სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ფიქრობენ მომხმარებლები, რომლებმაც ექიმის კონსულტაცია ონლაინ 5 ლარად მიიღეს
რას ფიქრობენ მომხმარებლები, რომლებმაც ექიმის კონსულტაცია ონლაინ 5 ლარად მიიღეს

რამ­დე­ნი­მე თვეა ვებგ­ვერდ mkurnali.ge-ის მომ­ხმა­რე­ბე­ლი ქარ­თუ­ლი ბაზ­რის­თვის სრუ­ლი­ად უნი­კა­ლურ მომ­სა­ხუ­რე­ბას - ექი­მის ონ­ლა­ინ კონ­სულ­ტა­ცი­ას 5 ლა­რად იღებს. პრობ­ლე­მის დე­ტა­ლუ­რი აღ­წე­რი­სა და ფო­ტოს გაგ­ზავ­ნის შემ­დეგ მომ­ხმა­რე­ბე­ლი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რად ან სა­ჯა­როდ იღებს სა­მე­დი­ცი­ნო კი­თხვა­ზე ამომ­წუ­რავ და კვა­ლი­ფი­ცი­ურ პა­სუხს. ეს არის სა­ი­ტის კი­თხვა-პა­სუ­ხის გან­ყო­ფი­ლე­ბის ლო­გი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა, რომ­ლის იდე­აც თა­ვად mkurnali.ge-ის მე­ნე­ჯერს ანი სირ­ბი­ლა­ძეს ეკუთ­ვნის.

ანის ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის მი­ზა­ნი სა­ი­ტის მომ­სა­უხ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და მომ­ხმა­რე­ბე­ლის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რად სა­ჭი­რო და პრაქ­ტი­კუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბაა. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის წინ კი მას თა­ვად დას­ჭირ­და mkurnali.ge-ის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის დახ­მა­რე­ბა.

"რამ­დე­ნი­მე თვის წინ რიგი პრო­ფი­ლის ექი­მებ­თან დამ­ჭირ­და კონ­სულ­ტა­ცია ფე­ხის მწვა­ვე ტკი­ვი­ლე­ბის გამო, თუმ­ცა თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის მიერ დას­მუ­ლი დი­აგ­ნო­ზი ერ­თმა­ნეთს სრუ­ლად გა­მო­რი­ცხავ­და. სრულ გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი, როცა გა­დავ­წყვი­ტე რჩე­ვი­სათ­ვის "mkurnali.ge"-ის­თვის მი­მე­მარ­თა და ჩემი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის ის­ტო­რია გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა. რო­გორც სა­ი­ტის მე­დი­კო­სებ­მა ამიხ­სნეს, ჩემი სიმპტო­მე­ბი ტრავ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის იყო და ოპე­რა­ცია მჭირ­დე­ბო­და. სამ­წუ­ხა­როდ თუ სა­ბედ­ნი­ე­როდ, მკურ­ნა­ლის მე­დი­კო­სე­ბი სრუ­ლი­ად მარ­თლე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ. სწო­რედ მა­შინ მო­მი­ვი­და იდეა, რომ mkurnali.ge-ის მომ­სა­ხუ­რე­ბა უფრო სწრა­ფი და სრულ­ყო­ფი­ლი გაგ­ვე­ხა­და. ასე უფრო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლად შევ­ძლებ­დით ჩემ­სა­ვით გა­უ­გებ­რო­ბა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბას. შე­დე­გად შე­იქ­მნა ახა­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა, ფა­სი­ა­ნი სერ­ვი­სი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მკი­თხვე­ლი 3 სა­ათ­ში იღებს სა­მე­დი­ცი­ნო კი­თხვა­ზე სრულ­ყო­ფილ პა­სუხს. სერ­ვი­სი ნამ­დვი­ლად წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა და ახლა ის უამ­რავ ადა­მი­ანს დი­აგ­ნო­ზის და­ზუს­ტე­ბა­სა თუ პირ­ვე­ლად კონ­სულ­ტა­ცი­ა­ში ეხ­მა­რე­ბა," - გან­მარ­ტავს ანი სირ­ბი­ლა­ძე.

ექი­მის ონ­ლი­ან კონ­სულ­ტა­ცი­ის სერ­ვი­სი გა­სუ­ლი წლის ბო­ლოს გა­აქ­ტი­ურ­და და მას­ზე მო­თხოვ­ნა მუდ­მი­ვად მზარ­დია. სერ­ვი­სი უმე­ტე­სად ექიმ­თან სტან­დარ­ტულ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე უფრო სწრა­ფი და კომ­ფორ­ტუ­ლია. პა­ცი­ენ­ტის­თვის ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ბევ­რად უფრო ად­ვი­ლია პრობ­ლე­მის წე­რი­ლო­ბით აღ­წე­რა და ექი­მის­თვის გაგ­ზავ­ნა.

იხი­ლეთ ონ­ლა­ინ კონ­სულ­ტა­ცი­ის ლინ­კი.

მა­ღა­ლია კმა­ყო­ფი­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც. ამას ადას­ტუ­რებს ის ფაქ­ტიც, რომ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის 60%-მა მი­ნი­მუმ 2-ჯერ უკვე ისარ­გებ­ლა აღ­ნიშ­ნუ­ლი სერ­ვი­სით. მომ­ხა­რებ­ლე­ბის გა­მო­კი­თხვით მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გის თა­ნახ­მად, მათი 97% მი­ღე­ბუ­ლი სერ­ვი­სით ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლია.

მომ­ხმა­რე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი ექი­მის ონ­ლა­ინ კონ­სულ­ტა­ცი­ას ანა­ლი­ზე­ბის გან­მარ­ტე­ბის­თვის იყე­ნებს. ხში­რად ექი­მის მიერ დას­მუ­ლი დი­აგ­ნო­ზის გა­და­მოწ­მე­ბა ხდე­ბა. მომ­ხმა­რე­ბელ­თა უმე­ტე­სო­ბა კი სერ­ვისს პირ­ვე­ლა­დი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის­თვის მი­მარ­თავს. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ეხ­მა­რე­ბა mkurnali.ge თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტორს ია აფ­თა­რაშ­ვილს.

"წლე­ბია, mkurnali.ge-ის მომ­სა­ხუ­რე­ბას ვი­ყე­ნებ. სერ­ვი­სი გან­სა­კუთ­რე­ბით მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი და კომ­ფორ­ტუ­ლი გახ­და, რაც კი­თხვა-პა­სუ­ხის რე­ჟიმს ექი­მის ონ­ლა­ინ ფა­სი­ა­ნი კონ­სულ­ტა­ცი­აც და­ე­მა­ტა. პა­რა­ლე­ლუ­რად, შე­იც­ვა­ლა სა­ი­ტის დი­ზა­ი­ნიც და ის უფრო ეფექ­ტუ­რი გახ­და. სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ, პირ­ვე­ლა­დი კონ­სულ­ტა­ცი­ის­თვის ყო­ველ­თვის mkurnali.ge-ს მივ­მარ­თავ. გან­სა­კუთ­რე­ბით მეხ­მა­რე­ბა, როცა ბავ­შვებს გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბათ და უც­ბად და­უ­გეგ­მა­ვად ექიმ­თან მიყ­ვა­ნას ვერ ვა­ხერ­ხებ. პირ­ვე­ლა­დი ორი­ენ­ტა­ცი­ის­თვის, მკურ­ნა­ლო­ბის სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით და­გეგ­მის­თვის ძა­ლი­ან კარ­გი სერ­ვი­სია. ვებგ­ვერ­დი ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა, როცა გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი სა­ზღვარ­გა­რეთ მო­მი­წია ცხოვ­რე­ბა. უცხო­ურ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა­ში ორი­ენ­ტა­ცია მარ­ტი­ვი არ იყო, ამი­ტომ ჩემი პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ mkurnali.ge-ზე მივ­წე­რე. საკ­მა­ოდ კარ­გად და­მაკ­ვა­ლი­ა­ნეს. ზო­გა­დად, სა­ზღვარ­გა­რეთ მსგავ­სი მომ­სა­ხუ­რე­ბა საკ­მა­ოდ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია და ვი­სურ­ვებ­დი, რომ ეს სერ­ვი­სი სა­ქარ­თვე­ლო­შიც უფრო გაძ­ლი­ერ­დეს და გა­უმ­ჯო­ბეს­დეს," - ამ­ბობს ია აფ­თა­რაშ­ვი­ლი.

სერ­ვი­სით არა­ერ­თხელ ისარ­გებ­ლა პე­და­გოგ­მა ლალი კა­პა­ნა­ძე­მაც. მან ვებგ­ვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით ექი­მის პირ­ვე­ლა­დი კონ­სულ­ტა­ცია ჩა­ა­ნაც­ვლა.

"კი­თხვას სიმპტო­მის კა­ტე­გო­რი­ა­ში ვსვამ ხოლ­მე. სრულ­ყო­ფილ პა­სუხს კი უმოკ­ლეს პე­რი­ოდ­ში ვი­ღებ. პა­სუ­ხის მოს­ვლის­თა­ნა­ვე ტე­ლე­ფონ­ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბაც მომ­დის. მი­ღე­ბუ­ლი პა­სუ­ხი იმ­დე­ნად ამომ­წუ­რა­ვი და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლია ხოლ­მე, რომ ექი­მის კონ­სულ­ტა­ცია აღარ მჭირ­დე­ბა. სა­მო­მავ­ლო­დაც აუ­ცი­ლე­ბად გა­მო­ვი­ყე­ნებ ამ მომ­სა­ხუ­რე­ბას," - ამ­ბობს ლალი კა­პა­ნა­ძე.

კა­პა­ნა­ძის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ლა­ი­მა მდი­ნა­რა­ძე ექი­მის ონ­ლა­ინ კონ­სულ­ტა­ცი­ას დი­აგ­ნო­ზის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად იყე­ნებს ხოლ­მე.

"მომ­სა­ხუ­რე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე გა­მო­ვი­ყე­ნე და საკ­მა­ოდ სრულ­ყო­ფი­ლი პა­სუ­ხი მი­ვი­ღე. ექი­მის­გან მი­ღე­ბულ დი­აგ­ნოზს ვა­მოწ­მებ ხოლ­მე. ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ და სა­მო­მავ­ლო­დაც სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ვი­ყე­ნებ აღ­ნიშ­ნულ სერ­ვისს," - აღ­ნიშ­ნავს მდი­ნა­რა­ძე.

"ექი­მის ონ­ლა­ინ კონ­სულ­ტა­ცია ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა და ცხოვ­რე­ბას მი­მარ­ტი­ვებს. როცა რა­ღაც მა­წუ­ხებს და იმ მო­მენ­ტში ექიმს ვერ ვუ­კავ­შირ­დე­ბი, ან შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მაქვს, რომ მას­თან მი­ვი­დე და პი­რა­დად გა­ვე­სა­უბ­რო, mkurnali.ge-ზე ვგზავ­ნი ხოლ­მე კი­თხვას. მაქ­სი­მუმ 3 სა­ათ­ში პა­სუ­ხი უკვე მი­ღე­ბუ­ლი მაქვს," - ამ­ბობს ვებგ­ვერ­დის კი­დევ ერთი მომ­ხმა­რე­ბე­ლი მზი­კო ფო­ცხვე­რაშ­ვი­ლი.

კომ­პა­ნი­ის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი კი­დევ ერთი სი­ახ­ლეც მომ­ხმა­რე­ბელ­თა კმა­ყო­ფი­ლე­ბის ზრდას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი - ამი­ე­რი­დან, 15 ლა­რად 5 კი­თხვი­ა­ნი პა­კე­ტის შე­ძე­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

მზარ­დი მო­თხოვ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე mkurnali.ge ახალ შე­თა­ვა­ზე­ბა­საც ამ­ზა­დებს. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მომ­ხმა­რებ­ლებს ფსი­ქო­ლოგ­თან ონ­ლა­ინ მი­მო­წე­რის (ჩე­თის) სა­შუ­ა­ლე­ბით, 30 წუ­თი­ა­ნი კონ­სულ­ტა­ცი­ის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც ექ­ნე­ბა. მსურ­ვე­ლი თა­ვად აირ­ჩევს ფსი­ქო­ლოგს და კონ­სულ­ტა­ცი­ის სა­სურ­ველ დროს და­ჯავ­შნის. კონ­სულ­ტა­ცი­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბა მხო­ლოდ 15 ლარი იქ­ნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რას ფიქრობენ მომხმარებლები, რომლებმაც ექიმის კონსულტაცია ონლაინ 5 ლარად მიიღეს

რას ფიქრობენ მომხმარებლები, რომლებმაც ექიმის კონსულტაცია ონლაინ 5 ლარად მიიღეს

რამდენიმე თვეა ვებგვერდ mkurnali.ge-ის მომხმარებელი ქართული ბაზრისთვის სრულიად უნიკალურ მომსახურებას - ექიმის ონლაინ კონსულტაციას 5 ლარად იღებს. პრობლემის დეტალური აღწერისა და ფოტოს გაგზავნის შემდეგ მომხმარებელი კონფიდენციალურად ან საჯაროდ იღებს სამედიცინო კითხვაზე ამომწურავ და კვალიფიციურ პასუხს. ეს არის საიტის კითხვა-პასუხის განყოფილების ლოგიკური განვითარება, რომლის იდეაც თავად mkurnali.ge-ის მენეჯერს ანი სირბილაძეს ეკუთვნის.

ანის ყოველდღიური საქმიანობის მიზანი საიტის მომსაუხრების გაუმჯობესება და მომხმარებელისთვის მაქსიმალურად საჭირო და პრაქტიკული სამედიცინო ინფორმაციის მიწოდებაა. გარკვეული პერიოდის წინ კი მას თავად დასჭირდა mkurnali.ge-ის სამედიცინო პერსონალის დახმარება.

”რამდენიმე თვის წინ რიგი პროფილის ექიმებთან დამჭირდა კონსულტაცია ფეხის მწვავე ტკივილების გამო, თუმცა თითოეული მათგანის მიერ დასმული დიაგნოზი ერთმანეთს სრულად გამორიცხავდა. სრულ გაურკვევლობაში ვიყავი, როცა გადავწყვიტე რჩევისათვის ”mkurnali.ge”-ისთვის მიმემართა და ჩემი გამოკვლევების ისტორია გამეზიარებინა. როგორც საიტის მედიკოსებმა ამიხსნეს, ჩემი სიმპტომები ტრავმატოლოგიური მიმართულების იყო და ოპერაცია მჭირდებოდა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მკურნალის მედიკოსები სრულიად მართლები აღმოჩნდნენ. სწორედ მაშინ მომივიდა იდეა, რომ mkurnali.ge-ის მომსახურება უფრო სწრაფი და სრულყოფილი გაგვეხადა. ასე უფრო მობილიზებულად შევძლებდით ჩემსავით გაუგებრობაში მყოფი ადამიანების დახმარებას. შედეგად შეიქმნა ახალი მომსახურება, ფასიანი სერვისი, რომლის საშუალებითაც მკითხველი 3 საათში იღებს სამედიცინო კითხვაზე სრულყოფილ პასუხს. სერვისი ნამდვილად წარმატებული აღმოჩნდა და ახლა ის უამრავ ადამიანს დიაგნოზის დაზუსტებასა თუ პირველად კონსულტაციაში ეხმარება,” - განმარტავს ანი სირბილაძე.

ექიმის ონლიან კონსულტაციის სერვისი გასული წლის ბოლოს გააქტიურდა და მასზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია. სერვისი უმეტესად ექიმთან სტანდარტულ მომსახურებაზე უფრო სწრაფი და კომფორტულია. პაციენტისთვის ხშირ შემთხვევაში ბევრად უფრო ადვილია პრობლემის წერილობით აღწერა და ექიმისთვის გაგზავნა.

იხილეთ ონლაინ კონსულტაციის ლინკი.

მაღალია კმაყოფილების მაჩვენებელიც. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მომხმარებლების 60%-მა მინიმუმ 2-ჯერ უკვე ისარგებლა აღნიშნული სერვისით. მომხარებლების გამოკითხვით მიღებული შედეგის თანახმად, მათი 97% მიღებული სერვისით ძალიან კმაყოფილია.

მომხმარებელთა დიდი ნაწილი ექიმის ონლაინ კონსულტაციას ანალიზების განმარტებისთვის იყენებს. ხშირად ექიმის მიერ დასმული დიაგნოზის გადამოწმება ხდება. მომხმარებელთა უმეტესობა კი სერვისს პირველადი დიაგნოსტირებისთვის მიმართავს. ამ მიმართულებით ეხმარება mkurnali.ge თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს ია აფთარაშვილს.

”წლებია, mkurnali.ge-ის მომსახურებას ვიყენებ. სერვისი განსაკუთრებით მოსახერხებელი და კომფორტული გახდა, რაც კითხვა-პასუხის რეჟიმს ექიმის ონლაინ ფასიანი კონსულტაციაც დაემატა. პარალელურად, შეიცვალა საიტის დიზაინიც და ის უფრო ეფექტური გახდა. საჭიროებისამებრ, პირველადი კონსულტაციისთვის ყოველთვის  mkurnali.ge-ს მივმართავ. განსაკუთრებით მეხმარება, როცა ბავშვებს გარკვეული პრობლემები ექმნებათ და უცბად დაუგეგმავად ექიმთან მიყვანას ვერ ვახერხებ. პირველადი ორიენტაციისთვის, მკურნალობის სწორი მიმართულებით დაგეგმისთვის ძალიან კარგი სერვისია. ვებგვერდი ძალიან დამეხმარა, როცა გარკვეული პერიოდი საზღვარგარეთ მომიწია ცხოვრება. უცხოურ ჯანდაცვის სისტემაში ორიენტაცია მარტივი არ იყო, ამიტომ ჩემი პრობლემის შესახებ mkurnali.ge-ზე მივწერე. საკმაოდ კარგად დამაკვალიანეს. ზოგადად, საზღვარგარეთ მსგავსი მომსახურება საკმაოდ განვითარებულია და ვისურვებდი, რომ ეს სერვისი საქართველოშიც უფრო გაძლიერდეს და გაუმჯობესდეს,” - ამბობს ია აფთარაშვილი.

სერვისით არაერთხელ ისარგებლა პედაგოგმა ლალი კაპანაძემაც. მან ვებგვერდის საშუალებით ექიმის პირველადი კონსულტაცია ჩაანაცვლა.

”კითხვას სიმპტომის კატეგორიაში ვსვამ ხოლმე. სრულყოფილ პასუხს კი უმოკლეს პერიოდში ვიღებ. პასუხის მოსვლისთანავე ტელეფონზე შეტყობინებაც მომდის. მიღებული პასუხი იმდენად ამომწურავი და ინფორმაციულია ხოლმე, რომ ექიმის კონსულტაცია აღარ მჭირდება. სამომავლოდაც აუცილებად გამოვიყენებ ამ მომსახურებას,” - ამბობს ლალი კაპანაძე.

კაპანაძისგან განსხვავებით, ლაიმა მდინარაძე ექიმის ონლაინ კონსულტაციას დიაგნოზის გადასამოწმებლად იყენებს ხოლმე.

”მომსახურება რამდენჯერმე გამოვიყენე და საკმაოდ სრულყოფილი პასუხი მივიღე. ექიმისგან მიღებულ დიაგნოზს ვამოწმებ ხოლმე. ძალიან კმაყოფილი ვარ და სამომავლოდაც საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად გამოვიყენებ აღნიშნულ სერვისს,” - აღნიშნავს მდინარაძე.

”ექიმის ონლაინ კონსულტაცია ძალიან მეხმარება და ცხოვრებას მიმარტივებს. როცა რაღაც მაწუხებს და იმ მომენტში ექიმს ვერ ვუკავშირდები, ან შესაძლებლობა არ მაქვს, რომ მასთან მივიდე და პირადად გავესაუბრო, mkurnali.ge-ზე ვგზავნი ხოლმე კითხვას. მაქსიმუმ 3 საათში პასუხი უკვე მიღებული მაქვს,” - ამბობს ვებგვერდის კიდევ ერთი მომხმარებელი მზიკო ფოცხვერაშვილი.

კომპანიის მიერ შეთავაზებული კიდევ ერთი სიახლეც მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდასთან არის დაკავშირებული - ამიერიდან, 15 ლარად 5 კითხვიანი პაკეტის შეძენაა შესაძლებელი.

მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე mkurnali.ge ახალ შეთავაზებასაც ამზადებს. უახლოეს მომავალში მომხმარებლებს ფსიქოლოგთან ონლაინ მიმოწერის (ჩეთის) საშუალებით, 30 წუთიანი კონსულტაციის მიღების საშუალებაც ექნება. მსურველი თავად აირჩევს ფსიქოლოგს და კონსულტაციის სასურველ დროს დაჯავშნის. კონსულტაციის ღირებულება მხოლოდ 15 ლარი იქნება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი