პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოფელ ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან საზოგადოების ერთი ჯგუფის აქცია დასრულდა
სოფელ ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან საზოგადოების ერთი ჯგუფის აქცია დასრულდა

სო­ფელ ბერ­შუ­ეთ­ში, სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან, დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთი ჯგუ­ფის აქ­ცია დას­რულ­და. ად­გილ­ზე გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი იყო უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის გას­წვრივ კორ­დო­ნი გა­ა­კე­თეს.

მშვი­დო­ბი­ან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს რო­გორც რი­გით­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, ასე­ვე ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა. ოპო­ზი­ცი­ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე პა­სი­უ­რო­ბა­ში კი­დევ ერთხელ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა, ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უდი­დე­სი შეც­დო­მა ის იყო, რომ 2014 წელს, უკ­რა­ი­ნის სან­ქცი­ებს არ მი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის თემა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დღეს ბერ­შუ­ეთ­ში, 20:00 სა­ათ­ზე კი­დევ ერთი აქ­ცი­აა და­გეგ­მი­ლი. ეს აქ­ცია თბი­ლის­ში და­გეგ­მი­ლი "ქარ­თველ­თა მარ­შის" პა­რა­ლე­ლუ­რად იმარ­თე­ბა.

"14 ივ­ლისს, 20:00 სა­ათ­ზე, ზუს­ტად იმ დროს, რო­დე­საც აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე "ქარ­თველ­თა მარ­ში" გა­ი­მარ­თე­ბა, ჩვენ გვსურს დავ­დგეთ ყო­ველ­დღი­უ­რად მცო­ცავ სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან! გვსურს, ჩვენ თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს და უცხო­ელ გულ­შე­მატ­კივ­რებს ნათ­ლად და­ვა­ნა­ხოთ, რომ ჩვე­ნი უმ­თავ­რე­სი პრობ­ლე­მა ოკუ­პა­ცი­აა. ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს მთლი­ა­ნო­ბის მტე­რი, ცენ­ტრა­ლუ­რი მა­გის­ტრა­ლი­დან რამ­დე­ნი­მე მეტრში მდგო­მი რუ­სის ჯა­რია და არა სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნო­ნი­ე­რად მცხოვ­რე­ბი უცხო­ე­ლე­ბი. ეს აქ­ცია ჩვე­ნი, რო­გორც ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პო­ზი­ცი­აა. ჩვენ გვსურს ხმა­უ­რი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­რე­შე დავ­დგეთ სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან და და­ვა­ნა­ხოთ მსოფ­ლი­ოს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს გვა­ღელ­ვებს მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცია", - აცხა­დე­ბენ აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი.

ფოტო: ირაკ­ლი ტაბ­ლი­აშ­ვი­ლი

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სოფელ ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან საზოგადოების ერთი ჯგუფის აქცია დასრულდა

სოფელ ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან საზოგადოების ერთი ჯგუფის აქცია დასრულდა

სოფელ ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან, დღეს საზოგადოების ერთი ჯგუფის აქცია დასრულდა. ადგილზე გაძლიერებული იყო უსაფრთხოების ზომები, პოლიციელებმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ კორდონი გააკეთეს.

მშვიდობიან საპროტესტო აქციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც რიგითმა მოქალაქეებმა, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებმა. ოპოზიციამ ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე პასიურობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლების უდიდესი შეცდომა ის იყო, რომ 2014 წელს, უკრაინის სანქციებს არ მიება საქართველოს ოკუპაციის თემა.

აღსანიშნავია, რომ დღეს ბერშუეთში, 20:00 საათზე კიდევ ერთი აქციაა დაგეგმილი. ეს აქცია თბილისში დაგეგმილი ”ქართველთა მარშის” პარალელურად იმართება.

„14 ივლისს, 20:00 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც აღმაშენებლის გამზირზე “ქართველთა მარში” გაიმართება, ჩვენ გვსურს დავდგეთ ყოველდღიურად მცოცავ საოკუპაციო ხაზთან! გვსურს, ჩვენ თანამოქალაქეებს და უცხოელ გულშემატკივრებს ნათლად დავანახოთ, რომ ჩვენი უმთავრესი პრობლემა ოკუპაციაა. ჩვენი სახელმწიფოს მთლიანობის მტერი, ცენტრალური მაგისტრალიდან რამდენიმე მეტრში მდგომი რუსის ჯარია და არა საქართველოში კანონიერად მცხოვრები უცხოელები. ეს აქცია ჩვენი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეების პოზიციაა. ჩვენ გვსურს ხმაურიანი განცხადებების გარეშე დავდგეთ საოკუპაციო ხაზთან და დავანახოთ მსოფლიოს, რომ საქართველოს მოქალაქეებს გვაღელვებს მცოცავი ოკუპაცია“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ფოტო: ირაკლი ტაბლიაშვილი

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი