პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი კორძაია ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანასთან დაკავშირებით სკანდალურ ინფორმაციას ამხელს
ირაკლი კორძაია ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანასთან დაკავშირებით სკანდალურ ინფორმაციას ამხელს

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის ირაკ­ლი კორ­ძა­ი­ას მტკი­ცე­ბით, შს ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი 2014 წლის 14 დე­კემ­ბერს, საკ­ნი­დან ნამ­დვი­ლად გა­იყ­ვა­ნეს და ეს მა­შინ­დელ­მა მი­ნის­ტრმა სო­ზარ სუ­ბარ­მა და­უ­დას­ტუ­რა. ამის შე­სა­ხებ ირაკ­ლი კორ­ძა­ი­ამ "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში, გა­და­ცე­მა­ში "გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტე­ბი" გა­ნა­ცხა­და. რო­გორც კორ­ძა­ი­ამ აღ­ნიშ­ნა, მე­რა­ბიშ­ვი­ლის გაყ­ვა­ნის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, მა­შინ­დე­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი დი­მიტ­რი დარ­ბა­ი­სე­ლი იყ­ვნენ.

"ჩემ­თვის ეს ფაქ­ტი გახ­და ცნო­ბი­ლი ორ­შა­ბათს დი­ლით, რო­დე­საც სამ­სა­ხურ­ში მი­ვე­დი და მო­ვის­მი­ნე ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა. რო­დე­საც მო­ვის­მი­ნე მა­შინ­დე­ლი მი­ნის­ტრის სო­ზარ სუ­ბა­რის­გან, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლე იყო, ბუ­ნებ­რი­ვია, მქონ­და ძა­ლი­ან მძაფ­რი რე­აქ­ცია და ვთქვი - რა­ტომ ვებ­რძვით ჩვენ ვანო მე­რა­ბიშ­ვილს ვა­ნოს მე­თო­დე­ბით. ჩვენ თუ არ მოგ­ვწონ­და მე­რა­ბიშ­ვი­ლი გარ­კვე­უ­ლი მუ­შა­ო­ბის სტი­ლის გამო, რა­ტომ ვი­მე­ო­რებთ და რა­ტომ მოხ­და ეს?" - გა­ნა­ცხა­და კორ­ძა­ი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, მე­რა­ბიშ­ვი­ლის გაყ­ვა­ნა შე­თან­ხმე­ბუ­ლი იყო იმ­ჟა­მინ­დელ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან და მის გა­რე­მოც­ვას­თან.

"ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე პა­ტიმ­რის გა­ყა­ვა­ნის თა­ო­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ბუ­ნებ­რი­ვია ვერ მი­ი­ღებ­და ვერც დარ­ბა­ი­სე­ლი და ვერც ფარ­ცხა­ლა­ძე. ეს მი­ნი­მუმ მა­შინ­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის დო­ნე­ზე იყო შე­თან­ხმე­ბუ­ლი და ასე­ვე იმ ადა­მი­ა­ნე­ბის დო­ნეზ, ვინც ამ ადა­მი­ა­ნის გა­რე­მოც­ვას წარ­მო­ად­გენ­და. ესე­ნი არი­ან: ჯან­ყა­რაშ­ვი­ლი, ზე­დე­ლაშ­ვი­ლი და ა.შ. ამას ადას­ტუ­რებ­და ისიც, რომ შე­მუ­შავ­და სა­ერ­თო მე­სი­ჯ­ბოქ­სი, რო­მე­ლიც გა­ეგ­ზავ­ნა პო­ლი­ტი­კურ გუნდს. ამ მე­სი­ჯე­ბით ლა­პა­რა­კობ­და ნე­ბის­მი­ე­რი დე­პუ­ტა­ტი, რო­მე­ლიც ამ სა­კი­თხზე დას­მულ კი­თხვას პა­სუ­ხობ­და, კერ­ძოდ, "მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, და­ვე­ლო­დოთ, მიმ­დი­ნა­რე­ობს შიდა მოკ­ვლე­ვა და და­ვე­ლო­დოთ შე­დე­გებს. ასე­ვე არა­ნა­ი­რი ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბი არ არ­სე­ბობს და ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი 24 სა­ათ­ში ქრე­ბა". ნამ­დვი­ლად ვიცი, რომ ერთ დღე-ღა­მე­ში არ იშ­ლე­ბო­და ჩა­ნა­წე­რე­ბი. საკ­მა­ოდ დიდი ხანი ინა­ხე­ბო­და ჩა­ნა­წე­რე­ბი, თუმ­ცა კონ­კრე­ტულ ვა­დებს ვერ გე­ტყვით", - გა­ნა­ცხა­და კორ­ძა­ი­ამ და აქვე დას­ძი­ნა, რომ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის საკ­ნი­დან გაყ­ვა­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­ნის­ტრის გარ­და, მის­მა მო­ად­გი­ლე­ებ­მა, მათ შო­რის უმ­რავ­ლე­სო­ბის ამ­ჟა­მინ­დელ­მა ლი­დერ­მა არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე­მაც იცო­და, რო­მე­ლიც იმ პე­რი­ოდ­ში სო­ზარ სუ­ბა­რის მო­ად­გი­ლის პოსტს იკა­ვებ­და.

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის თქმით, დი­მიტ­რი დარ­ბა­ი­სე­ლის მიერ აღე­ბუ­ლი მა­ღა­ლი პრე­მია, მე­რა­ბიშ­ვი­ლის საკ­ნი­დან გაყ­ვა­ნის შეს­რუ­ლე­ბის­თვის ჯილ­დო იყო.

რო­გორც ირაკ­ლი კორ­ძა­ი­ამ აღ­ნიშ­ნა, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის საკ­ნი­დან გაყ­ვა­ნის სა­კი­თხზე მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, მან ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლოს წე­რი­ლო­ბით რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ მის­წე­რა.

დევ­ნილ­თა მი­ნის­ტრი სო­ზარ სუ­ბა­რი, რო­მე­ლიც 2014 წელს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და, ირაკ­ლი კორ­ძა­ი­ას გან­ცხა­დე­ბებს სიც­რუ­ე­სა და აბ­სურ­დს უწო­დებს. რო­გორც სუ­ბარ­მა "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში, გა­და­ცე­მა "გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტე­ბის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, თუ კორ­ძა­ი­ას მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­და, ამა­ზე დიდი ხნის წინ უნდა ესა­უბ­რა.

"ამ­დე­ნი ხანი რა­ტომ დუმ­და? წე­სით, დიდი ხნის წინ უნდა ეთ­ქვა თუ რამე იცო­და. ცხა­დია, ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი ტყუ­ი­ლი. რი­ცხვი არ მახ­სოვს, რო­დის იყო ეს ამ­ბე­ბი, რა­საც კორ­ძა­ია იხ­სე­ნებს, მაგ­რამ გა­ვი­გე ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან და ამ დროს ვი­ყა­ვი კა­ხეთ­ში რო­დე­საც ამ სი­სუ­ლე­ლეს მოვ­კა­რი ყური. კორ­ძა­ია იყო ჩემი პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი და ჩვენს შო­რის და­მა­ლუ­ლი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. რაც ხდე­ბო­და ის ყვე­ლაფ­რის საქ­მის კურ­სში იყო. მსგავ­სი სა­უ­ბა­რი არ ყო­ფი­ლა, ვერც იქ­ნე­ბო­და და თუ იყო, მა­ნამ­დე უნდა ეთ­ქვა", - გა­ნა­ცხა­და სუ­ბარ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ე.წ. "მე­სი­ჯ­ბოქ­სის შე­მუ­შა­ვე­ბას, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი კორ­ძა­ი­ას ამ გან­ცხა­დე­ბა­საც ტყუ­ილს უწო­დებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ თუ მე­სი­ჯ­ბოქ­სი მუ­შავ­დე­ბო­და, თა­ვად ირაკ­ლი კორ­ძა­ი­ას უნდა შე­ე­მუ­შა­ვე­ბი­ნა, რად­გან ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი იყო.

"კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რებ­ზე ვე­რა­ფერს ახალს ვერ ვი­ტყვით, იმის გარ­და რაც ბევ­რჯერ გვით­ქვამს. ძა­ლი­ან ცუ­დია, რომ მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი სის­ტე­მა დაგ­ვხვდა. იმე­დი მაქვს, რომ ახლა ეს სის­ტე­მა იქ­ნე­ბა მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, სწო­რედ იმ ეტაპ­ზე მი­დი­ო­და ამ სის­ტე­მის მო­წეს­რი­გე­ბა", - აღ­ნიშ­ნა სო­ზარ სუ­ბარ­მა.

მი­სი­ვე თქმით, შიდა მოკ­ვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბი­სას შეს­წავ­ლი­ლი იყო გარე პე­რი­მეტ­რის სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ე.წ. მატ­რო­სო­ვის ცი­ხი­დან სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ­დეა გან­თავ­სე­ბუ­ლი და არც ერთ ჩა­ნა­წერ­ში არ და­ფიქ­სირ­და ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ცი­ხი­დან გაყ­ვა­ნის ფაქ­ტი, ისე­ვე რო­გორც აღ­ნიშ­ნულ მარ­შრუტ­ზე მან­ქა­ნის გა­და­ად­გი­ლე­ბა.

ირაკლი კორძაია ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანასთან დაკავშირებით სკანდალურ ინფორმაციას ამხელს

ირაკლი კორძაია ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანასთან დაკავშირებით სკანდალურ ინფორმაციას ამხელს

სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსის ირაკლი კორძაიას მტკიცებით, შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი 2014 წლის 14 დეკემბერს, საკნიდან ნამდვილად გაიყვანეს და ეს მაშინდელმა მინისტრმა სოზარ სუბარმა დაუდასტურა. ამის შესახებ ირაკლი კორძაიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემაში "განსხვავებული აქცენტები" განაცხადა. როგორც კორძაიამ აღნიშნა, მერაბიშვილის გაყვანის შემსრულებელი, მაშინდელი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი დიმიტრი დარბაისელი იყვნენ.

"ჩემთვის ეს ფაქტი გახდა ცნობილი ორშაბათს დილით, როდესაც სამსახურში მივედი და მოვისმინე ვანო მერაბიშვილის განცხადება. როდესაც მოვისმინე მაშინდელი მინისტრის სოზარ სუბარისგან, რომ ეს ინფორმაცია სიმართლე იყო, ბუნებრივია, მქონდა ძალიან მძაფრი რეაქცია და ვთქვი - რატომ ვებრძვით ჩვენ ვანო მერაბიშვილს ვანოს მეთოდებით. ჩვენ თუ არ მოგვწონდა მერაბიშვილი გარკვეული მუშაობის სტილის გამო, რატომ ვიმეორებთ და რატომ მოხდა ეს?" - განაცხადა კორძაიამ.

მისივე თქმით, მერაბიშვილის გაყვანა შეთანხმებული იყო იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მის გარემოცვასთან.

"ასეთი მნიშვნელობის მქონე პატიმრის გაყავანის თაობაზე გადაწყვეტილებებს ბუნებრივია ვერ მიიღებდა ვერც დარბაისელი და ვერც ფარცხალაძე. ეს მინიმუმ მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დონეზე იყო შეთანხმებული და ასევე იმ ადამიანების დონეზ, ვინც ამ ადამიანის გარემოცვას წარმოადგენდა. ესენი არიან: ჯანყარაშვილი, ზედელაშვილი და ა.შ. ამას ადასტურებდა ისიც, რომ შემუშავდა საერთო მესიჯბოქსი, რომელიც გაეგზავნა პოლიტიკურ გუნდს. ამ მესიჯებით ლაპარაკობდა ნებისმიერი დეპუტატი, რომელიც ამ საკითხზე დასმულ კითხვას პასუხობდა, კერძოდ, "მიმდინარეობს გამოძიება, დაველოდოთ, მიმდინარეობს შიდა მოკვლევა და დაველოდოთ შედეგებს. ასევე არანაირი ვიდეო ჩანაწერები არ არსებობს და ეს ჩანაწერები 24 საათში ქრება". ნამდვილად ვიცი, რომ ერთ დღე-ღამეში არ იშლებოდა ჩანაწერები. საკმაოდ დიდი ხანი ინახებოდა ჩანაწერები, თუმცა კონკრეტულ ვადებს ვერ გეტყვით", - განაცხადა კორძაიამ და აქვე დასძინა, რომ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის შესახებ ინფორმაცია მინისტრის გარდა, მისმა მოადგილეებმა, მათ შორის უმრავლესობის ამჟამინდელმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემაც იცოდა, რომელიც იმ პერიოდში სოზარ სუბარის მოადგილის პოსტს იკავებდა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსის თქმით, დიმიტრი დარბაისელის მიერ აღებული მაღალი პრემია, მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის შესრულებისთვის ჯილდო იყო.

როგორც ირაკლი კორძაიამ აღნიშნა, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საკითხზე მის ხელთ არსებული ინფორმაცია, მან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წერილობით რამდენიმე კვირის წინ მისწერა.

დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი, რომელიც 2014 წელს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ირაკლი კორძაიას განცხადებებს სიცრუესა და აბსურდს უწოდებს. როგორც სუბარმა "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა "განსხვავებული აქცენტებისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, თუ კორძაიას მსგავსი ინფორმაცია ჰქონდა, ამაზე დიდი ხნის წინ უნდა ესაუბრა.

"ამდენი ხანი რატომ დუმდა? წესით, დიდი ხნის წინ უნდა ეთქვა თუ რამე იცოდა. ცხადია, ეს არის აბსოლუტური ტყუილი. რიცხვი არ მახსოვს, როდის იყო ეს ამბები, რასაც კორძაია იხსენებს, მაგრამ გავიგე ტელევიზიიდან და ამ დროს ვიყავი კახეთში როდესაც ამ სისულელეს მოვკარი ყური. კორძაია იყო ჩემი პრესსამსახურის უფროსი და ჩვენს შორის დამალული არაფერი ყოფილა. რაც ხდებოდა ის ყველაფრის საქმის კურსში იყო. მსგავსი საუბარი არ ყოფილა, ვერც იქნებოდა და თუ იყო, მანამდე უნდა ეთქვა", - განაცხადა სუბარმა.

რაც შეეხება ე.წ. "მესიჯბოქსის შემუშავებას, სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი კორძაიას ამ განცხადებასაც ტყუილს უწოდებს და აღნიშნავს, რომ თუ მესიჯბოქსი მუშავდებოდა, თავად ირაკლი კორძაიას უნდა შეემუშავებინა, რადგან ის პრესსამსახურის უფროსი იყო.

"კამერების ჩანაწერებზე ვერაფერს ახალს ვერ ვიტყვით, იმის გარდა რაც ბევრჯერ გვითქვამს. ძალიან ცუდია, რომ მოუწესრიგებელი სისტემა დაგვხვდა. იმედი მაქვს, რომ ახლა ეს სისტემა იქნება მოწესრიგებული, სწორედ იმ ეტაპზე მიდიოდა ამ სისტემის მოწესრიგება", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, შიდა მოკვლევის ჩატარებისას შესწავლილი იყო გარე პერიმეტრის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომლებიც ე.წ. მატროსოვის ციხიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებამდეა განთავსებული და არც ერთ ჩანაწერში არ დაფიქსირდა ვანო მერაბიშვილის მიერ გაჟღერებული ციხიდან გაყვანის ფაქტი, ისევე როგორც აღნიშნულ მარშრუტზე მანქანის გადაადგილება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ