სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვანო ჯავახიშვილის პასუხი ემზარ კვიციანის სკანდალურ განცხადებაზე - "ჩემს თავზე ნამდვილად არ ვნერვიულობ, ჩემი ოჯახი ღელავს"
ვანო ჯავახიშვილის პასუხი ემზარ კვიციანის სკანდალურ განცხადებაზე - "ჩემს თავზე ნამდვილად არ ვნერვიულობ, ჩემი ოჯახი ღელავს"

პარ­ლა­მენ­ტარ­მა ემ­ზარ კვი­ცი­ან­მა "ფე­ის­ბუქ­ზე" სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა და­ა­ა­ნონ­სა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის პოსტს უამ­რა­ვი მწვა­ვე გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. თა­ვად იუ­მო­რის­ტი პარ­ლა­მენ­ტა­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ზე პირ­ველ კო­მენ­ტარს Ambebi.ge-სთან აკე­თებს:

- ვანო, თუ გა­ე­ცა­ნით ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბას, სა­დაც ის თქვენს მკვლე­ლო­ბას აა­ნონ­სებს?

- წა­ვი­კი­თხე ეს გან­ცხა­დე­ბა და ჩემი აზ­რით, ასე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა, თუ ადა­მი­ანს სა­ფუძ­ვე­ლი არ აქვს, კა­ნო­ნით უნდა რე­გუ­ლირ­დე­ბო­დეს. ჩემს თავ­ზე ნამ­დვი­ლად არ ვნერ­ვი­უ­ლობ, ჩემი ოჯა­ხი ღე­ლავს და ეს დის­კომ­ფორ­ტს მიქ­მნის. ჩემ­თვის სუ­ლერ­თია ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნი რას და­წერს.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ და­წე­რა ეს დე­პუ­ტატ­მა?

- ალ­ბათ რა­ღაც არ მო­ე­წო­ნა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" წევ­რე­ბი მოს­კოვ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, ჩვე­ნი ტე­ლე­კომ­პა­ნია პრო­და­სავ­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის არის, ამი­ტომ მათ ვი­ზიტს გა­და­ცე­მის მო­ნო­ლოგ­ში სა­ტი­რუ­ლად გა­მო­ვეხ­მა­უ­რეთ და ალ­ბათ ემ­ზარ კვი­ცი­ან­მა ეს სა­ტი­რა ვერ მი­ი­ღო. ამ გან­ცხა­დე­ბას მე სე­რი­ო­ზუ­ლად არ აღ­ვიქ­ვამ, მაგ­რამ უბე­დუ­რე­ბა ის არის, რო­დე­საც დე­პუ­ტა­ტი ასეთ პოსტს წერს. ასე­ვე უბე­დუ­რე­ბა არის ისიც, რომ შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბა არ ინ­ტე­რეს­დე­ბა ამით და არ ხდე­ბა რე­ა­გი­რე­ბა. ამ სი­სუ­ლე­ლე­ზე ჩი­ვილს და სა­სა­მარ­თლო­ში სი­ა­რულს ნამ­დვი­ლად არ ვა­პი­რებ, მაგ­რამ შე­სა­ბა­მის­მა უწყე­ბებ­მა რე­ა­გი­რე­ბა ნამ­დვი­ლად უნდა მო­ახ­დი­ნონ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ვანო ჯავახიშვილის პასუხი ემზარ კვიციანის სკანდალურ განცხადებაზე - "ჩემს თავზე ნამდვილად არ ვნერვიულობ, ჩემი ოჯახი ღელავს"

ვანო ჯავახიშვილის პასუხი ემზარ კვიციანის სკანდალურ განცხადებაზე - "ჩემს თავზე ნამდვილად არ ვნერვიულობ, ჩემი ოჯახი ღელავს"

პარლამენტარმა ემზარ კვიციანმა "ფეისბუქზე" სკანდალური განცხადება გაავრცელა, სადაც ვანო ჯავახიშვილის მკვლელობა დააანონსა. სოციალურ ქსელში მის პოსტს უამრავი მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. თავად იუმორისტი პარლამენტარის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე პირველ კომენტარს Ambebi.ge-სთან აკეთებს:

- ვანო, თუ გაეცანით ემზარ კვიციანის განცხადებას, სადაც ის თქვენს მკვლელობას აანონსებს?

- წავიკითხე ეს განცხადება და ჩემი აზრით, ასეთი ინფორმაციის გავრცელება, თუ ადამიანს საფუძველი არ აქვს, კანონით უნდა რეგულირდებოდეს. ჩემს თავზე ნამდვილად არ ვნერვიულობ, ჩემი ოჯახი ღელავს და ეს დისკომფორტს მიქმნის. ჩემთვის სულერთია ემზარ კვიციანი რას დაწერს.

- როგორ ფიქრობთ, რატომ დაწერა ეს დეპუტატმა?

- ალბათ რაღაც არ მოეწონა. მოგეხსენებათ "პატრიოტთა ალიანსის" წევრები მოსკოვში იმყოფებოდნენ, ჩვენი ტელეკომპანია პროდასავლური მიმართულების არის, ამიტომ მათ ვიზიტს გადაცემის მონოლოგში სატირულად გამოვეხმაურეთ და ალბათ ემზარ კვიციანმა ეს სატირა ვერ მიიღო. ამ განცხადებას მე სერიოზულად არ აღვიქვამ, მაგრამ უბედურება ის არის, როდესაც დეპუტატი ასეთ პოსტს წერს. ასევე უბედურება არის ისიც, რომ შესაბამისი უწყება არ ინტერესდება ამით და არ ხდება რეაგირება. ამ სისულელეზე ჩივილს და სასამართლოში სიარულს ნამდვილად არ ვაპირებ, მაგრამ შესაბამისმა უწყებებმა რეაგირება ნამდვილად უნდა მოახდინონ.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი