სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიები ქართველებზე, რომლებიც მე-20 საუკუნის დასაწყისში აშშ-ში მილიონერები გახდნენ
ისტორიები ქართველებზე, რომლებიც მე-20 საუკუნის დასაწყისში აშშ-ში მილიონერები გახდნენ

მე-20 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ემიგ­რა­ცი­ა­ში გაქ­ცე­ვით ბევ­რმა ქარ­თველ­მა უშ­ვე­ლა თავს... ნა­წი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის, ნა­წი­ლი კი ოც­ნე­ბე­ბის ახ­დე­ნის­თვის მი­ა­შუ­რებ­და ქვეყ­ნი­დან. თუმ­ცა, მათ­გან ერ­თე­უ­ლებს გა­უ­მარ­თლათ და მათი სა­ხე­ლი ის­ტო­რი­ა­ში დარ­ჩა - ის­ტო­რი­კო­სი რუ­სუ­დან და­უშ­ვი­ლი იმ ქარ­თვე­ლებ­ზე გვი­ამ­ბობს, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ არ­ნა­ხულ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ეს და თა­ვი­სი დრო­ის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი მი­ლი­ო­ნე­რე­ბი გახ­დნენ...

- პირ­ვე­ლი ტალ­ღის ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცია პო­ლი­ტი­კუ­რი იყო. ემიგ­რან­ტთა უმე­ტე­სო­ბამ ქარ­თუ­ლი პას­პორ­ტი და ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სი და­ი­ტო­ვა. ამის გამო პრო­ფე­სი­ულ და ფი­ნან­სურ წარ­მა­ტე­ბას ბევ­რმა ვერ მი­აღ­წია. ყვე­ლა­ზე მეტი მდი­და­რი ქარ­თვე­ლი ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობ­და.

მათ შო­რის აღ­სა­ნიშ­ნა­ვია:სკულპ­ტო­რი და მწე­რა­ლი ჯორჯ (გი­ორ­გი) პა­პაშ­ვი­ლი; ავი­ა­კონ­სტრუქ­ტო­რე­ბი მი­ხე­ილ გრი­გო­რაშ­ვი­ლი და უმ­სხვი­ლე­სი ავი­ა­კომ­პა­ნია "რი­პაბ­ლი­კის" ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ალექ­სან­დრე ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი; მო­ჭი­და­ვე და მსა­ხი­ო­ბი კოლა ქვა­რი­ა­ნი; "წყნა­რი ოკე­ა­ნის სა­ნა­პი­როს ნავ­თო­ბის კომ­პა­ნი­ის" ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი და­ვით და სერ­გი მდივ­ნე­ბი; სამ­შე­ნე­ბე­ლო კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ოთარ ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლი და მისი ძმა ბიზ­ნეს­მე­ნი გივი ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლი; ნიუ-იორ­კის ვიცე-მერი კონ­სტან­ტი­ნე სი­და­მონ-ერის­თა­ვი და სხვე­ბი.

იყ­ვნენ მი­ლი­ო­ნე­რე­ბიც: გრი­გოლ კო­ბა­ხი­ძე (ჯორჯ კობი), გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლი, ვა­სილ დუმ­ბა­ძე - შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, დი­მიტ­რი მეტ­რე­ვე­ლი - კა­ნა­და­ში, ავ­თან­დილ მე­რა­ბაშ­ვი­ლი - ჩი­ლე­ში, აკა­კი ხოშ­ტა­რია და ივა­ნე ვა­რა­ზაშ­ვი­ლი - ირან­ში.

გრი­გოლ კო­ბა­ხი­ძე (ჯორჯ კობი)

1909 წელს ბორ­ჯო­მის, კრას­ნო­და­რის, მი­უნ­ხე­ნის, ლონ­დო­ნის მი­ნის ქარ­ხნებ­ში 12-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის შემ­დეგ ამე­რი­კა­ში ჩა­ვი­და 26 წლის გრი­გოლ კო­ბა­ხი­ძე.

"ჯე­ნე­რალ ელექტრიკ­ში" მუ­შა­ო­ბას­თან ერ­თად მი­ი­ღო რამ­დე­ნი­მე პა­ტენ­ტი ავ­ტო­მა­ტურ სა­წერ-კალ­მებ­ზე, სა­კან­ცე­ლა­რიო ნივ­თებ­ზე, დაგ­რო­ვი­ლი ფუ­ლით კი 1919 წელს ბოს­ტონ­თან, მა­სა­ჩუ­სეტ­სის ქ. ეტ­ლე­ბო­რო­ში დიდი მი­ნის ქარ­ხა­ნა გა­მარ­თა. 1922 წელს და­ა­არ­სა The Coby Glass Product Company. უშ­ვებ­და 45 სა­ხის პრო­დუქ­ცი­ას.

reclama

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო გი­ორ­გი მა­ჩაბ­ლის შეკ­ვე­თა: სუ­ნა­მო "სა­ქარ­თვე­ლოს დე­დოფ­ლის" ფლა­კო­ნი და მი­ნის გამ­ძლე კა­ბი­ნა ავი­ა­კონ­სტრუქ­ტორ ალექ­სან­დრე ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლის ახა­ლი მო­დე­ლი­სათ­ვის. კომ­პა­ნი­ის სა­ქო­ნელბ­რუნ­ვამ 15.000.000 დო­ლარს მი­აღ­წია, შე­მო­სა­ვალ­მა - 4 მი­ლი­ონს. გრი­გოლს სურ­და თბი­ლის­ში, ქუ­თა­ის­ში ან ბორ­ჯომ­ში მი­ნის დიდი ქარ­ხნის აშე­ნე­ბა. უა­რის შემ­დეგ, გა­და­წყვი­ტა რა­ჭა­ში თა­ვის სო­ფელ თხმორს დახ­მა­რე­ბო­და. 1925 და 1928 წლებ­ში ორ­ჯერ ეწ­ვია სა­ქარ­თვე­ლოს. ბევ­რი რამ გა­უ­კე­თა თა­ვის სო­ფელს, გა­ჭირ­ვე­ბულ ოჯა­ხებს. ამ დროს გა­ი­გო, რომ და­პა­ტიმ­რე­ბას უპი­რებ­დნენ და სას­წრა­ფოდ გა­ემ­გზავ­რა ქვეყ­ნი­დან.

1930-იანი წლე­ბის კრი­ზი­სის "დიდი დეპ­რე­სი­ის" დროს, კო­ბის წარ­მო­ე­ბაც გა­კოტ­რდა, მაგ­რამ გრი­გო­ლი გა­ჭირ­ვე­ბულ ქარ­თვე­ლებს მა­ინც ეხ­მა­რე­ბო­და ამე­რი­კა­ში, ევ­რო­პა­სა თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში. როცა 1941 წელს აშშ II მსოფ­ლიო ომში ჩა­ე­ბა, გრი­გოლ­მა სა­ო­მა­რი შეკ­ვე­თე­ბი­სათ­ვის წარ­მო­ე­ბის აღ­სად­გე­ნად მთავ­რო­ბის­გან ლი­ცენ­ზია და 2 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი მი­ი­ღო. მოკ­ლე ხან­ში აა­წყო მი­ნის წარ­მო­ე­ბა როდ-აი­ლენ­დის შტა­ტის ქ. პა­ტა­კეტ­ში. უშ­ვებ­და პრო­დუქ­ცი­ას სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის, სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტა­ლე­ბის, ქი­მი­უ­რი, სა­მე­დი­ცი­ნო ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი­სათ­ვის. The Coby Glass Product Company კვლავ მძლავრ წარ­მო­ე­ბად იქცა. ნა­წარ­მი მი­ე­წო­დე­ბო­და კა­ნა­დას და მო­კავ­ში­რე­ებ­საც.

ომის შემ­დეგ ნამ­დვი­ლი სან­თლე­ბის ნაც­ვლად, შექ­მნა ქი­მი­უ­რი სი­თხით სავ­სე ნაძ­ვის ხის ელექტრო­სან­თლე­ბი, რომ­ლებ­შიც ფე­რა­დი ბუშ­ტე­ბი მოძ­რა­ობ­დნენ.

შემ­დეგ სან­თლებს მი­ნი­სა­გან ამ­ზა­დებ­და. მა­ნამ­დე არ­სე­ბუ­ლი რბი­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბის ნაც­ვლად ფე­რა­დი მი­ნი­სა­გან და­ამ­ზა­და სხვა­დას­ხვა ფორ­მის სა­თა­მა­შო­ე­ბი. ქარ­თუ­ლი დრო­შის­ფერ ყუ­თებ­ში ჩა­ლა­გე­ბუ­ლებს ეწე­რა "მი­ნის სა­შო­ბაო ხის ორ­ნა­მენ­ტე­ბი, კობი - ეს შო­ბაა". ფრან­გუ­ლი წარ­წე­რით "ორ­ნა­მენ­ტე­ბი" კა­ნა­და­შიც გა­დი­ო­და.

გრი­გოლ კო­ბა­ხი­ძე დიდი ქველ­მოქ­მე­დიც იყო. ჰყავ­და სტი­პენ­დი­ან­ტე­ბი, მათ შო­რის რე­ჟი­სო­რი ვასო ყუ­ში­ტაშ­ვი­ლი. ბევ­რს და­ეხ­მა­რა დიდი კრი­ზი­სის დროს. ომის შემ­დეგ ფუ­ლით, ტან­საც­მლით, წამ­ლე­ბით, პირ­ვე­ლი მოხ­მა­რე­ბის ნივ­თე­ბით ეხ­მა­რე­ბო­და ევ­რო­პა­სა და დან­გრე­ულ გერ­მა­ნი­ა­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებს. აფი­ნან­სებ­და მათ ამე­რი­კა­ში ჩა­იყ­ვა­ნას.

გრი­გოლს შვი­ლი არ ჰყავ­და. რეპ­რე­სი­ე­ბის გამო სსრკ-ში ნა­თე­სა­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა შე­წყვი­ტა. ორ ქარ­ხა­ნას ცო­ლის დახ­მა­რე­ბით უძღვე­ბო­და. ევ­რო­პა­ში მი­ნის წარ­მო­ე­ბის მცოდ­ნე ქარ­თვე­ლე­ბიც ვერ მო­ძებ­ნა. მისი საქ­მის გამ­გრძე­ლებ­ლე­ბი კომ­პა­ნი­ო­ნე­ბი, იტა­ლი­ე­ლი ძმე­ბი - ჯიმ და ჯული პაგ­ლი­სე­ბი გახ­დნენ. 1967 წელს გრი­გოლ კო­ბა­ხი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. პაგ­ლი­სებს სა­ხე­ლი არ შე­უც­ვლი­ათ წარ­მო­ე­ბი­სათ­ვის. 1980-იან წლებ­ში მათ კე­დელ­ზე ეკი­დათ ქარ­ხნი­სა და წარ­მო­ე­ბის დამ­ფუძ­ნებ­ლის, ქარ­თვე­ლი მრეწ­ვე­ლის გრი­გოლ კო­ბა­ხი­ძის ფოტო, მის მიერ შექ­მნი­ლი ორი­გი­ნა­ლუ­რი ნაძ­ვის ხის სა­თა­მა­შო­ე­ბი კი დღემ­დე იყი­დე­ბა ინ­ტერ­ნეტ-მა­ღა­ზი­ებ­ში.

გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლი

ამე­რი­კუ­ლი პარ­ფი­უ­მე­რუ­ლი ფირ­მა Prince Matchabelli-ს და­მა­არ­სე­ბე­ლი გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლი იყო პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, შექ­სპი­რის მთარ­გმნე­ლის, ივა­ნე მა­ჩაბ­ლის უფ­რო­სი ძმის, ვა­სი­ლის ვაჟი, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სათ­ვის მებ­რძო­ლი, 1914 წელს ჟე­ნე­ვა­ში შექ­მნი­ლი "სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის კო­მი­ტე­ტის" აქ­ტი­უ­რი წევ­რი, გერ­მა­ნუ­ლი წყალ­ქვე­შა ნა­ვე­ბით ია­რა­ღის შე­მო­ტა­ნის ინი­ცი­ა­ტო­რი, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის წლებ­ში კი - იტა­ლი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი.

reclama

სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის შემ­დეგ, 1922 წელს გი­ორ­გი გა­და­სახ­ლდა ამე­რი­კა­ში, სა­დაც მი­იწ­ვი­ეს მისი ცოლი, ცნო­ბი­ლი იტა­ლი­ე­ლი მსა­ხი­ო­ბი ნო­რი­ნა ჯილი (მა­რია კარ­მი). 1924 წელს ნიუ-იორკში გახ­სნა ან­ტიკ­ვა­რუ­ლი მა­ღა­ზია "წი­თე­ლი და შავი" (e rug e nuar). მალე აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მუშ­ტრებს ან­ტიკ­ვა­რი­ატ­ზე მე­ტად მისი ჰობი, სუ­ნა­მო­ე­ბი უფრო აინ­ტე­რე­სებ­დათ, ამი­ტომ წინა პლან­ზე პარ­ფი­უ­მე­რია წა­მო­წია. პა­რიზ­ში პარ­ფი­უ­მე­რი­ის სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ მა­ღა­ზი­ა­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის შემ­დეგ, 1926 წელს გახ­სნა სა­კუ­თა­რი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც 4 წელი ფარ­თოვ­დე­ბო­და და პრეს­ტი­ჟუ­ლი ხდე­ბო­და.

სა­ხელ­გან­თქმულ­მა სუ­ნა­მომ "სა­ქარ­თვე­ლოს დე­დო­ფა­ლი" მა­ჩაბ­ლე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლო გერ­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ჯვრი­ა­ნი ოქ­როს გვირ­გვი­ნის ფორ­მით ამე­რი­კის სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­ტა­ცე­ბა გა­მო­იწ­ვია.

ფლა­კო­ნე­ბი გერ­მა­ნუ­ლი ფა­ი­ფუ­რი­სა­გან მზად­დე­ბო­და, შემ­დეგ ჯორჯ კო­ბის ქარ­ხა­ნა­ში და­ამ­ზა­დეს მი­ნის ფლა­კო­ნი. ის ყვე­ლა ენ­ციკ­ლო­პე­დი­ურ ცნო­ბარ­შია შე­ტა­ნი­ლია, რო­გორც მი­ნის ფლა­კო­ნის ერთ-ერთ უმ­შვე­ნი­ე­რე­სი ხელ­ნა­კე­თი ნი­მუ­ში. გი­ორ­გის შექ­მნი­ლი "პრინ­ცი მა­ჩაბ­ლის გვირ­გვი­ნი" სა­ფირ­მო ნი­შა­ნი გახ­და. ის ამ­შვე­ნებ­და სხვა პრო­დუქ­ცი­ას: სუ­ნა­მო­ებს, სა­ა­ბა­ზა­ნო ზეთ "აბა­ნოს", ოდე­კო­ლონს, დაპ­რე­სილ პუდრს და პო­მა­დას.

1929 წელს კომ­პა­ნი­ის ფი­ლი­ა­ლი გი­ორ­გიმ პა­რიზ­შიც და­ა­არ­სა და სა­თა­ვე­ში ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის ერთ-ერთი ფუ­ძემ­დე­ბე­ლი სპი­რი­დონ კე­დია ჩა­უ­ყე­ნა. მა­ღა­ზია კი სა­ხელ­გან­თქმუ­ლი "შა­ნე­ლის" მა­ღა­ზი­ის წინ გახ­სნა და პრო­დუქ­ცია ლონ­დონ­შიც გა­ავ­რცე­ლა. მის­მა ფირ­მამ წარ­მა­ტე­ბით გა­და­ლა­ხა 30-იანი წლე­ბის კრი­ზი­სი და მო­წი­ნა­ვე­თა რი­გებ­ში ჩად­გა. 10 წე­ლი­წად­ში მან არა მარ­ტო მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ბიზ­ნე­სი შექ­მნა უბ­რა­ლო ჰო­ბი­დან, არა­მედ გახ­და ნო­ვა­ტო­რი: ამე­რი­კას სა­კუ­თა­რი პარ­ფი­უ­მე­რუ­ლი წარ­მო­ე­ბა არ გა­აჩ­ნდა, რაც მზად­დე­ბო­და, ფრან­გუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ცუდი ას­ლე­ბი იყო და ძა­ლი­ან ძვი­რი ღირ­და. ასე რომ, მა­ჩა­ბელ­მა შე­ავ­სო ის სი­ცა­რი­ე­ლე, რაც იმ დროს ამე­რი­კულ მრეწ­ვე­ლო­ბა­ში არ­სე­ბობ­და. ბიზ­ნესს მა­ჩა­ბე­ლი არ ჩა­მო­უ­შო­რე­ბია ქარ­თუ­ლი საქ­მე­ე­ბის­გან. იყო 1931 წელს ამე­რი­კა­ში ქარ­თუ­ლი სათ­ვის­ტო­მოს და­არ­სე­ბის ერთ-ერთი ინი­ცი­ა­ტო­რი და 1932-24 წლებ­ში მისი თავ­მჯდო­მა­რე.

1935 წლის მარ­ტში კა­ლი­ფორ­ნი­ა­სა და შან­ხა­ი­ში ფი­ლი­ა­ლე­ბი გახ­სნა. გზა­ში გა­ცივ­და და ერთ კვი­რა­ში გარ­და­იც­ვა­ლა (ზო­გი­ერ­თი ინ­ფორ­მა­ცი­ით - საბ­ჭო­თა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა მო­წამ­ლეს).

reclama

ფირ­მა რამ­დენ­ჯერ­მე გა­ი­ყი­და, თუმ­ცა Prince Matchabelli კო­ნექ­ტი­კუ­ტის შტატ­ში დღემ­დე არ­სე­ბობს. პრო­დუქ­ცი­ის უმე­ტე­სო­ბა მისი დამ­ფუძ­ნებ­ლის სა­ხე­ლით და რე­ცეპ­ტით გა­მო­დის და ინ­ტერ­ნეტ-მა­ღა­ზი­ებ­შიც იყი­დე­ბა. სა­ფირ­მო ნი­შა­ნიც იგი­ვეა - გი­ორ­გის მა­ჩაბ­ლის მიერ შექ­მნი­ლი ემბლე­მა - ქარ­თულ­ჯვრი­ა­ნი სა­მე­ფო ოქ­როს გვირ­გვი­ნე­ბი, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში 2009 წელს და­ფუძ­ნე­ბუ­ლი "გი­ორ­გი მა­ჩაბ­ლის ფონ­დის" ემბლე­მა­ცაა...

ვა­სილ (ვასო) დუმ­ბა­ძე

მორ­გან­თა ბან­კის ფი­ნან­სის­ტმა ვა­სილ (ვასო) დუმ­ბა­ძემ ლა­იფ­ცი­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ინ­ჟინ­რო ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა. სა­ინ­ჟინ­რო წარ­მა­ტე­ბის გარ­და, ვასო კო­მერ­სან­ტიც გახ­და. იყო მორ­გან­თა რუ­სეთ-ამე­რი­კის ბან­კის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. გავ­ლე­ნი­ა­ნი ბი­ძის, გე­ნე­რალ-მა­ი­ორ ივა­ნე დუმ­ბა­ძი­სა და კავ­კა­სი­ის მე­ფის­ნაც­ვლის ილა­რი­ონ ვო­რონ­ცოვ-დაშ­კო­ვის წყა­ლო­ბით ვასო პე­ტერ­ბურ­გის უმაღ­ლე­სი წრე­ებ­ში მოხ­ვდა. იყო პატ­რი­ო­ტიც: I მსოფ­ლიო ომის დროს ნიკო და­დი­ა­ნის მიერ შექ­მნი­ლი ქარ­თველ დაჭ­რილ ჯა­რის­კაც­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გამ­გე­ო­ბის წევ­რი გახ­და. იღწ­ვო­და პეტ­როგ­რად­ში ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის და­არ­სე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ავ­ტო­ნო­მი­ის მი­საღ­წე­ვად.

სამ­ხედ­რო მი­ნის­ტრ სუ­ხომ­ლინ­თან და მის ცოლ­თან და­ახ­ლო­ე­ბის შემ­დეგ, სამ­ხედ­რო შეკ­ვე­თე­ბი­დან სო­ლი­დურ სა­კო­მი­სი­ო­ებს იღებ­და. I მსოფ­ლიო ომის დროს 15 მი­ლი­ო­ნი მა­ნე­თის ყუმ­ბა­რე­ბის შეკ­ვე­თა მი­ან­დეს. ნი­კო­ლოზ II კი და­ა­ვა­ლა გერ­მა­ნე­ლებ­თან სე­პა­რა­ტულ ზავ­ზე მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად ნი­ა­და­გის მო­სინ­ჯვა. ვა­სომ და გი­ორ­გი მა­ჩა­ბელ­მა, რუ­სე­თის და­სა­მარ­ცხებ­ლად და სა­ქარ­თვე­ლო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად, სხვა კა­ლიბ­რის ჭურ­ვე­ბი შე­უკ­ვე­თეს. ჭურ­ვე­ბი რუ­სულ ქვე­მე­ხებს არ მო­ერ­გო და და­ი­წყო რუ­სე­თის არ­მი­ის უკან­და­ხე­ვა. ვა­სოს და­ა­პა­ტიმ­რეს. ჩა­მოხ­რჩო­ბა ნი­კო­ლოზ II კა­ტორ­ღით შე­უც­ვა­ლა. თე­ბერ­ვლის რე­ვო­ლუ­ცი­ის დროს ილო მა­ჩა­ბელ­მა გა­მო­იხ­სნა, კი­ე­ვი­დან ევ­რო­პა­ში გა­აღ­წია, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის შემ­დეგ კი ემიგ­რა­ცი­ა­ში დარ­ჩა.

1924 წელს დუმ­ბა­ძე ამე­რი­კა­ში გა­და­სახ­ლდა. 1925 წელს ნიუ-იორკში გა­მო­ცე­მულ­მა მის­მა წიგნ­მა "კავ­კა­სი­ის რეს­პუბ­ლი­კე­ბი" ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო და პა­რიზ­ში მყოფ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ წარ­მო­მად­გე­ნე­ლად და­ნიშ­ნა. ამე­რი­კა სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სეთ­თან ნე­ბა­ყო­ფი­ლო­ბით შე­ერ­თე­ბულ ქვეყ­ნად თვლი­და, ამი­ტომ ვასო შე­უდ­გა ოკუ­პა­ცი­ის სა­კი­თხის გახ­მა­უ­რე­ბას.

1926 და 1929 წლებ­ში მისი თა­ოს­ნო­ბით 2 ორ­გა­ნი­ზა­ცია და­არ­სდა: სე­ნა­ტორ ჰენ­რი ვილ­სო­ნი­სა და დიპ­ლო­მატ ლეონ ვილ­სო­ნის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბით "ამე­რი­კუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა კავ­კა­სი­ი­სათ­ვის" და "სა­ქარ­თვე­ლოს უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტი". გან­თქმულ იუ­რის­ტთა კო­მი­სი­ამ და­ად­გი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა და ევ­რო­პა­ში გა­ხიზ­ნუ­ლი მთავ­რო­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა. 1926 წელს დე­პუ­ტატ კოპ­ლენ­დი­სა და სე­ნა­ტორ ვალ­ტონ-მუ­რის შე­ი­ტა­ნი­ლი წი­ნა­და­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის და­ნიშ­ვნა­ზე, კონ­გრეს­მა ორ­ჯერ გა­ნი­ხი­ლა, სხდო­მა­თა ოქ­მე­ბი კი 22 და­მა­ტე­ბით და 17 ფო­ტო­თი 361-გვერ­დი­ან წიგ­ნად გა­მოს­ცა.

ვასო იყო 1931 წელს ნიუ-იორ­კის სათ­ვის­ტო­მოს და­არ­სე­ბის ერთ-ერთი ინი­ცი­ა­ტო­რი და ოთხგზის თავ­მჯდო­მა­რე. 1938 წელს აის­ლიპ­ში მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­ძე­ნი­ლი სათ­ვის­ტო­მოს სახ­ლი თა­ვი­სი­ვე ფუ­ლით გა­ა­წყო. მისი დახ­მა­რე­ბით ამე­რი­კა­ში ჩა­ვი­და არა­ერ­თი ქარ­თვე­ლი, რო­მელ­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ამე­რი­კის ცხოვ­რე­ბა­ში. ვა­სოს ძა­ლი­ან მდი­და­რი იყო და ცო­ლა­დაც უმ­დიდ­რე­სი ქალი შე­ირ­თო - გა­ზეთ "ჩი­კა­გო ტრი­ბუ­ნის" მე­წი­ლე. მდგო­მა­რე­ო­ბის და გა­ზე­თის წყა­ლო­ბით ვასო ყვე­ლა უწყე­ბა­ში ახერ­ხებ­და შეს­ვლას და ქარ­თველ­თა დახ­მა­რე­ბას, ევ­რო­პა­ში ამე­რი­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­დან კვე­ბით, სა­ცხოვ­რებ­ლი­თა და სტი­პენ­დი­ით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ად­გი­ლე­ბის ჩა­ტა­ნას.

reclama

ვასო დუმ­ბა­ძე 1943 წელს ნიუ-იორკში გარ­და­იც­ვა­ლა. მემ­კვიდ­რე არ დარ­ჩე­ნია. 27 მი­ლი­ო­ნი და ან­დერ­ძის დე­და­ნი, რომ­ლი­თაც ფულს დე­დას და დებს უტო­ვებ­და, ალ­ბათ იქ ინა­ხე­ბა, სა­დაც მუ­შა­ობ­და - მორ­გან­თა ბან­კში...

დი­მიტ­რი მეტ­რე­ვე­ლი (მაიკ მიტო)

1823 წელს კა­ნა­და­ში, კვე­ბეკ­თან ოქ­როს მო­პო­ვე­ბა და და­მუ­შა­ვე­ბა და­ი­წყეს. 1848 წელს კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, 1858 წელს კო­ლო­რა­დო­ში და 1859 წელს ნე­ვა­და­ში ოქ­როს აღ­მო­ჩე­ნას "ოქ­როს ციებ-ცხე­ლე­ბა" მოჰ­ყვა. XIX სა­უ­კუ­ნის 70-იან წლებ­ში "ციებ-ცხე­ლე­ბა" ჩა­ცხრა, მაგ­რამ 1890 წელს კლონ­და­იკ­სა და ალას­კა­ზე ოქ­როს აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ ამე­რი­კი­სა­კენ ოქ­როს­მა­ძი­ე­ბელ­თა ქა­რავ­ნე­ბი და­იძ­რნენ, მათ შო­რის იყ­ვნენ ქარ­თვე­ლე­ბიც.

ერთ-ერთი მათ­გა­ნია დი­მიტ­რი მეტ­რე­ვე­ლი - მაიკ მიტო. იგი 1913 წელს ამე­რი­კა­ში თა­ნა­სოფ­ლელ­თა ჯგუფს გაჰ­ყვა, სა­დაც უკვე მრავ­ლად იყ­ვნენ ქარ­თვე­ლე­ბი, რო­გორც აღ­მო­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე, ისე და­სავ­ლეთ­ში - ნიუ-იორკში, ჩი­კა­გო­ში, სან-ფრან­ცის­კო­ში, სი­ეტ­ლში, ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, დენ­ვერ­ში, აგ­რეთ­ვე მო­სა­ზღვრე კა­ნა­დის ქა­ლა­ქებ­ში - ტო­რონ­ტო­ში, ოტა­ვა­ში, ვან­კუ­ვერ­ში, ედ­მონ­ტონ­ში და ა.შ. რაჭ­ვე­ლე­ბი ძი­რი­თა­დად სი­ეტლსა და ვან­კუ­ვერ­ში იყ­ვნენ დაჯ­გუ­ფე­ბუ­ლი. იქი­დან ვიქ­ტო­რი­ა­ში, საკ­რა­მენ­ტო­ში, ტა­კო­მსა და სან-ფრან­ცის­კო­ში მი­დი­ოდ­ნენ, ან კა­ნა­და­ში გა­და­დი­ოდ­ნენ, რად­გან ამე­რი­კა­სა და კა­ნა­დას შო­რის მჭიდ­რო პო­ლი­ტი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რის გარ­და, თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ზღვა­რიც არ­სე­ბობ­და. ბევ­რი ქარ­თვე­ლი სე­ზო­ნუ­რი სა­მუ­შა­ო­სათ­ვის მი­დი­ო­და ამე­რი­კა­ში, ნა­წი­ლი კი სა­მუ­და­მოდ და­სახ­ლდა ამე­რი­კა­სა და კა­ნა­და­ში, რომ­ლებ­საც ერთ გე­ოგ­რა­ფი­ულ ერ­თე­უ­ლად თვლიდ­ნენ და "ჩრდი­ლო ამე­რი­კას" უწო­დებ­დნენ.

დი­მიტ­რი მეტ­რე­ვე­ლი ჯერ სი­ეტ­ლში ჩა­ვი­და, შემ­დეგ ვან­კუ­ვერ­ში. ბო­ლოს სა­ცხოვ­რებ­ლად კვე­ბე­კის მახ­ლობ­ლად პა­ტა­რა ქა­ლა­ქი ვალ­დო­რი აირ­ჩია. მალე მი­აკ­ვლია ოქ­როს და ჯერ ერთი, შემ­დეგ კი რამ­დე­ნი­მე მა­ღა­რო აა­მუ­შა­ვა. მუ­შებ­თან ერ­თად, მის გარ­შე­მო ნელ-ნელა სხვა ხალ­ხიც და­სახ­ლდა. და­ბას, რო­მე­ლიც ამ და­სახ­ლე­ბის წყა­ლო­ბით შე­იქ­მნა, მისი გვა­რის მი­ხედ­ვით ხალ­ხმა ამე­რი­კუ­ლი მა­ნე­რით "მეტ­რე­ვი­ლი" უწო­და. ბედი ალას­კა­ზეც სცა­და. იქ მის მა­ღა­რო­ებს "მი­ტოს ანო­მა­ლი­ე­ბი" უწო­დეს. მალე გამ­დიდ­რდა, მაგ­რამ სიმ­დიდ­რეს არ შე­უც­ვლია - უშურ­ვე­ლად ეხ­მა­რე­ბო­და არა­მარ­ტო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს ამე­რი­კა­ში, არა­მედ სხვებ­საც. მა­ტე­რი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას უწევ­და ოჯახ­სა და ნა­თე­სა­ვებს სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ სამ­შობ­ლო­ში ჩა­მოს­ვლა აუხ­დე­ნელ ოც­ნე­ბად დარ­ჩა...

30-იანი წლე­ბის კრი­ზის­მა ბევ­რი მი­ლი­ო­ნე­რი გა­ა­კოტ­რა. მთე­ლი სიმ­დიდ­რე და­კარ­გა მი­ტო­მაც. დაბა მეტ­რე­ვი­ლი და "ანო­მა­ლი­ე­ბი" და­ცა­რი­ელ­და, მი­ლი­ო­ნერ­თა სი­ა­ში აღარ ირი­ცხე­ბო­და, მაგ­რამ მა­ინც შეძ­ლო წარ­მო­ე­ბის ისე გა­მარ­თვა, რომ შეძ­ლე­ბულ კა­ცად დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. ამე­რი­კელ პარტნი­ორ სა­ლერ­ნოს­თან ერ­თად ტო­რონ­ტო­ში, სალ­მო­ტას ტბის მი­და­მო­ებ­ში ალ­მა­სის სა­ბა­დო აღ­მო­ა­ჩი­ნა და ალ­მა­სის და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი სა­წარ­მო აა­მუ­შა­ვა.

reclama

1970 წელს მი­ტოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მისი საქ­მე უფ­როს­მა ვაჟ­მა, 1950-53 წლე­ბის კო­რე­ის ომის ვე­ტე­რან­მა ავ­გუს­ტმა (აგი) გა­ნაგ­რძო. 80-იან წლებ­ში ავ­გუსტ მიტო წარ­მარ­თავ­და მა­მის და­წყე­ბულ საქ­მეს. გახ­და კომ­პა­ნია Augimitto Explorations Limited დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და Cache d'or Resourses Inc პრე­ზი­დენ­ტი. სა­ქარ­თვე­ლო­ში დი­მიტ­რი მეტ­რე­ვე­ლის ნა­თე­სა­ვე­ბის მო­ძებ­ნა ვერ შევ­ძე­ლით, იგი რა­ჭა­ში, მის სო­ფელ უწე­რა­შიც აღა­რა­ვის ახ­სოვს, ალი­ას­კა­ზე აღარც "მი­ტოს ანო­მა­ლი­ე­ბი" იცის ვინ­მემ. თუმ­ცა, დი­მიტ­რი მეტ­რე­ვე­ლის სა­ხელ­ზე ერთი რამ მა­ინც დარ­ჩა: კვე­ბეკ­თან ახ­ლოს პა­ტა­რა ქა­ლა­ქი მეტ­რე­ვი­ლი...

ესა­უბ­რა მა­ნა­ნა გაბ­რი­ჭი­ძე

AMBEBI.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tsiko
1

მადლობა სტატიის ავტორს.

mari-ს
0

ასპროცენტიანი ხარ. აფხაზეთიდან დევნილები ჩვენზე კარგად ცხოვრობენ. 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ისტორიები ქართველებზე, რომლებიც მე-20 საუკუნის დასაწყისში აშშ-ში მილიონერები გახდნენ

ისტორიები ქართველებზე, რომლებიც მე-20 საუკუნის დასაწყისში აშშ-ში მილიონერები გახდნენ

მე-20 საუკუნის დასაწყისში ემიგრაციაში გაქცევით ბევრმა ქართველმა უშველა თავს... ნაწილი პოლიტიკური დევნის, ნაწილი კი ოცნებების ახდენისთვის მიაშურებდა ქვეყნიდან. თუმცა, მათგან ერთეულებს გაუმართლათ და მათი სახელი ისტორიაში დარჩა - ისტორიკოსი რუსუდან დაუშვილი იმ ქართველებზე გვიამბობს, რომლებმაც საქართველოს ფარგლებს გარეთ არნახულ წარმატებას მიაღწიეს და თავისი დროის ერთ-ერთი პირველი მილიონერები გახდნენ...

- პირველი ტალღის ქართული ემიგრაცია პოლიტიკური იყო. ემიგრანტთა უმეტესობამ ქართული პასპორტი და ლტოლვილის სტატუსი დაიტოვა. ამის გამო პროფესიულ და ფინანსურ წარმატებას ბევრმა ვერ მიაღწია. ყველაზე მეტი მდიდარი ქართველი ამერიკაში ცხოვრობდა.

მათ შორის აღსანიშნავია: სკულპტორი და მწერალი ჯორჯ (გიორგი) პაპაშვილი; ავიაკონსტრუქტორები მიხეილ გრიგორაშვილი და უმსხვილესი ავიაკომპანია "რიპაბლიკის" ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ქართველიშვილი; მოჭიდავე და მსახიობი კოლა ქვარიანი; "წყნარი ოკეანის სანაპიროს ნავთობის კომპანიის" ხელმძღვანელები დავით და სერგი მდივნები; სამშენებელო კომპანიის ხელმძღვანელი ოთარ ზალდასტანიშვილი და მისი ძმა ბიზნესმენი გივი ზალდასტანიშვილი; ნიუ-იორკის ვიცე-მერი კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი და სხვები.

იყვნენ მილიონერებიც: გრიგოლ კობახიძე (ჯორჯ კობი), გიორგი მაჩაბელი, ვასილ დუმბაძე - შეერთებულ შტატებში, დიმიტრი მეტრეველი - კანადაში, ავთანდილ მერაბაშვილი - ჩილეში, აკაკი ხოშტარია და ივანე ვარაზაშვილი - ირანში.

გრიგოლ კობახიძე (ჯორჯ კობი)

1909 წელს ბორჯომის, კრასნოდარის, მიუნხენის, ლონდონის მინის ქარხნებში 12-წლიანი გამოცდილების შემდეგ ამერიკაში ჩავიდა 26 წლის გრიგოლ კობახიძე.

"ჯენერალ ელექტრიკში" მუშაობასთან ერთად მიიღო რამდენიმე პატენტი ავტომატურ საწერ-კალმებზე, საკანცელარიო ნივთებზე, დაგროვილი ფულით კი 1919 წელს ბოსტონთან, მასაჩუსეტსის ქ. ეტლებოროში დიდი მინის ქარხანა გამართა. 1922 წელს დააარსა The Coby Glass Product Company. უშვებდა 45 სახის პროდუქციას.

reclama

მნიშვნელოვანი იყო გიორგი მაჩაბლის შეკვეთა: სუნამო "საქართველოს დედოფლის" ფლაკონი და მინის გამძლე კაბინა ავიაკონსტრუქტორ ალექსანდრე ქართველიშვილის ახალი მოდელისათვის. კომპანიის საქონელბრუნვამ 15.000.000 დოლარს მიაღწია, შემოსავალმა - 4 მილიონს. გრიგოლს სურდა თბილისში, ქუთაისში ან ბორჯომში მინის დიდი ქარხნის აშენება. უარის შემდეგ, გადაწყვიტა რაჭაში თავის სოფელ თხმორს დახმარებოდა. 1925 და 1928 წლებში ორჯერ ეწვია საქართველოს. ბევრი რამ გაუკეთა თავის სოფელს, გაჭირვებულ ოჯახებს. ამ დროს გაიგო, რომ დაპატიმრებას უპირებდნენ და სასწრაფოდ გაემგზავრა ქვეყნიდან.

1930-იანი წლების კრიზისის "დიდი დეპრესიის" დროს, კობის წარმოებაც გაკოტრდა, მაგრამ გრიგოლი გაჭირვებულ ქართველებს მაინც ეხმარებოდა ამერიკაში, ევროპასა თუ საქართველოში. როცა 1941 წელს აშშ II მსოფლიო ომში ჩაება, გრიგოლმა საომარი შეკვეთებისათვის წარმოების აღსადგენად მთავრობისგან ლიცენზია და 2 მილიონი დოლარი მიიღო. მოკლე ხანში ააწყო მინის წარმოება როდ-აილენდის შტატის ქ. პატაკეტში. უშვებდა პროდუქციას საავადმყოფოების, საველე ჰოსპიტალების, ქიმიური, სამედიცინო ლაბორატორიებისათვის. The Coby Glass Product Company კვლავ მძლავრ წარმოებად იქცა. ნაწარმი მიეწოდებოდა კანადას და მოკავშირეებსაც.

ომის შემდეგ ნამდვილი სანთლების ნაცვლად, შექმნა ქიმიური სითხით სავსე ნაძვის ხის ელექტროსანთლები, რომლებშიც ფერადი ბუშტები მოძრაობდნენ.

შემდეგ სანთლებს მინისაგან ამზადებდა. მანამდე არსებული რბილი სათამაშოების ნაცვლად ფერადი მინისაგან დაამზადა სხვადასხვა ფორმის სათამაშოები. ქართული დროშისფერ ყუთებში ჩალაგებულებს ეწერა "მინის საშობაო ხის ორნამენტები, კობი - ეს შობაა". ფრანგული წარწერით "ორნამენტები" კანადაშიც გადიოდა.

გრიგოლ კობახიძე დიდი ქველმოქმედიც იყო. ჰყავდა სტიპენდიანტები, მათ შორის რეჟისორი ვასო ყუშიტაშვილი. ბევრს დაეხმარა დიდი კრიზისის დროს. ომის შემდეგ ფულით, ტანსაცმლით, წამლებით, პირველი მოხმარების ნივთებით ეხმარებოდა ევროპასა და დანგრეულ გერმანიაში მცხოვრებ ქართველებს. აფინანსებდა მათ ამერიკაში ჩაიყვანას.

გრიგოლს შვილი არ ჰყავდა. რეპრესიების გამო სსრკ-ში ნათესავებთან ურთიერთობა შეწყვიტა. ორ ქარხანას ცოლის დახმარებით უძღვებოდა. ევროპაში მინის წარმოების მცოდნე ქართველებიც ვერ მოძებნა. მისი საქმის გამგრძელებლები კომპანიონები, იტალიელი ძმები - ჯიმ და ჯული პაგლისები გახდნენ. 1967 წელს გრიგოლ კობახიძე გარდაიცვალა. პაგლისებს სახელი არ შეუცვლიათ წარმოებისათვის. 1980-იან წლებში მათ კედელზე ეკიდათ ქარხნისა და წარმოების დამფუძნებლის, ქართველი მრეწველის გრიგოლ კობახიძის ფოტო, მის მიერ შექმნილი ორიგინალური ნაძვის ხის სათამაშოები კი დღემდე იყიდება ინტერნეტ-მაღაზიებში.

გიორგი მაჩაბელი

ამერიკული პარფიუმერული ფირმა Prince Matchabelli-ს დამაარსებელი გიორგი მაჩაბელი იყო პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, შექსპირის მთარგმნელის, ივანე მაჩაბლის უფროსი ძმის, ვასილის ვაჟი, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი, 1914 წელს ჟენევაში შექმნილი "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის" აქტიური წევრი, გერმანული წყალქვეშა ნავებით იარაღის შემოტანის ინიციატორი, დამოუკიდებლობის წლებში კი - იტალიაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი.

reclama

საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1922 წელს გიორგი გადასახლდა ამერიკაში, სადაც მიიწვიეს მისი ცოლი, ცნობილი იტალიელი მსახიობი ნორინა ჯილი (მარია კარმი). 1924 წელს ნიუ-იორკში გახსნა ანტიკვარული მაღაზია "წითელი და შავი" (e rug e nuar). მალე აღმოაჩინა, რომ მუშტრებს ანტიკვარიატზე მეტად მისი ჰობი, სუნამოები უფრო აინტერესებდათ, ამიტომ წინა პლანზე პარფიუმერია წამოწია. პარიზში პარფიუმერიის სპეციალიზებულ მაღაზიაში მიღებული გამოცდილების შემდეგ, 1926 წელს გახსნა საკუთარი კომპანია, რომელიც 4 წელი ფართოვდებოდა და პრესტიჟული ხდებოდა.

სახელგანთქმულმა სუნამომ "საქართველოს დედოფალი" მაჩაბლების საგვარეულო გერბიდან ამოღებული ჯვრიანი ოქროს გვირგვინის ფორმით ამერიკის საზოგადოების აღტაცება გამოიწვია.

ფლაკონები გერმანული ფაიფურისაგან მზადდებოდა, შემდეგ ჯორჯ კობის ქარხანაში დაამზადეს მინის ფლაკონი. ის ყველა ენციკლოპედიურ ცნობარშია შეტანილია, როგორც მინის ფლაკონის ერთ-ერთ უმშვენიერესი ხელნაკეთი ნიმუში. გიორგის შექმნილი "პრინცი მაჩაბლის გვირგვინი" საფირმო ნიშანი გახდა. ის ამშვენებდა სხვა პროდუქციას: სუნამოებს, სააბაზანო ზეთ "აბანოს", ოდეკოლონს, დაპრესილ პუდრს და პომადას.

1929 წელს კომპანიის ფილიალი გიორგიმ პარიზშიც დააარსა და სათავეში ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი სპირიდონ კედია ჩაუყენა. მაღაზია კი სახელგანთქმული "შანელის" მაღაზიის წინ გახსნა და პროდუქცია ლონდონშიც გაავრცელა. მისმა ფირმამ წარმატებით გადალახა 30-იანი წლების კრიზისი და მოწინავეთა რიგებში ჩადგა. 10 წელიწადში მან არა მარტო მილიონიანი ბიზნესი შექმნა უბრალო ჰობიდან, არამედ გახდა ნოვატორი: ამერიკას საკუთარი პარფიუმერული წარმოება არ გააჩნდა, რაც მზადდებოდა, ფრანგული პროდუქციის ცუდი ასლები იყო და ძალიან ძვირი ღირდა. ასე რომ, მაჩაბელმა შეავსო ის სიცარიელე, რაც იმ დროს ამერიკულ მრეწველობაში არსებობდა. ბიზნესს მაჩაბელი არ ჩამოუშორებია ქართული საქმეებისგან. იყო 1931 წელს ამერიკაში ქართული სათვისტომოს დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი და 1932-24 წლებში მისი თავმჯდომარე.

1935 წლის მარტში კალიფორნიასა და შანხაიში ფილიალები გახსნა. გზაში გაცივდა და ერთ კვირაში გარდაიცვალა (ზოგიერთი ინფორმაციით - საბჭოთა სპეცსამსახურებმა მოწამლეს).

reclama

ფირმა რამდენჯერმე გაიყიდა, თუმცა Prince Matchabelli კონექტიკუტის შტატში დღემდე არსებობს. პროდუქციის უმეტესობა მისი დამფუძნებლის სახელით და რეცეპტით გამოდის და ინტერნეტ-მაღაზიებშიც იყიდება. საფირმო ნიშანიც იგივეა - გიორგის მაჩაბლის მიერ შექმნილი ემბლემა - ქართულჯვრიანი სამეფო ოქროს გვირგვინები, რომელიც თბილისში 2009 წელს დაფუძნებული "გიორგი მაჩაბლის ფონდის" ემბლემაცაა...

ვასილ (ვასო) დუმბაძე

მორგანთა ბანკის ფინანსისტმა ვასილ (ვასო) დუმბაძემ ლაიფციგის უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტი დაამთავრა. საინჟინრო წარმატების გარდა, ვასო კომერსანტიც გახდა. იყო მორგანთა რუსეთ-ამერიკის ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი. გავლენიანი ბიძის, გენერალ-მაიორ ივანე დუმბაძისა და კავკასიის მეფისნაცვლის ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვის წყალობით ვასო პეტერბურგის უმაღლესი წრეებში მოხვდა. იყო პატრიოტიც: I მსოფლიო ომის დროს ნიკო დადიანის მიერ შექმნილი ქართველ დაჭრილ ჯარისკაცთა საზოგადოების გამგეობის წევრი გახდა. იღწვოდა პეტროგრადში ქართული ეკლესიის დაარსებისა და საქართველოს ავტონომიის მისაღწევად.

სამხედრო მინისტრ სუხომლინთან და მის ცოლთან დაახლოების შემდეგ, სამხედრო შეკვეთებიდან სოლიდურ საკომისიოებს იღებდა. I მსოფლიო ომის დროს 15 მილიონი მანეთის ყუმბარების შეკვეთა მიანდეს. ნიკოლოზ II კი დაავალა გერმანელებთან სეპარატულ ზავზე მოსალაპარაკებლად ნიადაგის მოსინჯვა. ვასომ და გიორგი მაჩაბელმა, რუსეთის დასამარცხებლად და საქართველო დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, სხვა კალიბრის ჭურვები შეუკვეთეს. ჭურვები რუსულ ქვემეხებს არ მოერგო და დაიწყო რუსეთის არმიის უკანდახევა. ვასოს დააპატიმრეს. ჩამოხრჩობა ნიკოლოზ II კატორღით შეუცვალა. თებერვლის რევოლუციის დროს ილო მაჩაბელმა გამოიხსნა, კიევიდან ევროპაში გააღწია, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ კი ემიგრაციაში დარჩა.

1924 წელს დუმბაძე ამერიკაში გადასახლდა. 1925 წელს ნიუ-იორკში გამოცემულმა მისმა წიგნმა "კავკასიის რესპუბლიკები" ყურადღება მიიპყრო და პარიზში მყოფმა საქართველოს მთავრობამ წარმომადგენელად დანიშნა. ამერიკა საქართველოს რუსეთთან ნებაყოფილობით შეერთებულ ქვეყნად თვლიდა, ამიტომ ვასო შეუდგა ოკუპაციის საკითხის გახმაურებას.

1926 და 1929 წლებში მისი თაოსნობით 2 ორგანიზაცია დაარსდა: სენატორ ჰენრი ვილსონისა და დიპლომატ ლეონ ვილსონის თავმჯდომარეობით "ამერიკული საზოგადოება კავკასიისათვის" და "საქართველოს უფლებათა დაცვის კომიტეტი". განთქმულ იურისტთა კომისიამ დაადგინა საქართველოს დამოუკიდებლობის უფლება და ევროპაში გახიზნული მთავრობის კანონიერება. 1926 წელს დეპუტატ კოპლენდისა და სენატორ ვალტონ-მურის შეიტანილი წინადადება საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე, კონგრესმა ორჯერ განიხილა, სხდომათა ოქმები კი 22 დამატებით და 17 ფოტოთი 361-გვერდიან წიგნად გამოსცა.

ვასო იყო 1931 წელს ნიუ-იორკის სათვისტომოს დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი და ოთხგზის თავმჯდომარე. 1938 წელს აისლიპში მისი ინიციატივით შეძენილი სათვისტომოს სახლი თავისივე ფულით გააწყო. მისი დახმარებით ამერიკაში ჩავიდა არაერთი ქართველი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამერიკის ცხოვრებაში. ვასოს ძალიან მდიდარი იყო და ცოლადაც უმდიდრესი ქალი შეირთო - გაზეთ "ჩიკაგო ტრიბუნის" მეწილე. მდგომარეობის და გაზეთის წყალობით ვასო ყველა უწყებაში ახერხებდა შესვლას და ქართველთა დახმარებას, ევროპაში ამერიკის უნივერსიტეტებიდან კვებით, საცხოვრებლითა და სტიპენდიით უზრუნველყოფილი ადგილების ჩატანას.

reclama

ვასო დუმბაძე 1943 წელს ნიუ-იორკში გარდაიცვალა. მემკვიდრე არ დარჩენია. 27 მილიონი და ანდერძის დედანი, რომლითაც ფულს დედას და დებს უტოვებდა, ალბათ იქ ინახება, სადაც მუშაობდა - მორგანთა ბანკში...

დიმიტრი მეტრეველი (მაიკ მიტო)

1823 წელს კანადაში, კვებეკთან ოქროს მოპოვება და დამუშავება დაიწყეს. 1848 წელს კალიფორნიაში, 1858 წელს კოლორადოში და 1859 წელს ნევადაში ოქროს აღმოჩენას "ოქროს ციებ-ცხელება" მოჰყვა. XIX საუკუნის 70-იან წლებში "ციებ-ცხელება" ჩაცხრა, მაგრამ 1890 წელს კლონდაიკსა და ალასკაზე ოქროს აღმოჩენის შემდეგ ამერიკისაკენ ოქროსმაძიებელთა ქარავნები დაიძრნენ, მათ შორის იყვნენ ქართველებიც.

ერთ-ერთი მათგანია დიმიტრი მეტრეველი - მაიკ მიტო. იგი 1913 წელს ამერიკაში თანასოფლელთა ჯგუფს გაჰყვა, სადაც უკვე მრავლად იყვნენ ქართველები, როგორც აღმოსავლეთ სანაპიროზე, ისე დასავლეთში - ნიუ-იორკში, ჩიკაგოში, სან-ფრანცისკოში, სიეტლში, ლოს-ანჯელესში, დენვერში, აგრეთვე მოსაზღვრე კანადის ქალაქებში - ტორონტოში, ოტავაში, ვანკუვერში, ედმონტონში და ა.შ. რაჭველები ძირითადად სიეტლსა და ვანკუვერში იყვნენ დაჯგუფებული. იქიდან ვიქტორიაში, საკრამენტოში, ტაკომსა და სან-ფრანცისკოში მიდიოდნენ, ან კანადაში გადადიოდნენ, რადგან ამერიკასა და კანადას შორის მჭიდრო პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირის გარდა, თავისუფალი საზღვარიც არსებობდა. ბევრი ქართველი სეზონური სამუშაოსათვის მიდიოდა ამერიკაში, ნაწილი კი სამუდამოდ დასახლდა ამერიკასა და კანადაში, რომლებსაც ერთ გეოგრაფიულ ერთეულად თვლიდნენ და "ჩრდილო ამერიკას" უწოდებდნენ.

დიმიტრი მეტრეველი ჯერ სიეტლში ჩავიდა, შემდეგ ვანკუვერში. ბოლოს საცხოვრებლად კვებეკის მახლობლად პატარა ქალაქი ვალდორი აირჩია. მალე მიაკვლია ოქროს და ჯერ ერთი, შემდეგ კი რამდენიმე მაღარო აამუშავა. მუშებთან ერთად, მის გარშემო ნელ-ნელა სხვა ხალხიც დასახლდა. დაბას, რომელიც ამ დასახლების წყალობით შეიქმნა, მისი გვარის მიხედვით ხალხმა ამერიკული მანერით "მეტრევილი" უწოდა. ბედი ალასკაზეც სცადა. იქ მის მაღაროებს "მიტოს ანომალიები" უწოდეს. მალე გამდიდრდა, მაგრამ სიმდიდრეს არ შეუცვლია - უშურველად ეხმარებოდა არამარტო თანამემამულეებს ამერიკაში, არამედ სხვებსაც. მატერიალურ დახმარებას უწევდა ოჯახსა და ნათესავებს საქართველოში, მაგრამ სამშობლოში ჩამოსვლა აუხდენელ ოცნებად დარჩა...

30-იანი წლების კრიზისმა ბევრი მილიონერი გააკოტრა. მთელი სიმდიდრე დაკარგა მიტომაც. დაბა მეტრევილი და "ანომალიები" დაცარიელდა, მილიონერთა სიაში აღარ ირიცხებოდა, მაგრამ მაინც შეძლო წარმოების ისე გამართვა, რომ შეძლებულ კაცად დარჩენილიყო. ამერიკელ პარტნიორ სალერნოსთან ერთად ტორონტოში, სალმოტას ტბის მიდამოებში ალმასის საბადო აღმოაჩინა და ალმასის დამამუშავებელი საწარმო აამუშავა.

reclama

1970 წელს მიტოს გარდაცვალების შემდეგ, მისი საქმე უფროსმა ვაჟმა, 1950-53 წლების კორეის ომის ვეტერანმა ავგუსტმა (აგი) განაგრძო. 80-იან წლებში ავგუსტ მიტო წარმართავდა მამის დაწყებულ საქმეს. გახდა კომპანია Augimitto Explorations Limited დამფუძნებელი და Cache d'or Resourses Inc პრეზიდენტი. საქართველოში დიმიტრი მეტრეველის ნათესავების მოძებნა ვერ შევძელით, იგი რაჭაში, მის სოფელ უწერაშიც აღარავის ახსოვს, ალიასკაზე აღარც "მიტოს ანომალიები" იცის ვინმემ. თუმცა, დიმიტრი მეტრეველის სახელზე ერთი რამ მაინც დარჩა: კვებეკთან ახლოს პატარა ქალაქი მეტრევილი...

ესაუბრა მანანა გაბრიჭიძე

AMBEBI.GE

ირაკლი ღარიბაშვილი საპატრიარქოში - მთავრობა შეხვედრის ამსახველ ფოტომასალას და ინფორმაციას ავრცელებს

"ჩემი შვილი დამოუკიდებელი ადამიანია..." - რა კომენტარს აკეთებს ამირან გამყრელიძე თავისი ვაჟის შესახებ, რომელმაც ეკატერინე ტიკარაძე გააკრიტიკა

"დღეს, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა "კოვაქს" პლატფორმაზე 575 000 დოლარი გადარიცხა, ვაქცინების პირველი პარტია ამ თვეში შემოვა" - გამყრელიძე