მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთადერთი რაც შევძელი, ბავშვებს გადავეღობე, რომ ფანჯრიდან არ გავარდნილიყვნენ..." - რას ყვება დედა, რომელსაც ავარიის შემდეგ ფეხი მოკვეთეს
"ერთადერთი რაც შევძელი, ბავშვებს გადავეღობე, რომ ფანჯრიდან არ გავარდნილიყვნენ..." - რას ყვება დედა, რომელსაც ავარიის შემდეგ ფეხი მოკვეთეს

16 ივ­ლისს, თურ­ქეთ­ში მომ­ხდა­რი ავა­რი­ის დროს ერთ-ერთ და­შა­ვე­ბულს, რო­მე­ლიც ბავ­შვის მშო­ბე­ლია, ფე­ხის ამ­პუ­ტა­ცია ჩა­უ­ტარ­და. ახალ­გაზ­რდა ქალი ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლია. "იმე­დის გმი­რე­ბის" და "გრი­ფით სა­ი­დუმ­ლოს" ყო­ფი­ლი პრო­დი­უ­სე­რი მაია ებ­რა­ლი­ძე გას­ტროლ­ზე მცი­რე­წლო­ვან შვილს მიყ­ვე­ბო­და. ავა­რი­ის დროს მი­ღე­ბუ­ლი ტრავ­მა იმ­დე­ნად მძი­მე აღ­მოჩ­ნდა, რომ ექი­მებ­მა მის­თვის ფე­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ვერ შეძ­ლეს და მოკ­ვე­თეს.

ებ­რა­ლი­ძე ამ­ჟა­მად თურ­ქე­თის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა და ოპე­რა­ცი­ის შემ­დგომ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას გა­დის, მას ერთ კვი­რა­ში გა­მო­წე­რენ სა­ა­ვად­მყო­ფო­დან. რაც შე­ე­ხე­ბა მის მცი­რე­წლო­ვან შვილს, ბავ­შვი არ და­შა­ვე­ბუ­ლა და ის უკვე თბი­ლის­ში იმ­ყო­ფე­ბა.

მაია ებ­რა­ლი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ე­მა "დღის თე­მის" ეთერ­ში ავა­რი­ის მო­მენტზე და მის ამ­ჟა­მინ­დელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ისა­უბ­რა.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "ამ გო­გოს დღეს ფე­ხის ამ­პუ­ტა­ცია გა­უ­კე­თეს... ამა­ზე არა­ვინ პა­სუხს არ აგებს!" - თურ­ქეთ­ში მომ­ხდარ ავა­რი­ა­ში "იმე­დის" ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი და­შავ­და

"ავა­რი­ის დროს ყვე­ლას ეძი­ნა, მე გა­მეღ­ვი­ძა მა­შინ, როცა ავ­ტო­ბუ­სი უკვე გა­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი იყო და მინ­დორ­ზე მი­ხო­ხავ­და. ერ­თა­დერ­თი რაც შევ­ძე­ლი, ავ­ტო­ბუ­სის სა­ლო­ნის­კენ სა­ხით შევ­ბრუნ­დი, რად­გან ჩემი შვი­ლი გვერ­დით მეჯ­და და ბავ­შვებს გა­და­ვე­ღო­ბე, რომ არ გა­ვარ­დნი­ლიყ­ვნენ ფან­ჯრი­დან... ერ­თა­დერ­თი ეს მო­ვი­აზ­რე იმ მო­მენ­ტში... სა­ბედ­ნი­ე­როდ 26-ვე ბავ­შვი არის ჯან­მრთე­ლად და არ­ცერ­თის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

გო­ნე­ბა არც ერთი წა­მით არ და­მი­კარ­გავს. სას­წრა­ფო­ე­ბი ძა­ლი­ან მალე მო­ვი­და, მაგ­რამ ჩემი გა­მოყ­ვა­ნა გა­ჭირ­და - ფეხი ავ­ტო­ბუ­სის ქვეშ მქონ­და მო­ყო­ლი­ლი, სა­ჭი­რო გახ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი აპა­რა­ტით ავ­ტო­ბუ­სის ნა­წი­ლე­ბის გა­და­ხერ­ხვა, რომ გა­მო­ვეყ­ვა­ნე... სხვა არა­ნა­ი­რი შე­ფერ­ხე­ბა არ ყო­ფი­ლა, პი­რი­ქით, მინ­და დიდი მად­ლო­ბა ვუ­თხრა რო­გორც თურ­ქე­თის, ასე სა­ქარ­თვე­ლოს მხა­რეს, ყვე­ლას ვერ ჩა­მოვ­თვლი, რად­გან უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და, გვი­ნა­ხუ­ლეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მად­ლო­ბა ასე­თი თა­ნად­გო­მის­თვის. ასე­ვე თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც ავა­რი­ის შემ­დეგ გვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ რი­თიც შე­ეძ­ლოთ..." - იხ­სე­ნებს მაია ებ­რა­ლი­ძე ავა­რი­ის შემ­დგომ პე­რი­ოდს.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, ის სტა­ბი­ლუ­რა­დაა და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ერთ კვი­რას დარ­ჩე­ბა:

"ფე­ხის ამ­პუ­ტა­ცი­ის გარ­და, სხვა არა­ნა­ი­რი სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა არ მაქვს. რად­გან ფან­ჯრის მხა­რეს ვი­ჯე­ქი, ვარ­დნა არ გან­მიც­დია, ზუს­ტად ჩემ მხა­რეს გა­დაბ­რუნ­და ავ­ტო­ბუ­სი და ბავ­შვე­ბი და­ვი­ჭი­რე... მე არა­ფერს დავ­ჯა­ხე­ბი­ვარ, ფეხი მომ­ყვა გა­რეთ ფან­ჯრი­დან და შემ­დეგ ავ­ტო­ბუ­სი და­მე­ცა ზე­ვი­დან. სხვა არა­ფე­რი ტრავ­მა არ მაქვს გარ­და იმი­სა, რომ ფეხი ვერ შე­მი­ნარ­ჩუ­ნეს, სამ­წუ­ხა­როდ..." - აღ­ნიშ­ნა მაია ებ­რა­ლი­ძემ "დღის თე­მა­ში" სა­უბ­რი­სას.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"ერთადერთი რაც შევძელი, ბავშვებს გადავეღობე, რომ ფანჯრიდან არ გავარდნილიყვნენ..." - რას ყვება დედა, რომელსაც ავარიის შემდეგ ფეხი მოკვეთეს

"ერთადერთი რაც შევძელი, ბავშვებს გადავეღობე, რომ ფანჯრიდან არ გავარდნილიყვნენ..." - რას ყვება დედა, რომელსაც ავარიის შემდეგ ფეხი მოკვეთეს

16 ივლისს, თურქეთში მომხდარი ავარიის დროს ერთ-ერთ დაშავებულს, რომელიც ბავშვის მშობელია, ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა. ახალგაზრდა ქალი ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი თანამშრომელია. "იმედის გმირების" და "გრიფით საიდუმლოს" ყოფილი პროდიუსერი მაია ებრალიძე გასტროლზე მცირეწლოვან შვილს მიყვებოდა. ავარიის დროს მიღებული ტრავმა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ექიმებმა მისთვის ფეხის შენარჩუნება ვერ შეძლეს და მოკვეთეს.

ებრალიძე ამჟამად თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში რჩება და ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას გადის, მას ერთ კვირაში გამოწერენ საავადმყოფოდან. რაც შეეხება მის მცირეწლოვან შვილს, ბავშვი არ დაშავებულა და ის უკვე თბილისში იმყოფება.

მაია ებრალიძემ "პალიტრანიუსის" გადაემა "დღის თემის" ეთერში ავარიის მომენტზე და მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.

ასევე წაიკითხეთ: "ამ გოგოს დღეს ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს... ამაზე არავინ პასუხს არ აგებს!" - თურქეთში მომხდარ ავარიაში "იმედის" ყოფილი თანამშრომელი დაშავდა

"ავარიის დროს ყველას ეძინა, მე გამეღვიძა მაშინ, როცა ავტობუსი უკვე გადაბრუნებული იყო და მინდორზე მიხოხავდა. ერთადერთი რაც შევძელი, ავტობუსის სალონისკენ სახით შევბრუნდი, რადგან ჩემი შვილი გვერდით მეჯდა და ბავშვებს გადავეღობე, რომ არ გავარდნილიყვნენ ფანჯრიდან... ერთადერთი ეს მოვიაზრე იმ მომენტში... საბედნიეროდ 26-ვე ბავშვი არის ჯანმრთელად და არცერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გონება არც ერთი წამით არ დამიკარგავს. სასწრაფოები ძალიან მალე მოვიდა, მაგრამ ჩემი გამოყვანა გაჭირდა - ფეხი ავტობუსის ქვეშ მქონდა მოყოლილი, საჭირო გახდა სპეციალური აპარატით ავტობუსის ნაწილების გადახერხვა, რომ გამოვეყვანე... სხვა არანაირი შეფერხება არ ყოფილა, პირიქით, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა როგორც თურქეთის, ასე საქართველოს მხარეს, ყველას ვერ ჩამოვთვლი, რადგან უამრავი ადამიანი მოვიდა, გვინახულეს საავადმყოფოში, მადლობა ასეთი თანადგომისთვის. ასევე თურქეთის მოქალაქეებს, რომლებიც ავარიის შემდეგ გვეხმარებოდნენ რითიც შეეძლოთ..." - იხსენებს მაია ებრალიძე ავარიის შემდგომ პერიოდს.

რაც შეეხება დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის სტაბილურადაა და საავადმყოფოში ერთ კვირას დარჩება:

"ფეხის ამპუტაციის გარდა, სხვა არანაირი სახის დაზიანება არ მაქვს. რადგან ფანჯრის მხარეს ვიჯექი, ვარდნა არ განმიცდია, ზუსტად ჩემ მხარეს გადაბრუნდა ავტობუსი და ბავშვები დავიჭირე... მე არაფერს დავჯახებივარ, ფეხი მომყვა გარეთ ფანჯრიდან და შემდეგ ავტობუსი დამეცა ზევიდან. სხვა არაფერი ტრავმა არ მაქვს გარდა იმისა, რომ ფეხი ვერ შემინარჩუნეს, სამწუხაროდ..." - აღნიშნა მაია ებრალიძემ "დღის თემაში" საუბრისას.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი