პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთში რუსი ტურისტები მძევლად აიყვანეს, ერთი კი მოკლეს - დანაშაულის დეტალები
აფხაზეთში რუსი ტურისტები მძევლად აიყვანეს, ერთი კი მოკლეს - დანაშაულის დეტალები

აფხა­ზუ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო Apsny LIFE-ს ცნო­ბით, ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ყა­ჩა­ღებ­მა ტუ­რის­ტე­ბი და­ა­ყა­ჩა­ღეს და ბავ­შვე­ბი მძევ­ლად აიყ­ვა­ნეს, რა დრო­საც, ერთი პირი მოკ­ლეს.

 

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის გუ­და­უ­თის რა­ი­ონ­ში მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია თავ­და­პირ­ვე­ლად სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, Apsny LIFE-ს ე.წ. ძა­ლო­ვან­მა უწყე­ბებ­მა მომ­ხდა­რი და­უ­დას­ტუ­რეს.

თავ­დას­ხმა მოს­კო­ვი­დან ჩა­მო­სულ ტუ­რის­ტებ­ზე, კემ­პინ­გის რა­ი­ონ­ში მოხ­და.

ორი ოჯა­ხი, ანა­ტო­ლი და ნა­ტა­ლია კა­ბა­ნო­ვე­ბი, ასე­ვე ნა­ტა­ლია და ნი­კო­ლია ჩე­ჟი­კო­ვი სამ მცი­რე­წლო­ვან­თან ერ­თად, აფხა­ზეთ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად მოს­კო­ვი­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ. აჩან­და­რის მო­სახ­ვევ­თან, მათ­თან ორი, ავ­ტო­მა­ტი­თა და და­ნით შე­ი­რა­ღე­ბუ­ლი ნიღ­ბი­ა­ნი მი­ვი­და და ფული მოს­თხო­ვა. ტუ­რის­ტე­ბი­დან ერთ-ერ­თმა, ასა­კით უფ­როს­მა, ნი­კო­ლაი ჩე­ჟი­კოვ­მა თქვა, რომ ფუ­ლის მო­სა­ტა­ნად მი­დი­ო­და, რა დრო­საც მან "მი­ლი­ცი­ა­ში" და­რეკ­ვა მო­ას­წრო...

ანა­ტო­ლი კა­ბა­ნოვ­მა, რო­მე­ლიც ყა­ჩა­ღებს მძევ­ლად ჰყავ­დათ აყ­ვა­ნი­ლი, მათ­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა და­ა­პი­რა, რა დრო­საც ის და­ნით დაჭ­რეს. მი­ღე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბით იგი გუ­და­უ­თის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ყა­ჩა­ღებ­მა კა­ბა­ნო­ვი­სა და ჩე­ჟი­კო­ვის მე­უღ­ლე­ე­ბი ბავ­შვებ­თან ერ­თად გა­ი­ტა­ცეს. რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შემ­დეგ, ე.წ. აფხა­ზურ­მა სპეც­რაზმმა მათი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ა­ხერ­ხა.

"აი, ამი­ტომ ჩა­ვარ­და ტუ­რიზ­მი აფხა­ზეთ­ში... ამ ვი­თა­რე­ბა­ში ვინ და რა­ტომ უნდა ჩა­მო­ვი­დეს, ისე­დაც "ვე­ლურ მა­ი­მუ­ნებს" გვე­ძა­ხი­ან... ეს არის კოშ­მა­რი. სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას ამა­ზე ცუდს ვე­რა­ვი­თა­რი მტე­რი ვერ გა­უ­კე­თებს... რას ვა­კე­თებთ, რო­დის გა­იღ­ვი­ძებს ერი. კი­დევ რაღა უნდა მოხ­დეს?!" - წე­რენ აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბი მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ მი­ი­მალ­ნენ. Apsny LIFE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ე.წ. მი­ლი­ცია ამ დრო­ის­თვის გუ­და­უ­თის რა­ი­ონ­ში ტყე­ში, ზღვა­სა და ტრა­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სამ­ძებ­რო ღი­ნის­ძი­ე­ბებს აწარ­მო­ებს.

აფხა­ზურ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მომ­ხდა­რი სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, რად­გან Apsny LIFE-მა ეს ინ­ფორ­მა­ცია გა­სულ წლის შე­მოდ­გო­მა­ზეც გა­ავ­რცე­ლა, თუმ­ცა, მა­შინ ინ­ფორ­მა­ცია არ და­დას­ტურ­და.

კი­დევ ერთი ვერ­სი­ით, ეს ყვე­ლა­ფე­რი, ე.წ. შს მი­ნის­ტრის ას­ლან კო­ბა­ხი­ას წი­ნა­აღ­მდეგ აგო­რე­ბუ­ლი თე­მაა.

თუმ­ცა, არ­სე­ბობს კი­დევ ერთი ვერ­სია - ეს ყვე­ლა­ფე­რი აფხა­ზეთ­ში ბოლო დროს წა­მო­წე­უ­ლი სომ­ხე­ბის თე­მის გა­და­ფარ­ვა­სა და ყუ­რა­დღე­ბის სხვა თე­მა­ზე გა­და­ტა­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბა...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

აფხაზეთში რუსი ტურისტები მძევლად აიყვანეს, ერთი კი მოკლეს - დანაშაულის დეტალები

აფხაზეთში რუსი ტურისტები მძევლად აიყვანეს, ერთი კი მოკლეს - დანაშაულის დეტალები

აფხაზური საინფორმაციო სააგენტო Apsny LIFE-ს ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში ყაჩაღებმა ტურისტები დააყაჩაღეს და ბავშვები მძევლად აიყვანეს, რა დროსაც, ერთი პირი მოკლეს.

 

ოკუპირებული აფხაზეთის გუდაუთის რაიონში მომხდარი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელებში გავრცელდა. მოგვიანებით, Apsny LIFE-ს ე.წ. ძალოვანმა უწყებებმა მომხდარი დაუდასტურეს.

თავდასხმა მოსკოვიდან ჩამოსულ ტურისტებზე, კემპინგის რაიონში მოხდა.

ორი ოჯახი, ანატოლი და ნატალია კაბანოვები, ასევე ნატალია და ნიკოლია ჩეჟიკოვი სამ მცირეწლოვანთან ერთად, აფხაზეთში დასასვენებლად მოსკოვიდან ჩამოვიდნენ. აჩანდარის მოსახვევთან, მათთან ორი, ავტომატითა და დანით შეირაღებული ნიღბიანი მივიდა და ფული მოსთხოვა. ტურისტებიდან ერთ-ერთმა, ასაკით უფროსმა, ნიკოლაი ჩეჟიკოვმა თქვა, რომ ფულის მოსატანად მიდიოდა, რა დროსაც მან "მილიციაში" დარეკვა მოასწრო...

ანატოლი კაბანოვმა, რომელიც ყაჩაღებს მძევლად ჰყავდათ აყვანილი, მათთვის წინააღმდეგობის გაწევა დააპირა, რა დროსაც ის დანით დაჭრეს. მიღებული ჭრილობებით იგი გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ყაჩაღებმა კაბანოვისა და ჩეჟიკოვის მეუღლეები ბავშვებთან ერთად გაიტაცეს. რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ, ე.წ. აფხაზურმა სპეცრაზმმა მათი გათავისუფლება მოახერხა.

"აი, ამიტომ ჩავარდა ტურიზმი აფხაზეთში... ამ ვითარებაში ვინ და რატომ უნდა ჩამოვიდეს, ისედაც "ველურ მაიმუნებს" გვეძახიან... ეს არის კოშმარი. საკუთარ ქვეყანას ამაზე ცუდს ვერავითარი მტერი ვერ გაუკეთებს... რას ვაკეთებთ, როდის გაიღვიძებს ერი. კიდევ რაღა უნდა მოხდეს?!" - წერენ აფხაზები სოციალურ ქსელებში.

ერთ-ერთი ვერსიით, ბოროტმოქმედები მძევლების გათავისუფლების შემდეგ მიიმალნენ. Apsny LIFE-ს ინფორმაციით, ე.წ. მილიცია ამ დროისთვის გუდაუთის რაიონში ტყეში, ზღვასა და ტრასის მიმდებარე ტერიტორიაზე სამძებრო ღინისძიებებს აწარმოებს.

აფხაზურ სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომხდარი სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან Apsny LIFE-მა ეს ინფორმაცია გასულ წლის შემოდგომაზეც გაავრცელა, თუმცა, მაშინ ინფორმაცია არ დადასტურდა.

კიდევ ერთი ვერსიით, ეს ყველაფერი, ე.წ. შს მინისტრის ასლან კობახიას წინააღმდეგ აგორებული თემაა.

თუმცა, არსებობს კიდევ ერთი ვერსია - ეს ყველაფერი აფხაზეთში ბოლო დროს წამოწეული სომხების თემის გადაფარვასა და ყურადღების სხვა თემაზე გადატანას ემსახურება...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე