საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფგან მუხთარლის მეუღლემ პოლიციას ახალი მტკიცებულებები გადასცა
აფგან მუხთარლის მეუღლემ პოლიციას ახალი მტკიცებულებები გადასცა

აფგან მუხ­თარ­ლის მე­უღ­ლე ლე­ი­ლა მუს­ტა­ფა­ე­ვა ძვე­ლი თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს შე­ნო­ბა­ში გა­მო­კი­თხვა­ზე სამი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

რო­გორც გა­მო­კი­თხვის შემ­დეგ მუს­ტა­ფა­ე­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, სა­უ­ბა­რი მათ მიერ მო­პო­ვე­ბულ ახალ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს ეხე­ბო­და. სა­უ­ბა­რია აფგან მუხ­თარ­ლის პი­რად ალ­ბომ­ში აღ­მო­ჩე­ნილ ფო­ტო­ებ­ზე, სა­დაც, მუს­ტა­ფა­ე­ვას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან აღ­ბეჭ­დილ­ნი, რომ­ლე­ბიც მის მე­უღ­ლეს გა­ტა­ცე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ. მუს­ტა­ფა­ე­ვას თქმით, ფო­ტო­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი პი­რე­ბი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი არი­ან.

აფგან მუხ­თარ­ლის მე­უღ­ლის გან­ცხა­დე­ბით, ფო­ტო­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი პი­რე­ბის ვი­ნა­ო­ბის დად­გე­ნა გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში აქამ­დეც იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. "მე მი­ვე­ცი პო­ლი­ცი­ას სამი ფოტო იმ პი­რე­ბის, რომ­ლე­ბიც აფგანს უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ მის გა­დაყ­ვა­ნამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე. და­მა­ტე­ბით ერთი ადა­მი­ა­ნი იკ­ვე­თე­ბა ერთ-ერთ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა­ში გაშ­ვე­ბულ სი­უ­ჟეტ­ში, რო­მე­ლიც ჯერ და­შ­გენს, შემ­დეგ კი აფგანს უთ­ვალ­თვა­ლებ­და. პო­ლი­ცი­ას ჰქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მო­ე­ძი­ე­ბი­ნა ამ პი­რე­ბის ვი­ნა­ო­ბა, თუმ­ცა ეს არ გა­ა­კე­თა. ფო­ტო­ზე აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ჩა­ნან", - აღ­ნიშ­ნა ლე­ი­ლა მუს­ტა­ფა­ე­ვამ.

ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის, არ­ჩილ ყო­ფი­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, კი­თხვე­ბი არ­სე­ბობს გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მი­სი­ვე თქმით, უკვე არ­სე­ბობს იმის სა­ჭი­რო­ე­ბა, რომ პარ­ლა­მენ­ტმა საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო შექ­მნას და პა­სუ­ხი გა­ე­ცეს ყვე­ლა იმ კი­თხვას, რო­მე­ლიც აქვს ოჯახს და რომ­ლებ­ზეც კი­თხვებს სვა­მენ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი. ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, თუ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა ამ ტემპში გაგ­რძელ­და, თე­ო­რი­უ­ლა­დაც კი არ ჩნდე­ბა შან­სი, რომ აფგან მუხ­თარ­ლის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა მოხ­დეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

აფგან მუხთარლის მეუღლემ პოლიციას ახალი მტკიცებულებები გადასცა

აფგან მუხთარლის მეუღლემ პოლიციას ახალი მტკიცებულებები გადასცა

აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა ძველი თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში გამოკითხვაზე სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

როგორც გამოკითხვის შემდეგ მუსტაფაევამ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი მათ მიერ მოპოვებულ ახალ მტკიცებულებებს ეხებოდა. საუბარია აფგან მუხთარლის პირად ალბომში აღმოჩენილ ფოტოებზე, სადაც, მუსტაფაევას ინფორმაციით, ის ადამიანები არიან აღბეჭდილნი, რომლებიც მის მეუღლეს გატაცებამდე რამდენიმე დღით ადრე უთვალთვალებდნენ. მუსტაფაევას თქმით, ფოტოზე აღბეჭდილი პირები აზერბაიჯანელები არიან.

აფგან მუხთარლის მეუღლის განცხადებით, ფოტოზე აღბეჭდილი პირების ვინაობის დადგენა გამოძიების ფარგლებში აქამდეც იყო შესაძლებელი. "მე მივეცი პოლიციას სამი ფოტო იმ პირების, რომლებიც აფგანს უთვალთვალებდნენ მის გადაყვანამდე რამდენიმე დღით ადრე. დამატებით ერთი ადამიანი იკვეთება ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გაშვებულ სიუჟეტში, რომელიც ჯერ დაშგენს, შემდეგ კი აფგანს უთვალთვალებდა. პოლიციას ჰქონდა შესაძლებლობა გამოეძიებინა ამ პირების ვინაობა, თუმცა ეს არ გააკეთა. ფოტოზე აზერბაიჯანელი მოქალაქეები ჩანან", - აღნიშნა ლეილა მუსტაფაევამ.

ოჯახის ადვოკატის, არჩილ ყოფიკაშვილის განცხადებით, კითხვები არსებობს გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, უკვე არსებობს იმის საჭიროება, რომ პარლამენტმა საქმესთან დაკავშირებით დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო შექმნას და პასუხი გაეცეს ყველა იმ კითხვას, რომელიც აქვს ოჯახს და რომლებზეც კითხვებს სვამენ ევროპარლამენტარები. ადვოკატის განცხადებით, თუ საქმის გამოძიება ამ ტემპში გაგრძელდა, თეორიულადაც კი არ ჩნდება შანსი, რომ აფგან მუხთარლის საქმის გამოძიება მოხდეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ