საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა კომენტარს აკეთებს ვანო ზარდიაშვილი მიხეილ ჩინჩალაძესა და გიორგი მიქაუტაძესთან ერთად რესტორანში გადაღებულ ფოტოებზე
რა კომენტარს აკეთებს ვანო ზარდიაშვილი მიხეილ ჩინჩალაძესა და გიორგი მიქაუტაძესთან ერთად რესტორანში გადაღებულ ფოტოებზე

"თუ შეხ­ვედ­რა მინ­და და­ხუ­რულ კარს მიღ­მა, ამას რა­მე­ნა­ი­რად მო­ვა­ხერ­ხებ­დი. რო­დე­საც ღია ტე­რა­სა­ზე ხვდე­ბი და ვახ­შმობ შენს მე­გობ­რობ­თან ერ­თად, იქ რა­ღაც კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლურ და სა­ი­დუმ­ლო სე­რო­ბა­ზე ლა­პა­რა­კი არის აბ­სურ­დი", - აცხდა­ებს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი, ვანო ზარ­დი­აშ­ვი­ლი. ზარ­დი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მდი­ვა­ნი, გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძე და სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე, მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძე მისი მე­გობ­რე­ბი არი­ან. მი­სი­ვე თქმით, მათი შეხ­ვედ­რა რეს­ტო­რან "კოლ­ხეთ­ში" იყო მხო­ლოდ მე­გობ­რუ­ლი ხა­სი­ა­თის და არა­ნა­ირ გავ­ლე­ნებ­ზე ან სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე სა­უ­ბა­რი არ ყო­ფი­ლა.

"მე ვმუ­შა­ობ­დი სა­სა­მარ­თლო­ში, თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, ვიც­ნობ ყვე­ლას, ვხვდე­ბი ამ ხალ­ხს, მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა და რა­ი­მე ურ­თი­ერ­თკავ­შირ­ზე ან ზე­გავ­ლე­ნებ­ზე სა­უ­ბა­რი აბ­სურ­დია. ნიკა გვა­რა­მი­ას რა­ტომ­ღაც ავი­წყდე­ბა, რომ რო­დე­საც ის პარ­ლა­მენ­ტში და იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში იყო, ძმე­ბი კოტე და პა­ლი­კო კუბ­ლაშ­ვი­ლე­ბი ერ­თდრო­უ­ლად იყ­ვნენ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს და იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი, მას ავი­წყდე­ბა, რომ მისი მეჯ­ვა­რე რო­დე­საც იხი­ლავ­და მის საქ­მეს, ეს აცი­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ გამ­ხდა­რა, მისი ჯგუ­ფე­ლი და უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი ერე­მა­ძე რომ იხი­ლავ­და მის საქ­მეს, ესეც არ გახ­და აცი­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, სრუ­ლი აბ­სურ­დის თე­ატ­რია ეს და "რუს­თა­ვი 2" გახ­და ყვი­თე­ლი პრე­სა", - გა­ნა­ცხა­და ზარ­დი­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ასეთ ღია ად­გილ­ზე შეხ­ვედ­რა გა­მო­რი­ცხავს, რომ ეს იყო სა­ი­დუმ­ლო შეხ­ვედ­რა.

"შეხ­ვედ­რა შედ­გა რეს­ტო­რან "კოლ­ხეთ­ში", ღია ტე­რა­სა­ზე, სა­დაც 600-მდე ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე იმ­ყო­ფე­ბო­და. გვერ­დზე მა­გი­დას­თან იჯდა "რუს­თა­ვი 2-ის" ჟურ­ნა­ლის­ტი მა­რი­ამ გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც შეს­ვლის­თა­ნა­ვე მი­ვე­სალ­მეთ. ასეთ ღია ად­გილ­ზე და მა­რი­ამ გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის თან­დას­წრე­ბით შეხ­ვედ­რა გა­მო­რი­ცხავს, რომ ეს იყო სა­ი­დუმ­ლო შეხ­ვედ­რა. ვიც­ნობ ამ ხალ­ხს და ვმე­გობ­რობ. ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხელ­ფასს იმა­ში მიხ­დის, რომ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვებ­ზე ვი­მუ­შა­ვო არა­მარ­ტო სა­სა­მარ­თლოს­თან, არა­მედ ყვე­ლა სა­მი­ნის­ტროს­თან და ყვე­ლა სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. "რუს­თა­ვი 2" კად­რუ­ლობს უკად­რე­ბელს, რო­დე­საც ვი­თომ ფა­რულ შეხ­ვედ­რებ­ზე სა­უბ­რობს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ყვი­თელ პრე­სა­შიც აღარ ჯდე­ბა და "ჭორ­ნი­უ­სად" იქ­ცნენ და ეს არის პირ­და­პირ ნიკა გვა­რა­მი­ას დამ­სა­ხუ­რე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ზარ­დი­აშ­ვილ­მა.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა შეხ­ვედ­რა­ზე გან­ხი­ლულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც ისა­უბ­რა.

"რაც შე­ე­ხე­ბა იმას თუ რაზე ვსა­უბ­რობთ, ამას აფი­ნან­სებს ევ­რო­კავ­ში­რი. კერ­ძოდ, ზეგ გა­ი­მარ­თე­ბა შეხ­ვედ­რა, რო­მელ­საც და­ეს­წრე­ბი­ან იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მდი­ვა­ნიც, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი და ამ თე­მებ­ზე ჩვენ ძა­ლი­ან ღიად ვსა­უბ­რობთ, რომ უნდა გვყავ­დეს სუფ­თა, თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­სა­მარ­თლო, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო, სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რი და ა.შ. ანუ აქ არა­ფერ სა­ი­დუმ­ლო­ზე სა­უ­ბა­რი არ ყო­ფი­ლა. ეს არის ნიკა გვა­რა­მი­ას მო­ნა­თხრო­ბი და მო­ნა­ჭო­რი, და­ამ­სგავ­სა ყვი­თელ პრე­სას. ამ შე­მად­გენ­ლო­ბით ჩვენ ძა­ლი­ან ხში­რად ვხვდე­ბით პარ­ლა­მენ­ტშიც, პარ­ლა­მენ­ტის გა­რე­თაც, კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზეც, დო­ნო­რებ­თან ერ­თად, ევ­რო­კავ­შირ­თან ერ­თად, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით და ნიკა გვა­რა­მი­ას ჩა­ე­შა­ლა ყვი­თე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბით აწყო­ბი­ლი სი­უ­ჟე­ტი. რა­ხან მე დე­პუ­ტა­ტად ამირ­ჩია ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, არ ნიშ­ნავს, რომ მე­გობ­რობ­ზე და ნათ­ლუ­ლებ­ზე და სა­ხელ­მწი­ფოს­თვის სა­ჭი­რო სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბებ­ზე უნდა ვთქვა უარი. პი­რი­ქით, ეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ღია და უფრო ტრანსფა­რენ­ტუ­ლია ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბას­თან. არ­სე­ბობს მთე­ლი რიგი გა­მოწ­ვე­ვე­ბი ყვე­ლა უწყე­ბა­ში, შე­სა­ბა­მი­სად ჩვენ ამა­ზე ინ­ტენ­სი­უ­რად ვმუ­შა­ობთ. არა­ნა­ირ გავ­ლე­ნებ­ზე არ შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­უ­ბა­რი, ეს უბ­რა­ლოდ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნე­ბაა, რომ სა­სა­მარ­თლო იყოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი, თუმ­ცა ამას ვერ ეგუ­ე­ბა ნიკა გვა­რა­მია. მე უბ­რა­ლოდ ვი­ჯე­ქი ჩემს მე­გობ­რებ­თან და ვვახ­შმობ­დი. სა­ნამ ასეთ უხა­რის­ხო ფო­ტო­ებს გა­და­ი­ღებს ნიკა გვა­რა­მია, მინ­და ვთქვა, რომ ვიც­ნობ ძა­ლი­ან ბევრ პრო­კუ­რორს, ძა­ლი­ან ბევრ ად­ვო­კატს, ძა­ლი­ან ბევრ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს, მო­სა­მარ­თლე­ებს, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებს, ვიც­ნობ უბ­რა­ლოდ თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს. ჩვენ ვართ ყვე­ლა ერთი თა­ო­ბის იუ­რის­ტე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა არის გარ­და­უ­ვა­ლი, ქმნის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ ხედ­ვას და ასე ვი­თარ­დე­ბა სა­ხელ­წმი­ფო", - გა­ნა­ცხა­და ზარ­დი­აშ­ვილ­მა.

შე­გახ­სნებთ, ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2-მა" რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფოტო, სა­დაც ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში ერთ მა­გი­დას­თან არი­ან აღ­ბეჭ­დილ­ნი ვანო ზარ­დი­აშ­ვი­ლი, მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძე და გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძე.

რა კომენტარს აკეთებს ვანო ზარდიაშვილი მიხეილ ჩინჩალაძესა და გიორგი მიქაუტაძესთან ერთად რესტორანში გადაღებულ ფოტოებზე

რა კომენტარს აკეთებს ვანო ზარდიაშვილი მიხეილ ჩინჩალაძესა და გიორგი მიქაუტაძესთან ერთად რესტორანში გადაღებულ ფოტოებზე

"თუ შეხვედრა მინდა დახურულ კარს მიღმა, ამას რამენაირად მოვახერხებდი. როდესაც ღია ტერასაზე ხვდები და ვახშმობ შენს მეგობრობთან ერთად, იქ რაღაც კონფიდენციალურ და საიდუმლო სერობაზე ლაპარაკი არის აბსურდი", - აცხდაებს AMBEBI.GE-სთან საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვანო ზარდიაშვილი. ზარდიაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, მიხეილ ჩინჩალაძე მისი მეგობრები არიან. მისივე თქმით, მათი შეხვედრა რესტორან "კოლხეთში" იყო მხოლოდ მეგობრული ხასიათის და არანაირ გავლენებზე ან სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე საუბარი არ ყოფილა.

"მე ვმუშაობდი სასამართლოში, თბილისის მერიაში, პროკურატურაში, ვიცნობ ყველას, ვხვდები ამ ხალხს, მაქვს ურთიერთობა და რაიმე ურთიერთკავშირზე ან ზეგავლენებზე საუბარი აბსურდია. ნიკა გვარამიას რატომღაც ავიწყდება, რომ როდესაც ის პარლამენტში და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყო, ძმები კოტე და პალიკო კუბლაშვილები ერთდროულად იყვნენ უზენაესი სასამართლოს და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეები, მას ავიწყდება, რომ მისი მეჯვარე როდესაც იხილავდა მის საქმეს, ეს აცილების საფუძველი არ გამხდარა, მისი ჯგუფელი და უახლოესი მეგობარი ერემაძე რომ იხილავდა მის საქმეს, ესეც არ გახდა აცილების საფუძველი. შესაბამისად, სრული აბსურდის თეატრია ეს და "რუსთავი 2" გახდა ყვითელი პრესა", - განაცხადა ზარდიაშვილმა.

მისივე თქმით, ასეთ ღია ადგილზე შეხვედრა გამორიცხავს, რომ ეს იყო საიდუმლო შეხვედრა.

"შეხვედრა შედგა რესტორან "კოლხეთში", ღია ტერასაზე, სადაც 600-მდე ჩვენი თანამოქალაქე იმყოფებოდა. გვერდზე მაგიდასთან იჯდა "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი, რომელსაც შესვლისთანავე მივესალმეთ. ასეთ ღია ადგილზე და მარიამ გაფრინდაშვილის თანდასწრებით შეხვედრა გამორიცხავს, რომ ეს იყო საიდუმლო შეხვედრა. ვიცნობ ამ ხალხს და ვმეგობრობ. ქართული საზოგადოება ხელფასს იმაში მიხდის, რომ საკანონმდებლო ინიციატივებზე ვიმუშავო არამარტო სასამართლოსთან, არამედ ყველა სამინისტროსთან და ყველა საჯარო სამსახურთან მიმართებაში. "რუსთავი 2" კადრულობს უკადრებელს, როდესაც ვითომ ფარულ შეხვედრებზე საუბრობს. ეს ყველაფერი ყვითელ პრესაშიც აღარ ჯდება და "ჭორნიუსად" იქცნენ და ეს არის პირდაპირ ნიკა გვარამიას დამსახურება", - აღნიშნა ზარდიაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შეხვედრაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

"რაც შეეხება იმას თუ რაზე ვსაუბრობთ, ამას აფინანსებს ევროკავშირი. კერძოდ, ზეგ გაიმართება შეხვედრა, რომელსაც დაესწრებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანიც, პარლამენტის წევრები, იუსტიციის მინისტრი და ამ თემებზე ჩვენ ძალიან ღიად ვსაუბრობთ, რომ უნდა გვყავდეს სუფთა, თავისუფალი სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლო, სახელმწიფო აუდიტის სამსახური და ა.შ. ანუ აქ არაფერ საიდუმლოზე საუბარი არ ყოფილა. ეს არის ნიკა გვარამიას მონათხრობი და მონაჭორი, დაამსგავსა ყვითელ პრესას. ამ შემადგენლობით ჩვენ ძალიან ხშირად ვხვდებით პარლამენტშიც, პარლამენტის გარეთაც, კონფერენციებზეც, დონორებთან ერთად, ევროკავშირთან ერთად, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლობით და ნიკა გვარამიას ჩაეშალა ყვითელი ჟურნალისტიკისთვის დამახასიათებელი სპეკულაციებით აწყობილი სიუჟეტი. რახან მე დეპუტატად ამირჩია ქართულმა საზოგადოებამ, არ ნიშნავს, რომ მეგობრობზე და ნათლულებზე და სახელმწიფოსთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებზე უნდა ვთქვა უარი. პირიქით, ეს ურთიერთობები ღია და უფრო ტრანსფარენტულია ყველა სახელმწიფო უწყებასთან. არსებობს მთელი რიგი გამოწვევები ყველა უწყებაში, შესაბამისად ჩვენ ამაზე ინტენსიურად ვმუშაობთ. არანაირ გავლენებზე არ შეიძლება იყოს საუბარი, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. დღევანდელი ხელისუფლების ნებაა, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი თავისუფალი, თუმცა ამას ვერ ეგუება ნიკა გვარამია. მე უბრალოდ ვიჯექი ჩემს მეგობრებთან და ვვახშმობდი. სანამ ასეთ უხარისხო ფოტოებს გადაიღებს ნიკა გვარამია, მინდა ვთქვა, რომ ვიცნობ ძალიან ბევრ პროკურორს, ძალიან ბევრ ადვოკატს, ძალიან ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, მოსამართლეებს, ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს, ვიცნობ უბრალოდ თანამოქალაქეებს. ჩვენ ვართ ყველა ერთი თაობის იურისტები, შესაბამისად, ჩვენი ურთიერთობა არის გარდაუვალი, ქმნის სახელმწიფოებრივ ხედვას და ასე ვითარდება სახელწმიფო", - განაცხადა ზარდიაშვილმა.

შეგახსნებთ, ტელეკომპანია "რუსთავი 2-მა" რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ერთ-ერთ რესტორანში ერთ მაგიდასთან არიან აღბეჭდილნი ვანო ზარდიაშვილი, მიხეილ ჩინჩალაძე და გიორგი მიქაუტაძე.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."