პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირმა ინაშვილი "რუსთავი 2"-სა და ვანო ჯავახიშვილზე: "რასაც იუმორს უწოდებს, ეს დასჯადი დანაშაულია"
ირმა ინაშვილი "რუსთავი 2"-სა და ვანო ჯავახიშვილზე: "რასაც იუმორს უწოდებს, ეს დასჯადი დანაშაულია"

პარ­ლა­მენ­ტა­რი ირმა ინაშ­ვი­ლი იუ­მო­რისტ ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის საქ­მი­ა­ო­ბას და­ნა­შა­ულს უწო­დებს. რო­გორც ინაშ­ვი­ლი ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე წერს, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის "იუ­მო­რი პო­ლი­ტი­კუ­რი დაკ­ვე­თაა და ამ დაკ­ვე­თა­ზე, მის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­სა და შემ­სრუ­ლებ­ლებ­ზე ღიად ისა­უბ­რებს მო­მა­ვა­ლი კვი­რი­დან":

"ბევ­რჯერ მით­ქვამს, რა­საც რუს­თა­ვი 2 და კონ­კრე­ტუ­ლად, ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი აკე­თებს, ეს არაა არც იუ­მო­რი და არც ჟურ­ნა­ლის­ტი­კა. მთე­ლი 1 წლის მან­ძილ­ზე მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გვებ­რძოდ­ნენ, ვი­თომ კო­მე­დი­უ­რი ჟან­რის ქვეშ. სი­ნამ­დვი­ლე­ში, სა­ა­კაშ­ვი­ლის ბინ­ძურ და­ვა­ლე­ბას ას­რუ­ლებ­დნენ. "იუ­მო­რი" მათ­თვის პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის, მათი იმი­ჯის და­ზი­ა­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაა და სხვა არა­ფე­რი. ეს "იუ­მო­რი" ფული ღირს. ეს "იუ­მო­რი" პო­ლი­ტი­კუ­რი დაკ­ვე­თაა და ამ დაკ­ვე­თა­ზე, მის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­სა და შემ­სრუ­ლებ­ლებ­ზე ღიად ვი­სა­უბ­რებ მო­მა­ვა­ლი კვი­რი­დან.

P.S. რა­საც ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი იუ­მორს უწო­დებს, ის სი­ნამ­დვი­ლე­ში ცი­ლის­წა­მე­ბა, ტყუ­ი­ლი, ადა­მი­ა­ნე­ბის აბუ­ჩად აგ­დე­ბა, ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვა, დამ­ცი­რე­ბაა და ეს დას­ჯა­დი და­ნა­შა­უ­ლია. რე­ა­ლუ­რად ესაა და­ნა­შა­უ­ლი ადა­მი­ა­ნუ­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ" - წერს ინაშ­ვი­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" წევ­რებ­მა რამ­დე­ნი­მე დღეა "შე­უ­ტი­ეს" ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვილს. პარ­ლა­მენ­ტარ­მა ემ­ზარ კვი­ცი­ან­მა გუ­შინ სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, სა­დაც წერს რომ "გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას მსგავ­სად მსხვერ­პლი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი:

"შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ჟა­მინ­დე­ლი და ბოლო 25 წლის მტე­რი სა­ქარ­თვე­ლო­სი, სა­ხე­ლად სო­რო­სი, გა­და­ვი­დეს რა­დი­კა­ლურ ზო­მებ­ზე! მისი ძა­ლე­ბი საგ­რძნობ­ლად შე­სუს­ტდა მთელ მსოფ­ლი­ო­ში და ასეთ შემ­თხვე­ვა­ში რა შე­იძ­ლე­ბა მო­ი­მოქ­მე­დოს? სის­ხლისღვრა ახა­სი­ა­თებთ! უახ­ლო­ე­სი წარ­სუ­ლი გა­იხ­სე­ნეთ, გი­ორ­გი სა­ნა­ია. ვინ შე­იძ­ლე­ბა იყოს მო­მა­ვა­ლი მსხვერ­პლი სა­ნა­ი­ა­სა­ვით? ყვე­ლამ თქვე­ნი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თეთ, მე ვფიქ­რობ, რომ ვანო იქ­ნე­ბა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი" - წერს კვი­ცი­ა­ნი.

მის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა იუ­მო­რის­ტიც. ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი ფიქ­რობს, რომ "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" წევ­რე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის მი­ზე­ზი მისი შოუს მო­ნო­ლო­გი გახ­და:

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" წევ­რე­ბი მოს­კოვ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, ჩვე­ნი ტე­ლე­კომ­პა­ნია პრო­და­სავ­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის არის, ამი­ტომ მათ ვი­ზიტს გა­და­ცე­მის მო­ნო­ლოგ­ში სა­ტი­რუ­ლად გა­მო­ვეხ­მა­უ­რეთ და ალ­ბათ ემ­ზარ კვი­ცი­ან­მა ეს სა­ტი­რა ვერ მი­ი­ღო. ამ გან­ცხა­დე­ბას მე სე­რი­ო­ზუ­ლად არ აღ­ვიქ­ვამ, მაგ­რამ უბე­დუ­რე­ბა ის არის, რო­დე­საც დე­პუ­ტა­ტი ასეთ პოსტს წერს. ასე­ვე უბე­დუ­რე­ბა არის ისიც, რომ შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბა არ ინ­ტე­რეს­დე­ბა ამით და არ ხდე­ბა რე­ა­გი­რე­ბა. ამ სი­სუ­ლე­ლე­ზე ჩი­ვილს და სა­სა­მარ­თლო­ში სი­ა­რულს ნამ­დვი­ლად არ ვა­პი­რებ, მაგ­რამ შე­სა­ბა­მის­მა უწყე­ბებ­მა რე­ა­გი­რე­ბა ნამ­დვი­ლად უნდა მო­ახ­დი­ნონ" - აღ­ნიშ­ნა ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ირმა ინაშვილი "რუსთავი 2"-სა და ვანო ჯავახიშვილზე: "რასაც იუმორს უწოდებს, ეს დასჯადი დანაშაულია"

ირმა ინაშვილი "რუსთავი 2"-სა და ვანო ჯავახიშვილზე: "რასაც იუმორს უწოდებს, ეს დასჯადი დანაშაულია"

პარლამენტარი ირმა ინაშვილი იუმორისტ ვანო ჯავახიშვილის საქმიაობას დანაშაულს უწოდებს. როგორც ინაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, ჯავახიშვილის "იუმორი პოლიტიკური დაკვეთაა და ამ დაკვეთაზე, მის ორგანიზატორებსა და შემსრულებლებზე ღიად ისაუბრებს მომავალი კვირიდან":

"ბევრჯერ მითქვამს, რასაც რუსთავი 2 და კონკრეტულად, ვანო ჯავახიშვილი აკეთებს, ეს არაა არც იუმორი და არც ჟურნალისტიკა. მთელი 1 წლის მანძილზე მიზანმიმართულად გვებრძოდნენ, ვითომ კომედიური ჟანრის ქვეშ. სინამდვილეში, სააკაშვილის ბინძურ დავალებას ასრულებდნენ. "იუმორი" მათთვის პოლიტიკური ოპონენტების განადგურების, მათი იმიჯის დაზიანების საშუალებაა და სხვა არაფერი. ეს "იუმორი" ფული ღირს. ეს "იუმორი" პოლიტიკური დაკვეთაა და ამ დაკვეთაზე, მის ორგანიზატორებსა და შემსრულებლებზე ღიად ვისაუბრებ მომავალი კვირიდან.

P.S. რასაც ვანო ჯავახიშვილი იუმორს უწოდებს, ის სინამდვილეში ცილისწამება, ტყუილი, ადამიანების აბუჩად აგდება, ღირსების შელახვა, დამცირებაა და ეს დასჯადი დანაშაულია. რეალურად ესაა დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ" - წერს ინაშვილი.

აღსანიშნავია რომ, "პატრიოტთა ალიანსის" წევრებმა რამდენიმე დღეა "შეუტიეს" ვანო ჯავახიშვილს. პარლამენტარმა ემზარ კვიციანმა გუშინ სკანდალური განცხადება გააკეთა, სადაც წერს რომ "გიორგი სანაიას მსგავსად მსხვერპლი შეიძლება გახდეს ვანო ჯავახიშვილი:

"შესაძლებელია საქართველოს ამჟამინდელი და ბოლო 25 წლის მტერი საქართველოსი, სახელად სოროსი, გადავიდეს რადიკალურ ზომებზე! მისი ძალები საგრძნობლად შესუსტდა მთელ მსოფლიოში და ასეთ შემთხვევაში რა შეიძლება მოიმოქმედოს? სისხლისღვრა ახასიათებთ! უახლოესი წარსული გაიხსენეთ, გიორგი სანაია. ვინ შეიძლება იყოს მომავალი მსხვერპლი სანაიასავით? ყველამ თქვენი კომენტარი გააკეთეთ, მე ვფიქრობ, რომ ვანო იქნება ჯავახიშვილი" - წერს კვიციანი.

მის განცხადებას გამოეხმაურა იუმორისტიც. ვანო ჯავახიშვილი ფიქრობს, რომ "პატრიოტთა ალიანსის" წევრების გააქტიურების მიზეზი მისი შოუს მონოლოგი გახდა:

"მოგეხსენებათ "პატრიოტთა ალიანსის" წევრები მოსკოვში იმყოფებოდნენ, ჩვენი ტელეკომპანია პროდასავლური მიმართულების არის, ამიტომ მათ ვიზიტს გადაცემის მონოლოგში სატირულად გამოვეხმაურეთ და ალბათ ემზარ კვიციანმა ეს სატირა ვერ მიიღო. ამ განცხადებას მე სერიოზულად არ აღვიქვამ, მაგრამ უბედურება ის არის, როდესაც დეპუტატი ასეთ პოსტს წერს. ასევე უბედურება არის ისიც, რომ შესაბამისი უწყება არ ინტერესდება ამით და არ ხდება რეაგირება. ამ სისულელეზე ჩივილს და სასამართლოში სიარულს ნამდვილად არ ვაპირებ, მაგრამ შესაბამისმა უწყებებმა რეაგირება ნამდვილად უნდა მოახდინონ" - აღნიშნა ჯავახიშვილმა AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს