კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წერს თბილისში მცხოვრები თურქეთის მოქალაქე "ქართველთა მარშზე": "სადაც არ უნდა წავსულიყავით, საქართველოზე მხოლოდ კარგს ვამბობდით..."
რას წერს თბილისში მცხოვრები თურქეთის მოქალაქე "ქართველთა მარშზე": "სადაც არ უნდა წავსულიყავით, საქართველოზე მხოლოდ კარგს ვამბობდით..."

სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე აჰ­მედ სა­იდ­გუ­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე თბი­ლის­ში გუ­შინ გა­მარ­თულ "ქარ­თველ­თა მარშს" ეხ­მა­უ­რე­ბა და წუ­ხილს გა­მოთ­ქვამს, იმ ქსე­ნო­ფო­ბი­უ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო, რო­მე­ლიც აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე გა­მარ­თუ­ლი მსვლე­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­გან ის­მო­და:

"რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო თა­მა­შობ­და, ჩვენ მხარს ვუ­ჭერ­დით; რო­დე­საც თბი­ლის­ში წყალ­დი­დო­ბა მოხ­და, ჩვენ ვლო­ცუ­ლობ­დით, და­სუფ­თა­ვე­ბა­ში ვეხ­მა­რე­ბო­დით და შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბი გა­ვი­ღეთ. ჩვენ ყო­ველ­თვის ვზრუ­ნავ­დით და პო­ზი­ტი­უ­რად ვი­ყა­ვით გან­წყო­ბი­ლე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის მი­მართ. სა­დაც არ უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­ზე მხო­ლოდ კარ­გს ვამ­ბობ­დით.

თუმ­ცა ამ დე­მონ­სტრა­ცი­ამ გვიჩ­ვე­ნა, რო­გორ აღიქ­ვამს ქარ­თვე­ლე­ბის ნა­წი­ლი ადა­მი­ან­თა კონ­კრე­ტულ ჯგუ­ფებს - ინ­დო­ე­ლებს, არა­ბებს, აფ­რი­კე­ლებს... ამ­დე­ნი ზი­ზღი და რა­სიზ­მი, რო­მე­ლიც არ წარ­მო­ად­გენს უმ­რავ­ლე­სო­ბის აზრს. ჩვენ ყვე­ლა­ნი წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი ვართ უკა­ნო­ნო ემიგ­რა­ცი­ის, კრი­მი­ნა­ლი­სა და მო­ძა­ლა­დე­ე­ბის, მაგ­რამ ასეთ ადა­მი­ა­ნებ­ზე სა­ხელ­მწი­ფომ და პო­ლი­ცი­ამ უნდა იზ­რუ­ნოს და არა სი­ძულ­ვი­ლის და რა­სიზ­მის გა­მავ­რცე­ლე­ბელ­მა ჯგუ­ფებ­მა. ეს ხომ ტუ­რიზმსაც და­ა­ზა­რა­ლებს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის მთა­ვა­რი შე­მო­სა­ვა­ლია?!

მე ვთვლი, რომ დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბი პირ­ველ რიგ­ში რუ­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ უნდა გა­ი­მარ­თოს, რომ­ლე­ბიც ყო­ველ ღამე წე­ვენ სა­ზღვარს და მი­აქვთ ქარ­თუ­ლი მიწა. ერთ-ერთი ბოლო სტა­ტის­ტი­კით კი რუ­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ათას­ზე მეტ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წას ფლო­ბენ.

მოკ­ლედ რომ ვთქვა, მე ყო­ველ­თვის პო­ზი­ტი­უ­რად ვი­ყა­ვი გან­წყო­ბი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი და მისი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ხალ­ხი­სად­მი, მაგ­რამ დღე­ვან­დელ­მა მოვ­ლე­ნებ­მა სხვა სახე წარ­მო­ა­ჩი­ნა. იმე­დი მაქვს, რომ ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­და­წყდე­ბა" - წერს აჰ­მედ სა­იდ­გუ­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, 14 ივ­ლისს თბი­ლის­ში აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე ე.წ. "ქარ­თველ­თა მარ­ში" გა­ი­მარ­თა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რამ­დე­ნი­მე მო­თხოვ­ნით მი­მარ­თა­ვენ, მათ შო­რის - "მი­ღე­ბულ იქ­ნას ახა­ლი სა­ე­მიგ­რა­ციო კა­ნო­ნი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მაქ­სი­მა­ლუ­რად გამ­კაცრ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ბი­ნად­რო­ბის უფ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბა და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბის პრო­ცე­სი; დე­პორ­ტი­რე­ბულ იქ­ნას სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ი­დან ყვე­ლა არა­ლე­გა­ლი და კრი­მი­ნა­ლი უცხო­ე­ლი და მე­სა­მე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ი­წყოს ქმე­დი­თი მა­სობ­რი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი არა­ლე­გა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის აღ­საკ­ვე­თად, რა­საც ახორ­ცი­ე­ლე­ბენ უცხო­ე­ლე­ბი, ძი­რი­თა­დად, ეს შე­ე­ხე­ბა ნარ­კო­ტი­კე­ბით ვაჭ­რო­ბას და პროს­ტი­ტუ­ცი­ას".

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რას წერს თბილისში მცხოვრები თურქეთის მოქალაქე "ქართველთა მარშზე": "სადაც არ უნდა წავსულიყავით, საქართველოზე მხოლოდ კარგს ვამბობდით..."

რას წერს თბილისში მცხოვრები თურქეთის მოქალაქე "ქართველთა მარშზე": "სადაც არ უნდა წავსულიყავით, საქართველოზე მხოლოდ კარგს ვამბობდით..."

საქართველოში მცხოვრები თურქეთის მოქალაქე აჰმედ საიდგული "ფეისბუქის" პირად გვერდზე თბილისში გუშინ გამართულ "ქართველთა მარშს" ეხმაურება და წუხილს გამოთქვამს, იმ ქსენოფობიური განცხადებების გამო, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე გამართული მსვლელობის მონაწილეებისგან ისმოდა:

"როდესაც საქართველო თამაშობდა, ჩვენ მხარს ვუჭერდით; როდესაც თბილისში წყალდიდობა მოხდა, ჩვენ ვლოცულობდით, დასუფთავებაში ვეხმარებოდით და შემოწირულობები გავიღეთ. ჩვენ ყოველთვის ვზრუნავდით და პოზიტიურად ვიყავით განწყობილები ქართველების მიმართ. სადაც არ უნდა წავსულიყავით, საქართველოზე მხოლოდ კარგს ვამბობდით.

თუმცა ამ დემონსტრაციამ გვიჩვენა, როგორ აღიქვამს ქართველების ნაწილი ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფებს - ინდოელებს, არაბებს, აფრიკელებს... ამდენი ზიზღი და რასიზმი, რომელიც არ წარმოადგენს უმრავლესობის აზრს. ჩვენ ყველანი წინააღმდეგები ვართ უკანონო ემიგრაციის, კრიმინალისა და მოძალადეების, მაგრამ ასეთ ადამიანებზე სახელმწიფომ და პოლიციამ უნდა იზრუნოს და არა სიძულვილის და რასიზმის გამავრცელებელმა ჯგუფებმა. ეს ხომ ტურიზმსაც დააზარალებს, რომელიც საქართველოს ეკონომიკის მთავარი შემოსავალია?!

მე ვთვლი, რომ დემონსტრაციები პირველ რიგში რუსების წინააღმდეგ უნდა გაიმართოს, რომლებიც ყოველ ღამე წევენ საზღვარს და მიაქვთ ქართული მიწა. ერთ-ერთი ბოლო სტატისტიკით კი რუსები საქართველოში ათასზე მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწას ფლობენ.

მოკლედ რომ ვთქვა, მე ყოველთვის პოზიტიურად ვიყავი განწყობილი საქართველოსადმი და მისი სტუმართმოყვარე ხალხისადმი, მაგრამ დღევანდელმა მოვლენებმა სხვა სახე წარმოაჩინა. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად გადაწყდება" - წერს აჰმედ საიდგული.

შეგახსენებთ, 14 ივლისს თბილისში აღმაშენებლის გამზირზე ე.წ. "ქართველთა მარში" გაიმართა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნით მიმართავენ, მათ შორის - "მიღებულ იქნას ახალი საემიგრაციო კანონი, რომლის მიხედვითაც, მაქსიმალურად გამკაცრდება საქართველოში ბინადრობის უფლების მინიჭება და მოქალაქეობის მინიჭების პროცესი; დეპორტირებულ იქნას საქართველოს ტერიტორიიდან ყველა არალეგალი და კრიმინალი უცხოელი და მესამე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყოს ქმედითი მასობრივი ღონისძიებები არალეგალური კრიმინალური საქმიანობის აღსაკვეთად, რასაც ახორციელებენ უცხოელები, ძირითადად, ეს შეეხება ნარკოტიკებით ვაჭრობას და პროსტიტუციას".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი