სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პროლოგი" - სტარტაპი, რომელიც მოსწავლეებს პროფესიის არჩევაში ეხმარება
"პროლოგი" - სტარტაპი, რომელიც მოსწავლეებს პროფესიის არჩევაში ეხმარება

ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სივ­რცე, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მხარ­და­ჭე­რა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ქმნის ტრე­ნინ­გე­ბი­სა და ვორ­ქშო­პე­ბის პროგ­რა­მებს პი­როვ­ნუ­ლი თუ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით - ეს სტარ­ტა­პი "პრო­ლო­გია", რომ­ლის პირ­ვე­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის პროგ­რა­მა "პრე­უ­ნი" სექ­ტემ­ბრი­დან გა­ეშ­ვე­ბა.

"სტარ­ტა­პის იდეა დიდი ხნის წინ გაგ­ვიჩ­ნდა ორ მე­გო­ბარს, სა­ლო­მე ვაჩ­ნა­ძეს და სოფო ვა­სა­ძეს. პრო­ფე­სი­ით ფსი­ქო­ლო­გე­ბი ვართ, ერ­თად ვსწავ­ლობ­დით, მაგ­რამ შემ­დეგ სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ვაგ­რძე­ლეთ მუ­შა­ო­ბა. ამ იდე­ამ კი ისევ გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნა. გვინ­დო­და, შეგ­ვექ­მნა პრო­ფე­სი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის პროგ­რა­მა სკო­ლის და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის. ცხოვ­რე­ბის ეს ეტა­პი ჩვენც გა­ვი­ა­რეთ და იდე­აც მა­შინ გაჩ­ნდა, რომ ყო­ფი­ლი­ყო ასე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სივ­რცე, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ებს მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­ის შერ­ჩე­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბო­და," - ამ­ბობს სო­ცი­ო­ლო­გი­ის მა­გის­ტრი, სტარ­ტა­პე­რი სოფო ვა­სა­ძე.

სტარ­ტაპ "პრო­ლო­გის" პირ­ვე­ლი პროგ­რა­მის "პრე­უ­ნის" დახ­მა­რე­ბით მოს­წავ­ლე­ე­ბი შეძ­ლე­ბენ აღ­მო­ა­ჩი­ნონ სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბი და უნა­რე­ბი, გა­ა­ნა­ლი­ზონ თა­ვი­ან­თი სა­მო­მავ­ლო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო თუ და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. მთა­ვა­რი მი­ზა­ნი კი ისაა, რომ მათ შეძ­ლონ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ღე­ბა და თა­ვი­სუ­ფა­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა.

რო­გორც სტარ­ტა­პე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, "პრე­უ­ნი"არ არის გა­რან­ტია, ისი­ნი არ ას­წავ­ლი­ან პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე­ებს თუ რო­მე­ლი პრო­ფე­სია უნდა აირ­ჩი­ონ, აძ­ლე­ვენ მი­მარ­თუ­ლე­ბას, თუ რო­გორ უნდა აირ­ჩი­ონ პრო­ფე­სია და ზო­გა­დად, რო­გორ მი­ი­ღონ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

"გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად ჩვე­ნი პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ სხვა­დას­ხვა და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­მუ­შა­ო­ებს - და­წე­რენ ბლო­გებ­სა და მო­ამ­ზა­დე­ბენ/წა­რად­გე­ნენ პრე­ზენ­ტა­ცი­ებს. ეს სწო­რედ ის საკ­ვან­ძო უნა­რე­ბია, რო­მე­ლიც მათ ცხოვ­რე­ბის ნე­ბის­მი­ერ ეტაპ­ზე გა­მო­ად­გე­ბათ.

ჩვენ­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ე­ბი შეძ­ლე­ბენ "შე­სავ­ლის" გა­კე­თე­ბას, რაც გუ­ლის­ხმობს სხვა­დას­ხვა ახალ გა­რე­მო­ში ადაპ­ტა­ცი­ი­სას ადეკ­ვა­ტუ­რი მო­ლო­დი­ნე­ბის წარ­მოდ­გე­ნას, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა­სა და თა­ვი­სუ­ფალ მოქ­მე­დე­ბას.

ჩვე­ნი პროგ­რა­მე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა იმით, რომ ვი­ყე­ნებთ ტრე­ნინ­გის არატ­რა­დი­ცი­ულ ფორ­მას ე.წ. guided discovery-ს, სა­დაც ქო­უ­ჩე­ბი იქ­ნე­ბი­ან ერ­თგვა­რი გი­დე­ბი და ცოდ­ნა­ზე უფრო მე­ტად უნა­რებ­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე მო­ახ­დე­ნენ ფო­კუ­სი­რე­ბას. ისი­ნი სხვა­დას­ხვა ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მე­თო­დე­ბით წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრა­ვენ პრო­ცე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბას, თუმ­ცა პრო­ცე­სის მთა­ვა­რი აქ­ტო­რე­ბი, თა­ვად მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არი­ან. ამ მე­თო­დის მი­ზა­ნიც სწო­რედ ის არის, რომ მო­ნა­წი­ლე­ებ­მა თვით­შე­ფა­სე­ბი­სა და გა­რე­მოს გა­ა­ნა­ლი­ზე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მო­ჩე­ნე­ბის გა­კე­თე­ბა შეძ­ლონ," აღ­ნიშ­ნა შრო­მი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ფსი­ქო­ლო­გი­ის მა­გის­ტრმა, სტარ­ტა­პერ­მა სა­ლო­მე ვაჩ­ნა­ძემ.

პროგ­რა­მა "პრე­უ­ნი" ძი­რი­თა­დად მი­მარ­თუ­ლია მე-9, მე-10, მე-11 კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის. თუმ­ცა სტარ­ტა­პე­რე­ბი მხო­ლოდ ამ პროგ­რა­მით მუ­შა­ო­ბას არ აპი­რე­ბენ და სა­მო­მავ­ლოდ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბის შექ­მნა­საც გეგ­მა­ვენ. მხო­ლოდ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი კა­პი­ტა­ლი­თა და დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით და­წყე­ბუ­ლი სტარ­ტა­პი "პრო­ლო­გი" ამ­ჟა­მად "თი­ბი­სი ბან­კის" პროგ­რა­მა "სტარ­ტა­პე­რის" მო­ნა­წი­ლეა.

"ჩვენ­თვის, რო­გორც სტარ­ტა­პის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისე­თი წამ­ყვა­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რა, რო­გო­რიც "თი­ბი­სი ბან­კია". ზო­გა­დად დამ­წყე­ბი ბიზ­ნე­სის­თვის ასეთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მა­მო­ტი­ვი­რე­ბე­ლია. დღეს ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჩვე­ნი იდეა გა­ვაც­ნოთ, რა­შიც სწო­რედ "სტარ­ტა­პე­რი" გვეხ­მა­რე­ბა," - თქვა სოფო ვა­სა­ძემ.

სტარ­ტა­პე­რებ­მა 2016 წლის ნო­ემ­ბერ­ში პირ­ვე­ლი ვორ­ქშო­პი ჩა­ა­ტა­რეს გივი ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ამე­რი­კულ აკა­დე­მი­ა­ში. 2017 წლის ივ­ნის­ში ჩა­ტარ­და ერ­თდღი­ა­ნი ვორკშო­პი Impact Hub-ში. ამ ეტაპ­ზე მუ­შა­ო­ბენ სა­ინ­ფორ­მა­ციო ვი­დეო რგოლ­ზე, რო­მე­ლიც სექ­ტემ­ბერ­ში გა­მოჩ­ნდე­ბა და "პრე­უ­ნის"და­ა­ნონ­სებს. სექ­ტემ­ბერ­ში­ვე გა­მო­ცხად­დე­ბა რე­გის­ტრა­ცია პროგ­რა­მა­ზე.

#სტარ­ტა­პე­რი #გვე­ა­მა­ყე­ბი

ფო­ტო­ე­ბი: Advan/ედ­ვე­ნი

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"პროლოგი" - სტარტაპი, რომელიც მოსწავლეებს პროფესიის არჩევაში ეხმარება

"პროლოგი" - სტარტაპი, რომელიც მოსწავლეებს პროფესიის არჩევაში ეხმარება

ახალი შესაძლებლობების სივრცე, რომელიც ორიენტირებულია ადამიანური რესურსების მხარდაჭერასა და განვითარებაზე, ქმნის ტრენინგებისა და ვორქშოპების პროგრამებს პიროვნული თუ პროფესიული განვითარების მიზნით - ეს სტარტაპი "პროლოგია", რომლის პირველი პროფესიული ორიენტაციის პროგრამა "პრეუნი" სექტემბრიდან გაეშვება.

"სტარტაპის იდეა დიდი ხნის წინ გაგვიჩნდა ორ მეგობარს, სალომე ვაჩნაძეს და სოფო ვასაძეს. პროფესიით ფსიქოლოგები ვართ, ერთად ვსწავლობდით, მაგრამ შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით გავაგრძელეთ მუშაობა. ამ იდეამ კი ისევ გაგვაერთიანა. გვინდოდა, შეგვექმნა პროფესიული ორიენტაციის პროგრამა სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის. ცხოვრების ეს ეტაპი ჩვენც გავიარეთ და იდეაც მაშინ გაჩნდა, რომ ყოფილიყო ასეთი შესაძლებლობების სივრცე, რომელიც მოსწავლეებს მომავალი პროფესიის შერჩევაში დაეხმარებოდა," - ამბობს სოციოლოგიის მაგისტრი, სტარტაპერი სოფო ვასაძე.

სტარტაპ "პროლოგის" პირველი პროგრამის "პრეუნის" დახმარებით მოსწავლეები შეძლებენ აღმოაჩინონ საკუთარი ინტერესები და უნარები, გაანალიზონ თავიანთი სამომავლო საგანმანათლებლო თუ დასაქმების შესაძლებლობები. მთავარი მიზანი კი ისაა, რომ მათ შეძლონ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება და თავისუფალი პროფესიული არჩევანის გაკეთება.

როგორც სტარტაპერები ამბობენ, "პრეუნი"არ არის გარანტია, ისინი არ ასწავლიან პროგრამის მონაწილეებს თუ რომელი პროფესია უნდა აირჩიონ, აძლევენ მიმართულებას, თუ როგორ უნდა აირჩიონ პროფესია და ზოგადად, როგორ მიიღონ გადაწყვეტილება.

"გადაწყვეტილების მიღების უნარის განვითარებასთან ერთად ჩვენი პროგრამის ფარგლებში მონაწილეები განახორციელებენ სხვადასხვა დამოუკიდებელ სამუშაოებს - დაწერენ ბლოგებსა და მოამზადებენ/წარადგენენ პრეზენტაციებს. ეს სწორედ ის საკვანძო უნარებია, რომელიც მათ ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე გამოადგებათ.

ჩვენთან ერთად მონაწილეები შეძლებენ "შესავლის" გაკეთებას, რაც გულისხმობს სხვადასხვა ახალ გარემოში ადაპტაციისას ადეკვატური მოლოდინების წარმოდგენას, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებასა და თავისუფალ მოქმედებას.

ჩვენი პროგრამები განსაკუთრებელი იქნება იმით, რომ ვიყენებთ ტრენინგის არატრადიციულ ფორმას ე.წ. guided discovery-ს, სადაც ქოუჩები იქნებიან ერთგვარი გიდები და ცოდნაზე უფრო მეტად უნარებსა და დამოკიდებულებებზე მოახდენენ ფოკუსირებას. ისინი სხვადასხვა ინტერაქტიული და შემოქმედებითი მეთოდებით წინასწარ განსაზღვრავენ პროცესის მიმართულებას, თუმცა პროცესის მთავარი აქტორები, თავად მონაწილეები არიან. ამ მეთოდის მიზანიც სწორედ ის არის, რომ მონაწილეებმა თვითშეფასებისა და გარემოს გაანალიზებით მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩენების გაკეთება შეძლონ," აღნიშნა შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მაგისტრმა, სტარტაპერმა სალომე ვაჩნაძემ.

პროგრამა "პრეუნი" ძირითადად მიმართულია მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეებისათვის. თუმცა სტარტაპერები მხოლოდ ამ პროგრამით მუშაობას არ აპირებენ და სამომავლოდ განსხვავებული პროგრამების შექმნასაც გეგმავენ. მხოლოდ ინტელექტუალური კაპიტალითა და დიდი ენთუზიაზმით დაწყებული სტარტაპი "პროლოგი" ამჟამად "თიბისი ბანკის" პროგრამა "სტარტაპერის" მონაწილეა.

"ჩვენთვის, როგორც სტარტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი წამყვანი ორგანიზაციის მხარდაჭერა, როგორიც "თიბისი ბანკია". ზოგადად დამწყები ბიზნესისთვის ასეთ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მამოტივირებელია. დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა, საზოგადოებას ჩვენი იდეა გავაცნოთ, რაშიც სწორედ „სტარტაპერი" გვეხმარება," - თქვა სოფო ვასაძემ.

სტარტაპერებმა 2016 წლის ნოემბერში პირველი ვორქშოპი ჩაატარეს გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში. 2017 წლის ივნისში ჩატარდა ერთდღიანი ვორკშოპი Impact Hub-ში. ამ ეტაპზე მუშაობენ საინფორმაციო ვიდეო რგოლზე, რომელიც სექტემბერში გამოჩნდება და „პრეუნის"დაანონსებს. სექტემბერშივე გამოცხადდება რეგისტრაცია პროგრამაზე.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ფოტოები: Advan/ედვენი

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი