საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კანის კიბოს და თვალის დაავადებების რისკი - სოლარიუმის მოყვარულებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი აფრთხილებს
კანის კიბოს და თვალის დაავადებების რისკი - სოლარიუმის მოყვარულებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი აფრთხილებს

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი მო­ქა­ლა­ქე­ებს ურ­ჩევს, სო­ლა­რი­უ­მი არ გა­მო­ი­ყე­ნონ. ცენ­ტრის რე­კო­მენ­და­ცი­აა, რომ სო­ლა­რი­უმ­ში სი­ა­რუ­ლის­გან გან­სა­კუთ­რე­ბით 35 წლამ­დე მომ­ხმა­რებ­ლებ­მა შე­ი­კა­ვონ თავი.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის არა­გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა

დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა ლელა სტუ­რუ­ამ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სო­ლა­რი­უ­მის მოხ­მა­რე­ბი­სას არ­სე­ბუ­ლი რის­კე­ბი გა­ნუ­მარ­ტა.

მისი თქმით, სო­ლა­რი­უ­მის 35 წლამ­დე მომ­ხმა­რე­ბელ­მა უნდა იცო­დეს, რომ გა­ცი­ლე­ბით მეტი რის­კი აქვს გა­ნუ­ვი­თარ­დეს მე­ლა­ნო­მა, კა­ნის კიბო და თვა­ლის სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბა. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მე­ლა­ნო­მა არის კა­ნის კი­ბოს ერთ-ერთი სა­ხე­ო­ბა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მწვა­ვეა და მა­ღა­ლი ლე­ტა­ლო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა.

ამას­თან, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის არა­გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­მე­ტე­ბუ­ლი რის­კის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბი­ან ღია ფე­რის კა­ნი­სა და ღია ფე­რის თვა­ლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი.

"და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის რე­კო­მენ­და­ცი­აა, სა­ერ­თოდ არ გა­მო­ვი­ყე­ნოთ სო­ლა­რი­უ­მი, გან­სა­კუთ­რე­ბით 35 წლამ­დე. კა­ტე­გო­რი­უ­ლად წი­ნა­აღ­მდე­გი ვართ, რომ სო­ლა­რი­უმ­ში არას­რულ­წლო­ვა­ნი მოხ­ვდეს. რაც შე­ე­ხე­ბა ზრდას­რულს, 35 წლამ­დე სო­ლა­რი­უ­მის მოხ­მა­რე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად ზრდის კა­ნის კი­ბოს და მე­ლა­ნო­მის, ასე­ვე, თვა­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის რისკს. თუ მა­ინც აპი­რებს ადა­მი­ა­ნი სო­ლა­რი­უმ­ში მის­ვლას, უნდა და­ყოვ­ნდეს ძა­ლი­ან მცი­რე დრო­ით. ხუთ წუთ­ზე მეტი ხნით არ უნდა დარ­ჩეს, გარ­კვე­უ­ლი შუ­ა­ლე­დე­ბი უნდა და­იც­ვას და დრო ეტა­პობ­რი­ვად გა­ი­ზარ­დოს. თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც სა­ჭი­როა რუჯი, ყვე­ლას ჯო­ბია, იყოს მზის სხი­ვებ­ზე. მი­ი­ღეთ ჯან­სა­ღი რუჯი დი­ლის 11 სა­ა­თამ­დე და სა­ღა­მოს 18:00 სა­ა­თის მერე. მზის ქვე­ყა­ნა­ში სო­ლა­რი­უ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა, არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი", - აღ­ნიშ­ნა ლელა სტუ­რუ­ამ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში სო­ლა­რი­უ­მის მოხ­მა­რე­ბა არას­რულ­წლოვ­ნებ­ში ან 35 წლამ­დე აკ­რძა­ლუ­ლია. ასეთ ქვეყ­ნებ­ში სა­კი­თხი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით კონ­ტროლ­დე­ბა და ისე­ვე რო­გორც, თამ­ბა­ქო­სა და ალ­კოჰო­ლის მოხ­მა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სო­ლა­რი­უმ­შიც მომ­ხმა­რებ­ლის ასა­კით ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

კანის კიბოს და თვალის დაავადებების რისკი - სოლარიუმის მოყვარულებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი აფრთხილებს

კანის კიბოს და თვალის დაავადებების რისკი - სოლარიუმის მოყვარულებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი აფრთხილებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს ურჩევს, სოლარიუმი არ გამოიყენონ. ცენტრის რეკომენდაციაა, რომ სოლარიუმში სიარულისგან განსაკუთრებით 35 წლამდე მომხმარებლებმა შეიკავონ თავი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა

დეპარტამენტის უფროსმა ლელა სტურუამ "ინტერპრესნიუსს" სოლარიუმის მოხმარებისას არსებული რისკები განუმარტა.

მისი თქმით, სოლარიუმის 35 წლამდე მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ გაცილებით მეტი რისკი აქვს განუვითარდეს მელანომა, კანის კიბო და თვალის სხვადასხვა დაავადება. მისივე განმარტებით, მელანომა არის კანის კიბოს ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ძალიან მწვავეა და მაღალი ლეტალობით ხასიათდება.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, მომეტებული რისკის ქვეშ იმყოფებიან ღია ფერის კანისა და ღია ფერის თვალის მქონე ადამიანები.

"დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაა, საერთოდ არ გამოვიყენოთ სოლარიუმი, განსაკუთრებით 35 წლამდე. კატეგორიულად წინააღმდეგი ვართ, რომ სოლარიუმში არასრულწლოვანი მოხვდეს. რაც შეეხება ზრდასრულს, 35 წლამდე სოლარიუმის მოხმარება სერიოზულად ზრდის კანის კიბოს და მელანომის, ასევე, თვალის დაავადებების რისკს. თუ მაინც აპირებს ადამიანი სოლარიუმში მისვლას, უნდა დაყოვნდეს ძალიან მცირე დროით. ხუთ წუთზე მეტი ხნით არ უნდა დარჩეს, გარკვეული შუალედები უნდა დაიცვას და დრო ეტაპობრივად გაიზარდოს. თუ მაინცდამაინც საჭიროა რუჯი, ყველას ჯობია, იყოს მზის სხივებზე. მიიღეთ ჯანსაღი რუჯი დილის 11 საათამდე და საღამოს 18:00 საათის მერე. მზის ქვეყანაში სოლარიუმის გამოყენება, არ არის მიზანშეწონილი", - აღნიშნა ლელა სტურუამ.

მისივე ინფორმაციით, ზოგიერთ ქვეყანაში სოლარიუმის მოხმარება არასრულწლოვნებში ან 35 წლამდე აკრძალულია. ასეთ ქვეყნებში საკითხი კანონმდებლობით კონტროლდება და ისევე როგორც, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების შემთხვევაში, სოლარიუმშიც მომხმარებლის ასაკით ინტერესდებიან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი