პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სირიაში გადასვლის მცდელობისთვის თურქეთში რუსეთის მოქალაქეები დააკავეს
სირიაში გადასვლის მცდელობისთვის თურქეთში რუსეთის მოქალაქეები დააკავეს

სი­რი­ა­ში არა­ლე­გა­ლუ­რად გა­დას­ვლის მცდე­ლო­ბის­თვის თურ­ქეთ­ში რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და­ა­კა­ვეს. სა­რა­ტო­ვის მცხოვ­რებ­ლე­ბი - სვეტ­ლა­ნა უხა­ნო­ვა თა­ვის პა­ტა­რა ქა­ლიშ­ვი­ლი­თა და მე­უღ­ლე ევ­გე­ნი ქო­ჩა­არ­თან ერ­თად თურ­ქეთ­ში, სი­რი­ა­ში გა­დას­ვლის მცდე­ლო­ბის­თვის და­ა­კა­ვეს. ოჯახს ის­ლა­მის­ტი რა­დი­კა­ლე­ბის დაჯ­გუ­ფე­ბა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა ბრალ­დე­ბა. ისი­ნი სა­ხელ­მწი­ფო ემიგ­რან­ტთა ცი­ხე­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

თურ­ქეთ­ში რუ­სე­თის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, ისი­ნი და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რებს ესა­უბრნენ და გა­ირ­კვა, რომ უხა­ნო­ვას მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, ვა­ლე­რი უხა­ნო­ვი ეძებ­და. რო­გორც გა­ირ­კვა, ქალ­მა მო­ტყუ­ე­ბით წა­მო­იყ­ვა­ნა მის­გან მათი სა­ერ­თო შვი­ლი ლიზა... მათ და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვეა ეძე­ბენ.

ოჯა­ხის წევ­რე­ბის თქმით, მას­თან კავ­ში­რი სტამ­ბოლ­ში ჩას­ვლის შემ­დეგ და­ი­კარ­გა. "მას შემ­დეგ, რაც სვეტ­ლა­ნამ ის­ლა­მი მი­ი­ღო, შე­იც­ვა­ლა. ტე­ლე­ვი­ზორს არ უყუ­რებ­და. კომ­პი­უ­ტე­რით სარ­გებ­ლო­ბა­ზეც უარი თქვა. ბავ­შვი ბა­ღი­დან გა­მო­იყ­ვა­ნა, რათა მას სხვა ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქო­ნო­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი მე­გობ­რე­ბის სი­ა­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გაჩ­ნდნენ... ამი­ტო­მაც ვი­ფიქ­რეთ, რომ ის უბ­რა­ლოდ არ და­კარ­გუ­ლა..."- ამ­ბო­ბენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი.

მა­თი­ვე თქმით, ქალ­მა ყო­ფილ მე­უღ­ლეს სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლის მარ­თლმა­დი­დებ­ლად მო­ნათ­ვლის უფ­ლე­ბა არ მის­ცა, - "მი­თხრა, გა­იზ­რდე­ბა და თა­ვად გა­და­წყვეტს რო­მე­ლი რე­ლი­გია აირ­ჩი­ო­სო..." - ამ­ბობს უხა­ნო­ვი.

reclama

რო­გორც სვეტ­ლა­ნას ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე რუ­სულ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, ივ­ნი­სის შუა რი­ცხვებ­ში სვეტ­ლა­ნა თა­ვის ამ­ჟა­მინ­დელ ქმარ­თან და ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად, ან­კა­რა­ში და­სას­ვე­ნებ­ლად გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც მისი და ცხოვ­რობს. თუმ­ცა, რო­გორც გა­ირ­კვა, ან­კა­რის ნაც­ვლად სტამ­ბოლ­ში ჩა­ვიდ­ნენ, მას შემ­დეგ მათ­თან კავ­ში­რი გა­წყდა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მათ უცხო ნომ­რი­დან ევ­გე­ნი ქო­ჩა­არ­მა მოს­წე­რა, რომ კარ­გად იყ­ვნენ და ცოტა ხან­ში და­უ­კავ­შირ­დე­ბოდ­ნენ. - "ნუ დაგ­ვი­წყებთ ძებ­ნას და ნუ ატეხთ ხმა­ურ­სო. ეს უკვე ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო სი­ტუ­ა­ცია იყო. მივ­ხვდი, რომ ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლის თავს კარ­გი არა­ფე­რი ხდე­ბო­და, რის შემ­დე­გაც ად­გი­ლობ­რივ პო­ლი­ცი­ას მივ­მარ­თეთ" - ამ­ბობს უხა­ნო­ვი.

საქ­მეს თურ­ქეთ­ში რუ­სე­თის სა­კონ­სუ­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სწავ­ლო­ბენ, რომ­ლე­ბიც და­კა­ვე­ბუ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ებ­სა და მათ კავ­ში­რებს არ­კვე­ვენ.

რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც რუ­სე­თი­დან თურ­ქე­თის გავ­ლით, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სი­რი­ა­ში გა­დას­ვლას ცდი­ლო­ბენ, - 2015 წელს თურ­ქე­თის აე­რო­პორ­ტში კი­დევ ერთი ქალი, ვარ­ვა­რა კა­რუ­ლო­ვა და­ა­კა­ვეს, რო­მე­ლიც სი­რი­ა­ში გა­დას­ვლას ცდი­ლობ­და, მას ბრა­ლად "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" რი­გებ­ში მოხ­ვედ­რის მცდე­ლო­ბა ედე­ბო­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მას მოს­კო­ვის პრო­კუ­რა­ტუ­რამ 4 წლი­თა და 6 თვით სას­ჯე­ლის მოხ­და შე­უ­ფარ­და.

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა

სირიაში გადასვლის მცდელობისთვის თურქეთში რუსეთის მოქალაქეები დააკავეს

სირიაში გადასვლის მცდელობისთვის თურქეთში რუსეთის მოქალაქეები დააკავეს

სირიაში არალეგალურად გადასვლის მცდელობისთვის თურქეთში რუსეთის მოქალაქეები დააკავეს. სარატოვის მცხოვრებლები - სვეტლანა უხანოვა თავის პატარა ქალიშვილითა და მეუღლე ევგენი ქოჩაართან ერთად თურქეთში, სირიაში გადასვლის მცდელობისთვის დააკავეს. ოჯახს ისლამისტი რადიკალების დაჯგუფებაში გაწევრიანება ბრალდება. ისინი სახელმწიფო ემიგრანტთა ციხეში გადაიყვანეს.

თურქეთში რუსეთის დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლების თქმით, ისინი დაკავებულების ოჯახის წევრებს ესაუბრნენ და გაირკვა, რომ უხანოვას მისი ყოფილი მეუღლე, ვალერი უხანოვი ეძებდა. როგორც გაირკვა, ქალმა მოტყუებით წამოიყვანა მისგან მათი საერთო შვილი ლიზა... მათ დაახლოებით ერთი თვეა ეძებენ.

ოჯახის წევრების თქმით, მასთან კავშირი სტამბოლში ჩასვლის შემდეგ დაიკარგა. "მას შემდეგ, რაც სვეტლანამ ისლამი მიიღო, შეიცვალა. ტელევიზორს არ უყურებდა. კომპიუტერით სარგებლობაზეც უარი თქვა. ბავშვი ბაღიდან გამოიყვანა, რათა მას სხვა ბავშვებთან ურთიერთობის საშუალება არ ჰქონოდა. სოციალურ ქსელში მისი მეგობრების სიაში შეიარაღებული ადამიანები გაჩნდნენ... ამიტომაც ვიფიქრეთ, რომ ის უბრალოდ არ დაკარგულა..."- ამბობენ ოჯახის წევრები.

მათივე თქმით, ქალმა ყოფილ მეუღლეს საერთო ქალიშვილის მართლმადიდებლად მონათვლის უფლება არ მისცა, - "მითხრა, გაიზრდება და თავად გადაწყვეტს რომელი რელიგია აირჩიოსო..." - ამბობს უხანოვი.

reclama

როგორც სვეტლანას ყოფილი მეუღლე რუსულ მედიასთან საუბარში აცხადებს, ივნისის შუა რიცხვებში სვეტლანა თავის ამჟამინდელ ქმართან და ქალიშვილთან ერთად, ანკარაში დასასვენებლად გაემგზავრა, სადაც მისი და ცხოვრობს. თუმცა, როგორც გაირკვა, ანკარის ნაცვლად სტამბოლში ჩავიდნენ, მას შემდეგ მათთან კავშირი გაწყდა.

მოგვიანებით, მათ უცხო ნომრიდან ევგენი ქოჩაარმა მოსწერა, რომ კარგად იყვნენ და ცოტა ხანში დაუკავშირდებოდნენ. - "ნუ დაგვიწყებთ ძებნას და ნუ ატეხთ ხმაურსო. ეს უკვე ძალიან სახიფათო სიტუაცია იყო. მივხვდი, რომ ჩემი ქალიშვილის თავს კარგი არაფერი ხდებოდა, რის შემდეგაც ადგილობრივ პოლიციას მივმართეთ" - ამბობს უხანოვი.

საქმეს თურქეთში რუსეთის საკონსულოს თანამშრომლები სწავლობენ, რომლებიც დაკავებულებთან დაკავშირებით ინფორმაციებსა და მათ კავშირებს არკვევენ.

რუსული მედია წერს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთიდან თურქეთის გავლით, მოქალაქეები სირიაში გადასვლას ცდილობენ, - 2015 წელს თურქეთის აეროპორტში კიდევ ერთი ქალი, ვარვარა კარულოვა დააკავეს, რომელიც სირიაში გადასვლას ცდილობდა, მას ბრალად "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში მოხვედრის მცდელობა ედებოდა.

მოგვიანებით, მას მოსკოვის პროკურატურამ 4 წლითა და 6 თვით სასჯელის მოხდა შეუფარდა.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე