კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვინდოდა, ბიჭებს გვექეიფა, მერე უცებ ბათუმში წასვლა გადავწყვიტეთ" - რას ჰყვებიან "დაკარგული ტყუპები" ორდღიან მოგზაურობაზე
"გვინდოდა, ბიჭებს გვექეიფა, მერე უცებ ბათუმში წასვლა გადავწყვიტეთ" - რას ჰყვებიან "დაკარგული ტყუპები" ორდღიან მოგზაურობაზე

13 წლის ტყუ­პი ძმე­ბის, ნიკა და ლუკა ცა­ნა­ვე­ბის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ, არა­მარ­ტო მათ ოჯახს დას­ცა თავ­ზა­რი, მთე­ლი ქვე­ყა­ნა აა­ფო­რი­ა­ქა. ძმე­ბი სახ­ლი­დან 12 ივ­ლისს გა­ვიდ­ნენ, და­ი­ბა­რეს, რომ ეზო­ში სა­თა­მა­შოდ მი­დი­ოდ­ნენ და მათი კვა­ლი 3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გაქ­რა. ოჯა­ხის წევ­რე­ბი და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ბავ­შვებს 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში ეძებ­დნენ. ტყუ­პე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში იპო­ვეს. რო­გორც გა­ირ­კვა, მო­ზარ­დებ­მა მე­გობ­რებ­თან ერ­თად ზღვა­ზე გა­პარ­ვა გა­და­წყვი­ტეს და ეს იდეა სის­რუ­ლე­შიც მო­იყ­ვა­ნეს. "სარ­კე" ძმებს სახ­ლში ეწ­ვია. აღ­მოჩ­ნდა, რომ ცა­ნა­ვე­ბის ოჯახ­ში 5 ბი­ჭია, აქე­დან ტყუ­პე­ბი ნა­ბო­ლა­რე­ბი არი­ან.

- ბავ­შვე­ბო, ძა­ლი­ან მი­ხა­რია ცო­ცხლებს და ჯან­მრთე­ლებს რომ გხე­დავთ, რო­გორ აღ­მოჩ­ნდით ბა­თუმ­ში?

ლუკა: მე, ჩემი ძმა და კი­დევ ერთი ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი ფულს ვაგ­რო­ვებ­დით, გვინ­დო­და, ბი­ჭებს გვე­ქე­ი­ფა, მერე კი უცებ ბა­თუმ­ში წას­ვლა გა­დავ­წყვი­ტეთ.

ნიკა: როცა რა­ღაც გვინ­და, ფულს ვაგ­რო­ვებთ ხოლ­მე, ამ 150 ლარს 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ნა­ხავ­დით. სახ­ლში ხან ძმე­ბი გვაძ­ლევ­დნენ, ხან მშობ­ლე­ბი და ასე მო­ვაგ­რო­ვეთ.

- რო­მელს გა­გიჩ­ნდათ ზღვა­ზე გა­პარ­ვის იდეა?

ლუკა: ყვე­ლას ერ­თად, იმ დღეს და­ახ­ლო­ე­ბით 2 სა­ათ­ზე სახ­ლში ვთქვით, რომ ეზო­ში სა­თა­მა­შოდ მივ­დი­ო­დით. ეზო­დან მე­გო­ბარ­თან წა­ვე­დით დი­დუ­ბე­ში. იქ დაგ­ვი­ღამ­და, სახ­ლში და­საბ­რუ­ნებ­ლად მეტ­როს ვერ მი­ვუს­წა­რით. დი­დუ­ბე­ში დავ­რჩით, დი­ლის 6-7 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, ბა­თუ­მის­კენ მი­მა­ვა­ლი სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი გა­ვა­ჩე­რეთ, ვთხო­ვეთ, უფა­სოდ ბა­თუმ­ში წა­ვეყ­ვა­ნეთ და მძღოლ­მა უარი არ გვი­თხრა.

ნიკა: მძღოლს ვუ­თხა­რით, ვი­თომ ფული არ გვქონ­და, ქო­ბუ­ლეთ­ში რომ შე­ვე­დით და ზღვა და­ვი­ნა­ხეთ, ბა­თუ­მი გვე­გო­ნა და შეც­დო­მით იქ ჩა­მო­ვე­დით.

- მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთხე­ლაც არ გი­ფიქ­რი­ათ, რომ თქვე­ნე­ბი სა­შინ­ლად ინერ­ვი­უ­ლებ­დნენ?

ლუკა: თა­ვი­დან - არა, მაგ­რამ მერე - კი. ჩას­ვლის შემ­დეგ და­ვი­წყეთ ამა­ზე ფიქ­რი, გვინ­დო­და, სახ­ლში მე­ო­რე დღეს წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით, მაგ­რამ გა­დავ­დეთ. და­რეკ­ვაც გვე­ში­ნო­და. პირ­ველ დღეს, როცა ჩა­ვე­დით, ნორ­მა­ლუ­რად ვერც კი და­ვი­ძი­ნე, ისე ვი­ნერ­ვი­უ­ლე.

- რო­გორ და ვინ გი­პო­ვათ?

ლუკა: ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში, სკამ­ზე ვის­ხე­დით, დაც­ვის პო­ლი­ცია მო­ვი­და. ერთი წა­მით დაგ­ვე­ლო­დე­თო, არ­სად წახ­ვი­დე­თო. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცის და­უ­რე­კეს, რომ მო­ვიდ­ნენ, ჩვე­ნი ფოტო გვა­ნა­ხეს, ესე­ნი ხომ თქვენ ხარ­თო. კი-მეთ­ქი, ვუ­თხა­რი, ჰოდა წა­მო­დი­თო და მა­შინ­ვე გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში წაგ­ვიყ­ვა­ნეს. სხვებ­მა რო­გორც კი დაგ­ვი­ნა­ხეს, ესე­ნი ხომ ის და­კარ­გუ­ლი ტყუ­პე­ბი არი­ა­ნო, კი­თხუ­ლობ­დნენ.

- რო­გორ გა­ა­ტა­რეთ ის ორი დღე ზღვა­ზე, სად ია­რეთ, რა ნა­ხეთ?

ნიკა: ის ორი დღე მარ­თლა ძა­ლი­ან კარ­გი იყო, ყვე­ლა­ფე­რი შე­მო­ვი­ა­რეთ, დიდ გემ­ზეც ვის­ხე­დით, თუმ­ცა მა­ინც ერთი და იმა­ვე ად­გილ­ზე ვტრი­ა­ლებ­დით, რად­გან იქა­უ­რო­ბა არ ვი­ცო­დით.

- აჭა­რა­ში პირ­ვე­ლად იყა­ვით?

ნიკა: კი, მაგ­რამ ზღვა არ მოგ­ვე­წო­ნა, ძა­ლი­ან მა­რი­ლი­ა­ნი იყო, თბი­ლი­სის ზღვა სჯობს.

- რა­ტომ გდა­წყვი­ტეთ, რომ მარ­ტო წა­სუ­ლი­ყა­ვით?

ლუკა: გვე­გო­ნა, რომ მარ­ტო­ე­ბი უკე­თე­სად გა­ვერ­თო­ბო­დით.

ნიკა: მსგავ­სი იდეა სხვა დროს არ მოგ­ვსვლია, უბ­რა­ლოდ ახლა მოგ­ვინ­და ბა­თუმ­ში წას­ვლა და წა­ვე­დით.

- სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბას რო­დის აპი­რებ­დით ან რო­გორ?

- პო­ლი­ცი­ამ რომ გვი­პო­ვა, იმის მე­ო­რე დღეს ვა­პი­რებ­დით. ისევ ისე ჩა­მო­ვი­დო­დით, რო­გორც წა­ვე­დით.

- ოჯა­ხის წევ­რე­ბი რო­გორ შეგ­ხვდნენ, გა­გი­ჯავ­რდნენ?

ნიკა: არა, ძა­ლი­ან უნერ­ვი­უ­ლი­ათ, გეთ­ქვათ ან და­გე­რე­კათ, სად იყა­ვი­თო, გვი­თხრეს.

- ნა­ნობთ იმას, რაც ჩა­ი­დი­ნეთ? ოჯა­ხის წევ­რე­ბის გარ­და, თით­ქმის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ანერ­ვი­უ­ლეთ.

ლუკა: კი, ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის უნდა გვეთ­ქვა, სად მივ­დი­ო­დით, ან იქი­დან მა­ინც დაგ­ვე­რე­კა.

ეკა ლე­მონ­ჯა­ვა

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"გვინდოდა, ბიჭებს გვექეიფა, მერე უცებ ბათუმში წასვლა გადავწყვიტეთ" - რას ჰყვებიან "დაკარგული ტყუპები" ორდღიან მოგზაურობაზე

"გვინდოდა, ბიჭებს გვექეიფა, მერე უცებ ბათუმში წასვლა გადავწყვიტეთ" - რას ჰყვებიან "დაკარგული ტყუპები" ორდღიან მოგზაურობაზე

13 წლის ტყუპი ძმების, ნიკა და ლუკა ცანავების გაუჩინარებამ, არამარტო მათ ოჯახს დასცა თავზარი, მთელი ქვეყანა ააფორიაქა. ძმები სახლიდან 12 ივლისს გავიდნენ, დაიბარეს, რომ ეზოში სათამაშოდ მიდიოდნენ და მათი კვალი 3 დღის განმავლობაში გაქრა. ოჯახის წევრები და სამართალდამცავები ბავშვებს 24 საათიან რეჟიმში ეძებდნენ. ტყუპები სამართალდამცავებმა ბათუმის ბულვარში იპოვეს. როგორც გაირკვა, მოზარდებმა მეგობრებთან ერთად ზღვაზე გაპარვა გადაწყვიტეს და ეს იდეა სისრულეშიც მოიყვანეს. "სარკე" ძმებს სახლში ეწვია. აღმოჩნდა, რომ ცანავების ოჯახში 5 ბიჭია, აქედან ტყუპები ნაბოლარები არიან.

- ბავშვებო, ძალიან მიხარია ცოცხლებს და ჯანმრთელებს რომ გხედავთ, როგორ აღმოჩნდით ბათუმში?

ლუკა: მე, ჩემი ძმა და კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი ფულს ვაგროვებდით, გვინდოდა, ბიჭებს გვექეიფა, მერე კი უცებ ბათუმში წასვლა გადავწყვიტეთ.

ნიკა: როცა რაღაც გვინდა, ფულს ვაგროვებთ ხოლმე, ამ 150 ლარს 2 კვირის განმავლობაში ვინახავდით. სახლში ხან ძმები გვაძლევდნენ, ხან მშობლები და ასე მოვაგროვეთ.

- რომელს გაგიჩნდათ ზღვაზე გაპარვის იდეა?

ლუკა: ყველას ერთად, იმ დღეს დაახლოებით 2 საათზე სახლში ვთქვით, რომ ეზოში სათამაშოდ მივდიოდით. ეზოდან მეგობართან წავედით დიდუბეში. იქ დაგვიღამდა, სახლში დასაბრუნებლად მეტროს ვერ მივუსწარით. დიდუბეში დავრჩით, დილის 6-7 საათი იქნებოდა, ბათუმისკენ მიმავალი სამარშრუტო ტაქსი გავაჩერეთ, ვთხოვეთ, უფასოდ ბათუმში წავეყვანეთ და მძღოლმა უარი არ გვითხრა.

ნიკა: მძღოლს ვუთხარით, ვითომ ფული არ გვქონდა, ქობულეთში რომ შევედით და ზღვა დავინახეთ, ბათუმი გვეგონა და შეცდომით იქ ჩამოვედით.

- მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ერთხელაც არ გიფიქრიათ, რომ თქვენები საშინლად ინერვიულებდნენ?

ლუკა: თავიდან - არა, მაგრამ მერე - კი. ჩასვლის შემდეგ დავიწყეთ ამაზე ფიქრი, გვინდოდა, სახლში მეორე დღეს წამოვსულიყავით, მაგრამ გადავდეთ. დარეკვაც გვეშინოდა. პირველ დღეს, როცა ჩავედით, ნორმალურად ვერც კი დავიძინე, ისე ვინერვიულე.

- როგორ და ვინ გიპოვათ?

ლუკა: ბათუმის ბულვარში, სკამზე ვისხედით, დაცვის პოლიცია მოვიდა. ერთი წამით დაგველოდეთო, არსად წახვიდეთო. საპატრულო პოლიცის დაურეკეს, რომ მოვიდნენ, ჩვენი ფოტო გვანახეს, ესენი ხომ თქვენ ხართო. კი-მეთქი, ვუთხარი, ჰოდა წამოდითო და მაშინვე განყოფილებაში წაგვიყვანეს. სხვებმა როგორც კი დაგვინახეს, ესენი ხომ ის დაკარგული ტყუპები არიანო, კითხულობდნენ.

- როგორ გაატარეთ ის ორი დღე ზღვაზე, სად იარეთ, რა ნახეთ?

ნიკა: ის ორი დღე მართლა ძალიან კარგი იყო, ყველაფერი შემოვიარეთ, დიდ გემზეც ვისხედით, თუმცა მაინც ერთი და იმავე ადგილზე ვტრიალებდით, რადგან იქაურობა არ ვიცოდით.

- აჭარაში პირველად იყავით?

ნიკა: კი, მაგრამ ზღვა არ მოგვეწონა, ძალიან მარილიანი იყო, თბილისის ზღვა სჯობს.

- რატომ გდაწყვიტეთ, რომ მარტო წასულიყავით?

ლუკა: გვეგონა, რომ მარტოები უკეთესად გავერთობოდით.

ნიკა: მსგავსი იდეა სხვა დროს არ მოგვსვლია, უბრალოდ ახლა მოგვინდა ბათუმში წასვლა და წავედით.

- სახლში დაბრუნებას როდის აპირებდით ან როგორ?

- პოლიციამ რომ გვიპოვა, იმის მეორე დღეს ვაპირებდით. ისევ ისე ჩამოვიდოდით, როგორც წავედით.

- ოჯახის წევრები როგორ შეგხვდნენ, გაგიჯავრდნენ?

ნიკა: არა, ძალიან უნერვიულიათ, გეთქვათ ან დაგერეკათ, სად იყავითო, გვითხრეს.

- ნანობთ იმას, რაც ჩაიდინეთ? ოჯახის წევრების გარდა, თითქმის მთელი საქართველო ანერვიულეთ.

ლუკა: კი, ოჯახის წევრებისთვის უნდა გვეთქვა, სად მივდიოდით, ან იქიდან მაინც დაგვერეკა.

ეკა ლემონჯავა

ჟურნალი "სარკე"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი