პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაკითხვისას რობერტ ახალაიამ თქვა, რომ როდესაც გააცნობიერა, რომ მოკლა ანა ხელაძე, გამოიცვალა ტანსაცმელი, ჩანთაში ჩადო დანა და დატოვა უზნაძის ქუჩა"
"დაკითხვისას რობერტ ახალაიამ თქვა, რომ როდესაც გააცნობიერა, რომ მოკლა ანა ხელაძე, გამოიცვალა ტანსაცმელი, ჩანთაში ჩადო დანა და დატოვა უზნაძის ქუჩა"

უზ­ნა­ძის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის გან­მარ­ტე­ბი­სას, მო­სა­მარ­თლემ ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბა მო­იშ­ვე­ლია.

რო­გორც თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ელე­ნე გო­გუ­ა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ბრალ­დე­ბუ­ლი ჩვე­ნე­ბა­ში ამ­ბობს, რომ მან შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან წას­ვლამ­დე ტან­საც­მე­ლი გა­მო­იც­ვა­ლა, დანა ჩან­თა­ში ჩადო და უზ­ნა­ძის ქუჩა და­ტო­ვა.

"და­კი­თხვი­სას რო­ბერტ ახა­ლა­ი­ამ თქვა, რომ რო­დე­საც გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რომ მოკ­ლა ანა ხე­ლა­ძე, და­ტო­ვა შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი. მან გა­მო­იც­ვა­ლა ტან­საც­მე­ლი, ჩან­თა­ში ჩადო დანა და და­ტო­ვა უზ­ნა­ძის ქუჩა. ასე­ვე, დად­გე­ნი­ლია, რომ ქუ­თა­ის­ში მან შეც­ვა­ლა მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში სიმ­ბა­რა­თი", - გა­ნა­ცხა­და მო­სა­მარ­თლემ.

მი­სი­ვე თქმით, ბრალ­დე­ბულ­თან მი­მარ­თე­ბა­ში დაც­ვის უფ­ლე­ბა არ დარ­ღვე­უ­ლა და სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ნი­ლი მა­სა­ლე­ბი­დან ჩანს, რომ ად­ვო­კა­ტი მა­შინ ჩა­ერ­თო საქ­მე­ში, რო­დე­საც რო­ბერტ ახა­ლა­ი­ამ ბრალ­დე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი შე­ი­ძი­ნა. მო­სა­მარ­თლემ ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ახა­ლა­ი­ამ ჩვე­ნე­ბა გა­მო­ძი­ე­ბას მოწ­მის სტა­ტუ­სით მის­ცა. ელე­ნე გო­გუ­ა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­სა­მარ­თლომ მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ი­ღო ის საფრ­თხე­ე­ბი, რო­მე­ლიც მო­ცე­მულ ვი­თა­რე­ბა­ში სა­ხე­ზე იყო, კერ­ძოდ, მი­მალ­ვის, ხე­ლა­ხა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის საფრ­თხე­ე­ბი.

უზ­ნა­ძის ქუ­ჩა­ზე 19 წლის გო­გო­ნა ყელ­გა­მოჭ­რი­ლი ორი დღის წინ იპო­ვეს. მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე მისი 22 წლის ბი­ძაშ­ვი­ლია და­კა­ვე­ბუ­ლი.

წა­ი­კი­თხეთ: 19 წლის გო­გო­ნას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ რო­ბერტ ახა­ლა­ი­ას პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და

რა გა­ნა­ცხა­და 19 წლის ანა ხე­ლა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა რო­ბერტ ახა­ლა­ი­ამ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"დაკითხვისას რობერტ ახალაიამ თქვა, რომ როდესაც გააცნობიერა, რომ მოკლა ანა ხელაძე, გამოიცვალა ტანსაცმელი, ჩანთაში ჩადო დანა და დატოვა უზნაძის ქუჩა"

"დაკითხვისას რობერტ ახალაიამ თქვა, რომ როდესაც გააცნობიერა, რომ მოკლა ანა ხელაძე, გამოიცვალა ტანსაცმელი, ჩანთაში ჩადო დანა და დატოვა უზნაძის ქუჩა"

უზნაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების განმარტებისას, მოსამართლემ ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენება მოიშველია.

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ელენე გოგუაძემ განაცხადა, ბრალდებული ჩვენებაში ამბობს, რომ მან შემთხვევის ადგილიდან წასვლამდე ტანსაცმელი გამოიცვალა, დანა ჩანთაში ჩადო და უზნაძის ქუჩა დატოვა.

"დაკითხვისას რობერტ ახალაიამ თქვა, რომ როდესაც გააცნობიერა, რომ მოკლა ანა ხელაძე, დატოვა შემთხვევის ადგილი. მან გამოიცვალა ტანსაცმელი, ჩანთაში ჩადო დანა და დატოვა უზნაძის ქუჩა. ასევე, დადგენილია, რომ ქუთაისში მან შეცვალა მობილურ ტელეფონში სიმბარათი", - განაცხადა მოსამართლემ.

მისივე თქმით, ბრალდებულთან მიმართებაში დაცვის უფლება არ დარღვეულა და სასამართლოში წარდგენილი მასალებიდან ჩანს, რომ ადვოკატი მაშინ ჩაერთო საქმეში, როდესაც რობერტ ახალაიამ ბრალდებულის სტატუსი შეიძინა. მოსამართლემ ასევე აღნიშნა, რომ ახალაიამ ჩვენება გამოძიებას მოწმის სტატუსით მისცა. ელენე გოგუაძის განცხადებით, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის საფრთხეები, რომელიც მოცემულ ვითარებაში სახეზე იყო, კერძოდ, მიმალვის, ხელახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები.

უზნაძის ქუჩაზე 19 წლის გოგონა ყელგამოჭრილი ორი დღის წინ იპოვეს. მკვლელობის ფაქტზე მისი 22 წლის ბიძაშვილია დაკავებული.

წაიკითხეთ: 19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას პატიმრობა შეეფარდა

რა განაცხადა 19 წლის ანა ხელაძის მკვლელობაში ბრალდებულმა რობერტ ახალაიამ სასამართლო პროცესზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ