საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სანელებლების კვლევის შედეგები - სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას აქვეყნებს
სანელებლების კვლევის შედეგები - სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას აქვეყნებს

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ტყვი­ის შემ­ცვე­ლო­ბა­ზე კვლე­ვის­თვის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ობიქ­ტე­ბი­დან სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის სუ­ნელ-სა­ნე­ლებ­ლის 75 ნი­მუ­ში აი­ღეს და აკ­რე­დი­ტი­რე­ბულ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში - აჭა­რის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს სსიპ ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ კვლე­ვით ცენ­ტრში გა­და­აგ­ზავ­ნეს.

რო­გორც სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ამ დრო­ის­თვის უკვე გა­მოკ­ვლე­უ­ლია ყვე­ლა 75-ვე ნი­მუ­ში, სა­ი­და­ნაც დარ­ღვე­ვა ოთხი შემ­თხვე­ვა­ში გა­მოვ­ლინ­და.

რო­გორც სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში გან­მარ­ტა­ვენ, მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ტყვი­ის შემ­ცვე­ლო­ბა სა­ნე­ლებ­ლებ­ში 5 მი­ლიგ­რამს არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს კი­ლოგ­რამ­ში.

ტყვი­ის დაშ­ვე­ბულ­ზე მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბა აღი­ნიშ­ნა შემ­დეგ სუ­ნელ-სა­ნე­ლებ­ლებ­ში: წი­თე­ლი წი­წა­კა-7,06მგ/კგ (ი.მ "ბად­რი ჯა­ხია"); მშრა­ლი აჯი­კა-6,38მგ/კგ (ი.მ."ელ­გუ­ჯა ჯა­ხა­ია"); მშრა­ლი აჯი­კა-5,96მგ/კგ (ი.მ."გიგა შა­რან­გია"); სუ­ნე­ლი-5,60მგ/კგ (ი.მ."მა­დო­ნა თო­დუა"). კომ­პა­ნი­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ 75-ე ნი­მუ­შის გა­მოკ­ვლე­ვის­თა­ნა­ვე გა­ა­სა­ჯა­რო­ვა. გა­მოვ­ლე­ნილ დარ­ღვე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ა­გენ­ტოს მიერ გა­ტარ­და კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. პრო­დუქ­ცია ამო­ღე­ბუ­ლია ბაზ­რი­დან და მისი გა­ნად­გუ­რე­ბა ყვე­ლა სა­ჭი­რო პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ მოხ­დე­ბა და გა­მოვ­ლე­ნილ დარ­ღვე­ვა­ზე დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ე­წო­დე­ბა.

"სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­ებს ეც­ნო­ბე­ბა.

აგ­რეთ­ვე ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლოს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში. სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო მზად­ყოფ­ნას გა­მოთ­ქვამს ითა­ნამ­შრომ­ლოს ნიუ-იორ­კის ჯან­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტთან კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბის გაც­ვლის მიზ­ნით.

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ცხო­ვე­ლუ­რი და არა­ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის სურ­სათ­სა და სას­მელ წყალ­ში ტოქ­სი­კუ­რი ელე­მენ­ტე­ბის - მძი­მე მე­ტა­ლე­ბის, მათ შო­რის, ტყვი­ის შემ­ცვე­ლო­ბა­ზე ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ კვლე­ვებს 2010 წლი­დან ატა­რებს. 2012 წლი­დან დღემ­დე ტყვი­ის შემ­ცვე­ლო­ბა­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლია ცხო­ვე­ლუ­რი და არა­ცხო­ვე­ლუ­რი სურ­სა­თის, სას­მე­ლი წყლი­სა და სას­მე­ლე­ბის 2687 ნი­მუ­ში. მათ შო­რის ნორ­მას­თან შე­უ­სა­ბა­მო­ბა გა­მოვ­ლინ­და 64 მათ­გან­ში. დარ­ღვე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ტარ­და კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი - სურ­სა­თის ქსე­ლი­დან ამო­ღე­ბა და გა­ნად­გუ­რე­ბა",- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

სანელებლების კვლევის შედეგები - სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას აქვეყნებს

სანელებლების კვლევის შედეგები - სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას აქვეყნებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ტყვიის შემცველობაზე კვლევისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით სარეალიზაციო ობიქტებიდან სხვადასხვა სახეობის სუნელ-სანელებლის 75 ნიმუში აიღეს და აკრედიტირებულ ლაბორატორიაში - აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ლაბორატორიულ კვლევით ცენტრში გადააგზავნეს.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, ამ დროისთვის უკვე გამოკვლეულია ყველა 75-ვე ნიმუში, საიდანაც დარღვევა ოთხი შემთხვევაში გამოვლინდა.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, მოქმედი კანონმდებლობით, ტყვიის შემცველობა სანელებლებში 5 მილიგრამს არ უნდა აღემატებოდეს კილოგრამში.

ტყვიის დაშვებულზე მაღალი შემცველობა აღინიშნა შემდეგ სუნელ-სანელებლებში: წითელი წიწაკა-7,06მგ/კგ (ი.მ "ბადრი ჯახია"); მშრალი აჯიკა-6,38მგ/კგ (ი.მ."ელგუჯა ჯახაია"); მშრალი აჯიკა-5,96მგ/კგ (ი.მ."გიგა შარანგია"); სუნელი-5,60მგ/კგ (ი.მ."მადონა თოდუა"). კომპანიების ჩამონათვალი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 75-ე ნიმუშის გამოკვლევისთანავე გაასაჯაროვა. გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, სააგენტოს მიერ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. პროდუქცია ამოღებულია ბაზრიდან და მისი განადგურება ყველა საჭირო პროცედურის შემდეგ მოხდება და გამოვლენილ დარღვევაზე დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდება.

"სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ღონისძიებების და ლაბორატორიული კვლევის შედეგების შესახებ ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და ფინანსთა სამინისტროებს ეცნობება.

აგრეთვე ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს საკონსულოს ამერიკის შეერთებულ შტატებში. სურსათის ეროვნული სააგენტო მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტთან კვლევების შედეგების გაცვლის მიზნით.

სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველური და არაცხოველური წარმოშობის სურსათსა და სასმელ წყალში ტოქსიკური ელემენტების - მძიმე მეტალების, მათ შორის, ტყვიის შემცველობაზე ლაბორატორიულ კვლევებს 2010 წლიდან ატარებს. 2012 წლიდან დღემდე ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეულია ცხოველური და არაცხოველური სურსათის, სასმელი წყლისა და სასმელების 2687 ნიმუში. მათ შორის ნორმასთან შეუსაბამობა გამოვლინდა 64 მათგანში. დარღვევებთან დაკავშირებით გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები - სურსათის ქსელიდან ამოღება და განადგურება",- ნათქვამია განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი