15 ივლისს, თურქეთის მთავრობამ ვერშემდგარი სახელმწიფო გადატრიალების ერთი წლისთავი აღნიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ დაკვავებების კიდევ ერთი ტალღა განახორციელა და 7,400 საჯარო მოხელე დაითხოვა. ამავდროულად, პარლამენტის საგანგებო სხდომა ჩაატარა და "ეროვნული ერთობის" აღლუმები გამართა.
გასული ერთი წლის განმავლობაში, პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა "გადატრიალების მცდელობის მხარდაჭერისათვის" სულ 100,000-მდე საჯარო მოხელე გაათავისუფლა და 50,000 ადამიანი დააპატიმრა. მათ შორის, ამერიკაში მცხოვრებ ფეთულა გიულენთა კავშირში ბრალდებითვის, სხვა ქვეყანაში მცხოვრებ და მოღვაწე თურქებსაც გადასწვდა და ისინი ან დააპატიმრებინა, ან მათი ქვეყნიდან გაძევება და თურქეთის ხელისუფლებისთვის გადაცემა მოითხოვა...
ბოლო წლის განმალობაში ერდოღანის მიერ განახორციელებულმა ხისტმა პოლიტიკამ, თურქული საზოგადოების პოლარიზაცია კიდევ უფრო გააღრმავა. მთავრობის ოპონენტები რეპრესიებზე ალაპარაკდნენ, თუმცა, ამის კვალდაკვალ, ძალიან ბევრი ოპოზიციური გამოცემა დაიხურა, რედაქტორები კი, ისევ და ისევ გიულენთან კავშირის ბრალდებით დააპატატიმრეს.
შაბათს, სტამბოლში, პრეზიდენტმა ერდოღანმა ბოსფორის ხიდზე "მოწამეთა მემორიალი" გახსნა და გადატრიალების მოწინააღმდეგეთ მიაგო პატივი. შაბათსვე ბოსფორის ხიდს "მოწამეთა ხიდი" ეწოდა. 2016 წლის 15 ივლისს სწორედ აქ მოხდა მშვიდობიანი მოქალაქეების ტანკებთან შეტაკება.
ოფიციალური ინფორმაციით, გადატრიალების მცდელობის ღამეს, თურქეთის 250 მოქალაქე და 35 პუტჩისტი დაიღუპა. გადატრიალების აღკვეთის შემდეგ სამართალდამცველმა ორგანოების მიერ ქვეყნის მასშტაბით დათხოვილთა შორის არიან, პოლიციელები, სამხედრო და საჯარო მოხელეები.
სტამბოლში ვიზიტის შემდეგ, პრეზიდენტი ანკარაში დაბრუნდა და პარლამენტის საგანგებო სხდომას დაესწრო. სხდომაზე პრემიერმა ბინალი ილდირიმმა ვერშემდგარი გადატრიალების ღამეს "თურქეთის უბნელესი ღამე" უწოდა, რომელიც "ნათელ დღედ" იქცა.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ თურქი ხალხის ბრძოლამ 2016 წლის 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წინააღმდეგ მსოფლიო დემოკრატიის ისტორიაში ახალი გვერდი გადაშალა.
ამერიკის მიმართ გაკეთებული არაერთი კრიტიკული განცხადების მიუხედავად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 14 ივლისს გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ქებით მოიხსენია "ყველანაირი წარმომავლობისა და პოლიტიკური შეხედულების" მიმდევართა ქმედება, როცა მათ ქუჩაში თურქეთის "დემოკრატიულ საზოგადოებაში უფლებებისა და თავისუფლებების შენარჩუნებას დაუჭირეს მხარი.
"მათი ქმედება შეგვახსენებს, რომ დემოკრატიის შენარჩუნება მოითხოვს თავდადებას, ტოლერანტობას, საპირისპირო აზრის და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემას, -" ნათქვამია განცხადებაში, თუმცა, ამავადროულად, პენტაგონმა ანკარა გააფრთხილა, რომ თურქეთის ხელისუფლების მიერ რუსული საზენიტო–სარაკეტო სისტემების С-400 შესყიდვა ნატოს სტანდარტებს ეწინააღმდეგება.
აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმა აღნიშნავ, რომ თურქეთს სრული უფლება ჰქონდა ამ გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა, პრობლემა ის არის, თუ რამდენად თავსებადია ნატოს შეიარაღებაში არსებული სისტემები რუსულთან...
"ისინი ვერასოდეს იქნებიან თავვსებადი". – განაცხადა მეტისმა. პენტაგონის შეფის თქმით, ყველაფრის მიუხედავად, აშშ მზადაა "პაუზის ასაღებად" იმისათვის, რომ გაირკვეს, კონკრეტულად როგორ აპირებს ანკარა რუსული საზენიტო–სარაკეტო სისტემების გამოყენებას. მედია გასულ კვირაში წერდა, რომ თურქეთმა რუსეთთან სარაკეტო სისტემების შესყიდვაზე მოლაპარაკებები განაახლა.
მოგვიანებით თურქეთის ელჩმა რუსეთში დაადასტურა ეს ინფორმაცია. გარიგების საერთო ღირებულება 2,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. თურქეთი მანამდეც აპირებდა აღნიშნული სარაკეტო სისტემების შეძენას რუსეთისა და ჩინეთისგან, მაგრამ ნატოს მკაცრი პოზიციის გამო მოლაპარაკებები ვერ შედგა.
ლალი პაპასკირი
ამბები. გე