პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასკოლო საგნებში "მე და საზოგადოება" და "ჩემი საქართველო" ლგბტ თემსა და სექსუალურ განათლებაზე არაფერია ნათქვამი"
"სასკოლო საგნებში "მე და საზოგადოება" და "ჩემი საქართველო" ლგბტ თემსა და სექსუალურ განათლებაზე არაფერია ნათქვამი"

"გენ­დე­რი და ლგბტ თემი არც ნახ­სე­ნე­ბია, არც იგუ­ლის­ხმე­ბა იმ სტან­დარ­ტში, რო­მელ­ზე და­ფუძ­ნე­ბი­თაც მომ­ზად­დე­ბა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო, - ამის შე­სა­ხებ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა, მა­რი­ამ ჩი­ქო­ბა­ვამ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სას­კო­ლო სა­გან­ზე "მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა" სა­უბ­რი­სას გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე მტკი­ცე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­გა­ნი არის ის­ტო­რი­ის, გე­ოგ­რა­ფი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი კურ­სი.

"ჩვენ ძა­ლი­ან ბევ­რი გან­ხილ­ვა მო­ვა­წყვეთ პე­და­გო­გებ­თან, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ჯგუ­ფებ­თან. ეს სა­გა­ნი არის ის­ტო­რი­ის, გე­ოგ­რა­ფი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი კურ­სი. სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კომ­პო­ნენ­ტი უფრო წინ არის წა­მო­წე­უ­ლი. იგეგ­მე­ბა, რომ მე-3-მე-4 კლა­სებ­ში შე­ვი­დეს. ეს სა­გა­ნი მო­ი­ცავს შემ­დეგ თე­მებს: ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბა, მათ შო­რის ჯან­სა­ღი კვე­ბა, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი; გა­რე­მოს დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბა; კონ­ფლიქ­ტე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნად მოგ­ვა­რე­ბა; ინი­ცი­ა­ტი­ვა და მე­წარ­მე­ო­ბა, ეს გუ­ლის­ხმობს ელე­მენ­ტა­რუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი უნა­რე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას", - გა­ნა­ცხა­და ჩი­ქო­ბა­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნულ სა­გან­ში არის 6 თემა, სამ მათ­განს მე­სა­მე კლას­ში ის­წავ­ლი­ან, ხოლო სამს - მე­ო­თხე­ში.

"პირ­ვე­ლი სამი თე­მაა: 1. ჩემი ოჯა­ხი, 2. სას­კო­ლო გა­რე­მო - მე­გობ­რე­ბი და თა­ნა­ტო­ლე­ბი, 3. გა­რე­მო, რო­მელ­შიც ცხოვ­რობ. მე­ო­თხე კლას­ში შე­მო­დის შემ­დე­გი თე­მე­ბი: 4. სად და რო­გორ ვი­ღებთ გა­ნათ­ლე­ბას, 5. მე­დია და ინ­ფორ­მა­ცია, 6. მე და ჩემი ქვე­ყა­ნა", - გა­ნა­ცხა­და ჩი­ქო­ბა­ვამ.

მა­რი­ამ ჩი­ქო­ბა­ვას გან­მარ­ტე­ბით, ტერ­მი­ნი გენ­დე­რი ნახ­სე­ნე­ბი არ არის, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ისე­თი კი­თხვაა დას­მუ­ლი, რომ­ლე­ბიც თა­ნას­წო­რო­ბას ეხე­ბა.

"გენ­დე­რი ტერ­მი­ნი ნახ­სე­ნე­ბი არ არის. არის კი­თხვე­ბი მა­გა­ლი­თად: რა­ტომ და რო­გორ უნდა და­ვა­ფა­სოთ ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რის შრო­მა? რა­ტომ უნდა იყოს სკო­ლა­ში ყვე­ლა გო­გო­სა და ბი­ჭის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის თა­ნა­ბა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და პი­რო­ბე­ბი? რა­ტომ არის გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლა ბავ­შვის უფ­ლე­ბა?", - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ამ ჩი­ქო­ბა­ვამ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს პირ­ველ ვერ­სი­ა­შიც არ იყო აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხებ­ზე სა­უ­ბა­რი. რო­გორც ჩი­ქო­ბა­ვამ აღ­ნიშ­ნა, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს სტან­დარ­ტი სა­პატ­რი­არ­ქოს­თან ერ­თად სი­ტყვა-სი­ტყვით არის გავ­ლი­ლი.

"ძა­ლი­ან ბევ­რი შეხ­ვედ­რა შედ­გა სა­პატ­რი­არ­ქოს­თა­ნაც. ჰკი­თხეთ სა­პატ­რი­არ­ქოს ოდეს­მე ლგბტ თემ­თან და­კავ­ში­რე­ბით იყო თუ არა ამ სტან­დარ­ტში რა­ი­მე, ან თუნ­დაც სექ­სუ­ა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. სა­პატ­რი­არ­ქოს­თან ერ­თად სი­ტყვა-სი­ტყვით არის ეს სტან­დარ­ტი გავ­ლი­ლი. და­უს­ვით კონ­კრე­ტუ­ლი კი­თხვა სა­პატ­რი­არ­ქოს გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელს მე­უ­ფე იო­ა­ნეს, რო­მე­ლიც სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ხე­ლით გა­მო­დი­ო­და, იყო თუ არა რო­მე­ლი­მე ვერ­სი­ა­ში ან ლგბტ თემ­თან ან სექ­სუ­ა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ი­მე", - გა­ნა­ცხა­და ჩი­ქო­ბა­ვამ.

ჩი­ქო­ბა­ვას გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი საგ­ნის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი ვერ­სია გან­სა­ხილ­ვე­ლად გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში შე­მოდ­გო­მა­ზე შევა, ხოლო სკო­ლებ­ში მომ­დევ­ნო სას­წავ­ლო წლი­დან.

"მომ­დევ­ნო სას­წავ­ლო წლი­დან შევა სკო­ლებ­ში. ახლა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა. რო­გორც კი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის პირ­ვე­ლად ვერ­სი­ე­ბი იქ­ნე­ბა, სა­ჯა­რო გახ­დე­ბა. სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი ვერ­სი­ე­ბი შე­მოდ­გო­მა­ზე შე­მო­ვა სა­მი­ნის­ტრო­ში გან­სა­ხილ­ვე­ლად, სა­მი­ნის­ტრო ამას გა­ა­სა­ჯა­რო­ებს და ყვე­ლას­თვის იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი", - გა­ნა­ცხა­და ჩი­ქო­ბა­ვამ.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი საგ­ნე­ბის - "მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა" და "ჩემი სა­ქარ­თვე­ლოს" სკო­ლებ­ში შე­ტა­ნის იდე­ას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა და პე­რი­ო­დუ­ლად გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას მარ­თავს. რო­გორც მო­ქა­ლა­ქე­თა ერთი ჯგუ­ფი მი­იჩ­ნევს, აღ­ნიშ­ნუ­ლი საგ­ნე­ბი "შეკ­ვე­თი­ლია ლგბტ თე­მის მიერ".

"სასკოლო საგნებში "მე და საზოგადოება" და "ჩემი საქართველო" ლგბტ თემსა და სექსუალურ განათლებაზე არაფერია ნათქვამი"

"სასკოლო საგნებში "მე და საზოგადოება" და "ჩემი საქართველო" ლგბტ თემსა და სექსუალურ განათლებაზე არაფერია ნათქვამი"

"გენდერი და ლგბტ თემი არც ნახსენებია, არც იგულისხმება იმ სტანდარტში, რომელზე დაფუძნებითაც მომზადდება სახელმძღვანელო, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსმა, მარიამ ჩიქობავამ "ინტერპრესნიუსს" სასკოლო საგანზე "მე და საზოგადოება" საუბრისას განუცხადა.

მისივე მტკიცებით, აღნიშნული საგანი არის ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების ინტეგრირებული კურსი.

"ჩვენ ძალიან ბევრი განხილვა მოვაწყვეთ პედაგოგებთან, დაინტერესებულ ჯგუფებთან. ეს საგანი არის ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების ინტეგრირებული კურსი. სამოქალაქო განათლების კომპონენტი უფრო წინ არის წამოწეული. იგეგმება, რომ მე-3-მე-4 კლასებში შევიდეს. ეს საგანი მოიცავს შემდეგ თემებს: ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართულება, მათ შორის ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობები; გარემოს დაცვის მიმართულება; კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარება; ინიციატივა და მეწარმეობა, ეს გულისხმობს ელემენტარული ეკონომიკური უნარების გამომუშავებას", - განაცხადა ჩიქობავამ.

მისივე თქმით, აღნიშნულ საგანში არის 6 თემა, სამ მათგანს მესამე კლასში ისწავლიან, ხოლო სამს - მეოთხეში.

"პირველი სამი თემაა: 1. ჩემი ოჯახი, 2. სასკოლო გარემო - მეგობრები და თანატოლები, 3. გარემო, რომელშიც ცხოვრობ. მეოთხე კლასში შემოდის შემდეგი თემები: 4. სად და როგორ ვიღებთ განათლებას, 5. მედია და ინფორმაცია, 6. მე და ჩემი ქვეყანა", - განაცხადა ჩიქობავამ.

მარიამ ჩიქობავას განმარტებით, ტერმინი გენდერი ნახსენები არ არის, მხოლოდ რამდენიმე ისეთი კითხვაა დასმული, რომლებიც თანასწორობას ეხება.

"გენდერი ტერმინი ნახსენები არ არის. არის კითხვები მაგალითად: რატომ და როგორ უნდა დავაფასოთ ოჯახის ყველა წევრის შრომა? რატომ უნდა იყოს სკოლაში ყველა გოგოსა და ბიჭის განვითარებისთვის თანაბარი შესაძლებლობები და პირობები? რატომ არის განათლება ყველა ბავშვის უფლება?", - განაცხადა მარიამ ჩიქობავამ.

მისივე ინფორმაციით, სახელმძღვანელოს პირველ ვერსიაშიც არ იყო აღნიშნულ საკითხებზე საუბარი. როგორც ჩიქობავამ აღნიშნა, სახელმძღვანელოს სტანდარტი საპატრიარქოსთან ერთად სიტყვა-სიტყვით არის გავლილი.

"ძალიან ბევრი შეხვედრა შედგა საპატრიარქოსთანაც. ჰკითხეთ საპატრიარქოს ოდესმე ლგბტ თემთან დაკავშირებით იყო თუ არა ამ სტანდარტში რაიმე, ან თუნდაც სექსუალურ განათლებასთან დაკავშირებით. საპატრიარქოსთან ერთად სიტყვა-სიტყვით არის ეს სტანდარტი გავლილი. დაუსვით კონკრეტული კითხვა საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელს მეუფე იოანეს, რომელიც საპატრიარქოს სახელით გამოდიოდა, იყო თუ არა რომელიმე ვერსიაში ან ლგბტ თემთან ან სექსუალურ განათლებასთან დაკავშირებით რაიმე", - განაცხადა ჩიქობავამ.

ჩიქობავას განმარტებით, აღნიშნული საგნის სახელმძღვანელოების პირველადი ვერსია განსახილველად განათლების სამინისტროში შემოდგომაზე შევა, ხოლო სკოლებში მომდევნო სასწავლო წლიდან.

"მომდევნო სასწავლო წლიდან შევა სკოლებში. ახლა სახელმძღვანელოებზე მიმდინარეობს მუშაობა. როგორც კი სახელმძღვანელოების პირველად ვერსიები იქნება, საჯარო გახდება. სახელმძღვანელოების პირველადი ვერსიები შემოდგომაზე შემოვა სამინისტროში განსახილველად, სამინისტრო ამას გაასაჯაროებს და ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი", - განაცხადა ჩიქობავამ.

საზოგადოების გარკვეული ნაწილი საგნების - "მე და საზოგადოება" და "ჩემი საქართველოს" სკოლებში შეტანის იდეას ეწინააღმდეგება და პერიოდულად განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავს. როგორც მოქალაქეთა ერთი ჯგუფი მიიჩნევს, აღნიშნული საგნები „შეკვეთილია ლგბტ თემის მიერ".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი