პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კლინიკა "ლანცეტის" დირექტორის მტკიცებით, ის აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის პირადი პატიმარია
კლინიკა "ლანცეტის" დირექტორის მტკიცებით, ის აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის პირადი პატიმარია

კლი­ნი­კა "ლან­ცე­ტის" დი­რექ­ტო­რის, ფარ­მან ჯე­ი­რან­ლის მტკი­ცე­ბით, ის აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ილ­ჰამ ალი­ე­ვის პი­რა­დი პა­ტი­მა­რია, - ამის შე­სა­ხებ ჯე­ი­რან­ლიმ დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა მას ალი­ე­ვის შეკ­ვე­თით პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით დევ­ნის. "ლან­ცე­ტის" დი­რექ­ტორ­მა აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის და­ფი­ნან­სე­ბას­თან კავ­ში­რი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო.

"მე ვარ ალი­ე­ვის პი­რა­დი მძე­ვა­ლი და პა­ტი­მა­რი. მეც და ის 6 ადა­მი­ა­ნი, ვინც ცი­ხე­ში ზის, დიქ­ტა­ტორ ალი­ე­ვის მიერ იდევ­ნე­ბა. მე ექი­მი ვარ და არა­ნა­ირ პო­ლი­ტი­კას­თან შე­ხე­ბა არ მაქვს. კლი­ნი­კა­ში რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი მო­დის, მისი პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბით არ ვინ­ტე­რეს­დე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ალი­ე­ვის დაკ­ვთით პო­ლი­ტი­კუ­რად მდევ­ნის. საქ­მეს, რო­მელ­საც მე­და­ვე­ბი­ან, არა­ვი­თა­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი არ აქვს", - გა­ნა­ცხა­და ფარ­მან ჯე­ი­რან­ლიმ.

სა­სა­მარ­თლომ კლი­ნი­კა "ლან­ცე­ტის" დი­რექ­ტო­რის ბრალ­დე­ბის საქ­მე არ­სე­ბით გან­ხილ­ვა­ზე და­უშ­ვა. მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი საკ­მა­რი­სია იმის­თვის, რომ საქ­მე­ზე არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა და­ი­წყოს.

ამას­თან, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ვახ­ტანგ მრე­ლაშ­ვილ­მა ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა, პა­ტიმ­რო­ბა ძა­ლა­ში და­ტო­ვა. დაც­ვის მხა­რე ფარ­მან ჯე­ი­რან­ლის აღ­კვე­თის ღო­ბის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბას ითხოვ­და, ალ­ტერ­ნა­ტი­ვის სა­ხით კი სა­სა­მარ­თლოს გი­რა­ოს, 100 000 ლარს სთა­ვა­ზობ­და. სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბა კი კლი­ნი­კა "ლან­ცე­ტის" დი­რექ­ტო­რის პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვე­ბას ითხოვ­და, რა­საც მი­მალ­ვის, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა გა­ნად­გუ­რე­ბის, მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბი­სა და ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის საფრ­თხე­ე­ბით ასა­ბუ­თებ­და. სა­ბო­ლო­ოდ მო­სა­მარ­თლემ გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რო­რის პო­ზი­ცია და ფარ­მან ჯე­ი­რან­ლი პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვა.

საქ­მე­ზე არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის პირ­ვე­ლი სხდო­მა 25 ივ­ლისს ჩა­ი­ნიშ­ნა.

sponsored by ContentRoom

კლინიკა "ლანცეტის" დირექტორის მტკიცებით, ის აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის პირადი პატიმარია

კლინიკა "ლანცეტის" დირექტორის მტკიცებით, ის აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის პირადი პატიმარია

კლინიკა "ლანცეტის" დირექტორის, ფარმან ჯეირანლის მტკიცებით, ის აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის პირადი პატიმარია, - ამის შესახებ ჯეირანლიმ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პროკურატურა მას ალიევის შეკვეთით პოლიტიკური ნიშნით დევნის. "ლანცეტის" დირექტორმა აზერბაიჯანული ოპოზიციის დაფინანსებასთან კავშირი კატეგორიულად უარყო.

"მე ვარ ალიევის პირადი მძევალი და პატიმარი. მეც და ის 6 ადამიანი, ვინც ციხეში ზის, დიქტატორ ალიევის მიერ იდევნება. მე ექიმი ვარ და არანაირ პოლიტიკასთან შეხება არ მაქვს. კლინიკაში როდესაც პაციენტი მოდის, მისი პოლიტიკური წარმომავლობით არ ვინტერესდები. საქართველოს პროკურატურა ალიევის დაკვთით პოლიტიკურად მდევნის. საქმეს, რომელსაც მედავებიან, არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს", - განაცხადა ფარმან ჯეირანლიმ.

სასამართლომ კლინიკა "ლანცეტის" დირექტორის ბრალდების საქმე არსებით განხილვაზე დაუშვა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები საკმარისია იმისთვის, რომ საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყოს.

ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა ძალაში დატოვა. დაცვის მხარე ფარმან ჯეირანლის აღკვეთის ღობისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს გირაოს, 100 000 ლარს სთავაზობდა. სახელმწიფო ბრალდება კი კლინიკა "ლანცეტის" დირექტორის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, რასაც მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეებით ასაბუთებდა. საბოლოოდ მოსამართლემ გაიზიარა პროკურორის პოზიცია და ფარმან ჯეირანლი პატიმრობაში დატოვა.

საქმეზე არსებითი განხილვის პირველი სხდომა 25 ივლისს ჩაინიშნა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ