პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს პეტრე-პავლობაა - მოციქულთა თავთა თაყვნისცემის ადგილები და ლოცვა, რომელიც მათ სახელზე აღევლინება
დღეს პეტრე-პავლობაა - მოციქულთა თავთა თაყვნისცემის ადგილები და ლოცვა, რომელიც მათ სახელზე აღევლინება

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს პეტ­რე-პავ­ლო­ბას, წმი­და­თა დი­დე­ბულ­თა და ყოვ­ლად­ქე­ბულ­თა თავ­თა მო­ცი­ქულ­თა პეტ­რეს და პავ­ლეს ხსე­ნე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­დან აც­ნო­ბეს, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი, ილია მე­ო­რე სა­ზე­ი­მო ლი­ტურ­გი­ას ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში დღეს, 10.00 სა­ათ­ზე და­ი­წყებს.

პეტ­რე-პავ­ლო­ბის დღე­სას­წა­ულს წინ ერ­თთვი­ა­ნი მარ­ხვა უძღო­და, რო­მე­ლიც 12 ივ­ნისს და­ი­წყო. ოთხშა­ბა­თის გამო, დღეს მორ­წმუ­ნე­ე­ბის­თვის მარ­ხვა მხო­ლოდ თევ­ზი­თაა ხსნი­ლი.

ქრის­ტეს მო­წა­ფე­თა, მო­ცი­ქულ­თა შო­რის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­ტივს წმინ­და პეტ­რე და წმინ­და პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლებს მი­ა­გებს. მათ თავ­მო­ცი­ქუ­ლე­ბი ეწო­დე­ბათ.

წმინ­და მო­ცი­ქუ­ლი პეტ­რე წმინ­და მო­ცი­ქულ ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის უფ­რო­სი ძმა იყო. უფ­ლის მო­წო­დე­ბამ­დე ისი­ნი გა­ლი­ლე­ის ტბას­თან მდე­ბა­რე პა­ტა­რა ქა­ლაქ ბეთ­სა­ი­დის მე­თევ­ზე­ე­ბი იყ­ვნენ. პეტ­რეს სა­ხე­ლად სვი­მო­ნი ეწო­დე­ბო­და. მისი რწმე­ნის გამო უფალ­მა მას პეტ­რე უწო­და, რაც კლდეს ნიშ­ნავს.

წმინ­და პეტ­რე მო­ცი­ქუ­ლი ჯვარ­ზე აღეს­რუ­ლა. მისი სურ­ვი­ლით იგი თავ­და­ყი­რა და­კი­დეს, რათა ჯვარ­ზე ისე არ ყო­ფი­ლი­ყო გაკ­რუ­ლი, რო­გორც ქრის­ტე.

წმინ­და მო­ცი­ქუ­ლი პავ­ლე წარ­მო­შო­ბით ბე­ნი­ა­მე­ნი­დან იყო. მას სავ­ლე ერ­ქვა და მღვდელთმთა­ვარ­თა და­ვა­ლე­ბით მარ­თლმა­დი­დებ­ლებს დევ­ნი­და. ღვთის გან­გე­ბით იგი უეც­რად დრო­ე­ბით დაბრმავ­და, რომ­ლის დრო­საც ღმერ­თმა მას თა­ვის­კენ მო­უ­წო­და. წმინ­და მო­ცი­ქულ­მა სი­ცო­ცხლე თა­ვის­კვე­თით და­ას­რუ­ლა.

წმინ­და თავ­თა მო­ცი­ქულ­თა პეტ­რე­სა და პავ­ლეს სა­ხელ­ზე, პირ­ვე­ლი ტაძ­რე­ბი რომ­სა და კონ­სტან­ტი­ნე­პოლ­ში IV სა­უ­კუ­ნე­ში წმინ­და მო­ცი­ქულ­თას­წორ­მა კონ­სტან­ტი­ნე დიდ­მა აღ­მარ­თა.

ლოც­ვა წმი­და­თა თავ­თა მო­ცი­ქულ­თა პეტ­რე­სა და პავ­ლეს მი­მართ

ჰოჲ, ყოვ­ლად­დი­დე­ბულ­ნო მო­ცი­ქულ­ნო პეტ­რე და პავ­ლე, რო­მელ­თა სულ­ნი ქრის­ტესთჳს წა­რი­წყმი­დე­ნით და სის­ხლი­თა თქუ­ე­ნი­თა აგა­რა­კი მისი გა­ნა­პო­ხი­ე­რე­ნით! შე­ი­წი­რეთ ვედ­რე­ბა­ნი და სულთქმა­ნი, გუ­ლი­თა შე­მუსრჳლითა აწ მი­ძღუ­ა­ნე­ბულ­ნი თქუ­ენ­და. რა­მე­თუ უს­ჯუ­ლო­ე­ბი­თა დაბ­ნე­ლე­ბულ­ვართ და ამისთჳსცა გან­საც­დელ­თა, ვი­თარ­ცა ღრუ­ბელ­თა, გა­რე­მო­უ­ცავთ, ზე­თი­სა­გან კე­თი­ლი­სა ცხო­რე­ბი­სა და­ცა­ლი­ე­რე­ბულ­ვართ ფრი­ად და ვერ­შემ­ძლე­ბელ­ვართ წი­ნა­აღ­დგო­მად მგელ­თა მტა­ცე­ბელ­თა, რო­მელ­ნი­ცა მი­ტა­ცე­ბად სამკჳდრე­ბელ­სა ღმრთი­სა­სა სი­ლა­ღით ის­წრაფ­ვი­ან. ჰოჲ ძლი­ერ­ნო! თავს იდეთ უძ­ლუ­რე­ბა­ნი ჩუ­ენ­ნი, სუ­ლი­თა ნუ გან­გუ­ე­შო­რე­ბით ჩუენ, და ნუ გან­ვე­შო­რე­ბით სი­ყუ­ა­რულ­სა ღმრთი­სა­სა, არა­მედ მე­ო­ხე­ბი­თა თქუ­ე­ნი­თა დაგჳფა­რე­ნით ჩუენ, ჰოჲ შეგჳწყა­ლეთ ჩუენ ყო­ველ­ნი, ლო­ცუ­ა­თა თქუ­ენ­თა გამო, ეგ­რეთ გან­ხეთ­ქოს ხე­ლი­თწე­რი­ლი აუ­რა­ცხელ­თა ცოდ­ვა­თა ჩუ­ენ­თა­ნი, და ღირსგუყვნეს ყო­ველ­თა წმი­და­თა თანა სუ­ფე­ვა­სა სა­ნატ­რელ­სა და ქორ­წილ­სა კრა­ვი­სა თჳსი­სა­სა, რო­მელ­სა ჰშუ­ე­ნის პა­ტი­ვი და დი­დე­ბა და მად­ლო­ბა და თა­ყუ­ა­ნის­ცე­მა, სა­უ­კუ­ნე­თა უკუ­ნი­სამ­დე, ამინ.

თავ­თა მო­ცი­ქულ­თა თაყვნის­ცე­მის ად­გილ­ნი

თუ რომ­ში მოხ­ვდე­ბით, აუ­ცი­ლებ­ლად თაყ­ვა­ნი ეცით ორი უდი­დე­სი მო­ცი­ქუ­ლის წმინ­და ნა­წი­ლებს

მო­ცი­ქულ­თა თავ­ნი წმინ­და პეტ­რე და წმინ­და პავ­ლე მარ­თლაც უაღ­რე­სად მას­შტა­ბუ­რი ფი­გუ­რე­ბი არი­ან ქრის­ტი­ა­ნო­ბის ის­ტო­რი­ა­ში და შემ­თხვე­ვი­თი არ არის, რომ ეკ­ლე­სი­ამ მათ მოღ­ვა­წე­ო­ბას და დიდ ძა­ლის­ხმე­ვას ქრის­ტი­ა­ნო­ბის მთელ მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცე­ლე­ბა­ში სწო­რი და ადეკ­ვა­ტუ­რი შე­ფა­სე­ბა მის­ცა და უწო­და მო­ცი­ქულ­თა თა­ვე­ბი, არა მათი რა­ი­მე იერ­არ­ქი­უ­ლი, სუ­ბორ­დი­ნა­ცი­უ­ლი მე­ტო­ბის სა­ზო­მით, არა­მედ ღვაწ­ლის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც გა­ნუ­ზომ­ლად დი­დია დედა ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­შე და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მსოფ­ლიო ეკ­ლე­სია მათ წი­ნა­შე ქედს იდ­რეკს და შე­სა­ბა­მის თაყ­ვა­ნის­ცე­მას აღავ­ლენს.

***

ქრის­ტი­ან­თა სას­ტი­კი და და­უნ­დო­ბე­ლი დევ­ნის დროს პეტ­რე და პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლე­ბი რომ­ში ჩა­ვიდ­ნენ და სა­ხა­რე­ბას უშიშ­რად ქა­და­გებ­დნენ. ჭეშ­მა­რი­ტი სი­ტყვის ძა­ლამ თვით იმ­პე­რა­ტო­რის სა­სახ­ლე­შიც შე­აღ­წია, - პავ­ლე მო­ცი­ქულ­მა ნე­რო­ნის ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი ცოლი ქრის­ტი­ა­ნო­ბა­ზე მო­აქ­ცია. რო­გორც გად­მოგ­ვცე­მენ, ამ დროს რომ­ში ცნო­ბი­ლი თვალ­თმაქ­ცი სი­მონ მოგ­ვიც იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მე­ლიც პეტ­რე მო­ცი­ქულ­მა ჯერ კი­დევ სა­მა­რი­ა­ში ქა­და­გე­ბი­სას ამ­ხი­ლა. მას ქრის­ტი­ა­ნე­ბი ჭი­რის დღე­სა­ვით სძულ­და. სა­ტა­ნუ­რი ამ­პარ­ტავ­ნე­ბით შე­პყრო­ბი­ლი სი­მო­ნი თავს ხან ღმერ­თად, ხან სამ­ყა­როს შემ­ქმნელ ღმრთე­ებ­რივ ძა­ლად აცხა­დებ­და! ცრუ სას­წა­უ­ლე­ბით მრა­ვა­ლი რო­მა­ე­ლი აც­დუ­ნა და, რაც მთა­ვა­რია, იმ­პე­რა­ტორ ნე­რონ­ზეც დიდი ზე­გავ­ლე­ნა მო­ი­პო­ვა. სწო­რედ მისი მცდე­ლო­ბით შე­ი­ძუ­ლა იმ­პე­რა­ტორ­მა ქრის­ტი­ა­ნე­ბი.

ძვე­ლი მწერ­ლე­ბი მოგ­ვი­თხრო­ბენ პეტ­რე მო­ცი­ქულ­თან მის პა­ექ­რო­ბა­ზე. სი­მო­ნი ამ­ტკი­ცებ­და, რომ ღმერ­თი, რო­მე­ლიც სამ­ყა­როს სიბ­ნე­ლი­დან და­სახ­სნე­ლად ზე­ცი­დან ჩა­მო­ვი­და, თვი­თონ იყო. თა­ვის ყოვ­ლის­შემ­ძლე­ო­ბა­ში რო­მა­ე­ლე­ბის და­სარ­წმუ­ნებ­ლად მან გა­ნა­ცხა­და, რომ ყვე­ლას თვალ­წინ ზე­ცა­ში ამაღ­ლდე­ბო­და. და­ნიშ­ნულ დღეს ამ "სას­წა­უ­ლის" სა­ნა­ხა­ვად უამ­რა­ვი ხალ­ხი შე­იკ­რი­ბა - მო­ცი­ქუ­ლე­ბიც იქ იყ­ვნენ. ისი­ნი მხურ­ვა­ლედ ლო­ცუ­ლობ­დნენ და უფალს წარ­მარ­თე­ბის ცდო­მი­ლე­ბის­გან დახ­სნას, მტრუ­ლი და უწ­მინ­დუ­რი ძა­ლის დამ­ხო­ბას ევედ­რე­ბოდ­ნენ, რო­მე­ლიც სი­მონს ეხ­მა­რე­ბო­და.

მოგ­ვი რა­ღაც დო­ნემ­დე მარ­თლაც ამაღ­ლდა, მაგ­რამ შემ­დეგ ჩა­მო­ვარ­და და ფეხი მო­ი­ტე­ხა. ცრუ­მორ­წმუ­ნე წარ­მარ­თებ­მა მისი მარ­ცხი მო­ცი­ქუ­ლე­ბის იქ ყოფ­ნას მი­ა­წე­რეს და ქრის­ტი­ან­თა დევ­ნა გა­აძ­ლი­ე­რეს.

სი­მონ მოგ­ვის სიკ­ვდი­ლით გა­ღი­ზი­ა­ნე­ბულ­მა ნე­რონ­მა მო­ცი­ქუ­ლე­ბის შე­პყრო­ბა და სიკ­ვდი­ლით დას­ჯა ბრძა­ნა. მოგ­ვი­თხრო­ბენ, როცა ქრის­ტი­ა­ნე­ბის თხოვ­ნი­თა და შე­გო­ნე­ბით პეტ­რე მო­ცი­ქუ­ლი ქა­ლა­ქი­დან გა­დი­ო­და, მან რო­მის­კენ მო­მა­ვა­ლი უფა­ლი და­ი­ნა­ხა და გა­ო­ცე­ბულ­მა ჰკი­თხა: "უფა­ლო, საით მი­დი­ხარ?" მა­ცხო­ვარ­მა უპა­სუ­ხა, რომ­ში, რათა ჯვარ­ზე ხელ­მე­ო­რედ გა­ვეკ­რაო. ამ გა­მო­ცხა­დე­ბამ მი­ახ­ვედ­რა პეტ­რე, რომ იგი ქა­ლაქ­ში უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო და მო­წა­მებ­რი­ვი სიკ­ვდი­ლით ქრის­ტე გა­ნე­დი­დე­ბი­ნა. მარ­თლაც, უკან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი მო­ცი­ქუ­ლი შე­ი­პყრეს და ისე­ვე, რო­გორც პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი, მა­მერ­ტი­ნის სა­პყრო­ბი­ლე­ში ჩას­ვეს, სა­დაც მათ ათი თვე დაჰ­ყვეს. ამ ხნის მან­ძილ­ზე მე­დი­ლე­გე­ე­ბი მო­აქ­ცი­ეს და მრა­ვა­ლი სას­წა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნეს. პეტ­რე მო­ცი­ქულს ჯერ ცოლი და­უ­სა­ჯეს; მან მე­უღ­ლეს, რო­მე­ლიც და­სას­ჯე­ლად მიჰ­ყავ­დათ, გზა შემ­დე­გი სი­ტყვე­ბით და­უ­ლო­ცა: "გახ­სოვ­დეს უფა­ლი, ცოლო!" თვი­თონ მო­ცი­ქუ­ლი ჯვარ­ზე გა­აკ­რეს, ოღონდ მი­სი­ვე თხოვ­ნით - თავ­და­ყი­რა, რად­გან უფ­ლის მსგავ­სი ჯვარ­ცმის ღირ­სად თავს არ თვლი­და; პავ­ლე მო­ცი­ქულს კი თავი მოჰ­კვე­თეს, რად­გან მისი, რო­გორც რო­მა­ე­ლი მო­ქა­ლა­ქის, ჯვარ­ზე გაკ­ვრა არ შე­იძ­ლე­ბო­და. ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ის მკვლე­ვარ­თა­გან ნა­წილს მი­აჩ­ნია, რომ ისი­ნი ერთ დღეს აღეს­რულ­ნენ, ნა­წი­ლი თვლის, რომ პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი პეტ­რეს დას­ჯი­დან ზუს­ტად ერთი წლის შემ­დეგ აღეს­რუ­ლა. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ქრის­ტი­ა­ნებ­მა მათი გვა­მე­ბი რო­მის კა­ტა­კომ­ბებ­ში და­მარ­ხეს.

მარ­თა­ლია, პეტ­რე მო­ცი­ქუ­ლის შე­სა­ხებ "საქ­მე­ში" არა­ფე­რია მო­თხრო­ბი­ლი, მაგ­რამ წმინ­და გად­მო­ცე­მე­ბით ვი­ცით, რომ იგი აზი­ა­ში გა­ფან­ტულ ებ­რა­ელ­თა შო­რის ქა­და­გებ­და და რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ან­ტი­ო­ქი­ის ეკ­ლე­სი­ას გა­ნა­გებ­და. პეტ­რე მო­ცი­ქულ­მა ორი ეპის­ტო­ლე დაგ­ვი­ტო­ვა, რო­მელ­თა­გან ერთი მო­წა­მებ­რივ აღ­სას­რუ­ლამ­დე ცოტა ხნით ადრე და­წე­რა.

ზო­გი­ერ­თი მკვლე­ვა­რი ფიქ­რობს, რომ პეტ­რე რო­მის ეპის­კო­პო­სიც იყო, მაგ­რამ სარ­წმუ­ნო ცნო­ბე­ბი ამის თა­ო­ბა­ზე არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა. პეტ­რე მო­ცი­ქუ­ლი უფრო იუ­დე­ვე­ლებ­თან ქა­და­გებ­და, პავ­ლე კი წარ­მარ­თებ­თან, რის გა­მოც მას წარ­მარ­თე­ბის მო­ცი­ქულ­საც უწო­დე­ბენ.

დღეს­დღე­ო­ბით პეტ­რე­სა და პავ­ლეს დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია და მომ­ლოც­ვე­ლე­ბი ეთაყ­ვა­ნე­ბი­ან ამ ად­გი­ლებს.

წმინ­და პეტ­რეს ტა­ძა­რი ვა­ტი­კან­ში აშე­ნე­ბუ­ლია პეტ­რე მო­ცი­ქუ­ლის სა­ვა­რა­უ­დო საფ­ლავ­ზე. ქრის­ტი­ა­ნუ­ლი გად­მო­ცე­მით, კონ­სტან­ტი­ნეს უძ­ვე­ლე­სი რო­მა­უ­ლი ბა­ზი­ლი­კა იდგა პეტ­რე მო­ცი­ქუ­ლის სა­მარხზე. შემ­დგომ­ში აქვე აა­შე­ნეს ვა­ტი­კა­ნის წმინ­და პეტ­რეს ტა­ძა­რი. 1939-1949 წლებ­ში ტაძ­რის ქვეშ არ­ქე­ო­ლო­გებ­მა იპო­ვეს უძ­ვე­ლე­სი რო­მა­უ­ლი სა­საფ­ლა­ოს ნაშ­თე­ბი. 1952 წელს გა­მოქ­ვეყ­ნდა დაწ­ვრი­ლე­ბი­თი ან­გა­რი­ში, რო­მე­ლიც მოწ­მობ­და, რომ სა­საფ­ლა­ოს ერთ-ერთი საფ­ლა­ვი თაყ­ვა­ნის­ცე­მის ობი­ექ­ტი იყო უკვე I-II სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან. შემ­დეგ სა­საფ­ლა­ოს იკ­ვლევ­და იტა­ლი­ე­ლი არ­ქე­ო­ლო­გი მარ­გა­რი­ტა გუ­ად­რუ­ჩი. 1964 წელს გა­მო­ი­ცა მისი წიგ­ნი "ვა­ტი­კა­ნის წმინ­და პეტ­რეს ბა­ზი­ლი­კის სა­აღმსა­რებ­ლოს ქვეშ მდე­ბა­რე რე­ლიკ­ვი­ე­ბი", რო­მელ­შიც ლა­პა­რა­კია, რომ ამ სა­მარ­ხის პეტ­რე მო­ცი­ქუ­ლის დაკ­რძალ­ვის ად­გილ­თან იდენ­ტო­ბის ალ­ბა­თო­ბა ძა­ლი­ან დი­დია. არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით აღ­სავ­სე პაპ­მა პავ­ლე VI-მ 1968 წელს გა­მო­ა­ცხა­და, მო­ცი­ქუ­ლის საფ­ლა­ვი ნა­პოვ­ნი­აო.

პეტ­რე მო­ცი­ქუ­ლის სა­მარ­ხი მდე­ბა­რე­ობს წმინ­და პეტ­რეს სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის ცენ­ტრა­ლურ გუმ­ბათ­ქვეშ, ია­ტა­კის ქვე­მოთ. ქვის კე­დელ­ში და­ტა­ნე­ბუ­ლი სარ­კმლის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა და­ვი­ნა­ხოთ იესო ქრის­ტეს დი­დე­ბუ­ლი მო­წა­ფის წმინ­და ნა­წი­ლე­ბი.

სულ ახ­ლა­ხან ვა­ტი­კა­ნის არ­ქე­ო­ლო­გებ­მა რო­მის სი­დი­დით მე­ო­რე ტაძ­რის წმინ­და პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის ბა­ზი­ლი­კის გა­თხრე­ბის შე­დე­გად ქვის აკ­ლდა­მას­თან მი­სას­ვლე­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მელ­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლია (დღე­ის­თვის უკვე არა­ვის ეეჭ­ვე­ბა) ლე­გენ­და­რუ­ლი მო­ცი­ქუ­ლი იყოს დაკ­რძა­ლუ­ლი. თვი­თონ სარ­კო­ფაგს ათა­რი­ღე­ბენ ახ.წ.აღ. 390 წლით. უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან ივა­რა­უ­დე­ბო­და, რომ სა­დღაც ამ ად­გი­ლებ­ში გა­ნის­ვე­ნე­ბენ წმინ­და პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის წმინ­და ნა­წი­ლე­ბი, რო­მელ­საც ეფა­რა ტაძ­რის სა­კურ­თხევ­ლის ტრა­პე­ზი. ტაძ­რის თა­ნა­მედ­რო­ვე ნა­გე­ბო­ბა აშენ­და 1823 წელს ძვე­ლი, IV სა­უ­კუ­ნის ტაძ­რის ად­გილ­ზე, იმ ტაძ­რის ად­გი­ლას აშე­ნე­ბუ­ლი­სა, რო­მე­ლიც პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის საფ­ლავ­ზე იდგა. მრა­ვა­ლი რე­კონ­სტრუქ­ცია-აშე­ნე­ბის შე­დე­გად მო­ცი­ქუ­ლის საფ­ლა­ვი თა­ნა­მედ­რო­ვე ია­ტა­კის დო­ნი­დან 130 სან­ტი­მეტ­რით ქვე­ვით აღ­მოჩ­ნდა. გა­თხრე­ბი 2002 წელს და­ი­წყო და 2008 წლის და­სა­წყის­ში დამ­თავ­რდა. ბოლო სამი წლის მან­ძილ­ზე არ­ქე­ო­ლო­გე­ბის­თვის მთა­ვარ დაბ­რკო­ლე­ბას წარ­მო­ად­გენ­და ტაძ­რის ტრა­პე­ზის ქვეშ ორი უზარ­მა­ზა­რი მარ­მა­რი­ლოს ფილა. რო­გორც იქნა, მათი მო­შო­რე­ბა შეძ­ლეს. პირ­ვე­ლად 1700 წლის შემ­დეგ სარ­კო­ფაგ­მა დღის სი­ნათ­ლე იხი­ლა, რომ­ლის სა­ხუ­რა­ვის წარ­წე­რა გვამ­ცნობს Pაულო Aპოს­ტო­ლო Mარ­ტყრ ("პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი მო­წა­მე"). თვი­თონ სარ­კო­ფაგ­ზე მო­ჩანს ხვრე­ლე­ბი, რო­მელ­შიც ძველ მომ­ლოც­ვე­ლებს შე­ეძ­ლოთ ქსო­ვი­ლის ნაჭ­რე­ბი შე­ე­ყოთ, რათა სიწ­მინ­დეს შე­ხე­ბოდ­ნენ.

დღე­ის­თვის რო­მის ეს უდი­დე­სი სიწ­მინ­დე­ე­ბი ყვე­ლა მნახ­ვე­ლის­თვის გახ­სნი­ლია და თუ რომ­ში მოხ­ვდე­ბით, აუ­ცი­ლებ­ლად თაყ­ვა­ნი ეცით ორი უდი­დე­სი ადა­მი­ა­ნის, ორი მო­ცი­ქუ­ლის, მო­ცი­ქულ­თა თავ­თა წმინ­და ნა­წი­ლებს.

წყა­რო: karibche.ge

დღეს პეტრე-პავლობაა - მოციქულთა თავთა თაყვნისცემის ადგილები და ლოცვა, რომელიც მათ სახელზე აღევლინება

დღეს პეტრე-პავლობაა - მოციქულთა თავთა თაყვნისცემის ადგილები და ლოცვა, რომელიც მათ სახელზე აღევლინება

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საპატრიარქოდან აცნობეს, აღნიშნულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე საზეიმო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დღეს, 10.00 საათზე დაიწყებს.

პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ ერთთვიანი მარხვა უძღოდა, რომელიც 12 ივნისს დაიწყო. ოთხშაბათის გამო, დღეს მორწმუნეებისთვის მარხვა მხოლოდ თევზითაა ხსნილი.

ქრისტეს მოწაფეთა, მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ.

წმინდა მოციქული პეტრე წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. მისი რწმენის გამო უფალმა მას პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.

წმინდა პეტრე მოციქული ჯვარზე აღესრულა. მისი სურვილით იგი თავდაყირა დაკიდეს, რათა ჯვარზე ისე არ ყოფილიყო გაკრული, როგორც ქრისტე.

წმინდა მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამენიდან იყო. მას სავლე ერქვა და მღვდელთმთავართა დავალებით მართლმადიდებლებს დევნიდა. ღვთის განგებით იგი უეცრად დროებით დაბრმავდა, რომლის დროსაც ღმერთმა მას თავისკენ მოუწოდა. წმინდა მოციქულმა სიცოცხლე თავისკვეთით დაასრულა.

წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელზე, პირველი ტაძრები რომსა და კონსტანტინეპოლში IV საუკუნეში წმინდა მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა აღმართა.

ლოცვა წმიდათა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს მიმართ

ჰოჲ, ყოვლადდიდებულნო მოციქულნო პეტრე და პავლე, რომელთა სულნი ქრისტესთჳს წარიწყმიდენით და სისხლითა თქუენითა აგარაკი მისი განაპოხიერენით! შეიწირეთ ვედრებანი და სულთქმანი, გულითა შემუსრჳლითა აწ მიძღუანებულნი თქუენდა. რამეთუ უსჯულოებითა დაბნელებულვართ და ამისთჳსცა განსაცდელთა, ვითარცა ღრუბელთა, გარემოუცავთ, ზეთისაგან კეთილისა ცხორებისა დაცალიერებულვართ ფრიად და ვერშემძლებელვართ წინააღდგომად მგელთა მტაცებელთა, რომელნიცა მიტაცებად სამკჳდრებელსა ღმრთისასა სილაღით ისწრაფვიან. ჰოჲ ძლიერნო! თავს იდეთ უძლურებანი ჩუენნი, სულითა ნუ განგუეშორებით ჩუენ, და ნუ განვეშორებით სიყუარულსა ღმრთისასა, არამედ მეოხებითა თქუენითა დაგჳფარენით ჩუენ, ჰოჲ შეგჳწყალეთ ჩუენ ყოველნი, ლოცუათა თქუენთა გამო, ეგრეთ განხეთქოს ხელითწერილი აურაცხელთა ცოდვათა ჩუენთანი, და ღირსგუყვნეს ყოველთა წმიდათა თანა სუფევასა სანატრელსა და ქორწილსა კრავისა თჳსისასა, რომელსა ჰშუენის პატივი და დიდება და მადლობა და თაყუანისცემა, საუკუნეთა უკუნისამდე, ამინ.

თავთა მოციქულთა თაყვნისცემის ადგილნი

თუ რომში მოხვდებით, აუცილებლად თაყვანი ეცით ორი უდიდესი მოციქულის წმინდა ნაწილებს

მოციქულთა თავნი წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მართლაც უაღრესად მასშტაბური ფიგურები არიან ქრისტიანობის ისტორიაში და შემთხვევითი არ არის, რომ ეკლესიამ მათ მოღვაწეობას და დიდ ძალისხმევას ქრისტიანობის მთელ მსოფლიოში გავრცელებაში სწორი და ადეკვატური შეფასება მისცა და უწოდა მოციქულთა თავები, არა მათი რაიმე იერარქიული, სუბორდინაციული მეტობის საზომით, არამედ ღვაწლის მიხედვით, რომელიც განუზომლად დიდია დედა ეკლესიის წინაშე და, აქედან გამომდინარე, მსოფლიო ეკლესია მათ წინაშე ქედს იდრეკს და შესაბამის თაყვანისცემას აღავლენს.

***

ქრისტიანთა სასტიკი და დაუნდობელი დევნის დროს პეტრე და პავლე მოციქულები რომში ჩავიდნენ და სახარებას უშიშრად ქადაგებდნენ. ჭეშმარიტი სიტყვის ძალამ თვით იმპერატორის სასახლეშიც შეაღწია, - პავლე მოციქულმა ნერონის ერთ-ერთი საყვარელი ცოლი ქრისტიანობაზე მოაქცია. როგორც გადმოგვცემენ, ამ დროს რომში ცნობილი თვალთმაქცი სიმონ მოგვიც იმყოფებოდა, რომელიც პეტრე მოციქულმა ჯერ კიდევ სამარიაში ქადაგებისას ამხილა. მას ქრისტიანები ჭირის დღესავით სძულდა. სატანური ამპარტავნებით შეპყრობილი სიმონი თავს ხან ღმერთად, ხან სამყაროს შემქმნელ ღმრთეებრივ ძალად აცხადებდა! ცრუ სასწაულებით მრავალი რომაელი აცდუნა და, რაც მთავარია, იმპერატორ ნერონზეც დიდი ზეგავლენა მოიპოვა. სწორედ მისი მცდელობით შეიძულა იმპერატორმა ქრისტიანები.

ძველი მწერლები მოგვითხრობენ პეტრე მოციქულთან მის პაექრობაზე. სიმონი ამტკიცებდა, რომ ღმერთი, რომელიც სამყაროს სიბნელიდან დასახსნელად ზეციდან ჩამოვიდა, თვითონ იყო. თავის ყოვლისშემძლეობაში რომაელების დასარწმუნებლად მან განაცხადა, რომ ყველას თვალწინ ზეცაში ამაღლდებოდა. დანიშნულ დღეს ამ "სასწაულის" სანახავად უამრავი ხალხი შეიკრიბა - მოციქულებიც იქ იყვნენ. ისინი მხურვალედ ლოცულობდნენ და უფალს წარმართების ცდომილებისგან დახსნას, მტრული და უწმინდური ძალის დამხობას ევედრებოდნენ, რომელიც სიმონს ეხმარებოდა.

მოგვი რაღაც დონემდე მართლაც ამაღლდა, მაგრამ შემდეგ ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა. ცრუმორწმუნე წარმართებმა მისი მარცხი მოციქულების იქ ყოფნას მიაწერეს და ქრისტიანთა დევნა გააძლიერეს.

სიმონ მოგვის სიკვდილით გაღიზიანებულმა ნერონმა მოციქულების შეპყრობა და სიკვდილით დასჯა ბრძანა. მოგვითხრობენ, როცა ქრისტიანების თხოვნითა და შეგონებით პეტრე მოციქული ქალაქიდან გადიოდა, მან რომისკენ მომავალი უფალი დაინახა და გაოცებულმა ჰკითხა: "უფალო, საით მიდიხარ?" მაცხოვარმა უპასუხა, რომში, რათა ჯვარზე ხელმეორედ გავეკრაო. ამ გამოცხადებამ მიახვედრა პეტრე, რომ იგი ქალაქში უნდა დაბრუნებულიყო და მოწამებრივი სიკვდილით ქრისტე განედიდებინა. მართლაც, უკან დაბრუნებული მოციქული შეიპყრეს და ისევე, როგორც პავლე მოციქული, მამერტინის საპყრობილეში ჩასვეს, სადაც მათ ათი თვე დაჰყვეს. ამ ხნის მანძილზე მედილეგეები მოაქციეს და მრავალი სასწაული ჩაიდინეს. პეტრე მოციქულს ჯერ ცოლი დაუსაჯეს; მან მეუღლეს, რომელიც დასასჯელად მიჰყავდათ, გზა შემდეგი სიტყვებით დაულოცა: "გახსოვდეს უფალი, ცოლო!" თვითონ მოციქული ჯვარზე გააკრეს, ოღონდ მისივე თხოვნით - თავდაყირა, რადგან უფლის მსგავსი ჯვარცმის ღირსად თავს არ თვლიდა; პავლე მოციქულს კი თავი მოჰკვეთეს, რადგან მისი, როგორც რომაელი მოქალაქის, ჯვარზე გაკვრა არ შეიძლებოდა. ეკლესიის ისტორიის მკვლევართაგან ნაწილს მიაჩნია, რომ ისინი ერთ დღეს აღესრულნენ, ნაწილი თვლის, რომ პავლე მოციქული პეტრეს დასჯიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ აღესრულა. ვარაუდობენ, რომ ქრისტიანებმა მათი გვამები რომის კატაკომბებში დამარხეს.

მართალია, პეტრე მოციქულის შესახებ "საქმეში" არაფერია მოთხრობილი, მაგრამ წმინდა გადმოცემებით ვიცით, რომ იგი აზიაში გაფანტულ ებრაელთა შორის ქადაგებდა და რამდენიმე წლის განმავლობაში ანტიოქიის ეკლესიას განაგებდა. პეტრე მოციქულმა ორი ეპისტოლე დაგვიტოვა, რომელთაგან ერთი მოწამებრივ აღსასრულამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა.

ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ პეტრე რომის ეპისკოპოსიც იყო, მაგრამ სარწმუნო ცნობები ამის თაობაზე არ მოგვეპოვება. პეტრე მოციქული უფრო იუდეველებთან ქადაგებდა, პავლე კი წარმართებთან, რის გამოც მას წარმართების მოციქულსაც უწოდებენ.

დღესდღეობით პეტრესა და პავლეს დაკრძალვის ადგილი იდენტიფიცირებულია და მომლოცველები ეთაყვანებიან ამ ადგილებს.

წმინდა პეტრეს ტაძარი ვატიკანში აშენებულია პეტრე მოციქულის სავარაუდო საფლავზე. ქრისტიანული გადმოცემით, კონსტანტინეს უძველესი რომაული ბაზილიკა იდგა პეტრე მოციქულის სამარხზე. შემდგომში აქვე ააშენეს ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძარი. 1939-1949 წლებში ტაძრის ქვეშ არქეოლოგებმა იპოვეს უძველესი რომაული სასაფლაოს ნაშთები. 1952 წელს გამოქვეყნდა დაწვრილებითი ანგარიში, რომელიც მოწმობდა, რომ სასაფლაოს ერთ-ერთი საფლავი თაყვანისცემის ობიექტი იყო უკვე I-II საუკუნეებიდან. შემდეგ სასაფლაოს იკვლევდა იტალიელი არქეოლოგი მარგარიტა გუადრუჩი. 1964 წელს გამოიცა მისი წიგნი "ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკის სააღმსარებლოს ქვეშ მდებარე რელიკვიები", რომელშიც ლაპარაკია, რომ ამ სამარხის პეტრე მოციქულის დაკრძალვის ადგილთან იდენტობის ალბათობა ძალიან დიდია. არქეოლოგიური გამოკვლევების შთაბეჭდილებებით აღსავსე პაპმა პავლე VI-მ 1968 წელს გამოაცხადა, მოციქულის საფლავი ნაპოვნიაო.

პეტრე მოციქულის სამარხი მდებარეობს წმინდა პეტრეს სახელობის ტაძრის ცენტრალურ გუმბათქვეშ, იატაკის ქვემოთ. ქვის კედელში დატანებული სარკმლის საშუალებით შეიძლება დავინახოთ იესო ქრისტეს დიდებული მოწაფის წმინდა ნაწილები.

სულ ახლახან ვატიკანის არქეოლოგებმა რომის სიდიდით მეორე ტაძრის წმინდა პავლე მოციქულის ბაზილიკის გათხრების შედეგად ქვის აკლდამასთან მისასვლელი აღმოაჩინეს, რომელშიც შესაძლებელია (დღეისთვის უკვე არავის ეეჭვება) ლეგენდარული მოციქული იყოს დაკრძალული. თვითონ სარკოფაგს ათარიღებენ ახ.წ.აღ. 390 წლით. უძველესი დროიდან ივარაუდებოდა, რომ სადღაც ამ ადგილებში განისვენებენ წმინდა პავლე მოციქულის წმინდა ნაწილები, რომელსაც ეფარა ტაძრის საკურთხევლის ტრაპეზი. ტაძრის თანამედროვე ნაგებობა აშენდა 1823 წელს ძველი, IV საუკუნის ტაძრის ადგილზე, იმ ტაძრის ადგილას აშენებულისა, რომელიც პავლე მოციქულის საფლავზე იდგა. მრავალი რეკონსტრუქცია-აშენების შედეგად მოციქულის საფლავი თანამედროვე იატაკის დონიდან 130 სანტიმეტრით ქვევით აღმოჩნდა. გათხრები 2002 წელს დაიწყო და 2008 წლის დასაწყისში დამთავრდა. ბოლო სამი წლის მანძილზე არქეოლოგებისთვის მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენდა ტაძრის ტრაპეზის ქვეშ ორი უზარმაზარი მარმარილოს ფილა. როგორც იქნა, მათი მოშორება შეძლეს. პირველად 1700 წლის შემდეგ სარკოფაგმა დღის სინათლე იხილა, რომლის სახურავის წარწერა გვამცნობს Pაულო Aპოსტოლო Mარტყრ ("პავლე მოციქული მოწამე"). თვითონ სარკოფაგზე მოჩანს ხვრელები, რომელშიც ძველ მომლოცველებს შეეძლოთ ქსოვილის ნაჭრები შეეყოთ, რათა სიწმინდეს შეხებოდნენ.

დღეისთვის რომის ეს უდიდესი სიწმინდეები ყველა მნახველისთვის გახსნილია და თუ რომში მოხვდებით, აუცილებლად თაყვანი ეცით ორი უდიდესი ადამიანის, ორი მოციქულის, მოციქულთა თავთა წმინდა ნაწილებს.

წყარო: karibche.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი