პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ემზარ კვიციანის მიერ გავრცელებულ პოსტთან დაკავშირებით ვანო ჯავახიშვილი პოლიციის სამმართველოში იმყოფება
ემზარ კვიციანის მიერ გავრცელებულ პოსტთან დაკავშირებით ვანო ჯავახიშვილი პოლიციის სამმართველოში იმყოფება

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი2"-ის წამ­ყვა­ნი, ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი ად­ვო­კატ­თან ერ­თად დიღ­მის სამ­მარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბა.

რო­გორც ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, მისი და­ბა­რე­ბის მი­ზე­ზი გახ­და "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" დე­პუ­ტა­ტის, ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნის პოს­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, რო­მელ­შიც სა­უ­ბა­რია, ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ვა­რა­უ­დო ლიკ­ვი­და­ცი­ა­ზე.

ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის თქმით, ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნის პოს­ტში მხო­ლოდ მას­ზე არ იყო სა­უ­ბა­რი და, ზო­გა­დად, "რუს­თა­ვი2"-ის ჟურ­ნა­ლის­ტებს ეხე­ბო­და. მისი აზ­რით, ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნი ფიქ­რობს, რომ მსხვერ­პლი შე­იძ­ლე­ბა ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი იყოს.

"მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი სტა­ტუ­სი იყო ყვე­ლა ჟურ­ნა­ლისტზე, ვინც მუ­შა­ობს "რუს­თა­ვი2"-ში. რე­ა­გი­რე­ბა იყო დრო­უ­ლი. იმე­დი მაქვს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა თუ და­ი­წყო, რა­ღაც შე­დეგს მი­ვი­ღებთ. დღეს და­მი­ბა­რა გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა. რამ­დე­ნი­მე შე­კი­თხვა აქვს. ეს გა­მო­კი­თხვის ფორ­მა­ტია", - გა­ნა­ცხა­და ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა.

მისი თქმით, რაც აღ­ნიშ­ნულ მუ­ქა­რას ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან რე­აქ­ცია მოჰ­ყვა, შე­იც­ვა­ლა მუ­ქა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბა და ისე გა­მო­იყ­ვა­ნეს, თით­ქოს ემ­ზარ კვი­ცი­ან­მა იხუმ­რა. "მას შემ­დეგ, რაც ასე­თი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა ტე­ლე­ვი­ზი­ის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან, უცებ შე­იც­ვა­ლა მუ­ქა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბა, ვი­თომ ეს გა­და­იყ­ვა­ნეს იუ­მორ­ში. თით­ქოს ემ­ზარ კვი­ცი­ანს ასე­თი იუ­მო­რი აქვს. ასე აა­ნონ­სებს ადა­მი­ა­ნე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ას. ვურ­ჩევ, ის­წავ­ლონ იუ­მო­რის ფორ­მუ­ლე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, შე­საძ­ლოა თუ არა ემ­ზარ კვი­ცი­ანს ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ხუმ­რო­ბე­ბი არ მოს­წონ­დეს და ამით იყოს აღ­ნიშ­ნუ­ლი პოს­ტი გა­მოწ­ვე­უ­ლი, ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა: "შე­საძ­ლო­ზე არ არის ლა­პა­რა­კი. არ მო­ე­წო­ნა, და­დას­ტუ­რე­ბით ვიცი".

ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა, დიტო სა­ძაგ­ლიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ შსს-ს მი­აწ­ვდი­ან მათ ხელთ არ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას. "სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებ­მა და­ი­წყეს რე­ა­გი­რე­ბა, თუ რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რად იმოქ­მე­დე­ბენ, მო­მა­ვალ­ში გა­მოჩ­ნდე­ბა", - გა­ნა­ცხა­და დიტო სა­ძაგ­ლიშ­ვილ­მა.

ემზარ კვიციანის მიერ გავრცელებულ პოსტთან დაკავშირებით ვანო ჯავახიშვილი პოლიციის სამმართველოში იმყოფება

ემზარ კვიციანის მიერ გავრცელებულ პოსტთან დაკავშირებით ვანო ჯავახიშვილი პოლიციის სამმართველოში იმყოფება

ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის წამყვანი, ვანო ჯავახიშვილი ადვოკატთან ერთად დიღმის სამმართველოში იმყოფება.

როგორც ვანო ჯავახიშვილმა აღნიშნა, მისი დაბარების მიზეზი გახდა "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატის, ემზარ კვიციანის პოსტი სოციალურ ქსელში, რომელშიც საუბარია, ვანო ჯავახიშვილის სავარაუდო ლიკვიდაციაზე.

ვანო ჯავახიშვილის თქმით, ემზარ კვიციანის პოსტში მხოლოდ მასზე არ იყო საუბარი და, ზოგადად, "რუსთავი2"-ის ჟურნალისტებს ეხებოდა. მისი აზრით, ემზარ კვიციანი ფიქრობს, რომ მსხვერპლი შეიძლება ვანო ჯავახიშვილი იყოს.

"მუქარის შემცველი სტატუსი იყო ყველა ჟურნალისტზე, ვინც მუშაობს "რუსთავი2"-ში. რეაგირება იყო დროული. იმედი მაქვს, რომ გამოძიება თუ დაიწყო, რაღაც შედეგს მივიღებთ. დღეს დამიბარა გამომძიებელმა. რამდენიმე შეკითხვა აქვს. ეს გამოკითხვის ფორმატია", - განაცხადა ვანო ჯავახიშვილმა.

მისი თქმით, რაც აღნიშნულ მუქარას ტელეკომპანიის, საზოგადოების მხრიდან რეაქცია მოჰყვა, შეიცვალა მუქარის მიმართულება და ისე გამოიყვანეს, თითქოს ემზარ კვიციანმა იხუმრა. "მას შემდეგ, რაც ასეთი რეაქცია მოჰყვა ტელევიზიის და საზოგადოების მხრიდან, უცებ შეიცვალა მუქარის მიმართულება, ვითომ ეს გადაიყვანეს იუმორში. თითქოს ემზარ კვიციანს ასეთი იუმორი აქვს. ასე აანონსებს ადამიანების ლიკვიდაციას. ვურჩევ, ისწავლონ იუმორის ფორმულები", - განაცხადა ვანო ჯავახიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ემზარ კვიციანს ვანო ჯავახიშვილის ხუმრობები არ მოსწონდეს და ამით იყოს აღნიშნული პოსტი გამოწვეული, ვანო ჯავახიშვილმა უპასუხა: "შესაძლოზე არ არის ლაპარაკი. არ მოეწონა, დადასტურებით ვიცი".

ვანო ჯავახიშვილის ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ შსს-ს მიაწვდიან მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას. "საგამოძიებო ორგანოებმა დაიწყეს რეაგირება, თუ რამდენად ეფექტურად იმოქმედებენ, მომავალში გამოჩნდება", - განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ