პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასამართლომ ძალადაკარგულად ცნო ნორმა, რომელიც მამაკაცთან სქესობრივი კავშირის მქონე მამაკაცის დონორობას კრძალავს
სასამართლომ ძალადაკარგულად ცნო ნორმა, რომელიც მამაკაცთან სქესობრივი კავშირის მქონე მამაკაცის დონორობას კრძალავს

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ ძა­ლა­და­კარ­გუ­ლად ცნო ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის 2000 წლის №241/ნ ბრძა­ნე­ბის ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც კრძა­ლავ­და მა­მა­კაც­თან სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის მქო­ნე მა­მა­კა­ცის მიერ სის­ხლი­სა და მისი კომ­პო­ნენ­ტე­ბის დო­ნო­რო­ბას.

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა საქ­მე­ზე "სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი - გოჩა გა­ბო­ძე და ლე­ვან ბე­რი­ა­ნი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის წი­ნა­აღ­მდეგ" მი­ი­ღო.

"2017 წლის 13 ივ­ლისს სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს პირ­ველ­მა კო­ლე­გი­ამ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გოჩა გა­ბო­ძი­სა და ლე­ვან ბე­რი­ა­ნი­ძის (კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სარ­ჩე­ლი №878) მო­თხოვ­ნა და ძა­ლა­და­კარ­გუ­ლად ცნო "სის­ხლის და მისი კომ­პო­ნენ­ტე­ბის დო­ნო­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბე­ბის გან­სა­ზღვრის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის 2000 წლის 5 დე­კემ­ბე­რის №241/ნ ბრძა­ნე­ბის №1 და­ნარ­თის 24-ე პუნ­ქტის "ა" ქვე­პუნ­ქტი, რო­მე­ლიც კრძა­ლავ­და მა­მა­კაც­თან სქე­სობ­რივ კავ­ში­რის მქო­ნე მა­მა­კა­ცის მიერ სის­ხლი­სა და მისი კომ­პო­ნენ­ტე­ბის დო­ნო­რო­ბას.

№878 კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სარ­ჩე­ლის ავ­ტო­რე­ბი მი­უ­თი­თებ­დნენ, რომ სა­და­ვო ნორ­მას ჰქონ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს 2014 წლის 4 თე­ბერ­ვლის №2/1/536 გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად ცნო­ბი­ლი ნორ­მის მსგავ­სი ში­ნა­არ­სი და მო­ი­თხოვ­დნენ მის ძა­ლა­და­კარ­გუ­ლად ცნო­ბას გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი წე­სით, საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის გა­რე­შე.

№2/1/536 გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად მი­იჩ­ნია ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლი პი­რე­ბი­სათ­ვის სის­ხლის დო­ნა­ცი­ის უფ­ლე­ბის გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ვა­დით აკ­რძალ­ვა. აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ მსმ (მა­მა­კა­ცის სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი მა­მა­კაც­თან) ჯგუ­ფი­სათ­ვის და­წე­სე­ბუ­ლი აკ­რძალ­ვა იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რი და არ გან­სა­ზღვრავ­და კონ­კრე­ტუ­ლი დრო­ის პე­რი­ოდს, რომ­ლის გან­მავ­ლო­ბა­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლი ქცე­ვა ქმნი­და რის­კებს დო­ნა­ცი­ის პრო­ცე­სის უსაფრ­თხო­ე­ბი­სათ­ვის", - ნათ­ქვა­მია სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სა­სა­მარ­თლოს გან­მარ­ტე­ბით, არ­სე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით აივ-ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნა სრუ­ლად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი ე.წ. "ფან­ჯრის პე­რი­ო­დის" შემ­დეგ. შე­სა­ბა­მი­სად, სის­ხლი­სა და მისი კომ­პო­ნენ­ტე­ბის დო­ნა­ცი­ის ბლან­კე­ტუ­რად, გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ვა­დით შე­ზღუდ­ვა, სა­რის­კო ქცე­ვის მქო­ნე ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლი მა­მა­კა­ცე­ბი­სათ­ვის, არა­თა­ნა­ზო­მი­ე­რად იქნა მიჩ­ნე­უ­ლი.

№878 კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სარ­ჩე­ლის სა­და­ვო ნორ­მა ით­ვა­ლის­წი­ნებ­და მსმ ჯგუ­ფის­თვის სის­ხლის დო­ნა­ცი­ის უფ­ლე­ბის აბ­სო­ლუ­ტურ აკ­რძალ­ვას. გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლი ნორ­მა კვლავ არ ით­ვა­ლის­წი­ნებ­და ე.წ. "ფან­ჯრის პე­რი­ოდს", რომ­ლის მიღ­მაც სის­ხლის გზით გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნა სრუ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია და ბლან­კე­ტუ­რად, გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ვა­დით ზღუ­დავ­და უფ­ლე­ბას.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­და­ვო ნორ­მა მიჩ­ნე­ულ იქნა სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს 2014 წლის 4 თე­ბერ­ვლის №2/1/536 გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის დამ­ძლევ ნორ­მად.

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ მი­უ­თი­თა, რომ სა­და­ვო ნორ­მის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­უქ­მე­ბას, შე­საძ­ლოა, საფრ­თხე შე­ექ­მნა სის­ხლი­სა და მისი კომ­პო­ნენ­ტე­ბის დო­ნა­ცი­ის უსაფრ­თხო­ე­ბი­სათ­ვის და რე­ცი­პი­ენ­ტე­ბის სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის მიზ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძა­ლა­და­კარ­გუ­ლად ცნო­ბა 2017 წლის 1 ნო­ემ­ბრამ­დე გა­და­ა­ვა­და.

გან­ჩი­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს პირ­ველ­მა კო­ლე­გი­ამ მი­ი­ღო.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

სასამართლომ ძალადაკარგულად ცნო ნორმა, რომელიც მამაკაცთან სქესობრივი კავშირის მქონე მამაკაცის დონორობას კრძალავს

სასამართლომ ძალადაკარგულად ცნო ნორმა, რომელიც მამაკაცთან სქესობრივი კავშირის მქონე მამაკაცის დონორობას კრძალავს

საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად ცნო ჯანდაცვის მინისტრის 2000 წლის №241/ნ ბრძანების ჩანაწერი, რომელიც კრძალავდა მამაკაცთან სქესობრივი კავშირის მქონე მამაკაცის მიერ სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობას.

საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება საქმეზე ”საქართველოს მოქალაქეები - გოჩა გაბოძე და ლევან ბერიანიძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ” მიიღო.

”2017 წლის 13 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქეების გოჩა გაბოძისა და ლევან ბერიანიძის (კონსტიტუციური სარჩელი №878) მოთხოვნა და ძალადაკარგულად ცნო “სისხლის და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბერის №241/ნ ბრძანების №1 დანართის 24-ე პუნქტის ”ა” ქვეპუნქტი, რომელიც კრძალავდა მამაკაცთან სქესობრივ კავშირის მქონე მამაკაცის მიერ სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობას.

№878 კონსტიტუციური სარჩელის ავტორები მიუთითებდნენ, რომ სადავო ნორმას ჰქონდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსი და მოითხოვდნენ მის ძალადაკარგულად ცნობას გამარტივებული წესით, საქმის არსებითი განხილვის გარეშე.

№2/1/536 გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ჰომოსექსუალი პირებისათვის სისხლის დონაციის უფლების განუსაზღვრელი ვადით აკრძალვა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ დაადგინა, რომ მსმ (მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან) ჯგუფისათვის დაწესებული აკრძალვა იყო აბსოლუტური და არ განსაზღვრავდა კონკრეტული დროის პერიოდს, რომლის განმავლობაშიც აღნიშნული ქცევა ქმნიდა რისკებს დონაციის პროცესის უსაფრთხოებისათვის”, - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სასამართლოს განმარტებით, არსებული ტექნოლოგიებით აივ-ვირუსის გამოვლენა სრულად არის შესაძლებელი ე.წ. ”ფანჯრის პერიოდის“ შემდეგ. შესაბამისად, სისხლისა და მისი კომპონენტების დონაციის ბლანკეტურად, განუსაზღვრელი ვადით შეზღუდვა, სარისკო ქცევის მქონე ჰომოსექსუალი მამაკაცებისათვის, არათანაზომიერად იქნა მიჩნეული.

№878 კონსტიტუციური სარჩელის სადავო ნორმა ითვალისწინებდა მსმ ჯგუფისთვის სისხლის დონაციის უფლების აბსოლუტურ აკრძალვას. გასაჩივრებული ნორმა კვლავ არ ითვალისწინებდა ე.წ. ”ფანჯრის პერიოდს“, რომლის მიღმაც სისხლის გზით გადამდები დაავადებების აღმოჩენა სრულად შესაძლებელია და ბლანკეტურად, განუსაზღვრელი ვადით ზღუდავდა უფლებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა მიჩნეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილების დამძლევ ნორმად.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ნორმის დაუყოვნებლივ გაუქმებას, შესაძლოა, საფრთხე შეექმნა სისხლისა და მისი კომპონენტების დონაციის უსაფრთხოებისათვის და რეციპიენტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნებიდან გამომდინარე, ძალადაკარგულად ცნობა 2017 წლის 1 ნოემბრამდე გადაავადა.

განჩინება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიღო.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი