პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი დროის გმირები" - ვინ არიან შსს-ს თანამშრომლები, რომლებიც პრემიერმა და შს მინისტრმა დააჯილდოეს
"ჩვენი დროის გმირები" - ვინ არიან შსს-ს თანამშრომლები, რომლებიც პრემიერმა და შს მინისტრმა დააჯილდოეს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა და შს მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილ­მა შს სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, მაშ­ვე­ლე­ბი, მე­სა­ზღვრე­ე­ბი, პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რე­ბი და შსს-ს გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლი ცენ­ტრი 112, ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის სა­ნი­მუ­შო შეს­რუ­ლე­ბის, სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის დროს გა­მო­ჩე­ნი­ლი მა­მა­ცო­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩნის­თვის და­ა­ჯილ­დო­ეს.

გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა ურ­თუ­ლე­სი სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ის მა­ღალპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად ჩა­ტა­რე­ბის­თვის სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის 4 მფრი­ნავს, პო­ლი­ცი­ის მა­ი­ორ ბე­სიკ გა­ბი­ანს, პო­ლი­ცი­ის კა­პი­ტან შალ­ვა შა­ლი­ბაშ­ვილს, პო­ლი­ცი­ის უფ­როს ლე­ი­ტე­ნანტ ბე­სიკ ბა­კუ­რი­ძეს და პო­ლი­ცი­ის მა­ი­ორ დი­მიტ­რი ქა­ა­ძეს ღირ­სე­ბის ორ­დე­ნე­ბი გა­დას­ცა.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის საქ­მე, რო­მელ­საც ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად აკე­თე­ბენ. მან შს სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებს გა­წე­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და. გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა ასე­ვე ისა­უბ­რა ბოლო დროს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის დროს სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ე­ბის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე.

შს მი­ნის­ტრის, გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მის­თვის დიდი პა­ტი­ვი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, იყოს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის ფა­სად მზად არი­ან სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი გა­და­არ­ჩი­ნონ.

"ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მარ­ტო დღე­ვან­დე­ლი დღის გმი­რე­ბი არ არი­ან. ისი­ნი ჩვე­ნი დრო­ის და ჩვე­ნი ქვეყ­ნის გმი­რე­ბი არი­ან და მე ამას ხში­რად აღ­ვნიშ­ნავ. ამ გმი­რო­ბას მათი ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა ამ­ტკი­ცებს, როცა სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთლო­ბის რის­კის ფა­სად მზად არი­ან სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად თავი გას­წი­რონ. ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, ვიყო მათი ხელ­მძღვა­ნე­ლი", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილ­მა.

და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ამ­სახ­ვე­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი ვი­დე­ორ­გო­ლი. ღო­ნის­ძი­ე­ბას შს სა­მი­ნის­ტროს და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მათ მიერ გა­დარ­ჩე­ნი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

წა­ი­კი­თხეთ: რას ჰყვე­ბა პი­ლო­ტი, რომ­ლის გმი­რო­ბის ამ­ბავ­მა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო აა­ლა­პა­რა­კა

"ჩვენი დროის გმირები" - ვინ არიან შსს-ს თანამშრომლები, რომლებიც პრემიერმა და შს მინისტრმა დააჯილდოეს

"ჩვენი დროის გმირები" - ვინ არიან შსს-ს თანამშრომლები, რომლებიც პრემიერმა და შს მინისტრმა დააჯილდოეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა შს სამინისტროს თანამშრომლები, მაშველები, მესაზღვრეები, პატრულ-ინსპექტორები და შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული ცენტრი 112, ოპერატიული სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულების, სამაშველო ღონისძიებების დროს გამოჩენილი მამაცობისა და მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩნისთვის დააჯილდოეს.

გიორგი კვირიკაშვილმა ურთულესი სამაშველო ოპერაციის მაღალპროფესიონალურად ჩატარებისთვის სასაზღვრო პოლიციის 4 მფრინავს, პოლიციის მაიორ ბესიკ გაბიანს, პოლიციის კაპიტან შალვა შალიბაშვილს, პოლიციის უფროს ლეიტენანტ ბესიკ ბაკურიძეს და პოლიციის მაიორ დიმიტრი ქააძეს ღირსების ორდენები გადასცა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის საქმე, რომელსაც ეს ადამიანები ყოველდღიურად აკეთებენ. მან შს სამინისტროს თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა ბოლო დროს დასავლეთ საქართველოში სტიქიური მოვლენების დროს სამაშველო ოპერაციების წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე.

შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, მისთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, იყოს იმ ადამიანების ხელმძღვანელი, რომლებიც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად მზად არიან სხვა ადამიანები გადაარჩინონ.

"ეს ადამიანები მარტო დღევანდელი დღის გმირები არ არიან. ისინი ჩვენი დროის და ჩვენი ქვეყნის გმირები არიან და მე ამას ხშირად აღვნიშნავ. ამ გმირობას მათი ყოველდღიური საქმიანობა ამტკიცებს, როცა საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთლობის რისკის ფასად მზად არიან სხვა ადამიანების გადასარჩენად თავი გასწირონ. ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, ვიყო მათი ხელმძღვანელი", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

დაჯილდოების ცერემონიაზე წარმოდგენილი იყო სამაშველო ღონისძიებების ამსახველი დოკუმენტური ვიდეორგოლი. ღონისძიებას შს სამინისტროს დაჯილდოებული თანამშრომლების ოჯახის წევრები და მათ მიერ გადარჩენილი მოქალაქეები ესწრებოდნენ.

წაიკითხეთ: რას ჰყვება პილოტი, რომლის გმირობის ამბავმა მთელი საქართველო აალაპარაკა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი