მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალექსანდრე ელისაშვილი - თბილისის მერია გახრწნილია კორუფციით
ალექსანდრე ელისაშვილი - თბილისის მერია გახრწნილია კორუფციით

თბი­ლი­სის მე­რია არის გახ­რწნი­ლი კო­რუფ­ცი­ით, თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ვინც იღებს, იქი­დან უდი­დე­სი ნა­წი­ლი კო­რუფ­ცი­ა­შია ჩარ­თუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­დატ­მა, ალექ­სან­დრე ელი­საშ­ვილ­მა ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე თბი­ლი­სის მე­რი­ის თა­ნამ­შრომ­ლის, ოთარ აბე­სა­ძის და­კა­ვე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და.

ნა­ხეთ ვი­დეო: რას საქ­მი­ა­ნობ­და ოთო აბე­სა­ძე და­პა­ტიმ­რე­ბამ­დე - ახალ­გაზ­რდა ჩი­ნოვ­ნი­კის კრა­ხით დას­რუ­ლე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა

რო­გორც ელი­საშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, ოთარ აბე­სა­ძე არ არის თბი­ლი­სის მე­რი­ის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თა­ნამ­შრო­მე­ლი, ის იყო მე­რის, და­ვით ნარ­მა­ნი­ას პი­რა­დი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი საკ­რე­ბუ­ლო­ში.

"ის არის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის ადა­მი­ა­ნი, ასე­ვე პი­რა­დი მე­გო­ბა­რია და­ვით ნარ­მა­ნი­ა­სი და ლა­პა­რა­კი არ არის ჩვე­უ­ლებ­რივ, რი­გით ჩი­ნოვ­ნიკ­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა ამ ფაქტს, მე ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დი, რომ თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ვინც იღებს, იქი­დან უდი­დე­სი ნა­წი­ლი კო­რუფ­ცი­ა­შია ჩარ­თუ­ლი.

თბი­ლი­სის მე­რია არის გახ­რწნი­ლი კო­რუფ­ცი­ით. მე ოპერ­მუ­შა­კი არ ვარ, რომ ფაქ­ტებ­ზე და­ვი­ჭი­რო ადა­მი­ა­ნე­ბი, მაგ­რამ ყო­ველ ჯერ­ზე ხომ დას­ტურ­დე­ბა, რომ ვი­საც რაზე მი­უწ­ვდე­ბა ხელი, აკე­თებს ფულს. რა თქმა უნდა, მე­რი­ა­ში არი­ან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, მაგ­რამ, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მიმ­ღე­ბი პი­რე­ბი­დან დიდი ნა­წი­ლი არის ჩარ­თუ­ლი კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბებ­ში.

ოთარ აბე­სა­ძე, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის თბი­ლი­სის მე­რის სა­ხე­ლით ლა­პა­რა­კობ­და-ხოლ­მე და ყვე­ლას ჭკუ­ას არი­გებ­და, აღ­მოჩ­ნდა, რომ ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მექ­რთა­მე იყო. არ მინ­და მოვ­ლე­ნებს გა­ვას­წრო და უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცია და­ვარ­ღვიო, მაგ­რამ ესეც ერთ-ერთი დას­ტუ­რია იმის, რა­საც მე წლე­ბია ვლა­პა­რა­კობ. ყო­ველ ჯერ­ზე, ყო­ველ კვი­რას დას­ტურ­დე­ბა, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს მხო­ლოდ ფუ­ლის კე­თე­ბა ადარ­დებთ და არა თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრე ელი­საშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ალექსანდრე ელისაშვილი - თბილისის მერია გახრწნილია კორუფციით

ალექსანდრე ელისაშვილი - თბილისის მერია გახრწნილია კორუფციით

თბილისის მერია არის გახრწნილი კორუფციით, თბილისის მერიაში გადაწყვეტილებებს ვინც იღებს, იქიდან უდიდესი ნაწილი კორუფციაშია ჩართული, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერობის კანდიდატმა, ალექსანდრე ელისაშვილმა ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომლის, ოთარ აბესაძის დაკავების კომენტირებისას განუცხადა.

ნახეთ ვიდეო: რას საქმიანობდა ოთო აბესაძე დაპატიმრებამდე - ახალგაზრდა ჩინოვნიკის კრახით დასრულებული წარმატებული კარიერა

როგორც ელისაშვილმა განმარტა, ოთარ აბესაძე არ არის თბილისის მერიის ჩვეულებრივი თანამშრომელი, ის იყო მერის, დავით ნარმანიას პირადი წარმომადგენელი საკრებულოში.

"ის არის ძალიან მაღალი თანამდებობის ადამიანი, ასევე პირადი მეგობარია დავით ნარმანიასი და ლაპარაკი არ არის ჩვეულებრივ, რიგით ჩინოვნიკზე. რაც შეეხება ამ ფაქტს, მე ყოველთვის ვამბობდი, რომ თბილისის მერიაში გადაწყვეტილებებს ვინც იღებს, იქიდან უდიდესი ნაწილი კორუფციაშია ჩართული.

თბილისის მერია არის გახრწნილი კორუფციით. მე ოპერმუშაკი არ ვარ, რომ ფაქტებზე დავიჭირო ადამიანები, მაგრამ ყოველ ჯერზე ხომ დასტურდება, რომ ვისაც რაზე მიუწვდება ხელი, აკეთებს ფულს. რა თქმა უნდა, მერიაში არიან პროფესიონალი, კვალიფიციური და წესიერი ადამიანები, მაგრამ, გადაწყვეტილებების მიმღები პირებიდან დიდი ნაწილი არის ჩართული კორუფციულ გარიგებებში.

ოთარ აბესაძე, რომელიც ყოველთვის თბილისის მერის სახელით ლაპარაკობდა-ხოლმე და ყველას ჭკუას არიგებდა, აღმოჩნდა, რომ ერთი ჩვეულებრივი მექრთამე იყო. არ მინდა მოვლენებს გავასწრო და უდანაშაულობის პრეზუმფცია დავარღვიო, მაგრამ ესეც ერთ-ერთი დასტურია იმის, რასაც მე წლებია ვლაპარაკობ. ყოველ ჯერზე, ყოველ კვირას დასტურდება, რომ ამ ადამიანებს მხოლოდ ფულის კეთება ადარდებთ და არა თბილისის მოსახლეობის პრობლემების მოგვარება", - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."