ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული, პრეზიდენტის შვილის მეგობარი თორნიკე კაჭარავა, შესაძლოა, პატიმრობიდან გათავისუფლდეს. ადვოკატები კაჭარავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობას დღევანდელ პროცესზე დააყენებენ. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა ჩანიშნული.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას დაიწყებს და ამასთან მხარეები ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზეც იმსჯელებენ.
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შვილის, ანა მარგველაშვილის მეგობარი თორნიკე კაჭარავა პოლიციამ ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. ბრალდებულის მტკიცებით, ნარკოტიკი პოლიციამ ჩაუდო და დაკავებისას ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა.