საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთში რუსი ტურისტების რაოდენობამ იკლო - რა უჯდებათ დასვენება აფხაზურ კურორტებზე
აფხაზეთში რუსი ტურისტების რაოდენობამ იკლო - რა უჯდებათ დასვენება აფხაზურ კურორტებზე

აფხა­ზეთ­ში "რუ­სე­თის ელ­ჩის" გან­ცხა­დე­ბას, - "თუ აფხა­ზე­თი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბას ვერ შეძ­ლებს, რუ­სე­თი თა­ვად მი­მარ­თავს სხვა ზო­მებს", აფხა­ზუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა - "ყვე­ლა­ნი ვწუხ­ვართ და გან­ვიც­დით ადა­მი­ა­ნუ­რად ახალ­გაზ­რდა კა­ცის და­ღუპ­ვას, ასე­ვე ქვეყ­ნის იმიჯს, თუმ­ცა, ელ­ჩის გან­ცხა­დე­ბა, რბი­ლად რომ ვთქვათ, არა­კო­რექ­ტუ­ლი იყოო.".

აფხა­ზი ჟურ­ნა­ლის­ტი იზი­და ჭა­ნია: "ხალ­ხი თა­ნა­უგ­რძნობ­და მათ. უბო­დი­შებ­დნენ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, რო­გორც შე­ეძ­ლოთ... საქ­მე ის არ არის, რომ აფხა­ზე­თი რუს ტუ­რის­ტებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, უბ­რა­ლოდ, ადა­მი­ა­ნუ­რი თა­ნაგ­რძნო­ბა იყო, რო­მე­ლიც არ ცნობს სტა­ტუს­სა და ეროვ­ნე­ბას. ამ ფონ­ზე, მინ­და ვთქვა, რომ არა­კო­რექ­ტუ­ლი იყო რუ­სე­თის ელ­ჩის, სე­მინ გრე­გო­რე­ვის მი­მარ­თვა ამ ისე­დაც მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რომ რუსი დამ­სვე­ნებ­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­თვის პრი­ო­ტი­ტე­ტუ­ლი უნდა იყო­სო...

არ მახ­სოვს შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც აფხა­ზე­თის მო­ქა­ლა­ქე რუ­სეთ­ში მო­ეკ­ლათ და რუ­სეთ­ში აფხა­ზე­თის ელჩს, იგორ ახ­ბას ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ასე მი­ე­მარ­თოს. არც ის მახ­სოვს, მსგავ­სი ტექ­სტე­ბით გა­მო­სუ­ლიყ­ვნენ რუ­სეთ­სა და სხვა ქვეყ­ნებ­ში, თუნ­დაც ინ­გლის­ში, საფ­რან­გეთ­ში ან სად­მე სხვა­გან, სა­დაც ამ ქვეყ­ნე­ბის ტუ­რის­ტებს თავს დას­ხმი­ან... დიახ, ადა­მი­ა­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია, ტრა­გე­დი­აა, რაც მოხ­და, მაგ­რამ ჩვენ­სა­ვით არა­ვინ გა­ნიც­დის ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ კრი­მი­ნო­გე­ნულ მდგო­მა­რე­ო­ბას. ელ­ჩის საქ­მე არ არის, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას პრი­ო­რი­ტე­ბი და­უ­სა­ხოს" - წერს ჭა­ნია.

აფხა­ზურ პრო­ტესტს შე­სა­ბა­მი­სი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა რუ­სეთ­ში - ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი და ფი­ტო­სა­ნი­ტა­რუ­ლი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის და­ვა­ლე­ბით, სო­ჭის სა­სა­ზღვრო პუნ­ქტზე, 145 კგ თევ­ზი, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში აფხა­ზე­თი­დან შეჰ­ქონ­დათ, "გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის" გამო არ შე­უშ­ვეს. სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბით, პრო­დუქ­ტის გა­და­ზიდ­ვა ტრან­სპორ­ტი­რე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვით ხდე­ბო­და. თევ­ზის მე­პატ­რო­ნე ქალ­ბა­ტონ­მა ვე­ტე­რი­ნა­რის მოწ­მო­ბის წარ­დგე­ნა ვერ შეძ­ლო, რის გა­მოც, კვე­ბის­თვის სა­ხი­ფა­თოდ ცნეს და აფხა­ზეთ­ში და­აბ­რუ­ნეს...

აფხა­ზე­ბის თქმით, ეს არის მი­ნიშ­ნე­ბა, რომ პრო­ტეს­ტის შემ­თხვე­ვა­ში, პა­სუ­ხი ადეკ­ვა­ტუ­რი იქ­ნე­ბა. უკვე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, იგი­ვე მი­ზე­ზით დაბ­ლო­კი­ლი პო­მიდვ­რის, რძის ნა­წარ­მი­სა და ბოსტნე­უ­ლის შე­სა­ხებ...

"ვე­ლო­დით!.. ჭკუა უნდა გვას­წავ­ლონ".. აკ­რძა­ლეს და ძა­ლი­ა­ნაც კარ­გი, ჩვენც გვინ­და ხა­რის­ხი­ა­ნი საკ­ვე­ბი, გა­ყი­ნულს რომ მი­ვირ­თმევთ!.." - წე­რენ ირო­ნი­ით აფხა­ზე­ბი და რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ უმ­ძი­მეს სო­ცი­ა­ლურ ფონ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ისევ "ხე­ლი­სუფ­ლე­ბას" აკის­რე­ბენ, რო­მელ­მაც ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, "გა­ყი­ნუ­ლი ეკო­ნო­მი­კის" დაძ­ვრა ვერ შეძ­ლო...

თა­ვის მხრივ, აფხა­ზეთ­ში რუსი ტუ­რის­ტე­ბის ბოლო წლე­ბის სტა­ტის­ტი­კას აქ­ვეყ­ნებს რუ­სუ­ლი მე­დი­აც, - მათი თქმით, წელს ბიჭ­ვინ­თა­სა და გაგ­რა­ში გა­რუ­ჯვის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 15-20%-ით შემ­ცირ­და. ამ მო­ნა­ცე­მებს რუ­სე­თის ტუ­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ტო­რე­ბის ასო­ცი­ა­ცია აქ­ვეყ­ნებს, რომ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ი­თაც, ამის მი­ზე­ზი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხია, შემ­დეგ მომ­სა­ხუ­რე­ბას­თან შე­და­რე­ბით არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად ძვი­რი ფა­სე­ბი და გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა.

არ­სე­ბობს კი­დევ ერთი მი­ზე­ზი, - წელს რუ­სეთ­მა თურ­ქეთ­თან აწე­წი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და­ა­ლა­გა, რა­მაც მკვეთ­რად და­არ­ტყა აფხა­ზეთს. ერთი სი­ტყვით, რუს­მა დამ­სვე­ნებ­ლებ­მა ისევ თურ­ქე­თის სა­ნა­პი­რო­ე­ბი არ­ჩი­ეს... არა­და, 2016 წელს, რუ­სე­თის სტა­ტი­კის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 4 მი­ლი­ონ­მა რუს­მა ტუ­რის­ტმა გა­დაკ­ვე­თა აფხა­ზე­თის "სა­ზღვა­რი". სა­უ­ბა­რია იმათ­ზეც, ვინც რე­გი­ონ­ში ერ­თდღი­ა­ნი ტუ­რით იყო ჩა­სუ­ლი.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2017 წლით ივ­ნის­ში სო­ხუმ­ში, გაგ­რა­სა და ბიჭ­ვინ­თა­ში ერ­თკვი­რი­ა­ნი დას­ვე­ნე­ბა, სა­შუ­ა­ლოდ, 24 ათა­სი რუბ­ლი (ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტით, 960 ლარი) გა­მო­დის, ივ­ლის­სა და აგ­ვის­ტო­ში ფა­სე­ბი, რო­გორც წესი, იმა­ტებს...

რუ­სუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორად­გი­ლი­ა­ნი ნო­მე­რი სამ­ჯე­რა­დი კვე­ბით, 3920 რუბ­ლი (150 ლარი) გა­მო­დის, რაც რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აფხა­ზე­თის­ნა­ი­რი გან­ვი­თა­რე­ბის მქო­ნე ქვეყ­ნის კვა­ლო­ბა­ზე, შე­ღა­ვა­თი ნამ­დვი­ლად არ არის.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

აფხაზეთში რუსი ტურისტების რაოდენობამ იკლო - რა უჯდებათ დასვენება აფხაზურ კურორტებზე

აფხაზეთში რუსი ტურისტების რაოდენობამ იკლო - რა უჯდებათ დასვენება აფხაზურ კურორტებზე

აფხაზეთში "რუსეთის ელჩის" განცხადებას, - "თუ აფხაზეთი უსაფრთხოების საკითხების მოგვარებას ვერ შეძლებს, რუსეთი თავად მიმართავს სხვა ზომებს", აფხაზური საზოგადოება ასე გამოეხმაურა - "ყველანი ვწუხვართ და განვიცდით ადამიანურად ახალგაზრდა კაცის დაღუპვას, ასევე ქვეყნის იმიჯს, თუმცა, ელჩის განცხადება, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტული იყოო.".

აფხაზი ჟურნალისტი იზიდა ჭანია: "ხალხი თანაუგრძნობდა მათ. უბოდიშებდნენ სოციალურ ქსელებში, როგორც შეეძლოთ... საქმე ის არ არის, რომ აფხაზეთი რუს ტურისტებზეა დამოკიდებული, უბრალოდ, ადამიანური თანაგრძნობა იყო, რომელიც არ ცნობს სტატუსსა და ეროვნებას. ამ ფონზე, მინდა ვთქვა, რომ არაკორექტული იყო რუსეთის ელჩის, სემინ გრეგორევის მიმართვა ამ ისედაც მძიმე სიტუაციაში, რომ რუსი დამსვენებლების უსაფრთხოება ადგილობრივი ხელმძღვანელობისთვის პრიოტიტეტული უნდა იყოსო...

არ მახსოვს შემთხვევა, როდესაც აფხაზეთის მოქალაქე რუსეთში მოეკლათ და რუსეთში აფხაზეთის ელჩს, იგორ ახბას ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ასე მიემართოს. არც ის მახსოვს, მსგავსი ტექსტებით გამოსულიყვნენ რუსეთსა და სხვა ქვეყნებში, თუნდაც ინგლისში, საფრანგეთში ან სადმე სხვაგან, სადაც ამ ქვეყნების ტურისტებს თავს დასხმიან... დიახ, ადამიანების უსაფრთხოება პრიორიტეტულია, ტრაგედიაა, რაც მოხდა, მაგრამ ჩვენსავით არავინ განიცდის ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ მდგომარეობას. ელჩის საქმე არ არის, ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობას პრიორიტები დაუსახოს" - წერს ჭანია.

აფხაზურ პროტესტს შესაბამისი რეაქცია მოჰყვა რუსეთში - ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის დავალებით, სოჭის სასაზღვრო პუნქტზე, 145 კგ თევზი, რომელიც ქვეყანაში აფხაზეთიდან შეჰქონდათ, "გაურკვეველი წარმომავლობის" გამო არ შეუშვეს. სამსახურის განცხადებით, პროდუქტის გადაზიდვა ტრანსპორტირების წესების დარღვევით ხდებოდა. თევზის მეპატრონე ქალბატონმა ვეტერინარის მოწმობის წარდგენა ვერ შეძლო, რის გამოც, კვებისთვის სახიფათოდ ცნეს და აფხაზეთში დააბრუნეს...

აფხაზების თქმით, ეს არის მინიშნება, რომ პროტესტის შემთხვევაში, პასუხი ადეკვატური იქნება. უკვე გავრცელდა ინფორმაცია, იგივე მიზეზით დაბლოკილი პომიდვრის, რძის ნაწარმისა და ბოსტნეულის შესახებ...

"ველოდით!.. ჭკუა უნდა გვასწავლონ".. აკრძალეს და ძალიანაც კარგი, ჩვენც გვინდა ხარისხიანი საკვები, გაყინულს რომ მივირთმევთ!.." - წერენ ირონიით აფხაზები და რეგიონში არსებულ უმძიმეს სოციალურ ფონზე პასუხისმგებლობას ისევ "ხელისუფლებას" აკისრებენ, რომელმაც ამდენი წლის განმავლობაში, "გაყინული ეკონომიკის" დაძვრა ვერ შეძლო...

თავის მხრივ, აფხაზეთში რუსი ტურისტების ბოლო წლების სტატისტიკას აქვეყნებს რუსული მედიაც, - მათი თქმით, წელს ბიჭვინთასა და გაგრაში გარუჯვის მსურველთა რაოდენობა 15-20%-ით შემცირდა. ამ მონაცემებს რუსეთის ტურისტული ოპერატორების ასოციაცია აქვეყნებს, რომლის ინფორმაციითაც, ამის მიზეზი წლების განმავლობაში მოუგვარებელი უსაფრთხოების საკითხია, შემდეგ მომსახურებასთან შედარებით არაადეკვატურად ძვირი ფასები და განუვითარებელი ინფრასტრუქტურა.

არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, - წელს რუსეთმა თურქეთთან აწეწილი ურთიერთობა დაალაგა, რამაც მკვეთრად დაარტყა აფხაზეთს. ერთი სიტყვით, რუსმა დამსვენებლებმა ისევ თურქეთის სანაპიროები არჩიეს... არადა, 2016 წელს, რუსეთის სტატიკის სამსახურის ინფორმაციით, 4 მილიონმა რუსმა ტურისტმა გადაკვეთა აფხაზეთის "საზღვარი". საუბარია იმათზეც, ვინც რეგიონში ერთდღიანი ტურით იყო ჩასული.

რუსული მედიის მონაცემებით, 2017 წლით ივნისში სოხუმში, გაგრასა და ბიჭვინთაში ერთკვირიანი დასვენება, საშუალოდ, 24 ათასი რუბლი (ეროვნული ვალუტით, 960 ლარი) გამოდის, ივლისსა და აგვისტოში ფასები, როგორც წესი, იმატებს...

რუსული ტურისტული კომპანიის ინფორმაციით, ორადგილიანი ნომერი სამჯერადი კვებით, 3920 რუბლი (150 ლარი) გამოდის, რაც რუსული მედიის ინფორმაციით, აფხაზეთისნაირი განვითარების მქონე ქვეყნის კვალობაზე, შეღავათი ნამდვილად არ არის.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე