პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მალოროსია" უკრაინის წიაღში
"მალოროსია" უკრაინის წიაღში

უკ­რი­ა­ნე­ლი სე­პა­რა­ტის­ტე­ბის მიერ წლე­ბის წინ წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი და მა­ლე­ვე და­ვი­წყე­ბუ­ლი იდეა, - კი­ე­ვის კონ­ტრო­ლი­დან დრო­ე­ბით გა­მო­სუ­ლი დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე "ნო­ვო­რო­სი­ის" შექ­მნის შე­სა­ხებ, სე­პა­რა­ტის­ტებ­მა ახ­ლე­ბუ­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით, "მა­ლო­რო­სი­ით" შეც­ვა­ლეს.

ინერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა, "დეპო.უა-ს" ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნას სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის სცე­ნა­რით აშან­ტა­ჟებს. უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი პეტ­რო პო­რო­შენ­კო აცხა­დებს, რომ მოს­კო­ვი ცდი­ლობს, დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის აღი­ა­რე­ბით, ნა­ცა­დი მე­თო­დე­ბი გა­ი­მე­ო­როს...

"სამი წე­ლია მთე­ლი მსოფ­ლიო არ სჯის რუ­სეთს თა­ვის ქმე­დე­ბე­ბის გამო, არა­მედ, პი­რი­ქით, ის მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია... რუ­სე­თი ცდი­ლობს უკ­რა­ი­ნა­ში აფხა­ზე­თის სცე­ნა­რის გა­მე­ო­რე­ბას... ჩემ­თვის და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, რომ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა ბედ­ნი­ე­რია, ვფიქ­რობ, იქ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კა­ტას­ტრო­ფაა"- აღ­ნიშ­ნა პო­რო­შენ­კომ.

თა­ვის მხრივ, დო­ნეც­კის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის ლი­დერ­მა ალექ­სან­დრ ზა­ხარ­ჩენ­კომ მა­ლო­რო­სი­ის სა­კონ­სტი­ტუ­ციო აქტი და პო­ლი­ტი­კუ­რი დეკ­ლა­რა­ცია გა­მო­ა­ცხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ ყო­ფი­ლი უკ­რა­ი­ნის რე­გი­ო­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ყი­რი­მის გა­მოკ­ლე­ბით, ახალ სა­ხელ­მწი­ფოს აფუძ­ნე­ბენ, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის მემ­კვიდ­რე იქ­ნე­ბა.

"რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" თქმით, დონ­ბა­სე­ლი სე­პა­რა­ტის­ტე­ბის ამ ნა­ბიჯს "რუ­სე­თის აგ­რე­სი­უ­ლი გეგ­მე­ბის მო­რი­გი და­დას­ტუ­რე­ბა" უწო­და უკ­რა­ი­ნის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვან­მა ალექ­სან­დრ ტურ­ჩი­ნოვ­მა, რო­მელ­მაც "მა­ლო­რო­სია 17-ს" კრემ­ლის უფრო ად­რინ­დე­ლი "ნო­ვო­რო­სია 14"-ის ბედი უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა.

მკვდრად­შო­ბი­ლი უწო­და "მა­ლო­რო­სი­ის" იდე­ას პრე­ზი­დენ­ტმა პეტ­რო პო­რო­შენ­კომ, რო­მე­ლიც დო­ნეც­კელ სე­პა­რა­ტის­ტთა ლი­დე­რე­ბის ამ გან­ცხა­დე­ბას თბი­ლი­სი­დან გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნა აუ­ცი­ლებ­ლად აღად­გენს სუ­ვე­რე­ნი­ტეტს დონ­ბას­სა და ყი­რიმ­ში.

უკ­რა­ი­ნე­ლი ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და პო­ლი­ტო­ლო­გე­ბის ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ "მა­ლო­რო­სი­ის" პრო­ექ­ტის გა­მო­სა­ცხა­დებ­ლად დო­ნეც­კელ სე­პა­რა­ტის­ტებს 18 ივ­ლი­სი შემ­თხვე­ვით არ შე­ურ­ჩე­ვი­ათ - ეს თა­რი­ღი პრე­ზი­დენტ პეტ­რო პო­რო­შენ­კოს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ხელ­მწი­ფო ვი­ზიტ­საც და­ამ­თხვი­ეს.

"გარ­და ამი­სა, ეს უფრო მე­ტად უკავ­შირ­დე­ბა სამმხრი­ვი სა­კონ­ტაქ­ტო ჯგუ­ფის მინ­სკის შეხ­ვედ­რას, სა­დაც, დონ­ბა­სის კონ­ფლიქ­ტის სამ­შვი­დო­ბო მო­წეს­რი­გე­ბის გზებს ეძე­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად სა­ხელ­წო­დე­ბას და პრო­ექტ "მა­ლო­რო­სი­ას", რო­მე­ლიც მე-19 სა­უ­კუ­ნის უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­წო­დე­ბი­დან მო­დის, რა­ო­დენ პა­რა­დოქ­სუ­ლა­დაც უნდა ჟღერ­დეს, შე­საძ­ლოა, სე­პა­რა­ტის­ტებს გა­უჩ­ნდათ გარ­კვე­უ­ლი უნ­დობ­ლო­ბა მოს­კო­ვი­სად­მი და მოს­კო­ვის­გან დის­ტან­ცი­რე­ბა" სურთ, აცხა­დებს, რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" უკ­რა­ი­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მი­მომ­ხილ­ვე­ლი როს­ტის­ლავ ხო­ტი­ნი.

"მა­ლო­რო­სი­ის" სა­ხელ­მწი­ფოს გა­მო­ცხა­დე­ბი­დან მა­ლე­ვე არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი ლუ­განსკის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ამ პრო­ექტთან არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ აქვთ.

ლუ­განსკის სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რის, ვლა­დი­მირ დეგ­ტი­ა­რენ­კოს თქმით, მას­თან ეს სა­კი­თხი არ შე­უ­თან­ხმე­ბი­ათ და არც მათ წარ­მო­მად­გენ­ლებს მი­უ­ღი­ათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა დო­ნეცკ­ში გა­მარ­თულ იმ შეხ­ვედ­რა­ში, რო­მელ­ზეც ახა­ლი სა­ხელ­მწი­ფოს და­ფუძ­ნე­ბა გა­მო­ცხად­და.

დო­ნეც­კის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის ლი­დე­რი ალექ­სან­დრ ზა­ხარ­ჩენ­კო აცხა­დებს, რომ ახლა იმ "ქვეყ­ნებ­ში" გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დია. "მა­ლო­რი­სი­ის" ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, შე­საძ­ლოა, და­ახ­ლო­ე­ბით, სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დეს... თვი­თა­ღი­ა­რე­ბულ რეს­პუ­ლი­კა­ში აცხა­დე­ბენ, რომ უკ­რა­ი­ნამ სა­მო­ქა­ლა­ქო ომის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა ვერ შეძ­ლო და თა­ვად მო­ახ­დი­ნა მისი სა­ხე­ლის დის­კრე­ტი­და­ცია. ე.წ. კონ­სტი­ტუ­ცი­ის თა­ნახ­მად, "მა­ლო­რო­სია" ფე­დე­რა­ცი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო უნდა გახ­დეს, რომ­ლის წევ­რებ­საც წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრუ­ლი ფარ­თო ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი უფ­ლე­ბე­ბი ექ­ნე­ბათ.

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

"მალოროსია" უკრაინის წიაღში

"მალოროსია" უკრაინის წიაღში

უკრიანელი სეპარატისტების მიერ წლების წინ წამოყენებული და მალევე დავიწყებული იდეა, - კიევის კონტროლიდან დროებით გამოსული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე "ნოვოროსიის" შექმნის შესახებ, სეპარატისტებმა ახლებური ინტერპრეტაციით, "მალოროსიით" შეცვალეს.

ინერნეტგამოცემა, "დეპო.უა-ს" ინფორმაციით, რუსეთი უკრაინას საქართველოში განხორციელებული აფხაზეთის სცენარით აშანტაჟებს. უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ მოსკოვი ცდილობს, დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებით, ნაცადი მეთოდები გაიმეოროს...

"სამი წელია მთელი მსოფლიო არ სჯის რუსეთს თავის ქმედებების გამო, არამედ, პირიქით, ის მოტივირებულია... რუსეთი ცდილობს უკრაინაში აფხაზეთის სცენარის გამეორებას... ჩემთვის დაუჯერებელია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა ბედნიერია, ვფიქრობ, იქ ჰუმანიტარული კატასტროფაა"- აღნიშნა პოროშენკომ.

თავის მხრივ, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა ალექსანდრ ზახარჩენკომ მალოროსიის საკონსტიტუციო აქტი და პოლიტიკური დეკლარაცია გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ყოფილი უკრაინის რეგიონების წარმომადგენლები, ყირიმის გამოკლებით, ახალ სახელმწიფოს აფუძნებენ, რომელიც უკრაინის მემკვიდრე იქნება.

"რადიო თავისუფლების" თქმით, დონბასელი სეპარატისტების ამ ნაბიჯს "რუსეთის აგრესიული გეგმების მორიგი დადასტურება" უწოდა უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრ ტურჩინოვმა, რომელმაც "მალოროსია 17-ს" კრემლის უფრო ადრინდელი "ნოვოროსია 14"-ის ბედი უწინასწარმეტყველა.

მკვდრადშობილი უწოდა "მალოროსიის" იდეას პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, რომელიც დონეცკელ სეპარატისტთა ლიდერების ამ განცხადებას თბილისიდან გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინა აუცილებლად აღადგენს სუვერენიტეტს დონბასსა და ყირიმში.

უკრაინელი ანალიტიკოსებისა და პოლიტოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ "მალოროსიის" პროექტის გამოსაცხადებლად დონეცკელ სეპარატისტებს 18 ივლისი შემთხვევით არ შეურჩევიათ - ეს თარიღი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს საქართველოში სახელმწიფო ვიზიტსაც დაამთხვიეს.

"გარდა ამისა, ეს უფრო მეტად უკავშირდება სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის მინსკის შეხვედრას, სადაც, დონბასის კონფლიქტის სამშვიდობო მოწესრიგების გზებს ეძებენ. რაც შეეხება თავად სახელწოდებას და პროექტ "მალოროსიას", რომელიც მე-19 საუკუნის უკრაინის სახელწოდებიდან მოდის, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, შესაძლოა, სეპარატისტებს გაუჩნდათ გარკვეული უნდობლობა მოსკოვისადმი და მოსკოვისგან დისტანცირება" სურთ, აცხადებს, რადიო თავისუფლების" უკრაინული სამსახურის მიმომხილველი როსტისლავ ხოტინი.

"მალოროსიის" სახელმწიფოს გამოცხადებიდან მალევე არაღიარებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ ამ პროექტთან არავითარი კავშირი არ აქვთ.

ლუგანსკის სეპარატისტული ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერის, ვლადიმირ დეგტიარენკოს თქმით, მასთან ეს საკითხი არ შეუთანხმებიათ და არც მათ წარმომადგენლებს მიუღიათ მონაწილეობა დონეცკში გამართულ იმ შეხვედრაში, რომელზეც ახალი სახელმწიფოს დაფუძნება გამოცხადდა.

დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი ალექსანდრ ზახარჩენკო აცხადებს, რომ ახლა იმ "ქვეყნებში" გარდამავალი პერიოდია.  "მალორისიის" ჩამოყალიბება, შესაძლოა, დაახლოებით, სამი წლის განმავლობაში გაგრძელდეს... თვითაღიარებულ რესპულიკაში აცხადებენ, რომ უკრაინამ სამოქალაქო ომის თავიდან აცილება ვერ შეძლო და თავად მოახდინა მისი სახელის დისკრეტიდაცია. ე.წ. კონსტიტუციის თანახმად, "მალოროსია" ფედერაციული სახელმწიფო უნდა გახდეს, რომლის წევრებსაც წინასწარ განსაზღვრული ფართო ადმინისტრაციული უფლებები ექნებათ.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე