ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულების, ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მსჯავრდებულთა ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა, ფირცხალავას და ცააძეს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირთ და წონაში ძალიან დაიკლეს.
ადვოკატმა მსჯავრდებულები ე.წ. მატროსოვის ციხეში დღეს მოინახულა. ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე უკვე მეათე დღეა შიმშილობენ და მის შეწყვეტას არ აპირებენ.
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.