პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა იცოდეთ, თუ სადაზღვევო კომპანია ავარიის ზარალის ანაზღაურებას გთხოვთ: "ხშირად დამნაშავე მძღოლი, დაზარალებული გამოდის"
რა უნდა იცოდეთ, თუ სადაზღვევო კომპანია ავარიის ზარალის ანაზღაურებას გთხოვთ: "ხშირად დამნაშავე მძღოლი, დაზარალებული გამოდის"

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტის ნა­თია გ-ს მო­ნა­თხრობ­ში, ბევ­რმა შე­საძ­ლოა სა­კუ­თა­რი ის­ტო­რია ამო­იც­ნოს, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში მათ­თვის, ვი­საც ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოს­ვლია და სა­და­ზღვე­ვოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მო­უხ­და, ეს სი­ტუ­ა­ცია კარ­გად ნაც­ნო­ბია...

"ცენ­ტრა­ლურ გზა­ზე ავა­რი­უ­ლე­ბის გა­რე­შე გა­ჩე­რე­ბულ ავ­ტო­მო­ბილს დიდი ჯიპი შე­ე­ჯა­ხა, მას კი "ჰონ­და ფი­ტით" მე შე­ვე­ჯა­ხე. ად­გილ­ზე მო­სულ­მა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ სა­ჯა­რი­მო ქვი­თა­რი მხო­ლოდ მე გა­მო­მი­წე­რა. პირ­ვე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­კე­თე­ბა­ზე მარ­თლაც ავი­ღე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ზა­რა­ლი სრუ­ლად ავუ­ნა­ზღა­უ­რე. ჯი­პის მძღოლ­მა კი მი­თხრა, რომ მან­ქა­ნა და­ზღვე­უ­ლი ჰყავ­და და ჩემ­გან არა­ფერს მო­ი­თხოვ­და. მე­ო­რე დღეს მას­თან ერ­თად ჩემი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მი­ვი­და სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ა­ში, სა­დაც და­უ­დას­ტუ­რეს, რომ ზა­რალს მარ­თლაც ისი­ნი აა­ნა­ზღა­უ­რებ­დნენ. ჯიპს დი­დად არა­ფე­რი ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. ჩემს მან­ქა­ნა­საც მხო­ლოდ მარ­ცხე­ნა ფარი გა­უ­ფუჭ­და და ლო­გი­კუ­რად, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მო­ცუ­ლო­ბი­სა და გამ­ძლე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჯიპს ბევ­რად ნაკ­ლე­ბი და­ზი­ა­ნე­ბა ექ­ნე­ბო­და.

ნო­ემ­ბერ­ში მომ­ხდა­რი ავა­რია, თით­ქმის და­ვი­წყე­ბუ­ლი მქონ­და, როცა ივ­ნის­ში და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, პრობ­ლე­მუ­რი სეს­ხი გაქვს გა­და­სახ­დე­ლიო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვარ­კვიე, რომ ეს იყო სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ის­თვის ასა­ნა­ზღა­უ­რე­ბე­ლი თან­ხა, რო­მე­ლიც მან ჯი­პის გა­კე­თე­ბის­თვის და­ხარ­ჯა. იქამ­დე, სა­ნამ სეს­ხი პრობ­ლე­მუ­რი გახ­დე­ბო­და, ერთი შე­ტყო­ბი­ნე­ბაც არ მომ­სვლია, რომ რამე მქონ­და გა­და­სახ­დე­ლი. მო­თხოვ­ნი­ლი თან­ხა 300 დო­ლარ­ზე მეტი იყო. თუმ­ცა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, იმ ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­კე­თე­ბას 100 დო­ლარ­ზე მეტი არ დას­ჭირ­დე­ბო­და. ბევ­რმა მირ­ჩია სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­მე­მარ­თა, მაგ­რამ ამის­თვის არც ნერ­ვე­ბი მქონ­და და არც ფი­ნან­სე­ბი. მით უმე­ტეს, თა­ვის დრო­ზე ექ­სპერ­ტი­ზაც არ იყო ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. ამი­ტომ გა­და­ვი­ხა­დე თან­ხა, რო­მელ­საც სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია მე­და­ვე­ბო­და" - გვიყ­ვე­ბა ნა­თია გ.

ჩვენ­მა რეს­პონ­დენ­ტმა გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო სა­სა­მარ­თლო­ში სი­ა­რულს თან­ხის გა­დახ­და ამ­ჯო­ბი­ნა. თუმ­ცა ბევ­რია, ვინც მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ას არ ეგუ­ე­ბა და სა­სა­მარ­თლო­ში და­ვას იწყებს. იუ­რის­ტე­ბის თქმით, სა­სა­მარ­თლოს­თვის მსგავ­სი საქ­მე­ე­ბი უცხო არ არის და უკა­ნას­კნე­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ მო­სა­მარ­თლე­ე­ბი მო­სარ­ჩე­ლე მხა­რე­ებს ამარ­თლე­ბენ სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ. სა­ად­ვო­კა­ტო ბი­უ­როს OK & CG-ის ად­ვო­კა­ტის ქე­თე­ვან ქავ­თა­რა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ამ სა­კი­თხზე კონ­სულ­ტა­ცი­ის­თვის ბი­უ­როს ხში­რად მი­მარ­თა­ვენ, საქ­მე­ე­ბის ნა­წი­ლი კი სა­სა­მარ­თლომ­დეც მი­დის.

"სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ თან­ხის ამო­ღე­ბის სა­კი­თხი მას­შტა­ბუ­რი პრობ­ლე­მაა, ისი­ნი მე­ო­რე მხა­რის ინ­ტე­რე­სე­ბის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლად არ­ჩე­ვენ ნა­წი­ლებს, მათ ფასს და მდგო­მა­რე­ო­ბას. შემ­დეგ კი კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი რეგ­რე­სის წე­სით ავა­რი­ა­ში დამ­ნა­შა­ვე პი­რის­გან ითხო­ვენ ზა­რა­ლის ამო­ღე­ბას. არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ეს თან­ხა რე­ა­ლუ­რი ზა­რა­ლის სა­ბაზ­რო ფა­სებ­ზე ბევ­რად მა­ღა­ლია. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ავა­რი­ა­ში დამ­ნა­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი გა­მო­დი­ან. მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ სა­სა­მარ­თლო პრაქ­ტი­კა უკვე იქით არის მი­მარ­თუ­ლი, რომ ასა­ნა­ზღა­უ­რე­ბე­ლი თან­ხა რე­ა­ლუ­რი ზა­რა­ლის ადეკ­ვა­ტუ­რი უნდა იყოს.

სა­და­ზღვე­კო კომ­პა­ნი­ე­ბის­თვი­საც ცნო­ბი­ლია ეს ტენ­დენ­ცია და ბოლო პე­რი­ოდ­ში მსგავს საქ­ცი­ელს ერი­დე­ბი­ან. იცი­ან, რომ და­ვის წარ­მო­შო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ეს საქ­მე მათ­თვის წამ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა. თუმ­ცა, მე მახ­სოვს შემ­თხვე­ვა, როცა ავა­რი­ის დროს შე­ჯა­ხე­ბა მოხ­და მან­ქა­ნა­ზე, რო­მელ­საც გარ­კვე­უ­ლი გარ­ბე­ნი უკვე ქონ­და. სა­და­ზღვე­ვომ კი მფლო­ბელს მის სა­ნაც­ვლოდ ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი უყი­და. სა­ბო­ლო­ოდ, ამ თან­ხის ამო­ღე­ბა ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­ში დამ­ნა­შა­ვე პი­რის­გან სცა­და," - გან­მარ­ტავს ქე­თე­ვან ქავ­თა­რა­ძე.

მსგავ­სი საქ­მე­ე­ბი უცხო არაა ავტო-ტექ­ნი­კუ­რი ექ­სპერ­ტე­ბის­თვი­საც. რო­გორც "ტრან­სპორ­ტი და პრობ­ლე­მე­ბის კვლე­ვის ექ­სპერ­ტი­ზის ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნე­ლი რე­ვაზ ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, მათ ხში­რად მი­მარ­თა­ვენ ავ­ტო­მო­ბი­ლის რე­ა­ლუ­რი ზა­რა­ლის გა­მო­სათ­ვლე­ლად და სა­და­ვო თან­ხა უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სხვავ­დე­ბა. საქ­მის დე­ტა­ლე­ბის გარ­კვე­ვა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სით ხდე­ბა ხოლ­მე.

"და­ვის წარ­მო­შო­ბის შემ­დეგ ისეც ხდე­ბა, რომ სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია ით­ვა­ლის­წი­ნებს ექპერ­ტი­ზის დას­კვნებს და საქ­მე მო­რი­გე­ბით სრულ­დე­ბა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენს არ­გუ­მენ­ტებ­სა და დას­კვნებს უკვე სა­სა­მარ­თლო­ში წარ­ვად­გენთ. არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა მსგავს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ში სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბი იმარ­ჯვე­ბენ, თუმ­ცა უფრო ხში­რად კერ­ძო პირი მარ­თლდე­ბა ხოლ­მე. უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ის შე­ფა­სე­ბა სა­ექ­სპერ­ტო შე­ფა­სე­ბა­ზე უფრო მა­ღა­ლია. მი­ზე­ზი კი ნა­თე­ლი და ცალ­სა­ხაა - ისი­ნი ზა­რალს სერ­ვის­ცენ­ტრის ფა­სე­ბით ან­გა­რი­შო­ბენ. სერ­ვის­ცენ­ტრის ფა­სე­ბი კი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის პი­რო­ბებ­ში არ­სე­ბულ ფა­სებ­ზე მა­ღა­ლია და სწო­რედ ეს იწ­ვევს ფას­თას­ხვა­ო­ბას," - გან­მარ­ტავს ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვი­ლი.

სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს ამ­ბო­ბენ სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბი და არ ადას­ტუ­რე­ბენ, რომ მათ მიერ და­ან­გა­რი­შე­ბუ­ლი ზა­რა­ლი რე­ა­ლურ სა­ბაზ­რო პი­რო­ბებ­ზე უფრო მა­ღა­ლია. რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, ისი­ნი მარ­თლაც სერ­ვის­ცენ­ტრე­ბის ფა­სე­ბით ან­გა­რი­შო­ბენ. თუმ­ცა რო­გორც GPI Holding-ის ზა­რა­ლე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი და­ვით დო­ლი­ძე ამ­ბობს, ზა­რა­ლის შე­ფა­სე­ბი­სას მათი ფა­სე­ბი სუ­ლაც არაა სა­ბაზ­რო­ზე მა­ღა­ლი. პი­რი­ქით, სწო­რედ ესაა რე­ა­ლუ­რი ფა­სე­ბი.

"ზო­გა­დად, სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია თვი­თონ არ აწარ­მო­ებს ზა­რა­ლის შე­ფა­სე­ბას. ჩვენ რამ­დე­ნი­მე კონ­ტრაქ­ტო­რი კომ­პა­ნია გვყავს, რო­მელ­თა­ნაც მრა­ვალ­წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა გვა­კავ­ში­რებს. მა­ლუ­ლად ნამ­დვი­ლად არა­ფერს ვა­კე­თებთ და ყვე­ლა­ფერ­ზე ინ­ვო­ი­სის გა­მო­წე­რა ხდე­ბა. ასე­ვე, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გვაქვს შე­ზღუ­დუ­ლი იმ კომ­პა­ნი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც და­ზღვე­ულ ავ­ტო­მო­ბილს ნა­წი­ლე­ბი­თა და სერ­ვი­სით უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ. ისი­ნი უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში დიდი სერ­ვის­ცენ­ტრე­ბია. ასე­ვე, არის სა­ექ­სპერ­ტო კომ­პა­ნი­ე­ბიც, რომ­ლე­ბიც თა­ვად ახორ­ცი­ე­ლე­ბენ შე­კე­თე­ბა­საც. ძი­რი­თა­დი პრე­ტენ­ზი­ე­ბი უმე­ტეს­წი­ლად იმას ეხე­ბა, რომ სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ის მიერ შე­ფა­სე­ბუ­ლი ზა­რა­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ხე­ლო­სან­თან შე­თან­ხმე­ბულ ფას­ზე მე­ტია ხოლ­მე. ეს რე­ა­ლუ­რი­ცაა, რად­გან ჩვენს მიერ სრუ­ლი ზა­რა­ლის შე­ფა­სე­ბა ხდე­ბა.

კლი­ენ­ტი ჩვენ­გან ზა­რა­ლის სრუ­ლად ანა­ზღა­უ­რე­ბას ითხოვს, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბის დროს კი ხში­რად გარ­კვე­ულ დე­ტა­ლებ­ზე თვალს ხუ­ჭავს. ისიც აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მო­მუ­შა­ვე ხე­ლოს­ნებს თან­ხას ძირ­თა­დად ხელ­ზე უხ­დი­ან და მას­ში გა­და­სა­ხა­დე­ბი არ შე­დის. ამი­ტო­მაც მათი მომ­სა­ხუ­რე­ბა რე­ა­ლურ სა­ბაზ­რო ფა­სებ­ზე უფრო და­ბა­ლია. ეს სი­ტუ­ა­ცია გან­სხვავ­დე­ბა იმის­გან, რო­დე­საც სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია აფა­სებს ზა­რალს ოფი­ცი­ა­ლუ­რად და ყვე­ლა­ფე­რი სა­ბუ­თე­ბით აქვს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. მან­ქა­ნის შე­კე­თე­ბა, თან­ხის ან­ზღა­უ­რე­ბა და ამო­ღე­ბა მრა­ვალ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბის ჯაჭ­ვია და რა­მის ხე­ლოვ­ნუ­რად შეც­ვლა გა­მო­რი­ცხუ­ლია. ერთი კომ­პა­ნია რომ მო­ნა­წი­ლე­ობ­დეს შე­ფა­სე­ბა­ში, შე­ჯა­ხე­ბა­ში დამ­ნა­შა­ვე მძღო­ლებს შე­იძ­ლე­ბა პრე­ტენ­ზია ჰქონ­დეთ ან მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლო­ბა­ში დაგ­ვა­და­ნა­შა­უ­ლონ.

ამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, მარ­თლაც არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა სა­სა­მარ­თლო­ში ასა­ჩივ­რე­ბენ ასა­ნა­ზღა­უ­რე­ბე­ლი თან­ხის რა­ო­დე­ნო­ბას. თუმ­ცა, მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩვე­ნი და მომ­ჩი­ვა­ნი მხა­რის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ფა­სე­ბი დი­დად მა­ინც არ გან­სხვავ­დე­ბა ხოლ­მე," - ამ­ბობს დო­ლი­ძე.

რო­გორც სა­კი­თხის დე­ტა­ლე­ბის გარ­კვე­ვი­სას აღ­მოჩ­ნდა, საქ­მე მარ­თლაც რთუ­ლია და ყვე­ლა მხა­რეს თა­ვი­სი სი­მარ­თლე აქვს. საქ­მის მარ­ტი­ვად მო­საგ­ვა­რებ­ლად კი ავ­ტომფლო­ბე­ლე­ბი ხში­რად პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­ზღვე­ვით სარ­გებ­ლო­ბენ. ამ დროს და­ზა­რა­ლე­ბულ მხა­რეს, დამ­ნა­შა­ვე მძღო­ლის ნაც­ლად სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია უხ­დის თან­ხას. რე­ა­ლუ­რად კი, რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მოხ­ვედ­რის­გან თა­ვის დაც­ვის სა­უ­კე­თე­სო გზა, საგ­ზაო წე­სე­ბის დაც­ვა და სა­ა­ვა­რიო სი­ტუ­ა­ცი­ის მაქ­სი­მა­ლუ­რად თა­ვი­დან არი­დე­ბაა.

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რა უნდა იცოდეთ, თუ სადაზღვევო კომპანია ავარიის ზარალის ანაზღაურებას გთხოვთ: "ხშირად დამნაშავე მძღოლი, დაზარალებული გამოდის"

რა უნდა იცოდეთ, თუ სადაზღვევო კომპანია ავარიის ზარალის ანაზღაურებას გთხოვთ: "ხშირად დამნაშავე მძღოლი, დაზარალებული გამოდის"

ჩვენი რესპონდენტის ნათია გ-ს მონათხრობში, ბევრმა შესაძლოა საკუთარი ისტორია ამოიცნოს, ყოველ შემთხვევაში მათთვის, ვისაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოსვლია და სადაზღვევოსთან ურთიერთობა მოუხდა, ეს სიტუაცია კარგად ნაცნობია...

"ცენტრალურ გზაზე ავარიულების გარეშე გაჩერებულ ავტომობილს დიდი ჯიპი შეეჯახა, მას კი "ჰონდა ფიტით" მე შევეჯახე. ადგილზე მოსულმა საპატრულო პოლიციამ საჯარიმო ქვითარი მხოლოდ მე გამომიწერა. პირველი ავტომობილის გაკეთებაზე მართლაც ავიღე პასუხისმგებლობა და ზარალი სრულად ავუნაზღაურე. ჯიპის მძღოლმა კი მითხრა, რომ მანქანა დაზღვეული ჰყავდა და ჩემგან არაფერს მოითხოვდა. მეორე დღეს მასთან ერთად ჩემი წარმომადგენელი მივიდა სადაზღვევო კომპანიაში, სადაც დაუდასტურეს, რომ ზარალს მართლაც ისინი აანაზღაურებდნენ. ჯიპს დიდად არაფერი ჰქონდა დაზიანებული. ჩემს მანქანასაც მხოლოდ მარცხენა ფარი გაუფუჭდა და ლოგიკურად, ავტომობილების მოცულობისა და გამძლეობიდან გამომდინარე ჯიპს ბევრად ნაკლები დაზიანება ექნებოდა.

ნოემბერში მომხდარი ავარია, თითქმის დავიწყებული მქონდა, როცა ივნისში დამირეკეს და მითხრეს, პრობლემური სესხი გაქვს გადასახდელიო. მოგვიანებით გავარკვიე, რომ ეს იყო სადაზღვევო კომპანიისთვის ასანაზღაურებელი თანხა, რომელიც მან ჯიპის გაკეთებისთვის დახარჯა. იქამდე, სანამ სესხი პრობლემური გახდებოდა, ერთი შეტყობინებაც არ მომსვლია, რომ რამე მქონდა გადასახდელი. მოთხოვნილი თანხა 300 დოლარზე მეტი იყო. თუმცა, დარწმუნებული ვარ, იმ ავტომობილის შეკეთებას 100 დოლარზე მეტი არ დასჭირდებოდა. ბევრმა მირჩია სასამართლოსთვის მიმემართა, მაგრამ ამისთვის არც ნერვები მქონდა და არც ფინანსები. მით უმეტეს, თავის დროზე ექსპერტიზაც არ იყო ჩატარებული. ამიტომ გადავიხადე თანხა, რომელსაც სადაზღვევო კომპანია მედავებოდა" - გვიყვება ნათია გ.

ჩვენმა რესპონდენტმა გარკვეული მიზეზების გამო სასამართლოში სიარულს თანხის გადახდა ამჯობინა. თუმცა ბევრია, ვინც მსგავს სიტუაციას არ ეგუება და სასამართლოში დავას იწყებს. იურისტების თქმით, სასამართლოსთვის მსგავსი საქმეები უცხო არ არის და უკანასკნელი ტენდენციები აჩვენებს, რომ მოსამართლეები მოსარჩელე მხარეებს ამართლებენ სადაზღვევო კომპანიის წინააღმდეგ. საადვოკატო ბიუროს OK & CG-ის ადვოკატის ქეთევან ქავთარაძის განმარტებით, ამ საკითხზე კონსულტაციისთვის ბიუროს ხშირად მიმართავენ, საქმეების ნაწილი კი სასამართლომდეც მიდის.

"სადაზღვევო კომპანიების მიერ თანხის ამოღების საკითხი მასშტაბური პრობლემაა, ისინი მეორე მხარის ინტერესების გაუთვალისწინებლად არჩევენ ნაწილებს, მათ ფასს და მდგომარეობას. შემდეგ კი კანონით გათვალისწინებული რეგრესის წესით ავარიაში დამნაშავე პირისგან ითხოვენ ზარალის ამოღებას. არის შემთხვევები, როცა ეს თანხა რეალური ზარალის საბაზრო ფასებზე ბევრად მაღალია. ასეთ შემთხვევაში ავარიაში დამნაშავე ადამიანები დაზარალებულები გამოდიან. მინდა აღვნიშნო, რომ სასამართლო პრაქტიკა უკვე იქით არის მიმართული, რომ ასანაზღაურებელი თანხა რეალური ზარალის ადეკვატური უნდა იყოს.

სადაზღვეკო კომპანიებისთვისაც ცნობილია ეს ტენდენცია და ბოლო პერიოდში მსგავს საქციელს ერიდებიან. იციან, რომ დავის წარმოშობის შემთხვევაში, ეს საქმე მათთვის წამგებიანი იქნება. თუმცა, მე მახსოვს შემთხვევა, როცა ავარიის დროს შეჯახება მოხდა მანქანაზე, რომელსაც გარკვეული გარბენი უკვე ქონდა. სადაზღვევომ კი მფლობელს მის სანაცვლოდ ახალი ავტომობილი უყიდა. საბოლოოდ, ამ თანხის ამოღება ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე პირისგან სცადა," - განმარტავს ქეთევან ქავთარაძე.

მსგავსი საქმეები უცხო არაა ავტო-ტექნიკური ექსპერტებისთვისაც. როგორც "ტრანსპორტი და პრობლემების კვლევის ექსპერტიზის ცენტრის" ხელმძღვანელი რევაზ ველიჯანაშვილი განმარტავს, მათ ხშირად მიმართავენ ავტომობილის რეალური ზარალის გამოსათვლელად და სადავო თანხა უმრავლეს შემთხვევაში მნიშვნელოვნად განსხვავდება. საქმის დეტალების გარკვევა სასამართლო პროცესით ხდება ხოლმე.

"დავის წარმოშობის შემდეგ ისეც ხდება, რომ სადაზღვევო კომპანია ითვალისწინებს ექპერტიზის დასკვნებს და საქმე მორიგებით სრულდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს არგუმენტებსა და დასკვნებს უკვე სასამართლოში წარვადგენთ. არის შემთხვევები, როცა მსგავს სასამართლო პროცესებში სადაზღვევო კომპანიები იმარჯვებენ, თუმცა უფრო ხშირად კერძო პირი მართლდება ხოლმე. უმრავლეს შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიის შეფასება საექსპერტო შეფასებაზე უფრო მაღალია. მიზეზი კი ნათელი და ცალსახაა - ისინი ზარალს სერვისცენტრის ფასებით ანგარიშობენ. სერვისცენტრის ფასები კი ჩვეულებრივი საბაზრო ეკონომიკის პირობებში არსებულ ფასებზე მაღალია და სწორედ ეს იწვევს ფასთასხვაობას," - განმარტავს ველიჯანაშვილი.

საწინააღმდეგოს ამბობენ სადაზღვევო კომპანიები და არ ადასტურებენ, რომ მათ მიერ დაანგარიშებული ზარალი რეალურ საბაზრო პირობებზე უფრო მაღალია. როგორც გავარკვიეთ, ისინი მართლაც სერვისცენტრების ფასებით ანგარიშობენ. თუმცა როგორც GPI Holding-ის ზარალების მომსახურების განყოფილების უფროსი დავით დოლიძე ამბობს, ზარალის შეფასებისას მათი ფასები სულაც არაა საბაზროზე მაღალი. პირიქით, სწორედ ესაა რეალური ფასები.

"ზოგადად, სადაზღვევო კომპანია თვითონ არ აწარმოებს ზარალის შეფასებას. ჩვენ რამდენიმე კონტრაქტორი კომპანია გვყავს, რომელთანაც მრავალწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს. მალულად ნამდვილად არაფერს ვაკეთებთ და ყველაფერზე ინვოისის გამოწერა ხდება. ასევე, ხელშეკრულებით გვაქვს შეზღუდული იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც დაზღვეულ ავტომობილს ნაწილებითა და სერვისით უზრუნველყოფენ. ისინი უმეტეს შემთხვევაში დიდი სერვისცენტრებია. ასევე, არის საექსპერტო კომპანიებიც, რომლებიც თავად ახორციელებენ შეკეთებასაც. ძირითადი პრეტენზიები უმეტესწილად იმას ეხება, რომ სადაზღვევო კომპანიის მიერ შეფასებული ზარალი ინდივიდუალურად ხელოსანთან შეთანხმებულ ფასზე მეტია ხოლმე. ეს რეალურიცაა, რადგან ჩვენს მიერ სრული ზარალის შეფასება ხდება.

კლიენტი ჩვენგან ზარალის სრულად ანაზღაურებას ითხოვს, ინდივიდუალური მოლაპარაკების დროს კი ხშირად გარკვეულ დეტალებზე თვალს ხუჭავს. ისიც აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალურად მომუშავე ხელოსნებს თანხას ძირთადად ხელზე უხდიან და მასში გადასახადები არ შედის. ამიტომაც მათი მომსახურება რეალურ საბაზრო ფასებზე უფრო დაბალია. ეს სიტუაცია განსხვავდება იმისგან, როდესაც სადაზღვევო კომპანია აფასებს ზარალს ოფიციალურად და ყველაფერი საბუთებით აქვს დადასტურებული. მანქანის შეკეთება, თანხის ანზღაურება და ამოღება მრავალმხრივი ურთიერთობის ჯაჭვია და რამის ხელოვნურად შეცვლა გამორიცხულია. ერთი კომპანია რომ მონაწილეობდეს შეფასებაში, შეჯახებაში დამნაშავე მძღოლებს შეიძლება პრეტენზია ჰქონდეთ ან მიკერძოებულობაში დაგვადანაშაულონ.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მართლაც არის შემთხვევები, როცა სასამართლოში ასაჩივრებენ ასანაზღაურებელი თანხის რაოდენობას. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი და მომჩივანი მხარის მიერ მოწოდებული ალტერნატიული ფასები დიდად მაინც არ განსხვავდება ხოლმე," - ამბობს დოლიძე.

როგორც საკითხის დეტალების გარკვევისას აღმოჩნდა, საქმე მართლაც რთულია და ყველა მხარეს თავისი სიმართლე აქვს. საქმის მარტივად მოსაგვარებლად კი ავტომფლობელები ხშირად პასუხისმგებლობის დაზღვევით სარგებლობენ. ამ დროს დაზარალებულ მხარეს, დამნაშავე მძღოლის ნაცლად სადაზღვევო კომპანია უხდის თანხას. რეალურად კი, რთულ სიტუაციაში მოხვედრისგან თავის დაცვის საუკეთესო გზა, საგზაო წესების დაცვა და საავარიო სიტუაციის მაქსიმალურად თავიდან არიდებაა.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი