პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გაჩდნენ "კამიკაძეები" და სად განხორციელდა პირველი მასშტაბური ტერაქტი, რომელსაც 114 ადამიანი ემსხვერპლა
როგორ გაჩდნენ "კამიკაძეები" და სად განხორციელდა პირველი მასშტაბური ტერაქტი, რომელსაც 114 ადამიანი ემსხვერპლა

თა­ნა­მედ­რო­ვე მნიშ­ვნე­ლო­ბით ტერ­მი­ნი "კა­მი­კა­ძე" პირ­ვე­ლად მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს გა­მო­ი­ყე­ნეს იმ ია­პო­ნელ თვით­მკვლელ მფრი­ნა­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის ფა­სად ანად­გუ­რებ­დნენ მო­წი­ნა­აღ­მდე­გის საბ­რძო­ლო ტექ­ნი­კას. თუმ­ცა, თა­ვად სი­ტყვა ბევ­რად ადრე გაჩ­ნდა ია­პო­ნი­ის ის­ტო­რი­ა­ში.

ლე­გენ­და "ღვთა­ებ­რივ ქარ­ზე"

1281 წელს, ჩი­ნე­თის და­პყრო­ბის შემ­დეგ მონ­ღოლ­მა ხან­მა ხუ­ბი­ლა­ი­ამ უზარ­მა­ზა­რი ფლო­ტი (4,5 ათა­სი გემი და 140-ათა­სი­ა­ნი არ­მია) შეკ­რი­ბა და ია­პო­ნი­ის ნა­პი­რებს მი­ად­გა, რათა ისიც სა­კუ­თა­რი მმარ­თვე­ლო­ბის ქვეშ მო­ექ­ცია. ყო­ველ­თვის მებ­რძო­ლი ია­პო­ნე­ლე­ბი ბევ­რად მცი­რე არ­მი­ით და­უხ­ვდნენ მტერს, თუმ­ცა, ლე­გენ­დის თა­ნახ­მად გა­დამ­წყვე­ტი ბრძო­ლა არ შედ­გა, რად­გან მო­უ­ლოდ­ნე­ლად ზღვა­ზე ამო­ვარ­დნილ­მა ქა­რიშ­ხალ­მა მონ­ღო­ლე­ბის მთე­ლი ფლო­ტი გა­ა­ნად­გუ­რა. სწო­რედ ტა­ი­ფუნს, რო­მელ­მაც ია­პო­ნე­ლე­ბი და­პყრო­ბის­გან გა­და­არ­ჩი­ნა, ეწო­და "კამი კაძე" ანუ "ღვთა­ებ­რი­ვი ქარი". რამ­დე­ნი­მე ას­წლე­უ­ლის შემ­დეგ, ია­პო­ნე­ლებ­მა ისევ გა­ა­ცო­ცხლეს ძვე­ლი თქმუ­ლე­ბა და თვით­მკვლელ მფრი­ნავ­თა რაზ­მი "კა­მი­კა­ძე" შექ­მნეს, რო­მე­ლის მთა­ვარ მი­ზანს მო­წი­ნა­აღ­მდე­გის გე­მე­ბი­სა და თვითმფრი­ნა­ვე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა წარ­მო­ად­გენ­და.

"ტო­მია-სი­ო­კუ­დო" და ქალ­ბა­ტო­ნი ტო­რი­ხა­მა ტომე

ია­პო­ნი­ის სამ­ხრეთ­ში, პა­ტა­რა ქა­ლაქ მი­ნა­მი­კი­უ­სი­უ­ში, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის წინ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სო­ფე­ლი იყო, დღემ­დეა შე­მორ­ჩე­ნი­ლი სა­სა­უზ­მე "ტო­მია-სი­ო­კუ­დო", რო­მელ­საც ომის წლებ­ში ქალ­ბა­ტო­ნი ტო­რი­ხა­მა ტომე ფლობ­და. სწო­რედ სა­სა­უზ­მე და მისი დი­ა­სახ­ლი­სი, "დე­დი­ლო-კა­მი­კა­ძეს" სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ტომე იქ­ცნენ იმ ასო­ბით ია­პო­ნე­ლი ყმაწ­ვი­ლის უკა­ნას­კნელ თავ­შე­საფ­რად, რომ­ლებ­მაც სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლე შეს­წი­რეს სამ­შობ­ლოს. მშობ­ლი­უ­რი სახ­ლი­დან შორს, დღეს უკვე ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბად ქცე­ულ სა­სა­უზ­მე­ში ატა­რებ­დნენ სა­სიკ­ვდი­ლოდ გან­წი­რუ­ლი მფრი­ნა­ვე­ბი სი­ცო­ცხლის ბოლო სა­ა­თებს, იქ ტკბე­ბოდ­ნენ საყ­ვა­რე­ლი სა­კე­თი უკა­ნას­კნე­ლად და იქ იკე­რავ­დნენ რი­ტუ­ა­ლურ თეთრ სახ­ვევს - ხა­ტი­მა­კის,"დე­დი­ლო-კა­მი­კა­ძე" კი, ყვე­ლას სა­კუ­თა­რი შვი­ლი­ვით აცი­ლებ­და ომში.

მო­გე­ბუ­ლი ბრძო­ლე­ბი და წა­გე­ბუ­ლი ომი

1941 წლის 8 დე­კემ­ბერს, ჰიტ­ლე­რის ერთ-ერ­თმა მთა­ვარ­მა მო­კავ­ში­რემ, ია­პო­ნელ­მა იმ­პე­რა­ტორ­მა ხი­რა­ხი­ტომ, ჰა­ვა­ის კუნ­ძუ­ლებ­ზე გან­ლა­გე­ბულ ამე­რი­კის სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე შე­ტე­ვის ბრძა­ნე­ბა გას­ცა. ია­პო­ნუ­რი ფლო­ტის ვიცე-ად­მი­რალ­მა ტი­უ­ი­ტი ნა­გუ­მომ "პერლ-ჰარ­ბორ­ზე" 441 თვითმფრი­ნა­ვი გაგ­ზავ­ნა და რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის წყნა­რი ოკე­ა­ნის ფლო­ტის თით­ქმის ყვე­ლა ლინ­კო­რი გა­ა­ნად­გუ­რა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ია­პო­ნი­ამ კი­დევ რამ­დე­ნი­მე ბრწყინ­ვა­ლე გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა - შე­იჭ­რა ინ­დო­ნე­ზი­ა­ში და ბირ­მა­ში, და­ი­კა­ვა ფი­ლი­პი­ნე­ბი და და­პყრო­ბით და­ე­მუქ­რა ავ­სტრა­ლი­ას. მარ­თა­ლია, ია­პო­ნია სრუ­ლად აკონ­ტრო­ლებ­და წყნა­რი ოკე­ა­ნის ქვეყ­ნებს, მაგ­რამ 1942 წლის 4 ივ­ნისს, სა­ბე­დის­წე­რო მარ­ცხი გა­ნი­ცა­და მა­დუ­ე­ის კუნ­ძუ­ლებ­თან და სა­ბო­ლო­ოდ ომ­შიც და­მარ­ცხდა.

სპე­ცი­ა­ლუ­რი რაზ­მი და პირ­ვე­ლი საბ­რძო­ლო გაფ­რე­ნა

პირ­ვე­ლი საბ­რძო­ლო გაფ­რე­ნა 1944 წლის 25 ოქ­ტომ­ბერს გან­ხორ­ცი­ელ­და, როცა კა­პი­ტან იო­კიო სე­კის მე­თა­უ­რო­ბით, ფი­ლი­პი­ნე­ბის აე­როდ­რო­მი­დან აფ­რე­ნილ­მა "მი­ცუ­ბი­სი ზე­როს" ხუთ­მა თვითმფრი­ნავ­მა ლე­ი­ტეს ყუ­რე­ში ამე­რი­კულ ავი­ა­მზი­დებ­ზე მი­ი­ტა­ნა იე­რი­ში.

სე­კის თვითმფრი­ნა­ვი გე­მის "სუ­ო­ნის" კი­ჩო­ზე და­ე­ხეთ­ქა. აფეთ­ქე­ბამ 16 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ჩე­ნილ­მა ხან­ძარ­მა კი, ავი­ა­მზი­დი სა­ბო­ლო­ოდ გა­ა­ნად­გუ­რა. ეს­კად­რას და­ნარ­ჩენ გე­მებ­ზე გან­გა­ში გა­მო­ცხად­და და მარ­თა­ლია, რა­და­რებ­მა სა­ეჭ­ვო ვე­რა­ფე­რი და­ა­ფიქ­სი­რეს, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში კი­დევ ერთი მო­უ­ლოდ­ნე­ლი იე­რი­ში გან­ხორ­ცი­ელ­და და ავი­ა­მზი­დე­ბის "სე­ნი­სა"და "სენტ-ლოს" მე­ზღვა­უ­რებ­მა უკვე სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოს­ცა­დეს "ღვთა­ებ­რი­ვი ქა­რიშ­ხლის" ძალა.

ია­პო­ნე­ლე­ბის პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­ტე­ვა, "სენტ-ლოს" ორ ნა­წი­ლად გახ­ლე­ჩით, ექ­ვსი სა­ეს­კორ­ტო ავი­ა­მზი­დის ჩა­ძირ­ვით და 114 მე­ზღვა­უ­რის და­ღუპ­ვით დას­რულ­და. მარ­თა­ლია, 17 მფრი­ნა­ვი ია­პო­ნე­ლებ­მაც და­კარ­გეს, მაგ­რამ სწო­რედ მა­შინ გა­ი­გო მსოფ­ლი­ომ რას წარ­მო­ად­გენ­დნენ "ღვთებ­რივ ქა­რად" წო­დე­ბუ­ლი პი­ლო­ტე­ბი სი­ნამ­დვი­ლე­ში.

კა­მი­კა­ძე­თა შე­ტე­ვე­ბი ყო­ველ­თვის ერთი გეგ­მით ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და - მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის ეფექ­ტის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად მფრი­ნა­ვე­ბი რა­და­რის მოქ­მე­დე­ბის ზო­ნის მიღ­მა, პრაქ­ტი­კუ­ლად ზღვის ზე­და­პირ­ზე დაფ­რი­ნავ­დნენ, სა­მიზ­ნეს­თან ახ­ლოს მი­სუ­ლე­ბი კი, მკვეთ­რად იჭ­რე­ბოდ­ნენ ცაში და 2-3 კი­ლო­მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან ეხეთ­ქე­ბოდ­ნენ გემ­ბანს. პი­ლოტს არ ჰქონ­და თვითმფრი­ნავ­ზე მი­მაგ­რე­ბუ­ლი 250-კი­ლოგ­რა­მი­ა­ნი ბომ­ბის ჩა­მოგ­დე­ბის უფ­ლე­ბა, მას მხო­ლოდ ბოლო წა­მებ­ში მოჰ­ყავ­და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბა­ში და იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ მო­წი­ნაღ­მდე­გის ტყვი­ას ჰა­ერ­ში ემსხვერ­პლე­ბო­და, მისი უმარ­თა­ვი თვითმფრი­ნა­ვი მა­ინც აღ­წევ­და მი­ზანს. ამ­გვა­რი ტაქ­ტი­კა, რო­მე­ლიც არ­ნა­ხულ თავ­და­დე­ბას მო­ი­თხოვ­და, ომის ბო­ლომ­დე შე­ნარ­ჩუნ­და და მარ­თა­ლია, ია­პო­ნე­ლე­ბი სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც და­მარ­ცხდნენ, მაგ­რამ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის არ­მი­აც საგ­რძნობ­ლად აზა­რა­ლეს.

ია­პო­ნუ­რი არ­მი­ის "ცო­ცხა­ლი ია­რა­ღი"

იუკო სე­კის და მისი მე­გობ­რე­ბის წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ ია­პო­ნი­ა­ში ნამ­დვი­ლი ის­ტე­რია და­ი­წყო. ათა­სო­ბით ახალ­გაზ­რდა ოც­ნე­ბობ­და კა­მი­კა­ძე­თა ქვე­და­ნა­ყოფ­ში მოხ­ვედ­რას, სა­ერ­თო მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მო­ცხა­დე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი, ნა­თე­ლი გახ­და, რომ სამ­შობ­ლოს­თვის სი­ცო­ცხლის გა­წირ­ვის მსურ­ვე­ლი უფრო მეტი იყო, ვიდ­რე გა­მარ­თუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი.

სპე­ცი­ა­ლუ­რი რაზ­მე­ბი არა მარ­ტო მფრი­ნა­ვებს, არა­მედ პა­რა­შუ­ტის­ტებ­სა და მე­ზღვა­უ­რებს შო­რი­საც შე­იქ­მნა. თვით­მკვლე­ლი პა­რა­შუ­ტის­ტე­ბი მო­წი­ნა­აღ­მდე­გის აე­როდ­რო­მებს და სტრა­ტე­გი­ულ ნა­გე­ბო­ბებს აფეთ­ქებ­დნენ, სიკ­ვდი­ლის­თვის გან­წი­რუ­ლი მე­ზღვა­უ­რე­ბი კი, ასა­ფეთ­ქებ­ლით დატ­ვირ­თუ­ლი კა­ტარ­ღე­ბით ეჯა­ხე­ბოდ­ნენ უზარ­მა­ზარ ტორ­პე­დო­ებს და სა­მუ­და­მოდ თუ არა, დიდი ხნით მა­ინც გა­მოჰ­ყავ­დათ მწყობ­რი­დან.

უსაქ­მოდ არც სა­ხელ­მწი­ფო პრო­პა­გან­და ცდე­ბო­და, რო­მელ­მაც "კა­მი­კა­ძეს" ახა­ლი დატ­ვირ­თვა შეს­ძი­ნა და ახალ­გაზ­რდებს ბუ­სი­დოს კო­დექ­სის სრუ­ლი მორ­ჩი­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­და, რაც სიკ­ვდი­ლის­თვის მუდ­მივ მზად­ყოფ­ნას ნიშ­ნავ­და.

სპე­ცი­ა­ლურ რაზმში მოხ­ვედ­რის მსურ­ვე­ლე­ბი ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენ­ტებ­საც კი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მით ავ­სებ­დნენ. გან­ცხდე­ბა­ში ხაზ­გას­მუ­ლი იყო, რომ ისი­ნი მზად იყ­ვნენ სი­ცო­ცხლის გა­სა­წი­რად და არ­ჩე­ვა­ნი მხო­ლოდ ორ გრა­ფას შო­რის: "მზად ვარ" ან "და­უ­ყო­ნებ­ლივ მზად ვარ" უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ.

თვით­მკვლე­ლე­ბის გმი­რუ­ლი გაფ­რე­ნა სა­დღე­სას­წა­უ­ლო რი­ტუ­ალს ემ­სგავ­სე­ბო­და, რომ­ლის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად თეთ­რი სახ­ვე­ვი და სა­კეს უკ­ნას­კნე­ლი თასი, იმ­პე­რა­ტო­რის სა­სახ­ლის მხა­რეს მო­წი­წე­ბით თა­ვის დაკ­ვრა და ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნე­ბის­გან მირ­თმე­უ­ლი თა­ი­გუ­ლი ით­ვლე­ბო­და. თა­ვად "კა­მი­კა­ძე­ებ­საც" ხში­რად ადა­რებ­დნენ სა­კუ­რას ყვა­ვი­ლო­ბას ანუ ალუბ­ლის ხეს, რო­მე­ლიც ისე­ვე სწრა­ფად ჭკნე­ბა, რო­გორც იფურ­ჩქნე­ბა. სიკ­ვდილს ია­პო­ნე­ლებ­მა ერ­თგვა­რი რო­მან­ტი­კუ­ლი ელ­ფე­რი შეს­ძი­ნეს, რაც უფრო მე­ტად იზი­დავ­და ახალ­გაზ­რდა, ჯერ კი­დევ, გა­მო­უც­დელ ჯა­რის­კა­ცებს.

გმი­რო­ბა თუ ფუჭი მსხვერ­ლი?

ია­პო­ნელ­თა თავ­გან­წი­რულ ბრძო­ლას წერ­ტი­ლი ფი­ლი­პი­ნე­ბის ნა­პი­რებ­თან და­ეს­ვა. მარ­თა­ლია, და­ნა­კარ­გე­ბი ორი­ვე მხა­რეს­თვის მძი­მე აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რამ ია­პო­ნე­ლე­ბის მსხვერ­პლი უფრო მას­შტა­ბუ­რი იყო, რად­გან მათ 108 000 ჯა­რის­კაც­თან ერ­თად 80 000-ზე მეტი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქეც და­კარ­გეს და ომ­შიც და­მარ­ცხდნენ.

1945 წლის 2 სექ­ტემ­ბერს კა­პი­ტუ­ლა­ცი­ის აქ­ტზე ხე­ლის მო­წე­რით ია­პო­ნი­ის იმ­პე­რა­ტორ­მა აღი­ა­რა სა­კუ­თა­რი და­მარ­ცხე­ბა, თუმ­ცა, მარ­ცხით ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა ვერ შეძ­ლეს სამ­ხედ­რო ჩი­ნოს­ნებ­მა, რომ­ლებ­მაც იმ­პე­რა­ტო­რის სა­სახ­ლის წინ მო­ე­დან­ზე ჩა­ა­ტა­რეს ხა­რა­კი­რის რი­ტუ­ა­ლი. "კა­მი­კა­ძეს მა­მად" წო­დე­ბულ­მა ონი­სი ტა­კი­მო­რომ სე­კუნ­დანტზეც კი უარი თქვა, რო­მელ­საც მის­თვის თავი უნდა მო­ეკ­ვე­თა და ხა­რა­კი­რი თვი­თონ გა­ი­კე­თა. ად­მი­რა­ლი 12 სა­ათს იც­ლე­ბო­და სის­ხლის­გან და სწო­რედ აგო­ნი­ა­ში და­წე­რა გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბე­ლი წე­რი­ლი: "პა­ტი­ე­ბას ვთხოვ და­ღუ­პუ­ლი მფრი­ნა­ვე­ბის სუ­ლებს და მათ და­ობ­ლე­ბულ ოჯა­ხებს. ვი­სურ­ვებ­დი, ჩემი სიკ­ვდი­ლი გაკ­ვე­თი­ლი ყო­ფი­ლი­ყოს ახა­ლი თა­ო­ბის ია­პო­ნე­ლე­ბის­თვის. ჩვენ სამ­შობ­ლოს­თვის ვიბ­რძო­დით, თქვენ კი, ქვეყ­ნის კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის უნდა გა­აგ­რძე­ლოთ ბრძო­ლა და ნუ­რას­დროს და­ი­ვი­წყებთ სი­ა­მა­ყეს თუნ­დაც მარ­ტო იმი­ტომ, რომ ია­პო­ნე­ლე­ბი ხართ".

ვინ იყ­ვნენ სი­ნამ­ვი­ლე­ში კა­მი­კა­ძე­ე­ბი? - ბუ­სი­დოს იდე­ა­ლებ­ზე გაზ­რდი­ლი გმი­რე­ბი, რომ­ლებ­მაც ნე­ბით აირ­ჩი­ეს სიკ­ვდი­ლი, თუ სა­ხელ­მწი­ფოს პრო­პა­გან­დით თავ­გზა­აბ­ნე­უ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლებ­მაც ფუ­ჭად გა­ი­ღეს სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლე მსხვერ­პლად? ასეა თუ ისე, დღეს კა­მი­კა­ძე ის­ტო­რი­ის ის ნა­წი­ლია, რომ­ლი­თაც ია­პო­ნელ­თა ნა­წი­ლი ამა­ყობს, ნა­წილს კი, მხო­ლოდ სიბ­რა­ლუ­ლის გრძნო­ბა უჩ­ნდე­ბა, თუმ­ცა, გულ­გრი­ლი მა­ინც არა­ვინ რჩე­ბა.

იხი­ლეთ რუბ­რი­კა "არჩვე­უ­ლებ­რი­ვი ის­ტო­რი­ე­ბი"

ნანა ჩხა­ი­ძე

როგორ გაჩდნენ "კამიკაძეები" და სად განხორციელდა პირველი მასშტაბური ტერაქტი, რომელსაც 114 ადამიანი ემსხვერპლა

როგორ გაჩდნენ "კამიკაძეები" და სად განხორციელდა პირველი მასშტაბური ტერაქტი, რომელსაც 114 ადამიანი ემსხვერპლა

თანამედროვე მნიშვნელობით ტერმინი "კამიკაძე" პირველად მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს იმ იაპონელ თვითმკვლელ მფრინავებთან დაკავშირებით, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად ანადგურებდნენ მოწინააღმდეგის საბრძოლო ტექნიკას. თუმცა, თავად სიტყვა ბევრად ადრე გაჩნდა იაპონიის ისტორიაში.

ლეგენდა "ღვთაებრივ ქარზე"

1281 წელს, ჩინეთის დაპყრობის შემდეგ მონღოლმა ხანმა ხუბილაიამ უზარმაზარი ფლოტი (4,5 ათასი გემი და 140-ათასიანი არმია) შეკრიბა და იაპონიის ნაპირებს მიადგა, რათა ისიც საკუთარი მმართველობის ქვეშ მოექცია. ყოველთვის მებრძოლი იაპონელები ბევრად მცირე არმიით დაუხვდნენ მტერს, თუმცა, ლეგენდის თანახმად გადამწყვეტი ბრძოლა არ შედგა, რადგან მოულოდნელად ზღვაზე ამოვარდნილმა ქარიშხალმა მონღოლების მთელი ფლოტი გაანადგურა. სწორედ ტაიფუნს, რომელმაც იაპონელები დაპყრობისგან გადაარჩინა, ეწოდა "კამი კაძე" ანუ "ღვთაებრივი ქარი". რამდენიმე ასწლეულის შემდეგ, იაპონელებმა ისევ გააცოცხლეს ძველი თქმულება და თვითმკვლელ მფრინავთა რაზმი "კამიკაძე" შექმნეს, რომელის მთავარ მიზანს მოწინააღმდეგის გემებისა და თვითმფრინავების განადგურება წარმოადგენდა.

"ტომია-სიოკუდო" და ქალბატონი ტორიხამა ტომე

იაპონიის სამხრეთში, პატარა ქალაქ მინამიკიუსიუში, რომელიც რამდენიმე ათეული წლის წინ ჩვეულებრივი სოფელი იყო, დღემდეა შემორჩენილი სასაუზმე "ტომია-სიოკუდო", რომელსაც ომის წლებში ქალბატონი ტორიხამა ტომე ფლობდა. სწორედ სასაუზმე და მისი დიასახლისი, "დედილო-კამიკაძეს" სახელით ცნობილი ქალბატონი ტომე იქცნენ იმ ასობით იაპონელი ყმაწვილის უკანასკნელ თავშესაფრად, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს. მშობლიური სახლიდან შორს, დღეს უკვე ღირსშესანიშნაობად ქცეულ სასაუზმეში ატარებდნენ სასიკვდილოდ განწირული მფრინავები სიცოცხლის ბოლო საათებს, იქ ტკბებოდნენ საყვარელი საკეთი უკანასკნელად და იქ იკერავდნენ რიტუალურ თეთრ სახვევს - ხატიმაკის,"დედილო-კამიკაძე" კი, ყველას საკუთარი შვილივით აცილებდა ომში.

მოგებული ბრძოლები და წაგებული ომი

1941 წლის 8 დეკემბერს, ჰიტლერის ერთ-ერთმა მთავარმა მოკავშირემ, იაპონელმა იმპერატორმა ხირახიტომ, ჰავაის კუნძულებზე განლაგებულ ამერიკის სამხედრო ბაზაზე შეტევის ბრძანება გასცა. იაპონური ფლოტის ვიცე-ადმირალმა ტიუიტი ნაგუმომ "პერლ-ჰარბორზე" 441 თვითმფრინავი გაგზავნა და რამდენიმე საათში შეერთებული შტატების წყნარი ოკეანის ფლოტის თითქმის ყველა ლინკორი გაანადგურა. მოგვიანებით, იაპონიამ კიდევ რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა - შეიჭრა ინდონეზიაში და ბირმაში, დაიკავა ფილიპინები და დაპყრობით დაემუქრა ავსტრალიას. მართალია, იაპონია სრულად აკონტროლებდა წყნარი ოკეანის ქვეყნებს, მაგრამ 1942 წლის 4 ივნისს, საბედისწერო მარცხი განიცადა მადუეის კუნძულებთან და საბოლოოდ ომშიც დამარცხდა.

სპეციალური რაზმი და პირველი საბრძოლო გაფრენა

პირველი საბრძოლო გაფრენა 1944 წლის 25 ოქტომბერს განხორციელდა, როცა კაპიტან იოკიო სეკის მეთაურობით, ფილიპინების აეროდრომიდან აფრენილმა "მიცუბისი ზეროს" ხუთმა თვითმფრინავმა ლეიტეს ყურეში ამერიკულ ავიამზიდებზე მიიტანა იერიში.

სეკის თვითმფრინავი გემის "სუონის" კიჩოზე დაეხეთქა. აფეთქებამ 16 ადამიანი იმსხვერპლა, მოგვიანებით გაჩენილმა ხანძარმა კი, ავიამზიდი საბოლოოდ გაანადგურა. ესკადრას დანარჩენ გემებზე განგაში გამოცხადდა და მართალია, რადარებმა საეჭვო ვერაფერი დააფიქსირეს, მაგრამ რამდენიმე წუთში კიდევ ერთი მოულოდნელი იერიში განხორციელდა და ავიამზიდების "სენისა"და "სენტ-ლოს" მეზღვაურებმა უკვე საკუთარ თავზე გამოსცადეს "ღვთაებრივი ქარიშხლის" ძალა.

იაპონელების პირველი წარმატებული შეტევა, "სენტ-ლოს" ორ ნაწილად გახლეჩით, ექვსი საესკორტო ავიამზიდის ჩაძირვით და 114 მეზღვაურის დაღუპვით დასრულდა. მართალია, 17 მფრინავი იაპონელებმაც დაკარგეს, მაგრამ სწორედ მაშინ გაიგო მსოფლიომ რას წარმოადგენდნენ "ღვთებრივ ქარად" წოდებული პილოტები სინამდვილეში.

კამიკაძეთა შეტევები ყოველთვის ერთი გეგმით ხორციელდებოდა - მოულოდნელობის ეფექტის შესანარჩუნებლად მფრინავები რადარის მოქმედების ზონის მიღმა, პრაქტიკულად ზღვის ზედაპირზე დაფრინავდნენ, სამიზნესთან ახლოს მისულები კი, მკვეთრად იჭრებოდნენ ცაში და 2-3 კილომეტრის სიმაღლიდან ეხეთქებოდნენ გემბანს. პილოტს არ ჰქონდა თვითმფრინავზე მიმაგრებული 250-კილოგრამიანი ბომბის ჩამოგდების უფლება, მას მხოლოდ ბოლო წამებში მოჰყავდა ასაფეთქებელი მოქმედებაში და იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოწინაღმდეგის ტყვიას ჰაერში ემსხვერპლებოდა, მისი უმართავი თვითმფრინავი მაინც აღწევდა მიზანს. ამგვარი ტაქტიკა, რომელიც არნახულ თავდადებას მოითხოვდა, ომის ბოლომდე შენარჩუნდა და მართალია, იაპონელები საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ, მაგრამ შეერთებული შტატების არმიაც საგრძნობლად აზარალეს.

იაპონური არმიის "ცოცხალი იარაღი"

იუკო სეკის და მისი მეგობრების წარმატების შემდეგ იაპონიაში ნამდვილი ისტერია დაიწყო. ათასობით ახალგაზრდა ოცნებობდა კამიკაძეთა ქვედანაყოფში მოხვედრას, საერთო მობილიზაციის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში კი, ნათელი გახდა, რომ სამშობლოსთვის სიცოცხლის გაწირვის მსურველი უფრო მეტი იყო, ვიდრე გამართული თვითმფრინავი.

სპეციალური რაზმები არა მარტო მფრინავებს, არამედ პარაშუტისტებსა და მეზღვაურებს შორისაც შეიქმნა. თვითმკვლელი პარაშუტისტები მოწინააღმდეგის აეროდრომებს და სტრატეგიულ ნაგებობებს აფეთქებდნენ, სიკვდილისთვის განწირული მეზღვაურები კი, ასაფეთქებლით დატვირთული კატარღებით ეჯახებოდნენ უზარმაზარ ტორპედოებს და სამუდამოდ თუ არა, დიდი ხნით მაინც გამოჰყავდათ მწყობრიდან.

უსაქმოდ არც სახელმწიფო პროპაგანდა ცდებოდა, რომელმაც "კამიკაძეს" ახალი დატვირთვა შესძინა და ახალგაზრდებს ბუსიდოს კოდექსის სრული მორჩილებისკენ მოუწოდა, რაც სიკვდილისთვის მუდმივ მზადყოფნას ნიშნავდა.

სპეციალურ რაზმში მოხვედრის მსურველები ოფიციალურ დოკუმენტებსაც კი განსხვავებული ფორმით ავსებდნენ. განცხდებაში ხაზგასმული იყო, რომ ისინი მზად იყვნენ სიცოცხლის გასაწირად და არჩევანი მხოლოდ ორ გრაფას შორის: "მზად ვარ" ან "დაუყონებლივ მზად ვარ" უნდა გაეკეთებინათ.

თვითმკვლელების გმირული გაფრენა სადღესასწაულო რიტუალს ემსგავსებოდა, რომლის განუყოფელ ნაწილად თეთრი სახვევი და საკეს უკნასკნელი თასი, იმპერატორის სასახლის მხარეს მოწიწებით თავის დაკვრა და ახალგაზრდა გოგონებისგან მირთმეული თაიგული ითვლებოდა. თავად "კამიკაძეებსაც" ხშირად ადარებდნენ საკურას ყვავილობას ანუ ალუბლის ხეს, რომელიც ისევე სწრაფად ჭკნება, როგორც იფურჩქნება. სიკვდილს იაპონელებმა ერთგვარი რომანტიკული ელფერი შესძინეს, რაც უფრო მეტად იზიდავდა ახალგაზრდა, ჯერ კიდევ, გამოუცდელ ჯარისკაცებს.

გმირობა თუ ფუჭი მსხვერლი?

იაპონელთა თავგანწირულ ბრძოლას წერტილი ფილიპინების ნაპირებთან დაესვა. მართალია, დანაკარგები ორივე მხარესთვის მძიმე აღმოჩნდა, მაგრამ იაპონელების მსხვერპლი უფრო მასშტაბური იყო, რადგან მათ 108 000 ჯარისკაცთან ერთად 80 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეც დაკარგეს და ომშიც დამარცხდნენ.

1945 წლის 2 სექტემბერს კაპიტულაციის აქტზე ხელის მოწერით იაპონიის იმპერატორმა აღიარა საკუთარი დამარცხება, თუმცა, მარცხით ცხოვრების გაგრძელება ვერ შეძლეს სამხედრო ჩინოსნებმა, რომლებმაც იმპერატორის სასახლის წინ მოედანზე ჩაატარეს ხარაკირის რიტუალი. "კამიკაძეს მამად" წოდებულმა ონისი ტაკიმორომ სეკუნდანტზეც კი უარი თქვა, რომელსაც მისთვის თავი უნდა მოეკვეთა და ხარაკირი თვითონ გაიკეთა. ადმირალი 12 საათს იცლებოდა სისხლისგან და სწორედ აგონიაში დაწერა გამოსამშვიდობებელი წერილი: "პატიებას ვთხოვ დაღუპული მფრინავების სულებს და მათ დაობლებულ ოჯახებს. ვისურვებდი, ჩემი სიკვდილი გაკვეთილი ყოფილიყოს ახალი თაობის იაპონელებისთვის. ჩვენ სამშობლოსთვის ვიბრძოდით, თქვენ კი, ქვეყნის კეთილდღეობისთვის უნდა გააგრძელოთ ბრძოლა და ნურასდროს დაივიწყებთ სიამაყეს თუნდაც მარტო იმიტომ, რომ იაპონელები ხართ".

ვინ იყვნენ სინამვილეში კამიკაძეები? - ბუსიდოს იდეალებზე გაზრდილი გმირები, რომლებმაც ნებით აირჩიეს სიკვდილი, თუ სახელმწიფოს პროპაგანდით თავგზააბნეული ახალგაზრდები, რომლებმაც ფუჭად გაიღეს საკუთარი სიცოცხლე მსხვერპლად? ასეა თუ ისე, დღეს კამიკაძე ისტორიის ის ნაწილია, რომლითაც იაპონელთა ნაწილი ამაყობს, ნაწილს კი, მხოლოდ სიბრალულის გრძნობა უჩნდება, თუმცა, გულგრილი მაინც არავინ რჩება.

იხილეთ რუბრიკა "არჩვეულებრივი ისტორიები"

ნანა ჩხაიძე

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს