პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთის დუმის სპიკერმა სომხეთს რუსული ენისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭება შესთავაზა
რუსეთის დუმის სპიკერმა  სომხეთს რუსული ენისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭება შესთავაზა

რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის სპი­კერ­მა ვი­ა­ჩეს­ლავ ვო­ლო­დინ­მა სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ახლი ინი­ცი­ა­ტი­ვა წა­უ­ყე­ნა, - მან სომ­ხეთ­ში რუ­სუ­ლი ენის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა შეს­თა­ვა­ზა. შე­თა­ვა­ზე­ბის მი­ზე­ზად კი სომ­ხუ­რი მარ­თვის მოწ­მო­ბის რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აღი­ა­რე­ბა და­ა­სა­ხე­ლა.

საქ­მე ის არის, რომ 2017 წლის 1 ივ­ნი­სი­დან, რუ­სეთ­ში ახა­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, უცხო ქვეყ­ნის მარ­თვის მოწ­მო­ბით რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა აიკ­რძა­ლა. ამას­თან, 14 ივ­ლისს, სა­ხელ­მწი­ფო დუ­მამ მი­ი­ღო კა­ნო­ნი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, მათ შო­რის ყირ­გი­ზე­თის­თვის, რუ­სულ ენას სა­ხელ­მწი­ფო ენის სტა­ტუ­სი აქვს და მათ რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მძღო­ლად მუ­შა­ო­ბა ლე­გა­ლუ­რად შე­უძ­ლი­ათ.

რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სომ­ხე­თის მარ­თვის მოწ­მო­ბის აღი­ა­რე­ბის სა­კითხს, ეს თემა დუ­მის სპი­კერ­თან შეხ­ვედ­რის დროს სომ­ხე­თის პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ არა ბაბ­ლო­ი­ან­მა წა­მოჭ­რა. ბაბ­ლო­ი­ა­ნის თქმით, რუ­სეთ­ში ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ სომ­ხე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, რომ­ლე­ბიც მძღო­ლე­ბად მუ­შა­ობ­დნენ, სამ­სა­ხუ­რე­ბი და­კარ­გეს.

სო­მე­ხი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის საყ­ვე­დურს ვო­ლო­დინ­მა ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა შე­ა­გე­ბა – "არ­სე­ბობს ასე­თი გა­მო­სა­ვა­ლი, რო­მელ­საც მე თქვენ გთა­ვა­ზობთ, - მი­ა­ნი­ჭეთ რუ­სულ ენას ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სი და კა­ნო­ნის აღ­ნიშ­ნუ­ლი ნორ­მა ავ­ტო­მა­ტუ­რად სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ზეც გავ­რცელ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის თავ­მჯდო­მა­რემ სო­მეხ კო­ლე­გას­თან შეხ­ვედ­რი­სას.

სომ­ხუ­რი მხა­რე უკვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ვო­ლო­დი­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვას. "ჩვენ არ ვა­პი­რებთ სომ­ხეთ­ში რუ­სუ­ლი ენის­თვის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას და მძღო­ლე­ბის­თვის სამ­სა­ხუ­რის პრობ­ლე­მის ამ­გვა­რად მოგ­ვა­რე­ბას" - ამის შე­სა­ხებ EADaily -სთან სა­უბ­რი­სას სომ­ხე­თის პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კერ­მა ედუ­არდ შარ­მა­ზო­ნოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ­ლის თქმი­თაც, სომ­ხეთ­ში ერ­თა­დერ­თი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ენა სომ­ხუ­რია და ეს არის რე­ა­ლო­ბა.

"ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ერ­თა­დერ­თი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ენა სომ­ხუ­რია და ეს არის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ნორ­მა. ამ რე­ა­ლო­ბის შეც­ვლა კი შე­უძ­ლე­ბე­ლია" - გა­ნა­ცხა­და შარ­მა­ნა­ზოვ­მა ვო­ლო­დი­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვის შე­ფა­სე­ბი­სას.

ამას­თან, სომ­ხუ­რი მხა­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით,"რუ­სუ­ლი ენა სომ­ხე­თის ყვე­ლა სკო­ლა­ში ის­წავ­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, რუ­სუ­ლი ენის ცოდ­ნა სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სია. მხა­რე­ე­ბი შე­თან­ხმდნენ, რომ აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს მო­მა­ვალ­ში და­უბ­რუნ­დე­ბი­ან".

სო­მე­ხი ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ვო­ლო­დი­ნის შე­თა­ვა­ზე­ბა საკ­მა­ოდ არა­კო­რექ­ტუ­ლი და კი­თხვის ნიშ­ნე­ბის შემ­ცვე­ლი იყო.

საქ­მე ის არის, რომ რუ­სუ­ლი მე­დია მუდ­მი­ვად წუხს იმა­ზე, თუ რო­გორ იკარ­გე­ბა რუ­სუ­ლი ენა პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­ში, - იქ ასა­კო­ვან­მა ადა­მი­ა­ნებ­მა თუ იცი­ან რუ­სუ­ლი, ახა­ლი თა­ო­ბა ამ ენა­ზე თით­ქმის არ სა­უბ­რობს, - ეს ეხე­ბა სომ­ხეთს, აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სა­ქარ­თვე­ლოს" - წერ­და რამ­დე­ნი­მე წლის წინ "რუს­კი მი­რის" ჟურ­ნა­ლის­ტი ალა ბე­რე­ზოვ­სკა­ია, რომ­ლის თქმი­თაც, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა რუ­სუ­ლი სკო­ლა და­ხუ­რეს.

ამას­თან, რუსი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მუდ­მი­ვად სვამ­დნენ რი­ტო­რი­კულ კი­თხვას რუ­სე­თის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბით კე­თილ­გან­წყო­ბილ სომ­ხეთ­ზე, - გა­დარ­ჩე­ბა კი რუ­სუ­ლი ენა იმ ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც მთა­ვარ სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რად რუ­სეთს მი­იჩ­ნევს?!. – წერ­დნენ ისი­ნი და თა­ვი­ანთ პუბ­ლი­კა­ცი­ებ­ში სა­მოქ­მე­დო კონ­ცეფ­ცი­ის ამოქ­მე­დე­ბის გზებ­ზე სა­უბ­რობ­დნენ...

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

რუსეთის დუმის სპიკერმა სომხეთს რუსული ენისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭება შესთავაზა

რუსეთის დუმის სპიკერმა  სომხეთს რუსული ენისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭება შესთავაზა

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა სომხეთის ხელისუფლებას ახლი ინიციატივა წაუყენა, - მან სომხეთში რუსული ენის ოფიციალური სტატუსის მინიჭება შესთავაზა. შეთავაზების მიზეზად კი სომხური მართვის მოწმობის რუსეთის ტერიტორიაზე აღიარება დაასახელა.

საქმე ის არის, რომ 2017 წლის 1 ივნისიდან, რუსეთში ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, უცხო ქვეყნის მართვის მოწმობით რუსეთის ტერიტორიაზე მუშაობა აიკრძალა. ამასთან, 14 ივლისს, სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მათ შორის ყირგიზეთისთვის, რუსულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს და მათ რუსეთის ტერიტორიაზე მძღოლად მუშაობა ლეგალურად შეუძლიათ.

რაც შეეხება რუსეთის ტერიტორიაზე სომხეთის მართვის მოწმობის აღიარების საკითხს, ეს თემა დუმის სპიკერთან შეხვედრის დროს სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ არა ბაბლოიანმა წამოჭრა. ბაბლოიანის თქმით, რუსეთში ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ სომხეთის მოქალაქეებმა, რომლებიც მძღოლებად მუშაობდნენ, სამსახურები დაკარგეს.

სომეხი მაღალჩინოსნის საყვედურს ვოლოდინმა ახალი ინიციატივა შეაგება – "არსებობს ასეთი გამოსავალი, რომელსაც მე თქვენ გთავაზობთ, - მიანიჭეთ რუსულ ენას ოფიციალური სტატუსი და კანონის აღნიშნული ნორმა ავტომატურად სომხეთის რესპუბლიკაზეც გავრცელდება", - განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ სომეხ კოლეგასთან შეხვედრისას.

სომხური მხარე უკვე გამოეხმაურა ვოლოდინის ინიციატივას. "ჩვენ არ ვაპირებთ სომხეთში რუსული ენისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას და მძღოლებისთვის სამსახურის პრობლემის ამგვარად მოგვარებას" - ამის შესახებ EADaily -სთან საუბრისას სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ედუარდ შარმაზონოვმა განაცხადა, რომლის თქმითაც, სომხეთში ერთადერთი ოფიციალური ენა სომხურია და ეს არის რეალობა.

"ჩვენს ქვეყანაში ერთადერთი ოფიციალური ენა სომხურია და ეს არის კონსტიტუციური ნორმა. ამ რეალობის შეცვლა კი შეუძლებელია" - განაცხადა შარმანაზოვმა ვოლოდინის ინიციატივის შეფასებისას.

ამასთან, სომხური მხარის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით,"რუსული ენა სომხეთის ყველა სკოლაში ისწავლება, შესაბამისად, რუსული ენის ცოდნა სავსებით საკმარისია. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხს მომავალში დაუბრუნდებიან".

სომეხი ექსპერტების თქმით, ვოლოდინის შეთავაზება საკმაოდ არაკორექტული და კითხვის ნიშნების შემცველი იყო.

საქმე ის არის, რომ რუსული მედია მუდმივად წუხს იმაზე, თუ როგორ იკარგება რუსული ენა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, - იქ ასაკოვანმა ადამიანებმა თუ იციან რუსული, ახალი თაობა ამ ენაზე თითქმის არ საუბრობს, - ეს ეხება სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს" - წერდა რამდენიმე წლის წინ "რუსკი მირის" ჟურნალისტი ალა ბერეზოვსკაია, რომლის თქმითაც, საქართველოში ყველა რუსული სკოლა დახურეს.

ამასთან, რუსი ჟურნალისტები მუდმივად სვამდნენ რიტორიკულ კითხვას რუსეთის მიმართ განსაკუთრებით კეთილგანწყობილ სომხეთზე, - გადარჩება კი რუსული ენა იმ ქვეყანაში, რომელიც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად რუსეთს მიიჩნევს?!. – წერდნენ ისინი და თავიანთ პუბლიკაციებში სამოქმედო კონცეფციის ამოქმედების გზებზე საუბრობდნენ...

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე