სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გზა თბილისიდან ბერშუეთამდე: "ვერაფრით ვხვდები, რატომ არ დავსხედით იქვე, მიწაზე და არ ვიბღავლეთ მთელ ხმაზე..."
გზა თბილისიდან ბერშუეთამდე: "ვერაფრით ვხვდები, რატომ არ დავსხედით იქვე, მიწაზე და არ ვიბღავლეთ მთელ ხმაზე..."

დი­ლით მაღ­ვი­ძა­რა მაღ­ვი­ძებს. სამ­სა­ხუ­რი­დან ბერ­შუ­ეთ­ში მგზავ­ნი­ან. ამ სოფ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბა პირ­ვე­ლად ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­ვი­გე, მა­შინ, რო­დე­საც ოკუ­პან­ტებ­მა სა­ზღვა­რი კი­დევ ერთხელ გად­მოს­წი­ეს, ამ­ჟა­მად ცეტ­რა­ლურ მა­გის­ტრალ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს, სულ რა­ღაც 450 მეტრში. თა­ნაც, აღ­მო­სავ­ლეთ და და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს და­მა­კავ­ში­რე­ბელ ცენ­ტრა­ლურ გზას­თან და არა სად­მე ისეთ სო­ფელ­თან, აქამ­დეც რომ ბევ­რჯერ გაგ­ვი­გია, ისევ სა­ინ­ფორ­მა­ცი­ო­ე­ბი­დან, მერე შევ­წუ­ხე­ბულ­ვართ, შევშმუშ­ნულ­ვართ, გვი­წუ­წუ­ნია და მა­შინ­ვე დაგვვი­წყე­ბია პრობ­ლე­მაც და სოფ­ლის სა­ხე­ლე­ბიც, რო­გორც კი სა­ინ­ფორ­მა­ცი­ო­ე­ბი­დან გამ­ქრა­ლა მათი ხსე­ნე­ბა.

სამ­სა­ხურ­ში მოს­ვლი­სას, რო­გორც წესი ინ­ტერ­ნეტ­ში შევ­დი­ვარ და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებს ვა­მოწ­მებ. "ფე­ის­ბუ­ქის" "რე­მა­ინ­დერ­მა" შე­მახ­სე­ნა, რომ დღეს 2017 წლის 14 ივ­ლი­სია და მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ და­გეგ­მილ აქ­ცი­ა­ზე ვა­პი­რებ წას­ვლას. ჩემს მსგავ­სად, აქ­ცი­ა­ზე წა­მოს­ვლას აპი­რებს 958 ფე­ის­ბუქ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია 2 800. სა­ინ­ტე­რე­სოა რამ­დე­ნი ვიქ­ნე­ბით სი­ნამ­დვი­ლე­ში.

ცოტა ხან­ში მხვდე­ბა სხვა აქ­ცი­ის ანონ­სი. გა­მახ­სენ­და, რომ დღეს "ქარ­თველ­თა მარ­შის" აქ­ცი­ა­ცაა. მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ითხო­ვენ სა­ი­მიგ­რა­ციო პო­ლი­ტი­კის გამ­კაც­რე­ბას, ქვეყ­ნი­დან არა­ლე­გა­ლე­ბის გა­ძე­ვე­ბას, ბი­ნად­რო­ბის უფ­ლე­ბის გა­ცე­მა­ზე და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბა­ზე კონ­ტრო­ლის გამ­კაც­რე­ბას და ა.შ. ამ აქ­ცი­ა­ზე დას­წრე­ბი­თაც ზუს­ტად იმ­დე­ნი­ვეა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რამ­დე­ნიც მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი აქ­ცი­ით.

სამ­სა­ხუ­რი­დან ოთხნი გა­ვე­დით ბერ­შუ­ეთ­ში და­გეგ­მილ აქ­ცი­ა­ზე: მე, კი­დევ ერთი ჟურ­ნა­ლის­ტი, ფო­ტოგ­რა­ფი და მძღო­ლი.

რად­გან ჩემი რე­პორ­ტა­ჟი ეხე­ბა უშუ­ა­ლოდ გზას, რო­მელ­საც სამ­სა­ხუ­რი­დან ოკუ­პა­ცი­ის ხა­ზამ­დე გა­ვივ­ლით, ვეც­დე­ბი დე­ტა­ლუ­რად აღვწე­რო ყვე­ლა­ფე­რი, რაც ამ გზა­ზე შეგ­ვხვდე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ ისევ უნდა შე­ვე­ხო უკვე ნახ­სე­ნე­ბი ორი აქ­ცი­ის ერ­თდრო­უ­ლად და­ა­ნონ­სე­ბას, მათ მიზ­ნებს და რე­ა­ლურ შე­დე­გებს. უნდა შე­ვე­ხო, იმი­ტომ, რომ გზა­ში სწო­რედ ამა­ზე ვსა­უბ­რობთ და სა­ვა­რა­უ­დოდ, მთე­ლი გზა ამა­ზე ვი­სა­უბ­რებთ. ერ­თხმად ვთან­ხმდე­ბით, რომ დამ­ნა­შა­ვე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ი­სა­ჯოს, რო­მე­ლი ეროვ­ნე­ბი­საც არ უნდა იყო, სხვა და­ნარ­ჩენ­ზე კონ­სე­სუ­სის მიღ­წე­ვა ჭირს, ისე­ვე რო­გორც მთელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ორი თე­მის ირ­გვლივ.

reclama

ცნო­ბი­სათ­ვის, 2016 წელს ემიგ­რან­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 98,3 ათა­სი ადა­მი­ა­ნი შე­ად­გი­ნა, რაც 2015 წლის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე 2,4 პრო­ცენ­ტით მე­ტია. ციფ­რე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის "წყა­ლო­ბით" მერ­ვე ად­გილ­ზეა იმ ქვეყ­ნებს შო­რის, რომ­ლე­ბიც გერ­მა­ნი­ის პო­ლი­ცი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მოხ­ვდნენ, მაგ­რამ ქარ­თვე­ლე­ბი, ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის (ქო­ნე­ბის მო­პარ­ვა, ბი­ნე­ბის ძარ­ცვა) რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით (3838), მე­სა­მე ად­გილ­ზე არი­ან - კო­სო­ვო­ე­ლე­ბი­სა და მა­რო­კო­ე­ლე­ბის შემ­დეგ.

ამ მო­ნა­ცე­მე­ბის გაც­ნო­ბი­სა თუ შეხ­სნე­ბის შემ­დეგ ცოტა შერ­ბილ­და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი უცხო­ე­ლე­ბის მი­მართ. ასე თუ ისე, ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა დიდ­წი­ლად სწო­რედ ემიგ­რან­ტე­ბის მიერ გად­მო­რი­ცხულ თან­ხებ­ზე დგას და არ არ­სე­ბობს ოჯა­ხი, რომ­ლის ერთი წევ­რი მა­ინც ემიგ­რა­ცი­ა­ში არ არის.

თავ­და­პირ­ვე­ლად, გორ­ში, მე­რი­ას­თან გავ­ჩერ­დით, სა­დაც ჩემი კო­ლე­გა პირ­და­პირ ეთერ­ში ჩა­ერ­თო რეს­პო­დენ­ტთან ერ­თად. რეს­პო­დენ­ტი, გი­ორ­გი ახალ­კა­ცია, ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­მე­ლიც დიდი ხა­ნია ოკუ­პა­ცი­ის თე­მა­ზე მუ­შა­ობს. პი­რად სა­უ­ბარ­ში მე­უბ­ნე­ბა, რომ ჯერ კი­დევ 2014 წელს გა­ა­კე­თა სი­უ­ჟე­ტი, სა­დაც ამ­ბობ­და, რომ ეს ად­გი­ლე­ბი, რომ­ლებ­ზეც დღეს გაგ­ვიჩ­ნდა პრო­ტეს­ტი, უკვე "ით­ვლე­ბო­და" ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ად და ახლა მხო­ლოდ ბა­ნე­რე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბა და მავ­თულხლარ­თე­ბის გაბ­მა მოხ­და.

გი­ორ­გის აზ­რით, ჩვენ ერთჯე­რა­დად კი არ უნდა გვახ­სენ­დე­ბო­დეს ეს თემა, არა­მედ რე­გუ­ლა­რუ­ლად უნდა ჩავ­დი­ო­დეთ ად­გილ­ზე, გვქონ­დეს კო­მუ­ნი­კა­ცია იქ მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებ­თან, ჩვე­ნი მოქ­მე­დე­ბა პერ­მა­ნენ­ტუ­ლი ხა­სი­ა­თის უნდა იყოს და ამით და­ვა­ნა­ხოთ რე­ა­ლუ­რი მხარ­ში დგო­მა სა­ზღვარ­თან ახ­ლოს მყოფ ქარ­თვე­ლებს, რო­მელ­თა ყო­ფაც გან­სა­კუთ­რე­ბით გა­უ­საძ­ლი­სი სწო­რედ ამ ერთჯე­რა­დი აქ­ცი­ე­ბის შემ­დეგ ხდე­ბა - გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ოკუ­პან­ტე­ბი, კი­დევ უფრო აგ­რე­სი­უ­ლე­ბი ხდე­ბი­ან და სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში ხშირ­დე­ბა ადა­მი­ან­თა მო­ტა­ცე­ბის ფაქ­ტე­ბიც.

გი­ორ­გის თქმით, მას ოსებ­მა ჯერ კი­დევ 2014 წელს აჩ­ვე­ნეს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­ინ­დე­ლი რუკა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სწო­რედ ის ად­გი­ლე­ბია მო­ნიშ­ნუ­ლი სე­პა­რა­ტის­ტულ ტე­რი­ტო­რი­ე­ბად, რაც ახ­ლაა, ასე რომ ეს სტრა­ტე­გია და გეგ­მა ბევრ ათე­ულ წელს ით­ვლის და მას­ზე მუ­შა­ო­ბა დიდი ხა­ნია და­ი­წყო...

14:30 სა­ა­თია. სო­ფელ ყა­რა­ფა­ლას­თან ამე­რი­კის ელჩს, იან კელს ვე­ლო­დე­ბით. პრეს­სამ­სა­ხურ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გან­გვი­მარ­ტა, რომ ელჩი არ უერ­თდე­ბა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას, უბ­რა­ლოდ სურს კარ­გად გა­ერ­კვეს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ში და ად­გილ­ზე მო­ი­ნა­ხუ­ლოს ბა­ნე­რე­ბი. ცოტა ხან­ში ელ­ჩის მან­ქა­ნაც მო­ვი­და, რე­გის­ტრა­ცია გა­ვი­ა­რეთ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ სა­ხელ­და­ხე­ლოდ მო­წყო­ბილ ბა­რი­ერ­ზე და იან კელს უკან გავ­ყე­ვით.

ჩვე­ნი მან­ქა­ნა ყვე­ლა­ზე გვი­ან და­იძ­რა ჩარ­თვის ად­გი­ლი­სა­კენ, ამი­ტომ სწრა­ფად გა­და­ვე­დით მან­ქა­ნი­დან და ელ­ჩის გარ­შე­მო უკვე მო­ბი­ლი­ზე­ბულ ოპე­რა­ტო­რებ­სა და ჟურ­ნა­ლის­ტებს შე­ვუ­ერ­თდით. იმის ში­შით, რომ რა­ი­მე არ გა­მომ­რჩე­ნო­და, გარ­შე­მო არც მი­მი­ხე­დავს. მხო­ლოდ ელ­ჩის წას­ვლის შემ­დგომ და­ვათ­ვა­ლი­ე­რე გა­რე­მო, ვი­ყუ­რე­ბო­დი შორს (რამ­დე­ნა­დაც ამას შე­იძ­ლე­ბა ეწო­დოს "შორს"), მთე­ბის­კენ, იმის­თვის რომ აქ ჩა­მოს­ვლის მი­ზე­ზი, ბა­ნე­რი და­მე­ნა­ხა, ერთ-ერ­თმა სა­მარ­თალ­დამ­ცველ­მა, რო­მე­ლიც მიხ­ვდა რა­საც ვე­ძებ­დი, მო­მაბ­რუ­ნა და სულ ახ­ლოს, რამ­დე­ნი­მე მეტრში მდგა­რი ბა­ნე­რი და­მა­ნა­ხა.

ვი­ცო­დი, რომ ოკუ­პა­ცი­ას სა­შინ­ლად სა­ში­ში სახე აქვს უკვე მი­ღე­ბუ­ლი და იმა­ზე ახ­ლო­საა ვიდ­რე ჩვენ გვგო­ნია, მაგ­რამ და­მი­ჯე­რეთ, ად­გილ­ზე ეს შეგ­რძნე­ბა ნამ­დვილ კოშ­მარს ჰგავს. და­უ­ჯე­რე­ბელს ხდის ყვე­ლა­ფერს და გგო­ნია, რომ ყო­ვე­ლი­ვე უბ­რა­ლოდ ცუდი სიზ­მა­რია. რომ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია მსგავ­სი რამ მოხ­დეს. ვე­რაფ­რით ვხვდე­ბი, რა­ტომ არ დავ­სხე­დით იქვე, მი­წა­ზე და რა­ტომ არ ვბღა­ო­დით მთელს ხმა­ზე. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს­კენ მი­მა­ვალს, ალ­ბათ აუ­ცი­ლებ­ლად გა­გიჩ­ნდე­ბათ იგი­ვე შეგ­რძნე­ბა, თუკი და­ი­ჯე­რებთ, რომ ეს სი­მარ­თლეა და თქვენ­გან რამ­დე­ნი­მე მეტრში ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის ტე­რი­ტო­რი­აა.

reclama

მი­უ­ხე­დე­ვად იმი­სა, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელჩმა ოპ­ტი­მიზ­მი­სა­კენ მოგ­ვი­წო­და, ჩვე­ნი გან­წყო­ბა ოდ­ნა­ვა­დაც არ ემ­თხვე­ო­და მის რჩე­ვას.

გა­დავ­წყვი­ტეთ გორ­ში დავ­ლო­დე­ბო­დით აქ­ცი­ის და­წყე­ბას, რო­მე­ლიც სა­ღა­მოს 8 სა­ათ­ზე იყო და­გეგ­მი­ლი სო­ფელ ბერ­შუ­ეთ­თან. ყა­რა­ფა­ლა­დან გო­რამ­დე მან­ქა­ნა­ში ხმა არა­ვის ამო­უ­ღია. გან­წყო­ბა გვქონ­და ძა­ლი­ან მძი­მე და უი­მე­დო. გზი­დან აქ­ცი­ის ერთ-ერთ ორ­გა­ნი­ზა­ტორს, დიპ­ლო­მატ თა­თია დო­ლი­ძეს და­ვუ­რე­კეთ და ვკი­თხეთ, და­ახ­ლო­ე­ბით რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი აპი­რებ­და მოს­ვლას აქ­ცი­ა­ზე, თა­თი­ას პა­სუ­ხი მა­ინ­ცდა­მა­ინც და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი არ იყო, რო­გორც მან გვი­თხრა, 20 ადა­მი­ა­ნი მხო­ლოდ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი­დან იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ წა­მომ­სვლელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ იმის 80%, რაც ფე­ის­ბუქ­ზე იყო მი­თი­თე­ბუ­ლი. თა­თი­ას თქმით, აქ­ცია იყო აუ­ცი­ლე­ბე­ლი, სწო­რედ "ქარ­თველ­თა მარ­შის" პა­რა­ლე­ლუ­რად, რათა დაგ­ვე­ნა­ხა რა არის ნამ­დვი­ლი საფრ­თხე და რე­ა­ლუ­რად რა უფრო სა­ში­შია ქვეყ­ნი­სათ­ვის. ასე­ვე მოხ­და დი­ლას და­გეგ­მილ აქ­ცი­ა­ზეც, მო­სა­ლოდ­ნელ­ზე გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი რა­ო­დე­ნო­ბის ადა­მი­ან­მა გა­და­წყვი­ტა და­ეც­ვა სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის სა­ზღვრე­ბი.

სა­ღა­მოს რვა სა­ა­თი ახ­ლოვ­დე­ბო­და, გა­დავ­წყვი­ტეთ გო­რი­დან სო­ფელ ბერ­შუ­ეთ­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვით და უკვე სტუ­დენ­ტე­ბის მიერ და­გეგ­მილ აქ­ცი­ას შე­ვერ­თე­ბო­დით. ბერ­შუ­ე­თის მიგ­ნე­ბა ად­ვი­ლი საქ­მე არ გე­გო­ნოთ. სოფ­ლის მკვიდრს გა­ვე­სა­უბ­რეთ. ზაქ­რო კვი­ძი­ნა­ძის გაბ­რა­ზე­ბა გა­მო­ეწ­ვია იმას, რომ ერთ-ერთ სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მა­ში გა­სულ სი­უ­ჟეტ­ში, რო­მე­ლიც დი­ლის აქ­ცი­ას ეძღვნე­ბო­და, ისა­უბ­რა ადა­მი­ან­მა, რო­მელ­მაც თავი ამა­ვე სოფ­ლის მკვიდ­რად გა­ა­სა­ღა, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში მას ბერ­შუ­ე­თე­ლე­ბი ვერ ცნო­ბენ. ზაქ­როს სა­სა­ცი­ლოდ არ ყოფ­ნი­და ჩვე­ნი კი­თხვე­ბი და გვპა­სუ­ხობ­და, რომ ჩვენ უბ­რა­ლოდ ქუ­ლე­ბის და­წე­რა გვინ­და, ზოგს სამ­სა­ხურ­ში, ზოგს ხალ­ხის თვალ­ში და ამი­სათ­ვის ჩა­მოვ­დი­ვართ დრო­დად­რო სა­ზღვარ­თან, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ვი­ღაც გა­ურ­კვე­ველ ადა­მი­ა­ნებს კი არ ჩავ­წერ­დით, არა­მედ სო­ფელ­ში მი­ვი­დო­დით და სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბი­სა­გან გა­ვი­გებ­დით, რა უჭირთ და რა ულ­ხინთ.

ზაქ­რო კვი­ძი­ნა­ძის თქმით, თუ კარ­გად არ იცი ამ სოფ­ლის გზა, ძნე­ლია მო­აგ­ნო, რად­გან არც ას­ფალ­ტია და­გე­ბუ­ლი და არც რა­ი­მე მა­ნიშ­ნე­ბე­ლია, რომ ადა­მი­ან­მა გზა გა­იგ­ნოს. სა­ნამ ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რას და­ვი­წყებ­დით, ზაქ­რომ თა­ვად გვთხო­ვა ბა­ნერ­თან დავ­დგე­ბიო, ბა­ნერ­ზე თა­ნა­სოფ­ლე­ლებს თა­ვად და­უ­წე­რი­ათ "ბერ­შუ­ე­თი". ყვე­ლა­ზე მძი­მე ჩვენ­თვის იმის მოს­მე­ნა იყო, რომ აქ­ცი­ე­ბის შემ­დეგ ოკუ­პან­ტე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით აგ­რე­სი­უ­ლე­ბი ხდე­ბი­ან და თუ წლის სხვა დროს გარ­კვე­ულ პე­რი­ოდ­ში ერთ ადა­მი­ანს იტა­ცე­ბენ, ეს რი­ცხვი აქ­ცი­ე­ბის შემ­დეგ ხუ­თამ­დეც კი იზ­რდე­ბა. არ ვი­ცო­დით რა გვე­პა­სუ­ხა მის საყ­ვე­დუ­რებ­ზე...

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზაქ­რომ დაწ­ვრი­ლე­ბით აგ­ვიხ­სნა საით უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვით, რომ ახალ­გაზ­რდე­ბის აქ­ცი­ას შე­ვერ­თე­ბო­დით, გზა მა­ინც აგ­ვებ­ნა. რად­გან, ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის სა­ზღვარ­თან მყოფ ოკუ­პი­რე­ბულ სო­ფელს ვე­ძებ­დით და და­ვი­კარ­გეთ, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდით ყო­ველ 50 მეტრში გავ­ჩე­რე­ბუ­ლი­ყა­ვით და შემ­ხვედ­რი­სათ­ვის გზა გვე­კი­თხა. "გზა" ცხა­დია არა­პი­და­პი­რი მნიშ­ნე­ლო­ბით, რად­გან იმა­ზე, რა­ზეც ჩვე­ნი მან­ქა­ნა გა­ჭირ­ვე­ბით და­დი­ო­და, ძნე­ლია უწო­დო გზა, ისიც 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში და ისიც ისეთ ად­გი­ლას, სა­დაც შენს მტერს ესა­ზღვრე­ბი და გსურს და­უმ­ტკი­ცო, რომ შენ­გან გა­რიყ­ვა ცუდი აზრი იყო, რომ შენ ძლი­ე­რი და მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე მზრუნ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა ხარ. ერთ ად­გი­ლას იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდით მან­ქა­ნი­დან გად­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით და მძღო­ლი მარ­ტო გაგ­ვეშ­ვა გზის სა­ძებ­ნე­ლად, რად­გან დიდი იყო შან­სი, სად­მე ჩავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვით და ორ­მო­დან ვე­ღარ ამოგ­ვეყ­ვა­ნა მან­ქა­ნა.

reclama

რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი მეტ­რი ფე­ხით ვი­ა­რეთ გა­უ­და­ბუ­რე­ბულ ყა­ნებ­ში, რო­მელ­თაც ეტყო­ბო­და, რომ ცოტა ხნის წინ მო­უხ­ნავთ, და­უ­თე­სავთ და შემ­დეგ უპატ­რო­ნოდ და­უგ­დი­ათ, ცხა­დია ეს იმა­ზე მე­ტყვე­ლებ­და, რომ ტე­რი­ტო­რია მო­სახ­ლე­ო­ბას ში­ში­სა­გან მი­ე­ტო­ვე­ბი­ნა. ცხა­დია ჩვენც გაგ­ვიჩ­ნდა შიში, მთელს სხე­ულ­ზე ვგრძნობ­დით ვი­ღა­ცის მზე­რას, არ ვი­ცო­დით სად "მთავ­რდე­ბო­და" სა­ქარ­თვე­ლო და სად იწყე­ბო­და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თი. ში­შის გა­სა­ფან­ტად, ვმსჯე­ლობ­დით იმა­ზე, თუ რამ­დენს მო­ი­თხოვ­დნენ სამი ადა­მი­ა­ნის და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. გზად ფო­ტოგ­რაფ­მა ფო­ტო­ა­პა­რა­ტის დე­ტა­ლი და­კარ­გა, რამ­დე­ნი­მე წა­მით გა­დავ­წყვი­ტეთ უკან დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით და მოგ­ვე­ძებ­ნა, ბო­ლოს ისევ მან გა­დაგ­ვა­ფიქ­რე­ბი­ნა და გვი­თხრა, რომ არ ღირ­და ამის­თვის გა­რის­კვა. რამ­დე­ნი­მე წა­მით ჩუ­მად ვი­ყა­ვით, არ ვიცი ისი­ნი რაზე ფიქ­რობ­დნენ, მაგ­რამ მე მა­ინც არ მჯე­რო­და ის რაც ჩემს გარ­შე­მო ხდე­ბო­და, არ მჯე­რო­და ისე, რო­გორც ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ვერ იჯე­რებ თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე, მა­ნამ, სა­ნამ არ შე­ე­გუ­ე­ბი. რო­გორც იქნა ჩვე­ნი მან­ქა­ნა გა­მოჩ­ნდა, აგ­ვიყ­ვა­ნა და ცოტა ხან­ში ჩვენს უკან გა­მო­ჩე­ნილ "პი­კა­პის" ტი­პის ავ­ტო­მან­ქა­ნებს ავე­დევ­ნეთ. ცხა­დია ისი­ნიც იქ მი­დი­ოდ­ნენ, სა­დაც ჩვენ. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა და­აგ­ვი­ა­ნეს, რად­გან მა­თაც გა­უ­ჭირ­დათ გზის გაკ­ვლე­ვა.

აქ­ცი­ა­ზე იყო ძა­ლი­ან ცოტა ხალ­ხი. რო­გორ გი­თხრათ, ჩვე­ნი­ვე უსაფრ­თხო­ე­ბი­სათ­ვის მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო პო­ლი­ცია გა­ცი­ლე­ბით მეტი იყო ჩვენ­ზე. ეს იყოს სირ­ცხვი­ლი. მთე­ლი ერის სირ­ცხვი­ლი. ერის, რო­მელ­საც სურს, ყვე­ლა­ფე­რი რო­მე­ლი­მე წმინ­დან­მა, გმირ­მა და მი­სი­ო­ნერ­მა მო­უგ­ვა­როს, თა­ვად კი ხე­ლის გან­ძრე­ვა ეზა­რე­ბა.

ეს ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბო­და 14 ივ­ლისს. სწო­რედ ამ დღეს, 156 წლის წინ, ჩარ­გალ­ში და­ი­ბა­და ლუკა რა­ზი­კაშ­ვი­ლი, შემ­დგომ­ში სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი ვაჟა-ფშა­ვე­ლა, რო­მელ­მაც უამ­რავ სა­კულ­ტო ლექსს, პო­ე­მა­სა და მო­თხრო­ბას­თან ერ­თად გვა­ჩუ­ქა "სტუ­მარ­მას­პინ­ძე­ლი"....

მაგ­და მა­რი­დაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

გზა თბილისიდან ბერშუეთამდე: "ვერაფრით ვხვდები, რატომ არ დავსხედით იქვე, მიწაზე და არ ვიბღავლეთ მთელ ხმაზე..."

გზა თბილისიდან ბერშუეთამდე: "ვერაფრით ვხვდები, რატომ არ დავსხედით იქვე, მიწაზე და არ ვიბღავლეთ მთელ ხმაზე..."

დილით მაღვიძარა მაღვიძებს. სამსახურიდან ბერშუეთში მგზავნიან. ამ სოფლის სახელწოდება პირველად ტელევიზიით გავიგე, მაშინ, როდესაც ოკუპანტებმა საზღვარი კიდევ ერთხელ გადმოსწიეს, ამჟამად ცეტრალურ მაგისტრალთან ძალიან ახლოს, სულ რაღაც 450 მეტრში. თანაც, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ ცენტრალურ გზასთან და არა სადმე ისეთ სოფელთან, აქამდეც რომ ბევრჯერ გაგვიგია, ისევ საინფორმაციოებიდან, მერე შევწუხებულვართ, შევშმუშნულვართ, გვიწუწუნია და მაშინვე დაგვვიწყებია პრობლემაც და სოფლის სახელებიც, როგორც კი საინფორმაციოებიდან გამქრალა მათი ხსენება.

სამსახურში მოსვლისას, როგორც წესი ინტერნეტში შევდივარ და სოციალურ ქსელებს ვამოწმებ. "ფეისბუქის" "რემაინდერმა" შემახსენა, რომ დღეს 2017 წლის 14 ივლისია და მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაზე ვაპირებ წასვლას. ჩემს მსგავსად, აქციაზე წამოსვლას აპირებს 958 ფეისბუქმომხმარებელი, დაინტერესებულია 2 800. საინტერესოა რამდენი ვიქნებით სინამდვილეში.

ცოტა ხანში მხვდება სხვა აქციის ანონსი. გამახსენდა, რომ დღეს "ქართველთა მარშის" აქციაცაა. მონაწილეები ითხოვენ საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას, ქვეყნიდან არალეგალების გაძევებას, ბინადრობის უფლების გაცემაზე და მოქალაქეობის მინიჭებაზე კონტროლის გამკაცრებას და ა.შ. ამ აქციაზე დასწრებითაც ზუსტად იმდენივეა დაინტერესებული, რამდენიც მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ დაანონსებული აქციით.

სამსახურიდან ოთხნი გავედით ბერშუეთში დაგეგმილ აქციაზე: მე, კიდევ ერთი ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და მძღოლი.

რადგან ჩემი რეპორტაჟი ეხება უშუალოდ გზას, რომელსაც სამსახურიდან ოკუპაციის ხაზამდე გავივლით, ვეცდები დეტალურად აღვწერო ყველაფერი, რაც ამ გზაზე შეგვხვდება. სწორედ ამიტომ ისევ უნდა შევეხო უკვე ნახსენები ორი აქციის ერთდროულად დაანონსებას, მათ მიზნებს და რეალურ შედეგებს. უნდა შევეხო, იმიტომ, რომ გზაში სწორედ ამაზე ვსაუბრობთ და სავარაუდოდ, მთელი გზა ამაზე ვისაუბრებთ. ერთხმად ვთანხმდებით, რომ დამნაშავე აუცილებლად უნდა დაისაჯოს, რომელი ეროვნებისაც არ უნდა იყო, სხვა დანარჩენზე კონსესუსის მიღწევა ჭირს, ისევე როგორც მთელს საქართველოში ამ ორი თემის ირგვლივ.

reclama

ცნობისათვის, 2016 წელს ემიგრანტების რაოდენობამ 98,3 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე 2,4 პროცენტით მეტია. ციფრების მიხედვით, საქართველო ეჭვმიტანილი მოქალაქეების "წყალობით" მერვე ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც გერმანიის პოლიციის ყურადღების ცენტრში მოხვდნენ, მაგრამ ქართველები, ჩადენილი დანაშაულის (ქონების მოპარვა, ბინების ძარცვა) რაოდენობის მიხედვით (3838), მესამე ადგილზე არიან - კოსოვოელებისა და მაროკოელების შემდეგ.

ამ მონაცემების გაცნობისა თუ შეხსნების შემდეგ ცოტა შერბილდა მოწინააღმდეგეების დამოკიდებულება საქართველოში მცხოვრები უცხოელების მიმართ. ასე თუ ისე, ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოს ეკონომიკა დიდწილად სწორედ ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხებზე დგას და არ არსებობს ოჯახი, რომლის ერთი წევრი მაინც ემიგრაციაში არ არის.

თავდაპირველად, გორში, მერიასთან გავჩერდით, სადაც ჩემი კოლეგა პირდაპირ ეთერში ჩაერთო რესპოდენტთან ერთად. რესპოდენტი, გიორგი ახალკაცია, ჟურნალისტი, რომელიც დიდი ხანია ოკუპაციის თემაზე მუშაობს. პირად საუბარში მეუბნება, რომ ჯერ კიდევ 2014 წელს გააკეთა სიუჟეტი, სადაც ამბობდა, რომ ეს ადგილები, რომლებზეც დღეს გაგვიჩნდა პროტესტი, უკვე "ითვლებოდა" ოკუპირებულ ტერიტორიად და ახლა მხოლოდ ბანერების დამონტაჟება და მავთულხლართების გაბმა მოხდა.

გიორგის აზრით, ჩვენ ერთჯერადად კი არ უნდა გვახსენდებოდეს ეს თემა, არამედ რეგულარულად უნდა ჩავდიოდეთ ადგილზე, გვქონდეს კომუნიკაცია იქ მცხოვრებ ადამიანებთან, ჩვენი მოქმედება პერმანენტული ხასიათის უნდა იყოს და ამით დავანახოთ რეალური მხარში დგომა საზღვართან ახლოს მყოფ ქართველებს, რომელთა ყოფაც განსაკუთრებით გაუსაძლისი სწორედ ამ ერთჯერადი აქციების შემდეგ ხდება - გაღიზიანებული ოკუპანტები, კიდევ უფრო აგრესიულები ხდებიან და სწორედ ამ პერიოდში ხშირდება ადამიანთა მოტაცების ფაქტებიც.

გიორგის თქმით, მას ოსებმა ჯერ კიდევ 2014 წელს აჩვენეს საბჭოთა კავშირის დროინდელი რუკა, რომლის მიხედვითაც სწორედ ის ადგილებია მონიშნული სეპარატისტულ ტერიტორიებად, რაც ახლაა, ასე რომ ეს სტრატეგია და გეგმა ბევრ ათეულ წელს ითვლის და მასზე მუშაობა დიდი ხანია დაიწყო...

14:30 საათია. სოფელ ყარაფალასთან ამერიკის ელჩს, იან კელს ველოდებით. პრესსამსახურმა ჟურნალისტებს განგვიმარტა, რომ ელჩი არ უერთდება საპროტესტო აქციას, უბრალოდ სურს კარგად გაერკვეს განვითარებულ მოვლენებში და ადგილზე მოინახულოს ბანერები. ცოტა ხანში ელჩის მანქანაც მოვიდა, რეგისტრაცია გავიარეთ სამართალდამცველების მიერ სახელდახელოდ მოწყობილ ბარიერზე და იან კელს უკან გავყევით.

ჩვენი მანქანა ყველაზე გვიან დაიძრა ჩართვის ადგილისაკენ, ამიტომ სწრაფად გადავედით მანქანიდან და ელჩის გარშემო უკვე მობილიზებულ ოპერატორებსა და ჟურნალისტებს შევუერთდით. იმის შიშით, რომ რაიმე არ გამომრჩენოდა, გარშემო არც მიმიხედავს. მხოლოდ ელჩის წასვლის შემდგომ დავათვალიერე გარემო, ვიყურებოდი შორს (რამდენადაც ამას შეიძლება ეწოდოს "შორს"), მთებისკენ, იმისთვის რომ აქ ჩამოსვლის მიზეზი, ბანერი დამენახა, ერთ-ერთმა სამართალდამცველმა, რომელიც მიხვდა რასაც ვეძებდი, მომაბრუნა და სულ ახლოს, რამდენიმე მეტრში მდგარი ბანერი დამანახა.

ვიცოდი, რომ ოკუპაციას საშინლად საშიში სახე აქვს უკვე მიღებული და იმაზე ახლოსაა ვიდრე ჩვენ გვგონია, მაგრამ დამიჯერეთ, ადგილზე ეს შეგრძნება ნამდვილ კოშმარს ჰგავს. დაუჯერებელს ხდის ყველაფერს და გგონია, რომ ყოველივე უბრალოდ ცუდი სიზმარია. რომ 21-ე საუკუნეში შეუძლებელია მსგავსი რამ მოხდეს. ვერაფრით ვხვდები, რატომ არ დავსხედით იქვე, მიწაზე და რატომ არ ვბღაოდით მთელს ხმაზე. დასავლეთ საქართველოსკენ მიმავალს, ალბათ აუცილებლად გაგიჩნდებათ იგივე შეგრძნება, თუკი დაიჯერებთ, რომ ეს სიმართლეა და თქვენგან რამდენიმე მეტრში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაა.

reclama

მიუხედევად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ოპტიმიზმისაკენ მოგვიწოდა, ჩვენი განწყობა ოდნავადაც არ ემთხვეოდა მის რჩევას.

გადავწყვიტეთ გორში დავლოდებოდით აქციის დაწყებას, რომელიც საღამოს 8 საათზე იყო დაგეგმილი სოფელ ბერშუეთთან. ყარაფალადან გორამდე მანქანაში ხმა არავის ამოუღია. განწყობა გვქონდა ძალიან მძიმე და უიმედო. გზიდან აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, დიპლომატ თათია დოლიძეს დავურეკეთ და ვკითხეთ, დაახლოებით რამდენი ადამიანი აპირებდა მოსვლას აქციაზე, თათიას პასუხი მაინცდამაინც დამაიმედებელი არ იყო, როგორც მან გვითხრა, 20 ადამიანი მხოლოდ ორგანიზატორებიდან იქნებოდა, მაგრამ წამომსვლელთა რაოდენობა სავარაუდოდ იმის 80%, რაც ფეისბუქზე იყო მითითებული. თათიას თქმით, აქცია იყო აუცილებელი, სწორედ "ქართველთა მარშის" პარალელურად, რათა დაგვენახა რა არის ნამდვილი საფრთხე და რეალურად რა უფრო საშიშია ქვეყნისათვის. ასევე მოხდა დილას დაგეგმილ აქციაზეც, მოსალოდნელზე გაცილებით ნაკლები რაოდენობის ადამიანმა გადაწყვიტა დაეცვა საკუთარი ქვეყნის საზღვრები.

საღამოს რვა საათი ახლოვდებოდა, გადავწყვიტეთ გორიდან სოფელ ბერშუეთში წავსულიყავით და უკვე სტუდენტების მიერ დაგეგმილ აქციას შევერთებოდით. ბერშუეთის მიგნება ადვილი საქმე არ გეგონოთ. სოფლის მკვიდრს გავესაუბრეთ. ზაქრო კვიძინაძის გაბრაზება გამოეწვია იმას, რომ ერთ-ერთ საინფორმაციო გადაცემაში გასულ სიუჟეტში, რომელიც დილის აქციას ეძღვნებოდა, ისაუბრა ადამიანმა, რომელმაც თავი ამავე სოფლის მკვიდრად გაასაღა, მაგრამ სინამდვილეში მას ბერშუეთელები ვერ ცნობენ. ზაქროს სასაცილოდ არ ყოფნიდა ჩვენი კითხვები და გვპასუხობდა, რომ ჩვენ უბრალოდ ქულების დაწერა გვინდა, ზოგს სამსახურში, ზოგს ხალხის თვალში და ამისათვის ჩამოვდივართ დროდადრო საზღვართან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიღაც გაურკვეველ ადამიანებს კი არ ჩავწერდით, არამედ სოფელში მივიდოდით და სოფლის მოსახლეობისაგან გავიგებდით, რა უჭირთ და რა ულხინთ.

ზაქრო კვიძინაძის თქმით, თუ კარგად არ იცი ამ სოფლის გზა, ძნელია მოაგნო, რადგან არც ასფალტია დაგებული და არც რაიმე მანიშნებელია, რომ ადამიანმა გზა გაიგნოს. სანამ ინტერვიუს ჩაწერას დავიწყებდით, ზაქრომ თავად გვთხოვა ბანერთან დავდგებიო, ბანერზე თანასოფლელებს თავად დაუწერიათ "ბერშუეთი". ყველაზე მძიმე ჩვენთვის იმის მოსმენა იყო, რომ აქციების შემდეგ ოკუპანტები განსაკუთრებით აგრესიულები ხდებიან და თუ წლის სხვა დროს გარკვეულ პერიოდში ერთ ადამიანს იტაცებენ, ეს რიცხვი აქციების შემდეგ ხუთამდეც კი იზრდება. არ ვიცოდით რა გვეპასუხა მის საყვედურებზე...

მიუხედავად იმისა, რომ ზაქრომ დაწვრილებით აგვიხსნა საით უნდა წავსულიყავით, რომ ახალგაზრდების აქციას შევერთებოდით, გზა მაინც აგვებნა. რადგან, ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვართან მყოფ ოკუპირებულ სოფელს ვეძებდით და დავიკარგეთ, იძულებული გავხდით ყოველ 50 მეტრში გავჩერებულიყავით და შემხვედრისათვის გზა გვეკითხა. "გზა" ცხადია არაპიდაპირი მნიშნელობით, რადგან იმაზე, რაზეც ჩვენი მანქანა გაჭირვებით დადიოდა, ძნელია უწოდო გზა, ისიც 21-ე საუკუნეში და ისიც ისეთ ადგილას, სადაც შენს მტერს ესაზღვრები და გსურს დაუმტკიცო, რომ შენგან გარიყვა ცუდი აზრი იყო, რომ შენ ძლიერი და მოსახლეობაზე მზრუნველი ქვეყანა ხარ. ერთ ადგილას იძულებული გავხდით მანქანიდან გადმოვსულიყავით და მძღოლი მარტო გაგვეშვა გზის საძებნელად, რადგან დიდი იყო შანსი, სადმე ჩავრჩენილიყავით და ორმოდან ვეღარ ამოგვეყვანა მანქანა.

reclama

რამდენიმე ასეული მეტრი ფეხით ვიარეთ გაუდაბურებულ ყანებში, რომელთაც ეტყობოდა, რომ ცოტა ხნის წინ მოუხნავთ, დაუთესავთ და შემდეგ უპატრონოდ დაუგდიათ, ცხადია ეს იმაზე მეტყველებდა, რომ ტერიტორია მოსახლეობას შიშისაგან მიეტოვებინა. ცხადია ჩვენც გაგვიჩნდა შიში, მთელს სხეულზე ვგრძნობდით ვიღაცის მზერას, არ ვიცოდით სად "მთავრდებოდა" საქართველო და სად იწყებოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთი. შიშის გასაფანტად, ვმსჯელობდით იმაზე, თუ რამდენს მოითხოვდნენ სამი ადამიანის დაპატიმრების შემთხვევაში. გზად ფოტოგრაფმა ფოტოაპარატის დეტალი დაკარგა, რამდენიმე წამით გადავწყვიტეთ უკან დავბრუნებულიყავით და მოგვეძებნა, ბოლოს ისევ მან გადაგვაფიქრებინა და გვითხრა, რომ არ ღირდა ამისთვის გარისკვა. რამდენიმე წამით ჩუმად ვიყავით, არ ვიცი ისინი რაზე ფიქრობდნენ, მაგრამ მე მაინც არ მჯეროდა ის რაც ჩემს გარშემო ხდებოდა, არ მჯეროდა ისე, როგორც ახლობელი ადამიანის გარდაცვალებას ვერ იჯერებ თვეების მანძილზე, მანამ, სანამ არ შეეგუები. როგორც იქნა ჩვენი მანქანა გამოჩნდა, აგვიყვანა და ცოტა ხანში ჩვენს უკან გამოჩენილ "პიკაპის" ტიპის ავტომანქანებს ავედევნეთ. ცხადია ისინიც იქ მიდიოდნენ, სადაც ჩვენ. აქციის მონაწილეებმა დააგვიანეს, რადგან მათაც გაუჭირდათ გზის გაკვლევა.

აქციაზე იყო ძალიან ცოტა ხალხი. როგორ გითხრათ, ჩვენივე უსაფრთხოებისათვის მობილიზებული სამხედრო პოლიცია გაცილებით მეტი იყო ჩვენზე. ეს იყოს სირცხვილი. მთელი ერის სირცხვილი. ერის, რომელსაც სურს, ყველაფერი რომელიმე წმინდანმა, გმირმა და მისიონერმა მოუგვაროს, თავად კი ხელის განძრევა ეზარება.

ეს ყველაფერი ხდებოდა 14 ივლისს. სწორედ ამ დღეს, 156 წლის წინ, ჩარგალში დაიბადა ლუკა რაზიკაშვილი, შემდგომში საყოველთაოდ ცნობილი ვაჟა-ფშაველა, რომელმაც უამრავ საკულტო ლექსს, პოემასა და მოთხრობასთან ერთად გვაჩუქა "სტუმარმასპინძელი"....

მაგდა მარიდაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი