კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსმა ტურისტებმა ქვეყანაში შემოსვლისას ხელის მოწერით აღიარონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა" - ინტერნეტში პეტიცია ვრცელდება
"რუსმა ტურისტებმა ქვეყანაში შემოსვლისას ხელის მოწერით აღიარონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა" - ინტერნეტში პეტიცია ვრცელდება

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი­სა და მთავ­რო­ბის სა­ხელ­ზე ინ­ტერ­ნე­ტით პე­ტი­ცია ვრცელ­დე­ბა, რომ­ლის ავ­ტო­რე­ბიც მო­ი­თხო­ვენ, რომ რუს­მა ტუ­რის­ტებ­მა ქვე­ყა­ნა­ში შე­მოს­ვლი­სას ხე­ლის მო­წე­რით აღი­ა­რონ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა. პე­ტი­ცი­ას ამ დრო­ის­თვის 3856 ადა­მი­ა­ნი აწერს ხელს, და­მა­ტე­ბით კი 6144 ხელ­მო­წე­რაა სა­ჭი­რო.

"ოკუ­პან­ტი, აგ­რე­სო­რი ქვეყ­ნი­დან ტუ­რის­ტე­ბის უვი­ზოდ მი­ღე­ბა საკ­მა­ოდ მძი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. ამის გა­მარ­თლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ გავ­მიჯ­ნავთ რუ­სეთს - რო­გორც აგ­რე­სორ სა­ხელ­მწი­ფოს, და რუ­სე­თი­დან შე­მო­სულ ტუ­რისტს - რო­გორც ამ აგ­რე­სო­რი სა­ხელ­მწი­ფოს პო­ლი­ტი­კის მსხვერ­პლს და არა - მიმ­დე­ვარს.

შე­სა­ბა­მი­სად, ლო­გი­კუ­რია მო­ვი­თხო­ვოთ მათ­გან ამის ფორ­მა­ლუ­რი და­დას­ტუ­რე­ბა ჩვე­ნი სა­ზღვრის გად­მოკ­ვე­თის დროს - იმის აღი­ა­რე­ბა, რომ ისი­ნი არ იზი­ა­რე­ბენ რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფოს ოფი­ცი­ა­ლურ, ჩვენ­თვის პრინ­ცი­პუ­ლად მი­უ­ღე­ბელ პო­ზი­ცი­ას.

ტექ­სტი შე­იძ­ლე­ბა იყოს მი­ახ­ლო­ე­ბი ასე­თი:

"ვკვე­თავ რა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარს სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით, ვი­ზი­ა­რებ მას­პინ­ძე­ლი ქვეყ­ნის სა­ზღვრე­ბის დე­ფი­ნი­ცი­ას, კერ­ძოდ, ვა­ფიქ­სი­რებ, რომ აფხა­ზე­თი და სა­მა­ჩაბ­ლო მი­მაჩ­ნია სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გე­ნელ ნა­წი­ლად".

ამ ხელ­მო­წე­რებს არ ექ­ნე­ბა რა­ი­მე იუ­რი­დი­უ­ლი ძალა, თუმც იგი იქ­ნე­ბა ნა­თე­ლი მე­სი­ჯი ყვე­ლა­სათ­ვის, რომ რუსი ტუ­რის­ტე­ბის შე­მოშ­ვე­ბით სა­კუ­თარ პრინ­ცი­პებს არ ვღა­ლა­ტობთ, და ტუ­რის­ტე­ბად ვუშ­ვებთ ხალ­ხს, რო­მე­ლიც არ იზი­ა­რებს აგ­რე­სო­რი ქვეყ­ნის მტრულ იდე­ო­ლო­გი­ას. ტუ­რის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც არ და­ა­ფიქ­სი­რე­ბენ თა­ვი­ანთ ხელ­მო­წე­რას, გაბ­რუნ­დე­ბი­ან სა­ზღვრი­დან უკან.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­ქა­ნიზ­მი შე­იძ­ლე­ბა და­რე­გუ­ლირ­დეს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში", - აღ­ნიშ­ნუ­ლია პე­ტი­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"რუსმა ტურისტებმა ქვეყანაში შემოსვლისას ხელის მოწერით აღიარონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა" - ინტერნეტში პეტიცია ვრცელდება

"რუსმა ტურისტებმა ქვეყანაში შემოსვლისას ხელის მოწერით აღიარონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა" - ინტერნეტში პეტიცია ვრცელდება

საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის სახელზე ინტერნეტით პეტიცია ვრცელდება, რომლის ავტორებიც მოითხოვენ, რომ რუსმა ტურისტებმა ქვეყანაში შემოსვლისას ხელის მოწერით აღიარონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. პეტიციას ამ დროისთვის 3856 ადამიანი აწერს ხელს, დამატებით კი 6144 ხელმოწერაა საჭირო.

"ოკუპანტი, აგრესორი ქვეყნიდან ტურისტების უვიზოდ მიღება საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებაა. ამის გამართლება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გავმიჯნავთ რუსეთს - როგორც აგრესორ სახელმწიფოს, და რუსეთიდან შემოსულ ტურისტს - როგორც ამ აგრესორი სახელმწიფოს პოლიტიკის მსხვერპლს და არა - მიმდევარს.

შესაბამისად, ლოგიკურია მოვითხოვოთ მათგან ამის ფორმალური დადასტურება ჩვენი საზღვრის გადმოკვეთის დროს - იმის აღიარება, რომ ისინი არ იზიარებენ რუსეთის სახელმწიფოს ოფიციალურ, ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელ პოზიციას.

ტექსტი შეიძლება იყოს მიახლოები ასეთი:

"ვკვეთავ რა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს საკუთარი სურვილით, ვიზიარებ მასპინძელი ქვეყნის საზღვრების დეფინიციას, კერძოდ, ვაფიქსირებ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო მიმაჩნია საქართველოს შემადგენელ ნაწილად".

ამ ხელმოწერებს არ ექნება რაიმე იურიდიული ძალა, თუმც იგი იქნება ნათელი მესიჯი ყველასათვის, რომ რუსი ტურისტების შემოშვებით საკუთარ პრინციპებს არ ვღალატობთ, და ტურისტებად ვუშვებთ ხალხს, რომელიც არ იზიარებს აგრესორი ქვეყნის მტრულ იდეოლოგიას. ტურისტები, რომლებიც არ დააფიქსირებენ თავიანთ ხელმოწერას, გაბრუნდებიან საზღვრიდან უკან.

აღნიშნული მექანიზმი შეიძლება დარეგულირდეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ არსებული კანონის ფარგლებში", - აღნიშნულია პეტიციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი