2007 წელს, როცა სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს, გა­დავ­წვი­ტე აღარ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ვინ­მე­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი და სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის თა­ვად შე­მექ­მნა სა­მუ­შაო ად­გი­ლი. ბიზ­ნე­სის იდე­ა­ზე და­ვი­წყე ფიქ­რი. ყო­ველ­თვის მომ­წონ­და ტუ­რიზ­მის სფე­რო, ასე­ვე, მომ­წონ­და ვე­ლო­სი­პე­დი, თავ­გა­და­სავ­ლე­ბი და ექ­სტრი­მი. ამ ყვე­ლა­ფერ­მა გა­ნა­პი­რო­ბა იდე­ის და­ბა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვე­ლო­ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის და ბიზ­ნე­სად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის შე­სა­ხებ, რისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც ფი­ნან­სე­ბის არ­ქო­ნის გამო 5 წლის შემ­დეგ შევ­ძე­ლი," - ამ­ბობს ბექა ირე­მაშ­ვი­ლი.

რა სა­ხის ვე­ლო­ტუ­რებს სთა­ვა­ზობთ მსურ­ვე­ლებს?

Georgian Extreme Ways მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში სა­მოგ­ზა­უ­რო, სა­თავ­გა­და­სავ­ლო და ექ­სტრე­მა­ლურ ვე­ლო­ტუ­რებს. გვაქვს რო­გორც რთუ­ლი, ასე­ვე, სა­შუ­ა­ლო და მარ­ტი­ვი სირ­თუ­ლის ტუ­რე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, მომ­ხმა­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, არ­ჩე­ვა­ნი მის­თვის სა­სურ­ველ ტურ­ზე გა­ა­კე­თოს.

რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს ადა­მი­ა­ნის­თვის და რო­გო­რია მას­ში ვე­ლო­სი­პე­დის როლი?

ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი გეხ­მა­რე­ბა, იყო მხნედ, ჯან­მრთე­ლი და ამავდრო­უ­ლად უფრო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი. ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად ვე­ლო­სი­პე­დით მოგ­ზა­უ­რო­ბა ბედ­ნი­ე­რე­ბაა. ვე­ლო­სი­პე­დი, რო­გორც ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა ტრან­სპორ­ტი, გა­რე­მო­სა და ადა­მი­ა­ნებ­ზე მავ­ნედ არ ზე­მოქ­მე­დებს. სწო­რედ ამი­ტომ ვე­ლო­სი­პე­დით სი­ა­რუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბაა.

რა არის თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის მთა­ვა­რი სირ­თუ­ლე­ე­ბი?

ჩვენ­თვის მთა­ვარ სირ­თუ­ლეს ბაზ­რის სიმ­ცი­რე წარ­მო­ად­გენს. ამ ეტაპ­ზე ქარ­თველ მომ­ხმა­რე­ბელ­ზე ვართ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რაც დრო­ე­ბი­თია. ძა­ლი­ან მალე ჩვენს მომ­სა­ხუ­რე­ბას უცხო­ელ ტუ­რის­ტებ­საც შევ­თა­ვა­ზებთ, რის­თვი­საც აქ­ტი­უ­რად ვემ­ზა­დე­ბით. ასე­ვე, სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენს ინფრას­ტრუქ­ტუ­რის არარ­სე­ბო­ბა. მთა­ში სა­შუ­ა­ლო და დიდი დის­ტან­ცი­ის ვე­ლო­ბი­ლი­კე­ბი არაა, ამი­ტომ არ­სე­ბულ პი­რო­ბებ­ში ბუ­ნებ­რი­ვად შექ­მნი­ლი ბი­ლი­კე­ბის მო­ძი­ე­ბა გვი­წევს.

რამ­დე­ნად მარ­ტი­ვად მო­ი­პო­ვეთ პო­პუ­ლა­რო­ბა და წარ­მა­ტე­ბა? რო­გორ ფიქ­რობთ, რამ გა­ნა­პი­რო­ბა თქვე­ნი წარ­მა­ტე­ბა?

პო­პუ­ლა­რო­ბის და წარ­მა­ტე­ბის მო­პო­ვე­ბა ჩვენ­თვის მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა. დღე­ვან­დე­ლი შე­დე­გი შრო­მის, ენ­თუ­ზი­აზ­მის, საქ­მი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, მაგ­რამ ძა­ლი­ან ბევ­რი იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი ფი­ნან­სებ­ზეც. სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს სფე­რო ახლა იკი­დებს ფეხს, ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო, სერ­ვი­სის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი დე­ტა­ლუ­რად აგ­ვეხ­სნა მომ­ხმა­რებ­ლის­თვის. ამის­თვის ბევ­რი მარ­კე­ტინ­გუ­ლი სვლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მოგ­ვი­წია. დღე­საც ბევ­რის­თვის გვი­წევს ახ­სნა, რომ ეს შე­ჯიბ­რი კი არა, არა­მედ - ვე­ლო­ტუ­რიზ­მია.

"თი­ბი­სი" ბან­კი­სა და "ჯე­ო­სე­ლის" მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ბიზ­ნეს და­ჯილ­დო­ე­ბა­ში "წლის ტუ­რის­ტუ­ლი ბიზ­ნე­სის" კა­ტე­გო­რი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობთ. რო­გო­რია თქვე­ნი მო­ლო­დი­ნი? რას შეც­ვლის და­ჯილ­დო­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა/გა­მარ­ჯვე­ბა კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში?

ბიზ­ნეს­და­ჯილ­დო­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ნეტ­ში ვნა­ხე ინ­ფორ­მა­ცია და დავ­რე­გის­ტრირ­დი. დიდი წარ­მა­ტე­ბის მო­ლო­დი­ნი მაქვს. გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მო­ტი­ვა­ცია, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა და ენ­თუ­ზი­აზ­მი გა­მი­ორ­მაგ­დე­ბა. ეს კი სა­ბო­ლო­ოდ რო­გორც ჩემს ბიზ­ნესს, ისე სა­ქარ­თვე­ლო­ში ვე­ლო­ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას წა­ად­გე­ბა.

რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?

ყო­ველ­თვის გან­ვი­თა­რე­ბის და გა­ფარ­თო­ვე­ბის­კენ ვის­წრა­ფი. შე­სა­ბა­მი­სად, გეგ­მე­ბი დი­დია. ვცდი­ლობთ, რომ სულ ცოტა, ახა­ლი და უფრო სა­ინ­ტე­რე­სო მარ­შრუ­ტე­ბი შევ­თა­ვა­ზოთ მომ­ხმა­რე­ბელს. ასე­ვე, გვაქვს სურ­ვი­ლი, რომ ასორ­ტი­მენ­ტი გა­ვა­ფარ­თო­ვოთ.

ნა­ნი­კო მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

წარმატებული ბიზნესი, რომელიც 31 წლის ქართველმა ვებდიზაინერმა სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ დაიწყო

წარმატებული ბიზნესი, რომელიც 31 წლის ქართველმა ვებდიზაინერმა სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ დაიწყო

"ველოსიპედით მოგზაურობა ბედნიერებაა", - ამბობს 31 წლის პროფესიით ვებდიზაინერი ბექა ირემაშვილი, რომელიც საქართველოში სამოგზაურო, სათავგადასავლო და ექსტრემალურ ველოტურებს აწყობს.

"2007 წელს, როცა სამსახურიდან გამათავისუფლეს, გადავწვიტე აღარ ვყოფილიყავი ვინმეზე დამოკიდებული და საკუთარი თავისთვის თავად შემექმნა სამუშაო ადგილი. ბიზნესის იდეაზე დავიწყე ფიქრი. ყოველთვის მომწონდა ტურიზმის სფერო, ასევე, მომწონდა ველოსიპედი, თავგადასავლები და ექსტრიმი. ამ ყველაფერმა განაპირობა იდეის დაბადება საქართველოში ველოტურიზმის განვითარების და ბიზნესად ჩამოყალიბების შესახებ, რისი განხორციელებაც ფინანსების არქონის გამო 5 წლის შემდეგ შევძელი," - ამბობს ბექა ირემაშვილი.

რა სახის ველოტურებს სთავაზობთ მსურველებს?

Georgian Extreme Ways მომხმარებელს სთავაზობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სამოგზაურო, სათავგადასავლო და ექსტრემალურ ველოტურებს. გვაქვს როგორც რთული, ასევე, საშუალო და მარტივი სირთულის ტურები. შესაბამისად, მომხმარებელს საშუალება აქვს, არჩევანი მისთვის სასურველ ტურზე გააკეთოს.

რა მნიშვნელობა აქვს ჯანსაღი ცხოვრების წესს ადამიანისთვის და როგორია მასში ველოსიპედის როლი?

ჯანსაღი ცხოვრების წესი გეხმარება, იყო მხნედ, ჯანმრთელი და ამავდროულად უფრო ორგანიზებული. ამ ყველაფერთან ერთად ველოსიპედით მოგზაურობა ბედნიერებაა. ველოსიპედი, როგორც ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი, გარემოსა და ადამიანებზე მავნედ არ ზემოქმედებს. სწორედ ამიტომ ველოსიპედით სიარული ჯანმრთელობაა.

რა არის თქვენი საქმიანობის მთავარი სირთულეები?

ჩვენთვის მთავარ სირთულეს ბაზრის სიმცირე წარმოადგენს. ამ ეტაპზე ქართველ მომხმარებელზე ვართ ორიენტირებული, რაც დროებითია. ძალიან მალე ჩვენს მომსახურებას უცხოელ ტურისტებსაც შევთავაზებთ, რისთვისაც აქტიურად ვემზადებით. ასევე, სირთულეს წარმოადგენს ინფრასტრუქტურის არარსებობა. მთაში საშუალო და დიდი დისტანციის ველობილიკები არაა, ამიტომ არსებულ პირობებში ბუნებრივად შექმნილი ბილიკების მოძიება გვიწევს.

რამდენად მარტივად მოიპოვეთ პოპულარობა და წარმატება? როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა თქვენი წარმატება?

პოპულარობის და წარმატების მოპოვება ჩვენთვის მარტივი არ ყოფილა. დღევანდელი შედეგი შრომის, ენთუზიაზმის, საქმისადმი სიყვარულის დამსახურებაა, მაგრამ ძალიან ბევრი იყო დამოკიდებული ფინანსებზეც. საქართველოში ეს სფერო ახლა იკიდებს ფეხს, ამიტომ აუცილებელი იყო, სერვისის შესახებ ყველაფერი დეტალურად აგვეხსნა მომხმარებლისთვის. ამისთვის ბევრი მარკეტინგული სვლის განხორციელება მოგვიწია. დღესაც ბევრისთვის გვიწევს ახსნა, რომ ეს შეჯიბრი კი არა, არამედ - ველოტურიზმია.

"თიბისი" ბანკისა და "ჯეოსელის" მიერ ორგანიზებულ ბიზნეს დაჯილდოებაში "წლის ტურისტული ბიზნესის" კატეგორიაში მონაწილეობთ. როგორია თქვენი მოლოდინი? რას შეცვლის დაჯილდოებაში მონაწილეობა/გამარჯვება კომპანიის საქმიანობაში?

ბიზნესდაჯილდოების შესახებ ინტერნეტში ვნახე ინფორმაცია და დავრეგისტრირდი. დიდი წარმატების მოლოდინი მაქვს. გამარჯვების შემთხვევაში მოტივაცია, თავდაჯერებულობა და ენთუზიაზმი გამიორმაგდება. ეს კი საბოლოოდ როგორც ჩემს ბიზნესს, ისე საქართველოში ველოტურიზმის განვითარებას წაადგება.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ყოველთვის განვითარების და გაფართოვებისკენ ვისწრაფი. შესაბამისად, გეგმები დიდია. ვცდილობთ, რომ სულ ცოტა, ახალი და უფრო საინტერესო მარშრუტები შევთავაზოთ მომხმარებელს. ასევე, გვაქვს სურვილი, რომ ასორტიმენტი გავაფართოვოთ.

ნანიკო მღებრიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი