პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად დაიკარგა რატი დურგლიშვილი მაკა ზამბახიძესთან ერთად და როგორ გადაურჩა სტამბოლში მომხდარ ტერაქტს
სად დაიკარგა რატი დურგლიშვილი მაკა ზამბახიძესთან ერთად და როგორ გადაურჩა სტამბოლში მომხდარ ტერაქტს

"ბავ­შვო­ბა­ში და­სას­ვე­ნებ­ლად ყო­ველ ზა­ფხულს, ოჯახ­თან ერ­თად დავ­დი­ო­დი. ჩვე­ნი გას­ვლა იწყე­ბო­და კო­ჯრი­დან და ბორ­ჯომ­ში გრძელ­დე­ბო­და. მა­შინ ზღვის კუ­რორ­ტებს იშ­ვი­ა­თად ვსტუმ­რობ­დით", - იხ­სე­ნებს მომ­ღე­რა­ლი რატი დურ­გლიშ­ვი­ლი. რო­გორ დას­ვე­ნე­ბას ანი­ჭებს დღეს უპი­რა­ტე­სო­ბას, რა­ტომ მი­დის და­სას­ვე­ნებ­ლად მარ­ტო, რო­მე­ლი ქვეყ­ნე­ბის სამ­ზა­რე­უ­ლო ხიბ­ლავს და რო­გორ გა­და­ურ­ჩა სტამ­ბოლ­ში, ღა­მის კლუბ­ში მომ­ხდარ ცნო­ბილ ტე­რაქტს? - ამ ყვე­ლა­ფერს თა­ვად გვი­ამ­ბობს.

- იმ პე­რი­ოდ­ში, როცა და­სას­ვე­ნებ­ლად მშობ­ლებ­თან ერ­თად დავ­დი­ო­დი, მა­მას ან­სამ­ბლი ჰყავ­და. სხვა­დას­ხვა ფეს­ტი­ვა­ლი ტარ­დე­ბო­და და ჩვენც ყველ­გან მივ­დი­ო­დით. რა­ჭა­ში, ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ონ­ში გვაქვს სო­ფე­ლი და იქაც ყო­ველ ზა­ფხულს ჩავ­დი­ო­დით. რაჭა, სვა­ნე­თი და მთლი­ა­ნად ეს ქვე­ყა­ნა სა­ოც­რე­ბაა. ვე­ღარ ვით­ვლი, იმ­დენ ქა­ლაქ­ში ვარ ნამ­ყო­ფი, მსოფ­ლიო მოვ­ლი­ლი მაქვს და მსგავ­სი სი­ლა­მა­ზე არ­სად არას­დროს მი­ნა­ხავს.

- ის პე­რი­ო­დი გა­იხ­სე­ნე, და­სას­ვე­ნებ­ლად მშობ­ლე­ბის გა­რე­შე პირ­ვე­ლად რომ წახ­ვე­დი.

- მშობ­ლე­ბის გა­რე­შე პირ­ვე­ლად ბულ­გა­რეთ­ში, ფეს­ტი­ვალ­ზე ვი­ყა­ვი ძმას­თან ერ­თად და მა­შინ და­ახ­ლო­ე­ბით 15 წლის ვიქ­ნე­ბო­დი. ის პე­რი­ო­დი კარ­გად მახ­სენ­დე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ავ­ტო­ბუ­სით ვიმ­გზავ­რეთ, გზას 2 დღე და ღამე მო­ვუნ­დით, ხე­ლე­ბი და ფე­ხე­ბი ყვე­ლას და­სი­ვე­ბუ­ლი გვქონ­და. და­ვი­ღა­ლეთ, მაგ­რამ დი­დად არ მოგ­ვი­წყე­ნია, მო­ცეკ­ვა­ვე მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვი­ყა­ვით და სიმ­ღე­რა თუ ცეკ­ვა-თა­მა­ში არ მოგ­ვკლე­ბია.

ადა­მი­ა­ნი პირ­ველ რიგ­ში, კარ­გად სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას უნდა იც­ნობ­დეს. ჩემი მშობ­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხე­ში ნამ­ყო­ფი ვარ. დად­გა პე­რი­ო­დი, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა და ქა­ლა­ქი ვნა­ხო. ვფიქ­რობ, მოგ­ზა­უ­რო­ბა ადა­მი­ა­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა.

- თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის წლებ­ში "პა­ხო­დებ­ში" და­დი­ო­დი?

- ერთი პე­რი­ო­დი დავ­დი­ო­დი, მაგ­რამ დღეს რომ მი­თხრა, კარ­ვით სად­მე წა­დიო, ვერ წა­ვალ.

- რა­ტომ?

- კა­რავ­ში ცხოვ­რე­ბა თა­ვი­სე­ბუ­რი დის­კომ­ფორ­ტია, იქ არ არის შხა­პი, თავს სა­თა­ნა­დოდ ვერ იწეს­რი­გებ. როცა თა­ვი­სუ­ფა­ლი 2-3 დღე გა­მო­მიჩ­ნდე­ბა, ბორ­ჯომ­ში ჩავ­დი­ვარ. სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ერ კუ­თხე­ში ყოფ­ნი­სას, მაქვს შეგ­რძნე­ბა, რომ სა­კუ­თარ სახ­ლში ვარ.

რე­გი­ო­ნებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბი­ან.

- რით გან­სხვავ­დე­ბი­ან?

- თუნ­დაც, გა­რეგ­ნუ­ლად. ახლა ჩემ წინ რომ და­ა­ყე­ნო მეგ­რე­ლე­ბი, იმერ­ლე­ბი, კა­ხე­ლე­ბი, გა­მო­ვიც­ნობ, რო­მე­ლი რო­მე­ლი კუ­თხი­და­ნაა. ყვე­ლას აერ­თი­ა­ნებს იუ­მო­რის სა­ო­ცა­რი გრძნო­ბა. ყვე­ლა მხა­რე­ში თა­ვი­სე­ბუ­რად და სა­ინ­ტე­რე­სოდ ხუმ­რო­ბენ... მეგ­რუ­ლი ეზო­ე­ბი ხომ ცნო­ბი­ლია, იქ ეზოს ყვე­ლა უვ­ლის. შარ­შან რა­ჭა­ში ვი­ყა­ვი და გა­ოგ­ნე­ბუ­ლი დავ­დი­ო­დი, ერთი ქა­ღალ­დის ნაგ­ლე­ჯიც არ­სად ეგდო. ჩემი თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის წლებ­ში ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო. არ­სე­ბუ­ლი გა­ნუ­კი­თხა­ო­ბის გამო, მშობ­ლებს მარ­ტო გაშ­ვე­ბის ყო­ველ­თვის ეში­ნო­დათ და მათ ან­გა­რიშს ვუ­წევ­დი.GზაPრესს

- ახლა ხში­რად მოგ­ზა­უ­რობ, არა?

- შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვა­ხერ­ხებ. ტურს ვგეგ­მავ, რა დამ­რჩა სა­ნა­ხა­ვი კონ­კრე­ტულ ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლი ქა­ლა­ქე­ბი არ მი­ნა­ხავს და მივ­დი­ვარ. მოკ­ლე ხან­ში, ბევ­რი ქა­ლა­ქის ნახ­ვა რომ მო­ას­წრო, ამის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა გე­მით მოგ­ზა­უ­რო­ბაა. ახალ ქა­ლაქ­ში ჩა­დი­ხარ, ფო­ტო­ებს იღებ, ათ­ვა­ლი­ე­რებ, სუ­ვე­ნი­რებს ყი­დუ­ლობ და სა­ღა­მოს 6 სა­ათ­ზე ისევ გემ­ზე ბრუნ­დე­ბი. რეს­ტო­რან­ში მი­ირ­თმევ, მერე გა­და­დი­ხარ კლუბ­ში ან სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში და ერ­თო­ბი, თან მოგ­ზა­უ­რობ.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

სად დაიკარგა რატი დურგლიშვილი მაკა ზამბახიძესთან ერთად და როგორ გადაურჩა სტამბოლში მომხდარ ტერაქტს

სად დაიკარგა რატი დურგლიშვილი მაკა ზამბახიძესთან ერთად და როგორ გადაურჩა სტამბოლში მომხდარ ტერაქტს

"ბავშვობაში დასასვენებლად ყოველ ზაფხულს, ოჯახთან ერთად დავდიოდი. ჩვენი გასვლა იწყებოდა კოჯრიდან და ბორჯომში გრძელდებოდა. მაშინ ზღვის კურორტებს იშვიათად ვსტუმრობდით", - იხსენებს მომღერალი რატი დურგლიშვილი. როგორ დასვენებას ანიჭებს დღეს უპირატესობას, რატომ მიდის დასასვენებლად მარტო, რომელი ქვეყნების სამზარეულო ხიბლავს და როგორ გადაურჩა სტამბოლში, ღამის კლუბში მომხდარ ცნობილ ტერაქტს? - ამ ყველაფერს თავად გვიამბობს.

- იმ პერიოდში, როცა დასასვენებლად მშობლებთან ერთად დავდიოდი, მამას ანსამბლი ჰყავდა. სხვადასხვა ფესტივალი ტარდებოდა და ჩვენც ყველგან მივდიოდით. რაჭაში, ამბროლაურის რაიონში გვაქვს სოფელი და იქაც ყოველ ზაფხულს ჩავდიოდით. რაჭა, სვანეთი და მთლიანად ეს ქვეყანა საოცრებაა. ვეღარ ვითვლი, იმდენ ქალაქში ვარ ნამყოფი, მსოფლიო მოვლილი მაქვს და მსგავსი სილამაზე არსად არასდროს მინახავს.

- ის პერიოდი გაიხსენე, დასასვენებლად მშობლების გარეშე პირველად რომ წახვედი.

- მშობლების გარეშე პირველად ბულგარეთში, ფესტივალზე ვიყავი ძმასთან ერთად და მაშინ დაახლოებით 15 წლის ვიქნებოდი. ის პერიოდი კარგად მახსენდება, მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსით ვიმგზავრეთ, გზას 2 დღე და ღამე მოვუნდით, ხელები და ფეხები ყველას დასივებული გვქონდა. დავიღალეთ, მაგრამ დიდად არ მოგვიწყენია, მოცეკვავე მეგობრებთან ერთად ვიყავით და სიმღერა თუ ცეკვა-თამაში არ მოგვკლებია.

ადამიანი პირველ რიგში, კარგად საკუთარ ქვეყანას უნდა იცნობდეს. ჩემი მშობლების დამსახურებით, საქართველოს ყველა კუთხეში ნამყოფი ვარ. დადგა პერიოდი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა და ქალაქი ვნახო. ვფიქრობ, მოგზაურობა ადამიანის განვითარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

- თინეიჯერობის წლებში "პახოდებში" დადიოდი?

- ერთი პერიოდი დავდიოდი, მაგრამ დღეს რომ მითხრა, კარვით სადმე წადიო, ვერ წავალ.

- რატომ?

- კარავში ცხოვრება თავისებური დისკომფორტია, იქ არ არის შხაპი, თავს სათანადოდ ვერ იწესრიგებ. როცა თავისუფალი 2-3 დღე გამომიჩნდება, ბორჯომში ჩავდივარ. საქართველოს ნებისმიერ კუთხეში ყოფნისას, მაქვს შეგრძნება, რომ საკუთარ სახლში ვარ.

რეგიონებში ადამიანები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან.

- რით განსხვავდებიან?

- თუნდაც, გარეგნულად. ახლა ჩემ წინ რომ დააყენო მეგრელები, იმერლები, კახელები, გამოვიცნობ, რომელი რომელი კუთხიდანაა. ყველას აერთიანებს იუმორის საოცარი გრძნობა. ყველა მხარეში თავისებურად და საინტერესოდ ხუმრობენ... მეგრული ეზოები ხომ ცნობილია, იქ ეზოს ყველა უვლის. შარშან რაჭაში ვიყავი და გაოგნებული დავდიოდი, ერთი ქაღალდის ნაგლეჯიც არსად ეგდო. ჩემი თინეიჯერობის წლებში ძალიან რთული პერიოდი იყო. არსებული განუკითხაობის გამო, მშობლებს მარტო გაშვების ყოველთვის ეშინოდათ და მათ ანგარიშს ვუწევდი.GზაPრესს

- ახლა ხშირად მოგზაურობ, არა?

- შეძლებისდაგვარად ვახერხებ. ტურს ვგეგმავ, რა დამრჩა სანახავი კონკრეტულ ქვეყანაში, რომელი ქალაქები არ მინახავს და მივდივარ. მოკლე ხანში, ბევრი ქალაქის ნახვა რომ მოასწრო, ამის საუკეთესო საშუალება გემით მოგზაურობაა. ახალ ქალაქში ჩადიხარ, ფოტოებს იღებ, ათვალიერებ, სუვენირებს ყიდულობ და საღამოს 6 საათზე ისევ გემზე ბრუნდები. რესტორანში მიირთმევ, მერე გადადიხარ კლუბში ან საკონცერტო დარბაზში და ერთობი, თან მოგზაურობ.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება