15 ივლისს ბლექ სი არენაზე ილიკო სუხიშვილის 110 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი "ილიკო სუხიშვილი 110" გაიმართა. 2017 წელი ამ გენიალური ქორეოგრაფის საიუბილეო წლად არის მიჩნეული. აღნიშნული ღონისძიებით გაიხნა ქართული პროექტების სერია ბლექ სი არენაზე. ტურისტებითა და ქართველი მაყურებლებით სავსე დარბაზის წინაშე სუხიშვილები განახლებული პროგრამით წარსდგნენ. სწორედ ამ კონცერტზე შედგა ილიკო სუხიშვილის ახალი ცეკვის პრეზენტაცია. კონცერტზე 16 ცეკვა შესრულდა.
ცეკვა თამაში და ოტობაია - ასე ქვია ცეკვებს, რომელებიც ანსამბლის ახალი პროექტის "ცეკვა ქართულის" ნაწილია.
ახალი ცეკვა ოტობაია მეგრულ-აფხაზური მოტივებით შეიქმნა და საქართველოს ამ უმშვენიერეს კუთხეებს მიეძრვნა.
ცეკვა თამაში კი ნიაზ დიასამიძის მუსიკაზე შეიქმნა. კომპოზიცია "რქაწითელი" იქცა ილიკო სუხიშვილის მთავარ ინსპირაციად. ელეგანტურმაკოსტიუმებმა და სრულიად განსხვავებულმამუსიკამ მონუსხა ქართველი და უცხოელი მაყურებელი.
ბლექ სი არენას ხელმძრვანელი ანა კავლელიშვილი:
მიხარია, რომ ინტერესი ჩვენს დარბაზში გამართული კონცერტების მიმართ არ წყდება. ვულოცავ სუხიშვილებს კიდევ ერთ და დიდ წარმატებას. კონცერტი დაუვიწყარი გამოვიდა. სწორედ ასეთი პროექტების საშულებით შავი ზღვის კურორტებზე ტურიტულად საინტერესო განწყობა იქმნება. ზოგადად ჩექ ინ ჯორჯიას პროეტები მნიშვნელოვნად ეხმარება ტურისტული სეზონის გახანგრძლივებას. ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის, როგორც უსაფრთხო და დინამიური ქვეყნის წარმოჩენას. ასევე ადგილობრივ მოსახლეობას უქმნის შემოსავლების ზრდის დამატებით პირობებს.
2017 წლის ჩექ ინ ჯორჯიას ფარგლებში ბლექ სი არენა კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს უმასპინძლებს. წელს განსაკუთრებული ყურადღება ქართველ არტისტებსა და პრომოუტერებს დაეთმოთ.
ბლექ სი არენას უნიკალური შესაძლებლობები ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციასა და ხელშეწყობას მოხმარდება.
ბლექ სი არენას ზაფხულის კალენდარი მრავალფეროვანი და სხვადასხვა გემოვნების მსმენელებისთვის საინტერესო გამოვიდა.
რეგიონი მხურვალე და საინტერესო ზაფხულს ელოდება.