პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო სურგულაძე მცოცავ ოკუპაციას ეხმაურება და რუს კოლეგებს მიმართვას უგზავნის
ნინო სურგულაძე მცოცავ ოკუპაციას ეხმაურება და რუს კოლეგებს მიმართვას უგზავნის

მეცო-სოპ­რა­ნო ნინო სურ­გუ­ლა­ძე შიდა ქარ­თლში, რუ­სე­თის მიერ სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის გად­მო­წე­ვი­სა და მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცი­ის შე­სა­ხებ ვრცელ მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს:

"მე იმ ქვეყ­ნის შვი­ლი ვარ, რო­მე­ლიც ომი­სა და მშვი­დო­ბის მი­მართ მგრძნო­ბე­ლო­ბას არა­სო­დეს და­კარ­გავს. რო­მელ­მაც იცის თა­ვი­სი ის­ტო­რი­უ­ლი მეხ­სი­ე­რე­ბის ფასი და პა­ტივს მი­ა­გებს სხვა­თა ეროვ­ნულ ღირ­სე­ბას. ამი­ტომ შე­უძ­ლე­ბე­ლია დუ­მი­ლით ვუც­ქი­რო იმ პრო­ცე­სებს, რო­მე­ლიც სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის ირ­გვლივ ტრი­ა­ლებს და რო­მელ­საც პო­ლი­ტი­კას ვერ და­ვარ­ქმევთ, რად­გან ეს ყვე­ლა­ფე­რი ზო­გა­და­და­მი­ა­ნურ ტკი­ვილს უკავ­შირ­დე­ბა. უკვე წლე­ბია ჩემს კო­ლე­გებ­თან ერ­თად ვცდი­ლობ, ადა­მი­ა­ნებს შე­ვუმ­სუ­ბუ­ქო სო­ცი­ა­ლუ­რი ყოფა. ვცდი­ლობ, და­ვარ­წმუ­ნო, რომ სი­კე­თე უფრო ძლი­ე­რია, ვიდ­რე ბო­რო­ტე­ბა. სა­ო­კუ­პა­ციო ხაზს მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სამ­შობ­ლოს­თან ერ­თად კარ­გა­ვენ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს და რჩე­ბი­ან იმ სივ­რცე­ში, სა­დაც ისი­ნი არა­ვის აინ­ტე­რებს. ძა­ლი­ან მინ­და, ამ დროს ჩემ­თან მხო­ლოდ ხე­ლო­ვა­ნე­ბი კი არა, პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც იყ­ვნენ, რად­გან კა­ცობ­რი­ო­ბის სინ­დი­სად აღი­ა­რე­ბულ კულ­ტუ­რას აუ­ცი­ლებ­ლად ჭირ­დე­ბა მათი რე­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა.

მინ­და მო­ვუ­წო­დო სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას, მსოფ­ლიო ლი­დე­რებს, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენტს უფრო ქმე­დი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა­კენ. მსოფ­ლიო არ შე­იძ­ლე­ბა დარ­ჩეს გულ­გრი­ლი ამ პრო­ცე­სე­ბის მი­მართ.

მე არ ვიცი, რას გა­ნიც­დი­ან დიდი პო­ლი­ტი­კის შე­მოქ­მედ­ნი, როცა მავ­თუხ­ლარ­თე­ბით აძე­ვე­ბენ ადა­მი­ა­ნებს სა­კუ­თა­რი წარ­სუ­ლი­დან და მშობ­ლი­უ­რი სახ­ლე­ბი­დან, მაგ­რამ მე ვიცი, რას გა­ნიც­დი­ან ისი­ნი და ვწუხ­ვარ ჩემი უმ­წე­ო­ბის გამო. ჩვენ - ხე­ლო­ვა­ნებს შეგ­ვიძ­ლია ვუ­თა­ნაგ­რძნოთ, და­ვეხ­მა­როთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად, მაგ­რამ არ შეგ­ვიძ­ლია შე­ვა­ჩე­როთ ეს სი­სას­ტი­კე. ეს მხო­ლოდ თქვენ შე­გიძ­ლი­ათ.

და ბო­ლოს მივ­მარ­თავ ჩემს რუს კო­ლე­გებს, არაფ­რის და არა­ვის ფა­სად არ ღირს ის­ტო­რი­უ­ლი და­ნა­შა­უ­ლის მი­მართ სი­ჩუ­მე, ჩვე­ნი გა­ყო­ფა აფხაზ და ოს ძმებ­თან მავ­თულხლარ­თე­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია, სა­ქარ­თვე­ლო არა­სო­დეს შე­ე­გუ­ე­ბა ამ რე­ა­ლო­ბას. რად­გან ის­ტო­რი­უ­ლი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა დღეს თუ არა ხვალ აუ­ცი­ლებ­ლად აღ­დგე­ბა და თქვენ გაქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა იყოთ მისი მო­ნა­წი­ლე" , - წე­რია ნინო სურ­გუ­ლა­ძის მი­მარ­თვა­ში.

წა­ი­კი­თხეთ: რამ­დენ­ჯერ და რამ­დე­ნით გად­მო­წია სა­ქარ­თვე­ლოს ე.წ სა­ზღვა­რი რუ­სეთ­მა ბოლო წლებ­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ნინო სურგულაძე მცოცავ ოკუპაციას ეხმაურება და რუს კოლეგებს მიმართვას უგზავნის

ნინო სურგულაძე მცოცავ ოკუპაციას ეხმაურება და რუს კოლეგებს მიმართვას უგზავნის

მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე შიდა ქართლში, რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევისა და მცოცავი ოკუპაციის შესახებ ვრცელ მიმართვას ავრცელებს:

"მე იმ ქვეყნის შვილი ვარ, რომელიც ომისა და მშვიდობის მიმართ მგრძნობელობას არასოდეს დაკარგავს. რომელმაც იცის თავისი ისტორიული მეხსიერების ფასი და პატივს მიაგებს სხვათა ეროვნულ ღირსებას. ამიტომ შეუძლებელია დუმილით ვუცქირო იმ პროცესებს, რომელიც საოკუპაციო ხაზის ირგვლივ ტრიალებს და რომელსაც პოლიტიკას ვერ დავარქმევთ, რადგან ეს ყველაფერი ზოგადადამიანურ ტკივილს უკავშირდება. უკვე წლებია ჩემს კოლეგებთან ერთად ვცდილობ, ადამიანებს შევუმსუბუქო სოციალური ყოფა. ვცდილობ, დავარწმუნო, რომ სიკეთე უფრო ძლიერია, ვიდრე ბოროტება. საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი ადამიანები სამშობლოსთან ერთად კარგავენ ადამიანის უფლებებს და რჩებიან იმ სივრცეში, სადაც ისინი არავის აინტერებს. ძალიან მინდა, ამ დროს ჩემთან მხოლოდ ხელოვანები კი არა, პოლიტიკოსებიც იყვნენ, რადგან კაცობრიობის სინდისად აღიარებულ კულტურას აუცილებლად ჭირდება მათი რეალური მხარდაჭერა.

მინდა მოვუწოდო საერთაშორისო თანამეგობრობას, მსოფლიო ლიდერებს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს უფრო ქმედითი ღონისძიებებისაკენ. მსოფლიო არ შეიძლება დარჩეს გულგრილი ამ პროცესების მიმართ.

მე არ ვიცი, რას განიცდიან დიდი პოლიტიკის შემოქმედნი, როცა მავთუხლართებით აძევებენ ადამიანებს საკუთარი წარსულიდან და მშობლიური სახლებიდან, მაგრამ მე ვიცი, რას განიცდიან ისინი და ვწუხვარ ჩემი უმწეობის გამო. ჩვენ - ხელოვანებს შეგვიძლია ვუთანაგრძნოთ, დავეხმაროთ მატერიალურად, მაგრამ არ შეგვიძლია შევაჩეროთ ეს სისასტიკე. ეს მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ.

და ბოლოს მივმართავ ჩემს რუს კოლეგებს, არაფრის და არავის ფასად არ ღირს ისტორიული დანაშაულის მიმართ სიჩუმე, ჩვენი გაყოფა აფხაზ და ოს ძმებთან მავთულხლართებით შეუძლებელია, საქართველო არასოდეს შეეგუება ამ რეალობას. რადგან ისტორიული სამართლიანობა დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად აღდგება და თქვენ გაქვთ შესაძლებლობა იყოთ მისი მონაწილე" , - წერია ნინო სურგულაძის მიმართვაში.

წაიკითხეთ: რამდენჯერ და რამდენით გადმოწია საქართველოს ე.წ საზღვარი რუსეთმა ბოლო წლებში

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი