პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბუხენვალდის ალქაჯის" ცხოვრება - მსოფლიოს უსასტიკესი ქალი, რომელიც ადამიანის კანისგან სუვენირებს ამზადებდა
"ბუხენვალდის ალქაჯის" ცხოვრება - მსოფლიოს უსასტიკესი ქალი, რომელიც ადამიანის კანისგან სუვენირებს ამზადებდა

ეს ფრაუ, რო­მე­ლიც წარ­სულ­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბიბ­ლი­ო­თე­კა­რი გახ­ლდათ, მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე სას­ტი­კი ქა­ლე­ბის სი­ა­ში შე­ვი­და. მას "ბუ­ჰენ­ვალ­დის ალ­ქაჯს", "ბუ­ხენ­ვალ­დის ძუკ­ნა­სა" და "ფრაუ აბა­ჟურს" უწო­დებ­დნენ. მაშ ასე, გა­ი­ცა­ნით: ილზა კოხი, ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი გერ­მა­ნუ­ლი სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კის კო­მენ­დან­ტის ცოლი, ნა­ცის­ტი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის კა­ნის­გან სუ­ვე­ნი­რებს ამ­ზა­დებ­და.

ილზა კე­ლე­რი დრეზ­დენ­ში, მუ­შე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. სკო­ლა­ში კარ­გად სწავ­ლობ­და და ძა­ლი­ან ხა­ლი­სი­ა­ნი გო­გო­ნა იყო. ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ბიბ­ლი­ო­თე­კა­რად მუ­შა­ობ­და, სოფ­ლელ ბი­ჭებ­ში პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და, თუმ­ცა თავს სხვებ­ზე მაღ­ლა აყე­ნებ­და.

1932 წელს ნა­ცი­ო­ნალ-სო­ცი­ა­ლის­ტურ გერ­მა­ნულ მუ­შა­თა პარ­ტი­ა­ში შე­ვი­და. 1934 წელს კარლ კოხი გა­იც­ნო, რო­მელ­საც 2 წე­ლი­წად­ში ცო­ლად გაჰ­ყვა.

ცოლ-ქმა­რი კო­ხე­ბი

რო­გორ იქცა ჩუმი ბიბ­ლი­ო­თე­კა­რი მონ­სტრად, რო­მე­ლიც მთელ ბუ­ხენ­ვალდს აზან­ზა­რებ­და? "მსგავ­სი მსგავსს იზი­დავს" - რო­დე­საც მისი ეგო­იზ­მი ესე­სე­ლი კარლ კო­ხის ამ­ბი­ცი­ებ­თან გა­ერ­თი­ან­და, ილ­ზას ფა­რუ­ლი სი­ბილ­წე აშ­კა­რა გახ­და...

სა­ში­ნე­ლი მეტ­სა­ხე­ლი "ფრაუ აბა­ჟუ­რი" ილ­ზამ სხვე­ბის კან­ზე არ­სე­ბუ­ლი ტა­ტუ­ე­ბი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლის გამო მი­ი­ღო. პა­ტიმ­რე­ბი ყვე­ბოდ­ნენ, რომ სა­დის­ტი ქალი ტა­ტუს მქო­ნე პა­ტიმ­რებს აკ­ვლე­ვი­ნებ­და, რათა შემ­დეგ მათი კა­ნის­გან სხვა­დას­ხვა ნა­კე­თო­ბე­ბი მო­ემ­ზა­დე­ბი­ნა (აბა­ჟუ­რე­ბი, ხელ­თათ­მა­ნე­ბი და წიგ­ნის სა­ნიშ­ნე­ე­ბი).

ყვე­ლა­ზე შე­სა­ფე­რის "მა­სა­ლად" ბო­შე­ბი­სა და რუ­სე­ბის კანს მი­იჩ­ნევ­და, რად­გან მათ ხში­რად ტატუ ზურ­გზე ან გულ­მკერ­დზე ჰქონ­დათ. სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად, ტყვე­ე­ბი ტა­ტუ­ებს ისა­ხიჩ­რებ­დნენ ან ცდი­ლობ­დნენ გა­ზის კა­მე­რა­ში მოხ­ვედ­რას, სა­დაც ტა­ტუ­ე­ბი ფუჭ­დე­ბო­და.

ადა­მი­ა­ნის ტა­ტუ­ი­რე­ბუ­ლი კა­ნის­გან შექ­მნი­ლი "სუ­ვე­ნი­რე­ბი"

კო­ხე­ბის წყვილ­მა ამ სი­სას­ტი­კე­ზე ჰიტ­ლე­რის არ­მი­ის გა­ნად­გუ­რე­ბამ­დე აგო პა­სუ­ხი. 1942 წლის მი­წუ­რულს, ცოლ-ქმა­რი ნა­ცის­ტუ­რი სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე წარ­სდგა, "და­უნ­დობ­ლო­ბი­სა და ამო­რა­ლო­ბის" ბრალ­დე­ბით. ბუ­ხენ­ვალ­დის კო­მენ­დან­ტი მექ­რთა­მე­ო­ბა­სა და ექი­მი ვალ­ტერ კრე­მე­რის მოკ­ვლა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს, რო­მელ­მაც კოხი სი­ფი­ლი­სის­გან გან­კურ­ნა და შე­ეძ­ლო ამის შე­სა­ხებ სად­მე წა­მოს­ცდე­ნო­და. კარ­ლი დახ­ვრი­ტეს, მისი მე­უღ­ლე კი და­ა­პა­ტიმ­რეს, თუმ­ცა მა­ლე­ვე მო­უხ­სნეს ბრალ­დე­ბე­ბი და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

ილზა კოხი კვლავ და­ა­კა­ვეს 1947 წელს, მაგ­რამ სას­ტიკ მკვლე­ლო­ბებ­ში თა­ვის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფ­და.

სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ადა­მი­ა­ნის კა­ნის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ნა­კე­თო­ბე­ბის კო­ლექ­ცია და სხვა ნივთმტკი­ცე­ბე­ბი წა­რად­გი­ნეს. უამ­რა­ვი მოწ­მე გა­მოჩ­ნდა, რომ­ლე­ბიც ირ­წმუ­ნე­ბოდ­ნენ, რომ კო­მენ­დან­ტის ცოლი და ექი­მი კრე­მე­რი (სწო­რედ ის ექი­მი, რო­მე­ლიც კარლ კოხ­მა მოკ­ლა) მარ­თლაც ამ­ზა­დებ­დნენ ადა­მი­ა­ნის კა­ნი­სა და ძვლე­ბის­გან ნა­კე­თო­ბებს. თუმ­ცა, საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის უქონ­ლო­ბის გამო, "ბუ­ხენ­ვალ­დის ალ­ქა­ჯი" სიკ­ვდი­ლით არ და­სა­ჯეს: მხო­ლოდ ცი­ხე­ში ჩას­ვეს.

ილზა კო­ხის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი

სა­ო­ცა­რია, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ ამე­რი­კელ­მა გე­ნე­რალ­მა ლუ­ცი­უს კლე­იმ, გერ­მა­ნი­ა­ში ამე­რი­კუ­ლი სა­ო­კუ­პა­ციო ზო­ნის სამ­ხედ­რო კო­მენ­დან­ტმა, ფრაუ კოხი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, რად­გან მი­იჩ­ნია, რომ ბრალ­დე­ბე­ბი არა­საკ­მა­რი­სად იყო დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი.

ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია, ამი­ტომ, 1951 წელს ილზა კოხი კვლავ და­ა­პა­ტიმ­რეს და და­სავ­ლეთ გერ­მა­ნი­ის სა­სა­მარ­თლომ მას სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა.

კო­ხის მიერ შე­ტა­ნი­ლი აპე­ლა­ცი­ე­ბი მა­ლე­ვე უარ­ყო­ფილ იქნა. "ბუ­ხენ­ვალ­დის ალ­ქაჯ­მა" 1967 წლის 1 სექ­ტემ­ბერს სა­კუ­თარ სა­კან­ში თავი ჩა­მო­იხ­რჩო.

დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ია, AMBEBI.GE

ავტორი:

"ბუხენვალდის ალქაჯის" ცხოვრება - მსოფლიოს უსასტიკესი ქალი, რომელიც ადამიანის კანისგან სუვენირებს ამზადებდა

"ბუხენვალდის ალქაჯის" ცხოვრება - მსოფლიოს უსასტიკესი ქალი, რომელიც ადამიანის კანისგან სუვენირებს ამზადებდა

ეს ფრაუ, რომელიც წარსულში ჩვეულებრივი ბიბლიოთეკარი გახლდათ, მსოფლიოს ყველაზე სასტიკი ქალების სიაში შევიდა. მას "ბუჰენვალდის ალქაჯს", "ბუხენვალდის ძუკნასა" და "ფრაუ აბაჟურს" უწოდებდნენ. მაშ ასე, გაიცანით: ილზა კოხი, ერთ-ერთი უმსხვილესი გერმანული საკონცენტრაციო ბანაკის კომენდანტის ცოლი, ნაცისტი, რომელიც ადამიანის კანისგან სუვენირებს ამზადებდა.

ილზა კელერი დრეზდენში, მუშების ოჯახში დაიბადა. სკოლაში კარგად სწავლობდა და ძალიან ხალისიანი გოგონა იყო. ახალგაზრდობაში ბიბლიოთეკარად მუშაობდა, სოფლელ ბიჭებში პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა თავს სხვებზე მაღლა აყენებდა.

1932 წელს ნაციონალ-სოციალისტურ გერმანულ მუშათა პარტიაში შევიდა. 1934 წელს კარლ კოხი გაიცნო, რომელსაც 2 წელიწადში ცოლად გაჰყვა.

ცოლ-ქმარი კოხები

როგორ იქცა ჩუმი ბიბლიოთეკარი მონსტრად, რომელიც მთელ ბუხენვალდს აზანზარებდა? "მსგავსი მსგავსს იზიდავს" - როდესაც მისი ეგოიზმი ესესელი კარლ კოხის ამბიციებთან გაერთიანდა, ილზას ფარული სიბილწე აშკარა გახდა...

საშინელი მეტსახელი "ფრაუ აბაჟური" ილზამ სხვების კანზე არსებული ტატუებისადმი სიყვარულის გამო მიიღო. პატიმრები ყვებოდნენ, რომ სადისტი ქალი ტატუს მქონე პატიმრებს აკვლევინებდა, რათა შემდეგ მათი კანისგან სხვადასხვა ნაკეთობები მოემზადებინა (აბაჟურები, ხელთათმანები და წიგნის სანიშნეები).

ყველაზე შესაფერის "მასალად" ბოშებისა და რუსების კანს მიიჩნევდა, რადგან მათ ხშირად ტატუ ზურგზე ან გულმკერდზე ჰქონდათ. სასიკვდილო განაჩენის თავიდან ასარიდებლად, ტყვეები ტატუებს ისახიჩრებდნენ ან ცდილობდნენ გაზის კამერაში მოხვედრას, სადაც ტატუები ფუჭდებოდა.

ადამიანის ტატუირებული კანისგან შექმნილი "სუვენირები"

კოხების წყვილმა ამ სისასტიკეზე ჰიტლერის არმიის განადგურებამდე აგო პასუხი. 1942 წლის მიწურულს, ცოლ-ქმარი ნაცისტური სასამართლოს წინაშე წარსდგა, "დაუნდობლობისა და ამორალობის" ბრალდებით. ბუხენვალდის კომენდანტი მექრთამეობასა და ექიმი ვალტერ კრემერის მოკვლაში დაადანაშაულეს, რომელმაც კოხი სიფილისისგან განკურნა და შეეძლო ამის შესახებ სადმე წამოსცდენოდა. კარლი დახვრიტეს, მისი მეუღლე კი დააპატიმრეს, თუმცა მალევე მოუხსნეს ბრალდებები და გაათავისუფლეს.

ილზა კოხი კვლავ დააკავეს 1947 წელს, მაგრამ სასტიკ მკვლელობებში თავის მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფდა.

სასამართლო სხდომაზე ადამიანის კანისგან დამზადებული ნაკეთობების კოლექცია და სხვა ნივთმტკიცებები წარადგინეს. უამრავი მოწმე გამოჩნდა, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ კომენდანტის ცოლი და ექიმი კრემერი (სწორედ ის ექიმი, რომელიც კარლ კოხმა მოკლა) მართლაც ამზადებდნენ ადამიანის კანისა და ძვლებისგან ნაკეთობებს. თუმცა, საკმარისი მტკიცებულებების უქონლობის გამო, "ბუხენვალდის ალქაჯი" სიკვდილით არ დასაჯეს: მხოლოდ ციხეში ჩასვეს.

ილზა კოხის სასამართლო პროცესი

საოცარია, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ამერიკელმა გენერალმა ლუციუს კლეიმ, გერმანიაში ამერიკული საოკუპაციო ზონის სამხედრო კომენდანტმა, ფრაუ კოხი გაათავისუფლა, რადგან მიიჩნია, რომ ბრალდებები არასაკმარისად იყო დამტკიცებული.

ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოების დიდი პროტესტი გამოიწვია, ამიტომ, 1951 წელს ილზა კოხი კვლავ დააპატიმრეს და დასავლეთ გერმანიის სასამართლომ მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

კოხის მიერ შეტანილი აპელაციები მალევე უარყოფილ იქნა. "ბუხენვალდის ალქაჯმა" 1967 წლის 1 სექტემბერს საკუთარ საკანში თავი ჩამოიხრჩო.

დუდანა ზაქარაია, AMBEBI.GE

"2021 წელიც რთული იქნება...  დაახლოებით 2022-ის გაზაფხულიდან მოყოლებული ეს ყველაფერი გადაივლის" - ასტროლოგი

რეზო გიგინეიშვილი მესამე ცოლსაც დაშორდა -  წყვილის გაყრის მიზეზი ისევ ფული გახდა?

როგორ მიულოცა ელისაბედ მეორემ მეამბოხე რძალს დაბადების დღე - ფოტო და მილოცვა, რომელმაც ბრიტანელები გაანაწყენა