საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცამეტი პერსონაჟი და ცამეტივე მკვლელი... - "თოლია" ანტონ ჩეხოვისა და ბორის აკუნინის მიხედვით, ახმეტელის თეატრის სცენაზე
ცამეტი პერსონაჟი და ცამეტივე მკვლელი... - "თოლია" ანტონ ჩეხოვისა და ბორის აკუნინის მიხედვით, ახმეტელის თეატრის სცენაზე

ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რში სე­ზო­ნის ბოლო პრე­მი­ე­რა გა­ი­მარ­თა. "თო­ლია" ან­ტონ ჩე­ხო­ვი­სა და ბო­რის აკუ­ნი­ნის მი­ხედ­ვით ბე­ლო­რუს­მა რე­ჟი­სორ­მა, მინ­სკის თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ხატ­ვრო თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­მა - ვლა­დი­მერ უსა­კოვ­მა ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

ირაკ­ლი გო­გო­ი­ამ, ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­მა, რე­ჟი­სო­რი უსა­კო­ვი რამ­დე­მი­მე წლის წინ, თე­ატ­რა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზე გა­იც­ნო. შემ­დეგ თე­ატ­რი გას­ტრო­ლებ­ზე მინ­სკში გა­ემ­გზავ­რა და თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ხატ­ვრო თე­ატ­რში სპექ­ტაკ­ლე­ბი გა­მარ­თა. "ჩვე­ნი თე­ატ­რი გახ­სნი­ლია არა მარ­ტო ბე­ლო­რუ­სის ბევ­რი ქვეყ­ნის დას­თან სა­თა­ნამ­შრომ­ლოდ, რისი დას­ტუ­რი­ცაა ის, რომ ბევ­რი კოპ­რო­დუქ­ცია გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ".

ხოლო თუ რა­ტომ გა­და­წყვი­ტა ბე­ლო­რუს­მა რე­ჟი­სორ­მა ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რის დას­თან "თო­ლი­ა­ზე" მუ­შა­ო­ბა და რო­გო­რი იყო მისი მიდ­გო­მა ამ პი­ე­სის მი­მართ, თა­ვად უსა­კო­ვი გვე­უბ­ნე­ბა, რომ "ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რში გა­სა­ო­ცა­რი ახალ­გაზ­რდუ­ლი და­სია, თა­ვი­სე­ბუ­რი სუ­ლის­კვე­თე­ბის, ცე­ცხლის, მი­მარ­თუ­ლე­ბის, - სე­რი­ო­ზუ­ლი სამ­სა­ხი­ო­ბო რე­სურ­სი თავ­მოყ­რი­ლია, ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბი ჰყავთ. გარ­და ამი­სა, "თო­ლი­ას" დად­გმას თით­ქმის ყვე­ლა თე­ატ­რი ცდი­ლობს და მრა­ვა­ლი თე­ატ­რის­თვის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია.

"ქარ­თულ თო­ლია" ვი­ფიქ­რე, სა­ინ­ტე­რე­სო უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო, რად­გა­ნაც აქ ჩე­ხო­ვი და აკუ­ნი­ნია შე­ჯე­რე­ბუ­ლი. აკუ­ნი­ნი ხომ გრი­გო­რი ჩხარ­ტიშ­ვი­ლია, ქარ­თვე­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ვფიქ­რობ, ახ­ლოს არის სა­ქარ­თვე­ლოს­თან, რო­მე­ლიც თა­ვი­სე­ბუ­რად აგ­რძე­ლებს აკუ­ნინს და წა­მო­წევს, ვერ­სი­ას, რომ კოს­ტია თვით­მკვლე­ლი კი არ არის, არა­მედ შე­საძ­ლე­ბე­ლია საქ­მე მის მკვლე­ლო­ბას­თან გვქონ­დეს. რის გარ­კვე­ვა­საც დოქ­ტო­რი იწყებს.

ჩე­ხოვ-აკუ­ნი­ნი­სე­უ­ლი ვერ­სი­ე­ბი ერ­თმა­ნეთს აგ­რძე­ლებს, თუმ­ცა მო­ვი­ფიქ­რეთ მე­სა­მეც, ჩვე­ნე­უ­ლი გაგ­რძე­ლე­ბა, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე თე­ატ­რის მა­ყუ­რე­ბე­ლი აღელ­ვე­ბუ­ლი­ყო, გას­ჩე­ნო­და კი­თხვე­ბი. მნიშ­ვნე­ლოვ­ნია, რომ სპექ­ტაკ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის, პი­ე­სის ჩვე­ნე­ულ, თა­ვი­სე­ბურ აღ­ქმას წარ­მო­ად­გენ­დეს. ასე­თი მიდ­გო­მა არა­მარ­ტო აქ, მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქა­ლაქ­ში უნდა აინ­ტე­რე­სებ­დეთ".

სპექ­ტაკლში და­კა­ვე­ბუ­ლია 13 მსა­ხი­ო­ბი, რომ­ლე­ბიც რე­ჟი­სორ­მა თა­ვად აირ­ჩია და ჯგუფ­თან მუ­შა­ო­ბით კმა­ყო­ფი­ლია. სა­მუ­შა­ოს და­წყე­ბის წინ გულ­დას­მით შე­ის­წავ­ლა ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის ის­ტო­რია, ჩვე­ნი თე­ატ­რე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი, მი­აჩ­ნია, რომ საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია დღეს ამ თე­ატ­რე­ბის თა­მა­სა. სა­ინ­ტე­რე­სო წარ­მოდ­გე­ნე­ბი აქვთ. ამი­ტომ, ამ ყვე­ლაფ­რის­თვის გულ­დას­მით მო­ემ­ზა­და.

მოკ­ლედ, ცა­მე­ტი პერ­სო­ნა­ჟი და ცა­მე­ტი­ვე მკვლე­ლი, ყვე­ლას ტრეპ­ლე­ვის მოკ­ვლის სა­კუ­თა­რი მი­ზე­ზი აქვს. ან­ტონ ჩე­ხო­ვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი პი­ე­სის "თო­ლია" ინ­ტერპრე­ტა­ცია თა­ნა­მედ­რო­ვე მწერ­ლის ბო­რის აკუ­ნი­ნის თვა­ლით და დე­ტექ­ტი­უ­რი პა­სა­ჟე­ბი­თაა და­ნა­ხუ­ლი, რო­მელ­საც მსა­ხი­ო­ბე­ბი - სო­ფია სე­ბის­კვე­რა­ძე, გი­ორ­გი ცხა­და­ძე, ნუგ­ზარ ყუ­რაშ­ვი­ლი, გიგი მიგ­რი­ა­უ­ლი, ვე­რო­ნი­კა კა­ლან­და­რიშ­ვი­ლი, მა­მუ­კა მა­ზავ­რიშ­ვი­ლი, თა­მარ ბეჟუ­აშ­ვი­ლი, მა­ი­კო ვა­წა­ძე, ან­დრია გვე­ლე­სი­ა­ნი, ოთო ჩი­ქო­ბა­ვა ასა­ხი­ე­რე­ბენ.

ან­დრია გვე­ლე­სი­ა­ნი:

- ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შაო იყო, ამას აორ­მა­გებ­და უცხო­ელ (ბე­ლო­რუს) რე­ჟი­სორ­თან მუ­შა­ო­ბა. მად­ლო­ბა მას და ჩემს მე­გო­ბარ მსა­ხი­ო­ბებს, რომ­ლებ­მაც ეს ყვე­ლა­ფე­რი შეძ­ლეს. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია აკუ­ნი­ნი­სა და ჩე­ხო­ვის "თო­ლია," ვფიქ­რობ, სა­ინ­ტე­რე­სო ვერ­სი­აა, და მგო­ნი, ასე თუ ისე, ყვე­ლამ გა­ვარ­თვით თავი და იმე­დი მაქვს, მა­ყუ­რებ­ლამ­დე სწო­რად მი­ვი­და.

- ერთ მოქ­მე­დე­ბად რა­ტომ გა­და­წყდა, ვფიქ­რობ, რომ ცოტა ხან­გრძლი­ვი იყო...

- მე რაც მეტ­ხანს დამ­ტო­ვე­ბენ სცე­ნა­ზე, უკე­თე­სია... რე­ა­ლუ­რად კი, ასე რე­ჟი­სორ­მა გა­და­წყვი­ტა. იყო ერთი დიდი მთლი­ა­ნი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ზოგი ასე ფიქ­რობს და ზოგი - ისე. მთა­ვა­რი ის არის, რომ ორი­ვე პი­ე­სა მან ასე გა­ა­ერ­თი­ა­ნა. რთუ­ლი სა­მუ­შაო იყო, მაგ­რამ მად­ლო­ბა ღმერ­თს, თავი გა­ვარ­თვით... 

სო­ფია სე­ბის­კვე­რა­ძე:

- ეს ყვე­ლა­ფე­რი რე­ა­ლუ­რად შავი კო­მე­დია გა­მო­ვი­და, რად­გა­ნაც ორი ავ­ტო­რი იყო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. არა­და, რე­ა­ლუ­რად "თო­ლია" ტრა­გე­დი­აა, მაგ­რამ აქ აკუ­ნინ­მა მო­ი­ტა­ნა ის, რომ იყო იუ­მო­რიც იმის ფონ­ზე, რომ ყვე­ლა პერ­სო­ნა­ჟი სიკ­ვდილს იბ­რა­ლებს. ტრა­გე­დი­ი­დან კო­მე­დი­ა­ში გა­დავ­დი­ო­დით და ყვე­ლა­ფერს სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა ჰქონ­და. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ 3 კვი­რა­ში დავ­დგით... ენერ­გია არ დაგ­ვი­ზო­გავს...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

ცამეტი პერსონაჟი და ცამეტივე მკვლელი... - "თოლია" ანტონ ჩეხოვისა და ბორის აკუნინის მიხედვით, ახმეტელის თეატრის სცენაზე

ცამეტი პერსონაჟი და ცამეტივე მკვლელი... - "თოლია" ანტონ ჩეხოვისა და ბორის აკუნინის მიხედვით, ახმეტელის თეატრის სცენაზე

ახმეტელის თეატრში სეზონის ბოლო პრემიერა გაიმართა. "თოლია" ანტონ ჩეხოვისა და ბორის აკუნინის მიხედვით ბელორუსმა რეჟისორმა, მინსკის თანამედროვე სამხატვრო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა - ვლადიმერ უსაკოვმა ახმეტელის თეატრის მსახიობებთან ერთად განახორციელა.

ირაკლი გოგოიამ, ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორი უსაკოვი რამდემიმე წლის წინ, თეატრალურ ფესტივალზე გაიცნო. შემდეგ თეატრი გასტროლებზე მინსკში გაემგზავრა და თანამედროვე სამხატვრო თეატრში სპექტაკლები გამართა. "ჩვენი თეატრი გახსნილია არა მარტო ბელორუსის ბევრი ქვეყნის დასთან სათანამშრომლოდ, რისი დასტურიცაა ის, რომ ბევრი კოპროდუქცია განვახორციელეთ".

ხოლო თუ რატომ გადაწყვიტა ბელორუსმა რეჟისორმა ახმეტელის თეატრის დასთან "თოლიაზე" მუშაობა და როგორი იყო მისი მიდგომა ამ პიესის მიმართ, თავად უსაკოვი გვეუბნება, რომ "ახმეტელის თეატრში გასაოცარი ახალგაზრდული დასია, თავისებური სულისკვეთების, ცეცხლის, მიმართულების, - სერიოზული სამსახიობო რესურსი თავმოყრილია, ბევრი ნიჭიერი მსახიობი ჰყავთ. გარდა ამისა, "თოლიას" დადგმას თითქმის ყველა თეატრი ცდილობს და მრავალი თეატრისთვის სავიზიტო ბარათია.

"ქართულ თოლია" ვიფიქრე, საინტერესო უნდა გამოსულიყო, რადგანაც აქ ჩეხოვი და აკუნინია შეჯერებული. აკუნინი ხომ გრიგორი ჩხარტიშვილია, ქართველი წარმომავლობის ადამიანი, რომელიც ვფიქრობ, ახლოს არის საქართველოსთან, რომელიც თავისებურად აგრძელებს აკუნინს და წამოწევს, ვერსიას, რომ კოსტია თვითმკვლელი კი არ არის, არამედ შესაძლებელია საქმე მის მკვლელობასთან გვქონდეს. რის გარკვევასაც დოქტორი იწყებს.

ჩეხოვ-აკუნინისეული ვერსიები ერთმანეთს აგრძელებს, თუმცა მოვიფიქრეთ მესამეც, ჩვენეული გაგრძელება, რომ თანამედროვე თეატრის მაყურებელი აღელვებულიყო, გასჩენოდა კითხვები. მნიშვნელოვნია, რომ სპექტაკლი სიტუაციის, პიესის ჩვენეულ, თავისებურ აღქმას წარმოადგენდეს. ასეთი მიდგომა არამარტო აქ, მსოფლიოს ყველა ქალაქში უნდა აინტერესებდეთ".

სპექტაკლში დაკავებულია 13 მსახიობი, რომლებიც რეჟისორმა თავად აირჩია და ჯგუფთან მუშაობით კმაყოფილია. სამუშაოს დაწყების წინ გულდასმით შეისწავლა ქართული თეატრის ისტორია, ჩვენი თეატრების პოტენციალი, მიაჩნია, რომ საკმაოდ მაღალია დღეს ამ თეატრების თამასა. საინტერესო წარმოდგენები აქვთ. ამიტომ, ამ ყველაფრისთვის გულდასმით მოემზადა.

მოკლედ, ცამეტი პერსონაჟი და ცამეტივე მკვლელი, ყველას ტრეპლევის მოკვლის საკუთარი მიზეზი აქვს. ანტონ ჩეხოვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიესის "თოლია" ინტერპრეტაცია თანამედროვე მწერლის ბორის აკუნინის თვალით და დეტექტიური პასაჟებითაა დანახული, რომელსაც მსახიობები - სოფია სებისკვერაძე, გიორგი ცხადაძე, ნუგზარ ყურაშვილი, გიგი მიგრიაული, ვერონიკა კალანდარიშვილი, მამუკა მაზავრიშვილი, თამარ ბეჟუაშვილი, მაიკო ვაწაძე, ანდრია გველესიანი, ოთო ჩიქობავა ასახიერებენ.

ანდრია გველესიანი:

- ძალიან საინტერესო სამუშაო იყო, ამას აორმაგებდა უცხოელ (ბელორუს) რეჟისორთან მუშაობა. მადლობა მას და ჩემს მეგობარ მსახიობებს, რომლებმაც ეს ყველაფერი შეძლეს. გაერთიანებულია აკუნინისა და ჩეხოვის "თოლია," ვფიქრობ, საინტერესო ვერსიაა, და მგონი, ასე თუ ისე, ყველამ გავართვით თავი და იმედი მაქვს, მაყურებლამდე სწორად მივიდა.

- ერთ მოქმედებად რატომ გადაწყდა, ვფიქრობ, რომ ცოტა ხანგრძლივი იყო...

- მე რაც მეტხანს დამტოვებენ სცენაზე, უკეთესია... რეალურად კი, ასე რეჟისორმა გადაწყვიტა. იყო ერთი დიდი მთლიანი, რომლის შესახებაც ზოგი ასე ფიქრობს და ზოგი - ისე. მთავარი ის არის, რომ ორივე პიესა მან ასე გააერთიანა. რთული სამუშაო იყო, მაგრამ მადლობა ღმერთს, თავი გავართვით... 

სოფია სებისკვერაძე:

- ეს ყველაფერი რეალურად შავი კომედია გამოვიდა, რადგანაც ორი ავტორი იყო გაერთიანებული. არადა, რეალურად "თოლია" ტრაგედიაა, მაგრამ აქ აკუნინმა მოიტანა ის, რომ იყო იუმორიც იმის ფონზე, რომ ყველა პერსონაჟი სიკვდილს იბრალებს. ტრაგედიიდან კომედიაში გადავდიოდით და ყველაფერს სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 3 კვირაში დავდგით... ენერგია არ დაგვიზოგავს...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება