პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შპს-ს მამაო" - რაზე ისაუბრეს მოწმეებმა ე.წ. ციანიდის საქმის პროცესზე და რას პასუხობს ბრალდებებს დაცვის მხარე
"შპს-ს მამაო" - რაზე ისაუბრეს მოწმეებმა ე.წ. ციანიდის საქმის პროცესზე და რას პასუხობს ბრალდებებს დაცვის მხარე

ე.წ. ცი­ა­ნი­დის საქ­მის სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვა დღეს გა­ნახ­ლდა. სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბა სა­კუ­თა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მოკ­ვლე­ვას აგ­რძე­ლებს. დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე და­ი­კი­თხნენ მოწ­მე­ე­ბი, რომ­ლებ­მაც სხვა­დას­ხვა ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე ისა­უბ­რეს.

საქ­მის პრო­კუ­რო­რის ზვი­ად გუ­ბე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, "და­ი­კი­თხნენ ბრალ­დე­ბუ­ლის მძღო­ლი, მისი მე­გო­ბა­რი და ადა­მი­ა­ნი, ვი­საც გვე­ლის შხამს სთხოვ­და 2016 წლის ზა­ფხუ­ლის თვე­ში. ასე­ვე და­ი­კი­თხე­ბი­ან გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ჩა­ა­ტა­რეს".

პრო­კუ­რო­რის თქმით, მოწ­მე­ე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბით ნათ­ლად მტკიც­დე­ბა ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ბრალ­დე­ბა, კერ­ძოდ, ან­გა­რე­ბით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბა. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე­ზე დღემ­დე სულ ბრალ­დე­ბის 60-ზე მეტი მოწ­მეა და­კი­თხუ­ლი.

რო­გორც ზვი­ად გუ­ბე­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე კი­დევ ერთხელ გა­მოჩ­ნდა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო ან­გა­რე­ბით და გამ­დიდ­რე­ბით. გუ­ბე­ლა­ძემ სა­სა­მარ­თლო­ში ერთ-ერთი მოწ­მის მიერ მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე სხვა­დას­ხვა შპს-ში გა­ფორ­მე­ბუ­ლი იყო რო­გორც შპს-ს მა­მაო.

"და­ი­კი­თხა ერთ-ერთი შპს-ს დი­რექ­ტო­რი, რო­მელ­მაც გან­მარ­ტა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე სხვა­დას­ხვა შპს-ში გა­ფორ­მე­ბუ­ლი იყო შპს-ს მა­მა­ოდ, ყო­ველ­თვი­უ­რად იღებ­და სხვა­დას­ხვა რა­ო­დე­ნო­ბის ხელ­ფასს და მათ შო­რის სა­ა­ხალ­წლოდ პრე­მი­ებ­საც. ნაც­ვლად იმი­სა, ბრალ­დე­ბულს სა­სუ­ლი­ე­რო მოღ­ვა­წე­ო­ბა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა, ის და­კა­ვე­ბუ­ლი იყო ან­გა­რე­ბით და სხვა­დას­ხვა უსა­ფუძ­ვლო გამ­დიდ­რე­ბით, მათ შო­რის სა­პატ­რი­არ­ქოს ქო­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით", - გა­ნა­ცხა­და გუ­ბე­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ასე­ვე და­ი­კი­თხა სა­პატ­რი­არ­ქოს იუ­რის­ტი, რო­მელ­მაც უარ­ყო დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბე­ბი კო­რუფ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. "სა­პატ­რი­არ­ქოს იუ­რის­ტმა გან­მარ­ტა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბე­ბი კო­რუფ­ცი­ას­თან და უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს", - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

პრო­კუ­რო­რის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ად­ვო­კა­ტი მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი, მისი თქმით "არ არ­სე­ბობს ასე­თი ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სი შპს-ს მა­მაო, ეს იყო ხელ­ფა­სი, რო­მელ­საც ქველ­მოქ­მე­დე­ბის სა­ხით აძ­ლევ­დნენ მამა გი­ორ­გის".

რო­გორც რა­მიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, შპს-ს დი­რექ­ტო­რი ირმა ჩხა­ი­ძე ქველ­მოქ­მე­დე­ბის მიზ­ნით ური­ცხავ­და მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს სხვა­დას­ხვა თან­ხას.

"მამა გი­ორ­გი ამ ქალ­ბა­ტო­ნის ოჯა­ხის, მისი პი­რა­დი სუ­ლი­ე­რი მა­მაა. როცა და­ფუძნ­და კომ­პა­ნია და ამ კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან მამა გი­ორ­გის ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა რო­გორც სუ­ლი­ერ მო­ძღვარს, ამ შპს-ს დი­რექ­ტორ­მა გა­და­წყვი­ტა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა ქველ­მოქ­მე­დე­ბა. შე­მო­წი­რუ­ლო­ბას ხომ იღებს მო­სახ­ლე­ო­ბის­გან სა­პატ­რი­არ­ქო, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი და ასე­თი­ვე შე­მო­წი­რუ­ლო­ბას იღებ­და მამა გი­ორ­გი. ეს ქალ­ბა­ტო­ნი ყო­ველ თვე ური­ცხავ­და გარ­კვე­ულ თან­ხას. ქა­ლა­ბა­ტონ­მა ირ­მამ არა­ერ­თხელ და­ა­დას­ტუ­რა, რომ მა­ნამ­დეც არა­ერ­თი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის­თვის გა­უ­წე­ვია ასე­თი ქველ­მოქ­მე­დე­ბა. არ არ­სე­ბობს ასე­თი ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სი - შპს-ს მა­მაო. ეს არის ხელ­ფა­სი, რო­მელ­საც ქველ­მოქ­მე­დე­ბის სა­ხით აძ­ლევ­დნენ მამა გი­ორ­გის", - აღ­ნიშ­ნა მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა.

დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის კი­დევ ერთი ად­ვო­კა­ტის გი­ორ­გი ფან­ცუ­ლა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, "ყო­ვე­ლი მოწ­მის და­კი­თხვის შემ­დეგ დას­ტურ­დე­ბა, რომ დე­კა­ნო­ზის­თვის წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლი აბ­სურ­დუ­ლია". რო­გორც ად­ვო­კატ­მა აღ­ნიშ­ნა, დღეს და­კი­თხულ­მა ერთ-ერ­თმა მოწ­მემ და­ა­დას­ტუ­რა, რომ სა­პატ­რი­არ­ქოს კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს არა­ვი­თა­რი ან­გა­რე­ბი­თი მო­ტი­ვი არ ამოძ­რა­ვებ­და.

"და­ი­კი­თხა იმ აუ­დი­ტო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი, რო­მელ­მაც ახ­სნა რა ფი­ნან­სუ­რი დარ­ღვე­ვე­ბი და­ფიქ­სირ­და შე­მოწ­მე­ბი­სას და რო­გორ ხდე­ბო­და ამის გა­მოს­წო­რე­ბა ეტა­პობ­რი­ვად დე­კა­ნო­ზის დროს. ამ მოწ­მემ ასე­ვე და­ა­დას­ტუ­რა, რომ მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს არა­ვი­თა­რი ფი­ნან­სუ­რი, ან­გა­რე­ბი­თი მო­ტი­ვი არ ამოძ­რა­ვებ­და სა­პატ­რი­არ­ქოს კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბის შე­ნარ­ჩი­ნე­ბის­თვის", - აღ­ნიშ­ნა ფან­ცუ­ლა­ი­ამ.

ად­ვო­კა­ტის თქმით და­ი­კი­თხა ასე­ვე სა­პატ­რი­არ­ქოს ერთ-ერთი იუ­რის­ტი, რო­მელ­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლი მას სხვა­დას­ხვა და­ვა­ლე­ბებს აძ­ლევ­და რაც მდი­ვან-რე­ფე­რე­ტის მო­ვა­ლე­ო­ბებ­ში არ შე­დი­ო­და.

"სა­პატ­რი­არ­ქოს ერთ-ერ­თმა იუ­რის­ტმა ჩვენს შე­კი­თხვებ­ზე - მი­უ­ღია თუ არა რა­ი­მე და­ვა­ლე­ბე­ბი შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლის­გან გა­ნა­ცხა­და, რომ და­ვა­ლე­ბა არა­ერ­თხელ მი­უ­ღია. ეს და­ვა­ლე­ბე­ბი ეხე­ბო­და ქო­ნებ­რივ სა­კი­თხებს. რო­დე­საც ვკი­თხეთ მოწ­მეს გა­მომ­ცემ­ლო­ბის რე­ფე­რენტს აქვს თუ არა ამის უფ­ლე­ბა, მან პა­სუ­ხი ვერ გაგ­ვცა მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო, რომ გა­მომ­ცემ­ლო­ბის რე­ფე­რენტს უფ­ლე­ბა არ აქვს ქო­ნებ­რივ სა­კი­თხებ­ზე იუ­რისტს რა­ი­მე და­ვა­ლე­ბე­ბი მის­ცეს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ მოწ­მის ჩვე­ნე­ბით მტკიც­დე­ბა, რომ შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლის­გან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რა­მაა, ისე­თი და­ვა­ლე­ბე­ბის, თხოვ­ნე­ბი­სა თუ მი­თი­თე­ბე­ბის მი­ცე­მა სა­პატ­რი­არ­ქო­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რო­გო­რიც თუნ­დაც მამა გი­ორ­გის მის­ცა. ეს ადას­ტუ­რებს იმას, რომ თეთ­რუ­აშ­ვილს შე­ეძ­ლო ეთხო­ვა მამა გი­ორ­გის­თვის ცი­ა­ნი­დის მო­ძი­ე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს მდი­ვან-რე­ფე­რენ­ტის ფუნ­ქცია-მო­ვა­ლე­ო­ბებ­ში არ შე­დი­ო­და", - აღ­ნიშ­ნა დე­კა­ნო­ზის ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი ფან­ცუ­ლა­ი­ამ.

დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს პრო­კუ­რა­ტუ­რა შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბას ედა­ვე­ბა. მას ბრა­ლი თავ­და­პირ­ვე­ლად მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბი­სა და ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა­ში ედე­ბო­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ მას ბრა­ლი და­უმ­ძი­მა და ან­გა­რე­ბით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის მუხ­ლით გა­და­უკ­ვა­ლი­ფი­ცი­რა. დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ბრალ­დე­ბის საქ­მე­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რამ ძი­ე­ბა 27 აპ­რილს და­ას­რუ­ლა. სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ვერ­სი­ით, არ­სე­ბუ­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და იერ­არ­ქი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სა და მო­მა­ვალ­ში კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, დე­კა­ნოზ­მა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძემ ან­გა­რე­ბით გა­ნიზ­რა­ხა ძლი­ერ­მოქ­მე­დი მომ­წამ­ვლე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის, ცი­ა­ნი­დის გა­მო­ყე­ნე­ბით შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა.

გარ­და ამი­სა, პრო­კუ­რა­ტუ­რა დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა­საც ედა­ვე­ბა.

"შპს-ს მამაო" - რაზე ისაუბრეს მოწმეებმა ე.წ. ციანიდის საქმის პროცესზე და რას პასუხობს ბრალდებებს დაცვის მხარე

"შპს-ს მამაო" - რაზე ისაუბრეს მოწმეებმა ე.წ. ციანიდის საქმის პროცესზე და რას პასუხობს ბრალდებებს დაცვის მხარე

ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვა დღეს განახლდა. სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდება საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას აგრძელებს. დღევანდელ პროცესზე დაიკითხნენ მოწმეები, რომლებმაც სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებებზე ისაუბრეს.

საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის განცხადებით, "დაიკითხნენ ბრალდებულის მძღოლი, მისი მეგობარი და ადამიანი, ვისაც გველის შხამს სთხოვდა 2016 წლის ზაფხულის თვეში. ასევე დაიკითხებიან გამომძიებლები, რომლებმაც საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს".

პროკურორის თქმით, მოწმეების ჩვენებებით ნათლად მტკიცდება ბრალდებულ გიორგი მამალაძის ბრალდება, კერძოდ, ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადება. მისივე ინფორმაციით, საქმეზე დღემდე სულ ბრალდების 60-ზე მეტი მოწმეა დაკითხული.

როგორც ზვიად გუბელაძემ განაცხადა, დღევანდელ პროცესზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ბრალდებული დაინტერესებული იყო ანგარებით და გამდიდრებით. გუბელაძემ სასამართლოში ერთ-ერთი მოწმის მიერ მიცემულ ჩვენებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრალდებული გიორგი მამალაძე სხვადასხვა შპს-ში გაფორმებული იყო როგორც შპს-ს მამაო.

"დაიკითხა ერთ-ერთი შპს-ს დირექტორი, რომელმაც განმარტა, რომ ბრალდებული გიორგი მამალაძე სხვადასხვა შპს-ში გაფორმებული იყო შპს-ს მამაოდ, ყოველთვიურად იღებდა სხვადასხვა რაოდენობის ხელფასს და მათ შორის საახალწლოდ პრემიებსაც. ნაცვლად იმისა, ბრალდებულს სასულიერო მოღვაწეობა განეხორციელებინა, ის დაკავებული იყო ანგარებით და სხვადასხვა უსაფუძვლო გამდიდრებით, მათ შორის საპატრიარქოს ქონების მეშვეობით", - განაცხადა გუბელაძემ.

მისივე თქმით, ასევე დაიკითხა საპატრიარქოს იურისტი, რომელმაც უარყო დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადებები კორუფციასთან დაკავშირებით. "საპატრიარქოს იურისტმა განმარტა, რომ ბრალდებულის საჯარო განცხადებები კორუფციასთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სიმართლეს", - განაცხადა პროკურორმა.

პროკურორის განცხადებას გამოეხმაურა, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, მისი თქმით "არ არსებობს ასეთი ოფიციალური სტატუსი შპს-ს მამაო, ეს იყო ხელფასი, რომელსაც ქველმოქმედების სახით აძლევდნენ მამა გიორგის".

როგორც რამიშვილმა აღნიშნა, შპს-ს დირექტორი ირმა ჩხაიძე ქველმოქმედების მიზნით ურიცხავდა მამა გიორგი მამალაძეს სხვადასხვა თანხას.

"მამა გიორგი ამ ქალბატონის ოჯახის, მისი პირადი სულიერი მამაა. როცა დაფუძნდა კომპანია და ამ კომპანიის თანამშრომლებთან მამა გიორგის ჰქონდა ურთიერთობა როგორც სულიერ მოძღვარს, ამ შპს-ს დირექტორმა გადაწყვიტა განეხორციელებინა ქველმოქმედება. შემოწირულობას ხომ იღებს მოსახლეობისგან საპატრიარქო, სასულიერო პირები და ასეთივე შემოწირულობას იღებდა მამა გიორგი. ეს ქალბატონი ყოველ თვე ურიცხავდა გარკვეულ თანხას. ქალაბატონმა ირმამ არაერთხელ დაადასტურა, რომ მანამდეც არაერთი სასულიერო პირისთვის გაუწევია ასეთი ქველმოქმედება. არ არსებობს ასეთი ოფიციალური სტატუსი - შპს-ს მამაო. ეს არის ხელფასი, რომელსაც ქველმოქმედების სახით აძლევდნენ მამა გიორგის", - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის კიდევ ერთი ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, "ყოველი მოწმის დაკითხვის შემდეგ დასტურდება, რომ დეკანოზისთვის წაყენებული ბრალი აბსურდულია". როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დღეს დაკითხულმა ერთ-ერთმა მოწმემ დაადასტურა, რომ საპატრიარქოს კლინიკის დირექტორის თანამდებობის შესანარჩუნებლად მამა გიორგი მამალაძეს არავითარი ანგარებითი მოტივი არ ამოძრავებდა.

"დაიკითხა იმ აუდიტორული კომპანიის დირექტორი, რომელმაც ახსნა რა ფინანსური დარღვევები დაფიქსირდა შემოწმებისას და როგორ ხდებოდა ამის გამოსწორება ეტაპობრივად დეკანოზის დროს. ამ მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ მამა გიორგი მამალაძეს არავითარი ფინანსური, ანგარებითი მოტივი არ ამოძრავებდა საპატრიარქოს კლინიკის დირექტორის თანამდებობის შენარჩინებისთვის", - აღნიშნა ფანცულაიამ.

ადვოკატის თქმით დაიკითხა ასევე საპატრიარქოს ერთ-ერთი იურისტი, რომელმაც დაადასტურა, რომ შორენა თეთრუაშვილი მას სხვადასხვა დავალებებს აძლევდა რაც მდივან-რეფერეტის მოვალეობებში არ შედიოდა.

"საპატრიარქოს ერთ-ერთმა იურისტმა ჩვენს შეკითხვებზე - მიუღია თუ არა რაიმე დავალებები შორენა თეთრუაშვილისგან განაცხადა, რომ დავალება არაერთხელ მიუღია. ეს დავალებები ეხებოდა ქონებრივ საკითხებს. როდესაც ვკითხეთ მოწმეს გამომცემლობის რეფერენტს აქვს თუ არა ამის უფლება, მან პასუხი ვერ გაგვცა მარტივი მიზეზის გამო, რომ გამომცემლობის რეფერენტს უფლება არ აქვს ქონებრივ საკითხებზე იურისტს რაიმე დავალებები მისცეს. აქედან გამომდინარე, ამ მოწმის ჩვენებით მტკიცდება, რომ შორენა თეთრუაშვილისგან ჩვეულებრივი რამაა, ისეთი დავალებების, თხოვნებისა თუ მითითებების მიცემა საპატრიარქოში დასაქმებული ადამიანებისთვის, როგორიც თუნდაც მამა გიორგის მისცა. ეს ადასტურებს იმას, რომ თეთრუაშვილს შეეძლო ეთხოვა მამა გიორგისთვის ციანიდის მოძიებაში დახმარება, მიუხედავად იმისა, რომ ეს მდივან-რეფერენტის ფუნქცია-მოვალეობებში არ შედიოდა", - აღნიშნა დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი თავდაპირველად მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლით გადაუკვალიფიცირა. დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეზე პროკურატურამ ძიება 27 აპრილს დაასრულა. საგამოძიებო უწყების ვერსიით, არსებული მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების, ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა.

გარდა ამისა, პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვასაც ედავება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ