მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა გავითვალისწინოთ ბინის, ან კომერციული ფართის შეძენისას?
რა უნდა გავითვალისწინოთ ბინის, ან კომერციული ფართის შეძენისას?

უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნი­სას დიდი დაკ­ვირ­ვე­ბა და ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა გვმარ­თებს.

წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ფი­ნან­სუ­რი ზა­რა­ლიც ვნა­ხოთ და ძა­ლი­ან დიდ უსი­ა­მოვ­ნე­ბა­შიც გა­ვეხ­ვი­ოთ.

რა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ბი­ნის, ან კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თის შე­ძე­ნი­სას? - ამ სა­კი­თხზე "ბიზ­ნესპრეს­ნი­უსს" უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­ა­გენ­ტო "კი­ბეს" ხელ­მძღვა­ნე­ლი ნელი გო­გუ­ა­ძე და ად­ვო­კა­ტი ირაკ­ლი უტი­აშ­ვი­ლი ესა­უბ­რე­ბი­ან:

თუ ბი­ნის შე­ძე­ნა გა­და­წყვი­ტეთ

ნელი გო­გუ­ა­ძე: რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ბი­ნის შე­ძე­ნას გა­და­წყვეტს, ჯერ უნდა დარ­წმუნ­დეს, შე­ე­სა­ბა­მე­ბა თუ არა მფლო­ბე­ლის მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი თან­ხა ამ ბი­ნის ხა­რისხს. პირ­ველ რიგ­ში მყიდ­ველ­მა ვი­ზუ­ა­ლურ მხა­რეს უნდა მი­აქ­ცი­ოს ყუ­რა­დღე­ბა, გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რის­თვის უნდა ეს ბინა - სა­ცხოვ­რებ­ლად, გა­სა­ქი­რა­ვებ­ლად თუ სხვა მიზ­ნით. ასე­ვე სა­ყუ­რა­დღე­ბოა რას ყი­დუ­ლობს, რა ფა­სად და გა­ყიდ­ვა რომ დას­ჭირ­დეს, ამ ბი­ნის ფასი გა­იზ­რდე­ბა თუ შემ­ცირ­დე­ბა. ყუ­რა­დღე­ბით უნდა და­ათ­ვა­ლი­ე­როთ კორ­პუ­სი, სა­დაც ბი­ნის შე­ძე­ნას აპი­რებთ: ხომ არ არის ის შე­ტა­ნი­ლი ავა­რი­უ­ლი კორ­პუ­სე­ბის სი­ა­ში, რა მა­სა­ლით არის ნა­შე­ნე­ბი, სა­დარ­ბა­ზო რო­გო­რი აქვს და ა.შ... კორ­პუსს რომ შე­ხე­დავთ, ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც მიხ­ვდე­ბით, რო­გო­რი ხა­რის­ხი­საა. შე­იძ­ლე­ბა მას ბზა­რე­ბიც ჰქონ­დეს, მაგ­რამ უნდა და­ად­გი­ნოთ ეს ბათ­ქა­შის ბზა­რია, თუ კედ­ლე­ბია დაბ­ზა­რუ­ლი. დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რო­მელ სარ­თულ­ზეა ბინა, ინფრას­ტრუქ­ტუ­რა თუ არის გა­მარ­თუ­ლი და რამ­დე­ნად კარგ ად­გი­ლას მდე­ბა­რე­ობს, თუმ­ცა ეს ძა­ლი­ან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია: ზო­გი­ერ­თი მკი­თხვე­ლის­თვის შე­იძ­ლე­ბა სა­ბურ­თა­ლო, ან ვაკე იყოს პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი, ხოლო ზო­გი­ერთს - გა­რე­უ­ბა­ნი უფრო მოს­წონ­დეს. ეს ის შემ­თხვე­ვაა, როცა გე­მოვ­ნე­ბა­ზე არ და­ო­ბენ".

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რა უნდა გავითვალისწინოთ ბინის, ან კომერციული ფართის შეძენისას?

რა უნდა გავითვალისწინოთ ბინის, ან კომერციული ფართის შეძენისას?

უძრავი ქონების შეძენისას დიდი დაკვირვება და ბევრი მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინება გვმართებს.

წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ფინანსური ზარალიც ვნახოთ და ძალიან დიდ უსიამოვნებაშიც გავეხვიოთ.

რა უნდა გავითვალისწინოთ ბინის, ან კომერციული ფართის შეძენისას? - ამ საკითხზე "ბიზნესპრესნიუსს" უძრავი ქონების სააგენტო "კიბეს" ხელმძღვანელი ნელი გოგუაძე და ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი ესაუბრებიან:

თუ ბინის შეძენა გადაწყვიტეთ

ნელი გოგუაძე: როდესაც ადამიანი ბინის შეძენას გადაწყვეტს, ჯერ უნდა დარწმუნდეს, შეესაბამება თუ არა მფლობელის მიერ დასახელებული თანხა ამ ბინის ხარისხს. პირველ რიგში მყიდველმა ვიზუალურ მხარეს უნდა მიაქციოს ყურადღება, გაითვალისწინოს, რისთვის უნდა ეს ბინა - საცხოვრებლად, გასაქირავებლად თუ სხვა მიზნით. ასევე საყურადღებოა რას ყიდულობს, რა ფასად და გაყიდვა რომ დასჭირდეს, ამ ბინის ფასი გაიზრდება თუ შემცირდება. ყურადღებით უნდა დაათვალიეროთ კორპუსი, სადაც ბინის შეძენას აპირებთ: ხომ არ არის ის შეტანილი ავარიული კორპუსების სიაში, რა მასალით არის ნაშენები, სადარბაზო როგორი აქვს და ა.შ... კორპუსს რომ შეხედავთ, ნაწილობრივ მაინც მიხვდებით, როგორი ხარისხისაა. შეიძლება მას ბზარებიც ჰქონდეს, მაგრამ უნდა დაადგინოთ ეს ბათქაშის ბზარია, თუ კედლებია დაბზარული. დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელ სართულზეა ბინა, ინფრასტრუქტურა თუ არის გამართული და რამდენად კარგ ადგილას მდებარეობს, თუმცა ეს ძალიან ინდივიდუალურია: ზოგიერთი მკითხველისთვის შეიძლება საბურთალო, ან ვაკე იყოს პრიორიტეტული, ხოლო ზოგიერთს - გარეუბანი უფრო მოსწონდეს. ეს ის შემთხვევაა, როცა გემოვნებაზე არ დაობენ".

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი