საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა ვიცოდეთ პროდუქციის შეძენისას?
რა უნდა ვიცოდეთ პროდუქციის შეძენისას?

სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ხმა­რებ­ლის მო­ტყუ­ე­ბამ აქ­ტი­უ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო - მომ­ხმა­რებ­ლე­ბი თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად წე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მათი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ.

სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ასის­ტენ­ტი - თა­მარ გო­ბე­ჯიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ მათ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ძა­ლი­ან ბევ­რი მო­ტყუ­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი მი­მარ­თავს. ქალ­ბა­ტონ თა­მარს მომ­ხმა­რებ­ლის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- ყვე­ლა­ზე ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი "მე­თო­დი" მომ­ხმა­რებ­ლის წო­ნა­ში მო­ტყუ­ე­ბაა - ამას ჩვენს მა­ღა­ზი­ებ­ში მა­სობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი აქვს, თუმ­ცა იშ­ვი­ა­თად მჟღავ­ნდე­ბა. ასე­თი ფაქ­ტე­ბი მხო­ლოდ მა­შინ ვლინ­დე­ბა, რო­დე­საც რო­მე­ლი­მე და­ეჭ­ვე­ბუ­ლი მყიდ­ვე­ლი წო­ნას სხვა სას­წორ­ზე გა­და­ა­მოწ­მებს. ეს არის პრობ­ლე­მა, რო­მელ­საც ლა­მის ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე ვა­წყდე­ბით, მაგ­რამ პატ­რო­ნი არა ჰყავს: სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რა, რო­მე­ლიც ამ სა­კითხს მო­აგ­ვა­რებს, არ არ­სე­ბობს. არ არ­სე­ბობს სა­კა­ნონ­მდებ­ლო მო­თხოვ­ნა, რომ სურ­სა­თის გამ­ყიდ­ველს სას­წო­რი და­კა­ლიბ­რე­ბუ­ლი ჰქონ­დეს. ამის გამო, რო­გორც თვი­თონ უნ­დათ, სას­წორ­საც ისე აყე­ნე­ბენ.

- რას ნიშ­ნავს "და­კა­ლიბ­რე­ბუ­ლი" სას­წო­რი?

- აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ეროვ­ნულ ცენ­ტრთან არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი ორ­გა­ნო, სა­დაც მე­წარ­მე უნდა მი­ვი­დეს, სას­წორს შე­უ­მოწ­მე­ბენ და ისე და­ა­ყე­ნე­ბენ, რომ ზუსტ წო­ნას აჩ­ვე­ნებს. ერთი წლის შემ­დეგ სას­წო­რი ისევ უნდა გა­და­ა­მოწ­მონ, რომ არ აი­რი­ოს. ეს სულ რა­ღაც ნა­ხე­ვარ­სა­ა­თი­ა­ნი პრო­ცე­დუ­რაა, რო­მელ­საც არა­ვინ ას­რუ­ლებს: კა­ნო­ნი მა­ღა­ზი­ებს არ ავალ­დე­ბუ­ლებს, რომ და­კა­ლიბ­რე­ბუ­ლი სას­წო­რი ჰქონ­დეთ. ამი­ტო­მაც იქ­ცე­ვი­ან თვით­ნე­ბუ­რად. ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად აცხა­დებს, რომ წო­ნა­ში მო­ა­ტყუ­ეს. რა­ტომ­ღაც მო­სახ­ლე­ო­ბას ჰგო­ნია, რომ გამ­ყიდ­ვე­ლი მხო­ლოდ ბა­ზარ­ში მო­ა­ტყუ­ებს და არა - სუ­პერ­მარ­კეტ­ში, ან უბ­ნის მა­ღა­ზი­ა­ში. მომ­ხმა­რე­ბელ­მა ხში­რად ისიც არ იცის, რომ სას­წო­რი და­კა­ლიბ­რე­ბუ­ლი უნდა იყოს და სურ­ვი­ლიც არ უჩ­ნდე­ბა წონა გა­და­ა­მოწ­მოს. ბიზ­ნე­სიც ცდი­ლობს და­მა­ტე­ბი­თი ხარ­ჯი არ გა­უჩ­ნდეს და სა­ბო­ლოო ჯამ­ში ისევ მომ­ხმა­რე­ბე­ლი ზა­რალ­დე­ბა. ყვე­ლა მა­ღა­ზია და სუ­პერ­მარ­კე­ტი ვალ­დე­ბუ­ლი რომ იყოს, სას­წო­რი და­კა­ლიბ­რე­ბუ­ლი ჰქონ­დეს, ეს სა­კი­თხი თა­ვის­თა­ვად მოგ­ვარ­დე­ბო­და.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

რა უნდა ვიცოდეთ პროდუქციის შეძენისას?

რა უნდა ვიცოდეთ პროდუქციის შეძენისას?

საქართველოში მომხმარებლის მოტყუებამ აქტიური ხასიათი მიიღო - მომხმარებლები თითქმის ყოველდღიურად წერენ სოციალურ ქსელებში მათი უფლებების დარღვევის შესახებ.

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასისტენტი - თამარ გობეჯიშვილი აცხადებს, რომ მათ ორგანიზაციას ძალიან ბევრი მოტყუებული ადამიანი მიმართავს. ქალბატონ თამარს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის ყველაზე გავრცელებულ შემთხვევებზე ვესაუბრეთ.

- ყველაზე ფართოდ გავრცელებული "მეთოდი" მომხმარებლის წონაში მოტყუებაა - ამას ჩვენს მაღაზიებში მასობრივი ხასიათი აქვს, თუმცა იშვიათად მჟღავნდება. ასეთი ფაქტები მხოლოდ მაშინ ვლინდება, როდესაც რომელიმე დაეჭვებული მყიდველი წონას სხვა სასწორზე გადაამოწმებს. ეს არის პრობლემა, რომელსაც ლამის ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით, მაგრამ პატრონი არა ჰყავს: სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც ამ საკითხს მოაგვარებს, არ არსებობს. არ არსებობს საკანონმდებლო მოთხოვნა, რომ სურსათის გამყიდველს სასწორი დაკალიბრებული ჰქონდეს. ამის გამო, როგორც თვითონ უნდათ, სასწორსაც ისე აყენებენ.

- რას ნიშნავს "დაკალიბრებული" სასწორი?

- აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრთან არსებობს სპეციალური ორგანო, სადაც მეწარმე უნდა მივიდეს, სასწორს შეუმოწმებენ და ისე დააყენებენ, რომ ზუსტ წონას აჩვენებს. ერთი წლის შემდეგ სასწორი ისევ უნდა გადაამოწმონ, რომ არ აირიოს. ეს სულ რაღაც ნახევარსაათიანი პროცედურაა, რომელსაც არავინ ასრულებს: კანონი მაღაზიებს არ ავალდებულებს, რომ დაკალიბრებული სასწორი ჰქონდეთ. ამიტომაც იქცევიან თვითნებურად. ქართველი მომხმარებელი ძალიან იშვიათად აცხადებს, რომ წონაში მოატყუეს. რატომღაც მოსახლეობას ჰგონია, რომ გამყიდველი მხოლოდ ბაზარში მოატყუებს და არა - სუპერმარკეტში, ან უბნის მაღაზიაში. მომხმარებელმა ხშირად ისიც არ იცის, რომ სასწორი დაკალიბრებული უნდა იყოს და სურვილიც არ უჩნდება წონა გადაამოწმოს. ბიზნესიც ცდილობს დამატებითი ხარჯი არ გაუჩნდეს და საბოლოო ჯამში ისევ მომხმარებელი ზარალდება. ყველა მაღაზია და სუპერმარკეტი ვალდებული რომ იყოს, სასწორი დაკალიბრებული ჰქონდეს, ეს საკითხი თავისთავად მოგვარდებოდა.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი