პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვანდალიზმის ფაქტები თბილისში - ფოტო და ვიდეოკადრები თბილისის ცენტრალური უბნებიდან
ვანდალიზმის ფაქტები თბილისში - ფოტო და ვიდეოკადრები თბილისის ცენტრალური უბნებიდან

და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ლამ­პი­ო­ნე­ბი, დამ­ტვრე­უ­ლი სკა­მე­ბი, წარ­წე­რე­ბი კედ­ლებ­ზე - თბი­ლის­ში ბევრ ად­გი­ლას შეხ­ვდე­ბით ვან­და­ლიზ­მის ფაქ­ტებს. ხში­რია ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ახალ­გა­კე­თე­ბულ სკვერს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი რამ­დე­ნი­მე დღე­ში აზი­ა­ნე­ბენ და იერ­სა­ხეს უკარ­გა­ვენ. AMBEBI.GE-ს კო­რეს­პონ­დენ­ტმა თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი უბ­ნებ­ში ვან­და­ლიზ­მის კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბი და­ა­ფიქ­სი­რა, რა­საც ფო­ტო­ებ­ში იხი­ლავთ.

თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ უბ­ნებ­ში მდე­ბა­რე თით­ქმის ყვე­ლა სკვერ­ში მო­ი­ძებ­ნე­ბა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. თუმ­ცა, პრობ­ლე­მა მხო­ლოდ პარ­კებ­ში არ გვხვდე­ბა. და­ზი­ა­ნე­ბულ და დამ­წვარ ურ­ნებს სხვა ად­გი­ლებ­შიც მრავ­ლად შეხ­ვდე­ბით. ქვე­მოთ მო­ცე­მუ­ლი ფო­ტო­ე­ბი ალექ­სან­დრეს ბაღ­ში, ვე­რის ბაღ­სა და დე­და­ე­ნის ბაღ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი. მათ­ზე კარ­გად ჩანს, რომ მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლე­ბი და სა­ბავ­შვო მო­ედ­ნე­ბიც საკ­მა­ოდ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია.

იხი­ლეთ ვი­დეო

ნაგ­ვის ურნა, რო­მე­ლიც რკი­ნი­საა, გა­ტე­ხი­ლია

გა­და­ტე­ხი­ლი ლამ­პი­ო­ნი

მთაწ­მინ­დის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ო­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლის ზაზა ტუ­რძე­ლა­ძის თქმით, მსგავს ფაქ­ტებ­ზე რე­ა­გი­რე­ბა მოკ­ლე დრო­ში ხდე­ბა. გამ­გე­ო­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ოპე­რა­ტი­უ­ლად ხდე­ბა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ინ­ვენ­ტა­რის აღ­დგე­ნა ან ჩა­ნაც­ვლე­ბა.

"მაქ­სი­მა­ლუ­რად გო­ნივ­რულ ვა­დებ­ში ხდე­ბა ყვე­ლა ობი­ექ­ტის შე­მოვ­ლა, რო­მე­ლიც ჩვენს რა­ი­ონ­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი. ხდე­ბა პრობ­ლე­მე­ბის აღ­რი­ცხვა. ამის სა­ფუძ­ველ­ზე დგე­ბა სა­ტენ­დერო დო­კუ­მენ­ტა­ცია, ცხად­დე­ბა ტენ­დე­რი და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია ახორ­ცი­ე­ლებს სკვე­რებ­ში და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის აღ­დგე­ნა­სა და ჩა­ნაც­ვლე­ბას" - გა­ნა­ცხა­და ტუ­რძე­ლა­ძემ.

ეს ერთ დროს სკა­მი იყო...

წარ­წე­რე­ბი სა­ინ­ფორ­მა­ციო და­ფა­ზე

გამ­გე­ო­ბის თა­ნამ­შრო­მელ­მა ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ ვან­და­ლიზ­მის პრობ­ლე­მა მხო­ლოდ სკვე­რებ­ში გან­თავ­სე­ბულ სკა­მებს არ ეხე­ბა და მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი, საკ­მა­ოდ ხში­რია. მან ასე­ვე გან­მარ­ტა, რომ მე­რი­ას და გამ­გე­ო­ბას არ გა­აჩ­ნია არა­ნა­ი­რი სა­მოქ­მე­დო ბერ­კე­ტი, რის სა­ფუძ­ველ­ზეც და­ა­ჯა­რი­მებს ვან­და­ლუ­რი ფაქ­ტის ჩამ­დენს.

"ერთ-ერთი მძი­მე პრობ­ლე­მა, რაც ყვე­ლას გვა­წუ­ხებს, ის არის, რომ ახალ­რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, შე­იძ­ლე­ბა ორ კვი­რა­ში აღარ დაგ­ხვდეს. სამ­წუ­ხა­როდ, გამ­გე­ო­ბა ან მე­რია სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში ამ ადა­მი­ა­ნე­ბის და­ჯა­რი­მე­ბას ვერ ახორ­ცი­ე­ლებს, არც რა­ი­მე ბერ­კე­ტი გაგ­ვაჩ­ნია, რომ რა­ი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩა­ვა­ტა­როთ" - აცხა­დებს ზაზა ტუ­რძე­ლა­ძე და დას­ძენს, რომ ეს უკვე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის პრე­რო­გა­ტი­ვაა.

დამ­ტვრე­უ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა სა­ბავ­შვო მო­ე­დან­ზე

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გან­გვი­ცხა­დეს, რომ ვან­და­ლიზ­მის ფაქ­ტის შემ­თხვე­ვა­ში, საქ­მის წარ­მო­ე­ბა 187-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბას ან გა­ნად­გუ­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

187-ე მუხ­ლის თა­ნახ­მად, სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბა ან გა­ნად­გუ­რე­ბა, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია, ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო შრო­მით, ვა­დით 100-დან 180 სა­ა­თამ­დე, ან გა­მას­წო­რე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­თი ვა­დით ერთ წლამ­დე. მუხ­ლი ასე­ვე ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ვა­დით, ერ­თი­დან სამ წლამ­დე.

ნა­რი­ტა ჩხა­ი­ძე

AMBEBI.GE

Nowhere man
0

აშშ ასეთს რომ ჩაიდენნ პოლიცია აჯარიმებს თუ ბავშვმა ჩაიინა მშობელს ეუბნებიან და ჯარიმას იხდის, ასეა ევროპაშიც, ჩვენ ხომ მოგვაქვს თავი ევროპელობით, დაცემულია ზნეობა ,აღზრდა, კულტურა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე - ეს არის ჯიბრი, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე მოქალაქე და ამას რად უნდა დამტკიცება?

ვანდალიზმის ფაქტები თბილისში - ფოტო და ვიდეოკადრები თბილისის ცენტრალური უბნებიდან

ვანდალიზმის ფაქტები თბილისში - ფოტო და ვიდეოკადრები თბილისის ცენტრალური უბნებიდან

დაზიანებული ლამპიონები, დამტვრეული სკამები, წარწერები კედლებზე - თბილისში ბევრ ადგილას შეხვდებით ვანდალიზმის ფაქტებს. ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა ახალგაკეთებულ სკვერს მოქალაქეები რამდენიმე დღეში აზიანებენ და იერსახეს უკარგავენ. AMBEBI.GE-ს კორესპონდენტმა თბილისის ცენტრალური უბნებში ვანდალიზმის კონკრეტული ფაქტები დააფიქსირა, რასაც ფოტოებში იხილავთ.

თბილისის ცენტრალურ უბნებში მდებარე თითქმის ყველა სკვერში მოიძებნება დაზიანებული ინფრასტრუქტურა. თუმცა, პრობლემა მხოლოდ პარკებში არ გვხვდება. დაზიანებულ და დამწვარ ურნებს სხვა ადგილებშიც მრავლად შეხვდებით. ქვემოთ მოცემული ფოტოები ალექსანდრეს ბაღში, ვერის ბაღსა და დედაენის ბაღშია გადაღებული. მათზე კარგად ჩანს, რომ მოსასვენებელი ადგილები და საბავშვო მოედნებიც საკმაოდ დაზიანებულია.

იხილეთ ვიდეო

ნაგვის ურნა, რომელიც რკინისაა, გატეხილია

გადატეხილი ლამპიონი

მთაწმინდის რაიონის გამგეობის თანამშრომელის ზაზა ტურძელაძის თქმით, მსგავს ფაქტებზე რეაგირება მოკლე დროში ხდება. გამგეობის კომპეტენციიდან გამომდინარე, ოპერატიულად ხდება დაზიანებული ინვენტარის აღდგენა ან ჩანაცვლება.

"მაქსიმალურად გონივრულ ვადებში ხდება ყველა ობიექტის შემოვლა, რომელიც ჩვენს რაიონშია განთავსებული. ხდება პრობლემების აღრიცხვა. ამის საფუძველზე დგება სატენდერო დოკუმენტაცია, ცხადდება ტენდერი და გამარჯვებული კომპანია ახორციელებს სკვერებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენასა და ჩანაცვლებას" - განაცხადა ტურძელაძემ.

ეს ერთ დროს სკამი იყო...

წარწერები საინფორმაციო დაფაზე

გამგეობის თანამშრომელმა ისიც აღნიშნა, რომ ვანდალიზმის პრობლემა მხოლოდ სკვერებში განთავსებულ სკამებს არ ეხება და მსგავსი ფაქტები, საკმაოდ ხშირია. მან ასევე განმარტა, რომ მერიას და გამგეობას არ გააჩნია არანაირი სამოქმედო ბერკეტი, რის საფუძველზეც დააჯარიმებს ვანდალური ფაქტის ჩამდენს.

"ერთ-ერთი მძიმე პრობლემა, რაც ყველას გვაწუხებს, ის არის, რომ ახალრეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა, შეიძლება ორ კვირაში აღარ დაგხვდეს. სამწუხაროდ, გამგეობა ან მერია საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ამ ადამიანების დაჯარიმებას ვერ ახორციელებს, არც რაიმე ბერკეტი გაგვაჩნია, რომ რაიმე ღონისძიება ჩავატაროთ" - აცხადებს ზაზა ტურძელაძე და დასძენს, რომ ეს უკვე სამართალდამცველების პრეროგატივაა.

დამტვრეული ინფრასტრუქტურა საბავშვო მოედანზე

შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, რომ ვანდალიზმის ფაქტის შემთხვევაში, საქმის წარმოება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

187-ე მუხლის თანახმად, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით 100-დან 180 საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე. მუხლი ასევე ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით, ერთიდან სამ წლამდე.

ნარიტა ჩხაიძე

AMBEBI.GE