შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილ წარმომადგენელ თათია დოლიძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას თავად შსს ავრცელებს.
„საქართველოს შსს-ს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში 2017 წლის 17 ივლისს დაიწყო გამოძიება სოციალური ქსელის საშუალებით თათია დოლიძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე.
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თათია დოლიძემ ე.წ. "ქართველთა მარშთან" დაკავშირებით სოციალურ ქსელში საკუთარი უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა, რასაც მარშის ორგანიზატორთა და მხარდამჭერთა ნაწილის მხრიდან ასევე "ფეისბუქში" მის მიმართ შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი კომენტარები მოჰყვა.